რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს

ბიზნესის ძებნა

ჯოზის საცხობი
300,000 112,191
თბილისი | კვების ობიექტები
იყიდება კვების ბიზნესი ორი ფილიალით, რომლებიც სტაბილურად ფუნქციონირებენ. კომპანიის მთლიანი თვიური რეალიზაცია შეადგენს დაახლოებით 60,000 ლარს, რეალიზაციის გაზრდის პერსპექტივა არსებობს, შემიძლია მეც უშუალოდ ცაგერთოთ პროცესებში. ბიზნესი აღჭურვილია სრულყოფილი ტექნიკითა და დანადგარებით, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 200,000 ლარია. კომპანია ოპერირებს გამართულ პროცესებზე დაფუძნებით, ჰყავს ჩამოყალიბებული გუნდი და სტაბილური მომხმარებლის ბაზა. ბიზნესს აქვს ზრდისა და მასშტაბირების პოტენციალი როგორც არსებული ფილიალების ოპტიმიზაციის, ისე ახალი ლოკაციების ან პროდუქტის ხაზების განვითარების გზით.
ბოსტნეულის და მწვანილის სათბური კასპში
401,100 150,000
თბილისი | ავტობიზნესი
მიწის ფართობია 3700 მ² და განკუთვნილია მწვანილის, ბოსტნეულის და საყვავილე საქმიანობისთვის. ობიექტზე განთავსებულია სათბურები: 6 ძირითადი სათბური თითო 320 მ² და დამატებით 90 მ²-ის საჩითილე. ოთხი სათბური აღჭურვილია წვეთოვანი სარწყავი სისტემით, ხოლო ორი — სპრინკლერით. ტერიტორია სრულად შემოღობილია მავთულით და ქარისგან დამცავი ბადით. ეზოში გაშენებულია 300 მ²-ზე თეთრი ვარდები, რომლებიც გვიან შემოდგომამდე იძლევა ნაყოფს და იდეალურია კომერციული საქმიანობისთვის. მეურნეობას ემსახურება სრულყოფილი ინფრასტრუქტურა: მოასფალტებული მისასვლელი გზა, შიდა დაგრუნტული და მოხრეშილი ბილიკები, მუდმივი ჭაბურღილის წყალი მაღალი დებეტით და უფასოდ, დენი, ბუნებრივი აირი, ავტომატიზირებული 5 ტონიანი წყლის ავზით მოწყობილი სარწყავი სისტემა, საოფისე კონტეინერი (15 მ²) კონდიცირებითა და სველი წერტილით, სამუშაო-საყარაულო კონტეინერი (30 მ²) დამატებითი სველი წერტილით და ინდივიდუალური სარწყავი პუნქტით
საბურავების იმპორტი და საცალო/საბითუმო რეალიზაცია
200,550 75,000
თბილისი | საცალო ვაჭრობა
იყიდება აქტიურად მოქმედი საბურავების ბიზნესი სრული აღჭურვილობით; მდებარეობა: თბილისის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ავტოინდუსტრიული ზონა, გზის პირას, მაღალი ხილვადობით და სტაბილური კლიენტურით. ობიექტის მონაცემები: საწყობი – 450 კვ.მ +200 კვ.მ. ოფისი – 20 კვ.მ. სამონტაჟო (ვულკანიზაცია სრული აკიპირებით) – 20 კვ.მ. პარკინგი – 3 ადგილი; ახლომახლოდ მდებარე 200 კვ.მ-მდე. საწყობი (საკუთრებაში). იჯარა: გრძელვადიანი, ხელსაყრელი პირობებით. მომწოდებლები: შეთანხმებული პარტნიორები შვეიცარიიდან, ევროპიდან, ჩინეთიდან და ადგილობრივ ბაზარზე – ახალი და მეორადი საბურავების გარანტირებული, დისტანცირებული მოწოდებით. სრულიად აკმაყოფილებს ამ ბიზნესითის განსაზღვრულ ახალ რეგულაციებს. გადახდის პირობები: შესაძლებელია როგორც ერთიანი, ისე ეტაპობრივი ან შერეული გადახდის ფორმა. ბიზნესს მოყვება 1 სრული კონტეინერი საბურავი დასაწყობებული და დეტალურად აღირცხული; სრული სამონტაჟო და ტექნიკური აღჭურვილობა; გამოცდილი პერსონალი, რომელიც მუშაობას განაგრძობს სურვილის შემთხვევაში; ფეისბუქ გვერდი 5,000-მდე გამომწერით და გამყარებული რეპუტაციით; სრულად გამართული საიტი - www.mysaburavi.ge , საოპერაციო სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. ფასი: დიდი დიღმის ერთ ოთახიანი ბინის ექვივალენტი. ეს არის გამზადებული, სტაბილური და შემოსავლიანი ბიზნესი, რომლის მართვაც შესაძლებელია დაუყოვნებლივ
სამრეწველო-საწარმოო კომპლექსი
5,615,400 2,100,000
ოზურგეთი | წარმოება
იყიდება საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ფართები, თავიანთი გაბარიტებით (მათ შორის სიმაღლეებით), განლაგებით, დამაგრებული მიწის ნაკვეთით, საწარმოო და დამხმარე ინფრასტრუქტურით, შესაძლებლობას იძლევა გამოყენებულ იქნენ, პრაქტიკულად, ნებისმიერი მიმართულების სამრეწველო წარმოების მოწყობისა და სასაწყობე მეურნეობის შექმნის მიზნით. საწარმოს დანიშნულებას წარმოადგენდა თიხის გადამუშავება და კაოლინის, აგურისა და თიხის სხვა ნაკეთობების გამოშვება. საწარმოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დვაბზუში საკუთრების უფლებით გააჩნია ერთ სივრცეში მდებარე 2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი: 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 29 246 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 26.19.15.014); 2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 2 356 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 26.19.15.015). მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია საწარმოო და სასაწყობე შენობები, ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე შენობები და ნაგებობები: 1. საწარმოო შენობები: კაოლინის წარმოება - 1111,4 კვ.მ. (№2); აგურისა და სხვა ნაკეთობების წარმოება - 4216 კვ.მ. (№3). 2. სასაწყობე შენობა-ნაგებობები: საწყობი 609 კვ.მ. (№5); ანგარები - 150 კვ.მ. (№6), 150 კვ.მ. (№7). 3. ადმინისტრაციული შენობა: 233,68 კვ.მ. (2 სართული) (№1). 4. სასტუმრო-სასადილო: 152,4 კვ.მ. (№1). 5. დამხმარე შენობა-ნაგებობები: საგუშაგო 12 კვ.მ. (№8); საქვაბე - 32,5 კვ.მ. (№12); საშხაპე-საპირფარეშო - 81,2 კვ.მ. (№11); ქვესადგური - 53,7 კვ.მ. (№10). კომუნიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
კვების ობიექტი + საცხობი
66,850 25,000
თბილისი | კვების ობიექტები
სასწრაფოდ იყიდება კვების ბიზნესი საბურთალოზე❗️წლიური ბრუნვა 700000ლარი - ფასი - 25000$ სამი წლის ჩამოყალიბებული ბრენდია, არის სრულად აღჭურვილი ყველანაირი ტექნიკით რაც არის საჭირო ობიექტის ოპერირებისთვის და ყავს გამოცდილი სტაფი. Glovo, Wolt-ზე და Bolt food-ზე აქვს მაღალი სამომხმარებლო შეფასება-“9.6” ასევე ძაან კარგი ლოკაცია აქვს ადგილზე გაყიდვებისთვის, აქ მოსულ სტუმრარს ხვდება ლამაზი მყუდრო გამწვანებული გარემო, სავსე ცოცხალი მცენარეებით! გადავცემთ ახალ მყიდველს სრულ მენიუს თავისი რეცეპტებით და გრამაჟებით, ბრენდბუქს და ასევე გამართულ ვებ გვერდს და სოციალურ ქსელებს. მნიშვნელოვანია რომ ობიექტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დიდი პოტენციალი აქვს საცხობის ბიზნესს, რისთვისაც ყველაფერი გვაქვს გამზადებული, საჭიროა მხოლოდ მცხობელის პოვნა. მოკლედ ბიზსნესი არის მუშა და გამართული, მყიდველს შეუძლია პირდაპირ გააგრძელოს ფუნქციონირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე! დეტალებისთვის დამიკავშირდით 591819700
ვყიდი მიწის ნაკვეთი მცხეთა/ხეკორძი 1185 კვ.მ 30$ კვ.მ დამიკავაირდით WhatsApp-591990622
95,061 35,550
მცხეთა | მიწა
ვყიდი მიწის ნაკვეთი მცხეთა/ხეკორძი 1185 კვ.მ 30$ კვ.მ დამიკავაირდით WhatsApp-591990622
იყიდება მიწის ნაკვეთი ვაზიანში 10 000კვ.მ \ 8$კვ.მ დამიკავშირდით WhatsApp-591990622
213,920 80,000
თბილისი | მიწა
იყიდება მიწის ნაკვეთი ვაზიანში 10 000კვ.მ \ 8$კვ.მ დამიკავშირდით WhatsApp-591990622
მოქმედი რესტორანი საჩხერეში
1,604,400 600,000
საჩხერე | ავტობიზნესი
იყიდება საჩხერეში რესტორანი მუშა მდგომარეობაში. ფართი 1000 კვ.მ. ცალკე არის დამატებით 1000კვ.მ. ფართობი, სადაც შესაძლებელია დარბაზის აშენება. რესტორანში არის სხვადასხვა კუპეები: 12 და 6 კაციანები. ფაცხები (12 კაციანი) ღია და დახურული. ვერანდა 70 კაცზე. ტერიტორიაზე არის საცხობი, თონე, სამწვადე, ეზოში დეკორატიული წყარო.
ბოლოს დამატებული სტატიები

8 მიზეზი, თუ რატომ არის უკეთესი ვიყიდოთ არსებული ბიზნესი, ვიდრე დავიწყოთ ახლიდან
სტატიები
შეცდომები, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ ბიზნესის გაყიდვისას
სტატიები
რატომ დავაბანდოთ ფული განვითარებად ბაზრებზე?
სტატიები
ბიზნესის შეფასების პროცესი
სტატიები
სიახლეების გამოწერა