|
გამყიდველების უმეტესობა არ მოელის, რომ მათი ბიზნესიდან გასვლა ადვილი იქნება, მაგრამ ბევრი მათგანი გაკვირვებული რჩება, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს, გონივრულ ვადაში, კარგ ფასად კომპანიის გაყიდვა – განსაკუთრებით ამჟამად არესებულ ეკონომიკურ გარემოში. არის ბევრი გამოწვევა, რომელიც უნდა გადალახოთ, მაგრამ უნდა გამოვარჩიოთ ისინი, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გაყიდვის ტრანზაქციაზე:შეცდომა 1: წინასწარი დაუგეგმავობა / არასაკმარისი მომზადებადღესდღეობით ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც მცირე ბიზნესის მფლობელები უშვებენ, არასათანადო მომზადებაა. ისევე როგორც თქვენ მოაწესრიგებდით სახლს, მანამ სანამ ეზოს შემოსასვლელში ჩამოკიდებდით ნიშანს „იყიდება“, მნიშვნელოვანია განიხილიოთ თქვენი კომპანიის რამოდენიმე საკვანძო საკითხი, სანამ მას სარეალიზაციო ნუსხაში შეიყვანთ. ფინანსური დოკუმენტაცია, მდგრადი მომგებიანობა, საკადრო პრობლემები და სხვა საკითხები, გავლენას მოახდენს არა მარტო გაყიდვის შესაძლებლობაზე, არამედ ფასზეც, რომელიც თქვენ კომპანიას ექნება ბაზარზე.შეცდომა 2: თქვენი ბიზნესის წარმომადგენელი პიროვნების არასწორად შერჩევა
ბიზნესის წარმატებით გაყიდვისათვის ბროკერის და/ან კონსულტანტის სწორად შერჩევა გადამწყვეტია. თქვენ ექსპერტი ხართ კომპანიის მართვაში და არა მის გაყიდვაში. ხომ კარგი იქნებოდა 10% საბროკერო საკომისიოს დაზოგვა? რა თქმა უნდა, თუმცა უმეტესად ბროკერს შეუძლია გასაყიდი ფასის გაზრდა მინიმუმ 10-12%-ით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შემთხვევები, რომლებშიც გამართლებულია უშუალოდ მფლობელის მიერ ბიზნესის გაყიდვა, გამყიდველების უმეტესობა ამჯობინებს, პროფესიონალების დაქირავებას ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა: კომპანიის მომზადება, გაცნობა პოტენციური მყიდველებისთვის, მარკეტინგი და მოლაპარაკებები.
შეცდომა 3: არასწორი / არარეალური ფასი
გამოუცდელი გამყიდველებისთვის დამახასიათებელია ღირებულების გამოთვლამდე ფასის დადება. მიზეზი, რის გამოც აღნიშნული საკითხი მიიჩნევა ასეთ დიდ შეცდომად, არის ის, რომ ფასი წარმოადგენს მთავარ, განმსაზღვრელ ფაქტორს იმისა, თუ რამდენი ხანი დასჭირდება კომპანიის გაყიდვას. გაითვალისწინეთ თავისებურებები თქვენი ინდუსტრიის, მსგავსი კომპანიების, ეკონომიკის და ბაზრის. მოსათხოვი თანხის გადარჭაბებამ შეიძლება განაპირობოს ის, რომ მყიდველები აღარ აღგიქვამენ სერიოზულად. თუ თქვენ არ იცით როგორ შეაფასოთ ბიზნესი, მიიღეთ რჩევები ბროკერებისაგან. აქციათა მფლობელები, ვისაც ფასის დაწესებამდე მეტი დრო დაუთმია შეფასებისთვის, უკეთესად გრძნობენ და შეუძლიათ საბაზრო ფასების დაცვა და იღებენ სარგებელს სწრაფი რეალიზაციით. კიდევ ერთი შეცდომაა ძალიან დაბალი ფასის დადება. ასერომ, თავიდან აიცილეთ პრობლემები და მიიღეთ მესამე მხარის ობიექტური შეფასება.
შეცდომა 4: გარდამავალ ეტაპთან დაკავშირებული პრობლემები
ბევრი მფლობელი იმდენად ფოკუსირებულია საკუთარი ბიზნესის რეალიზაციაზე, რომ მთლიანად უგულებელყოფს პროცესს, რომელიც მოსდევს ტრანზაქციის დასრულებას. ზოგიერთი მყიდველი გამყიდველისგან მოითხოვს რამოდენიმე თვის განმავლობაში გარდამავალ ეტაპზე დახმარებას, ან ტრენინგებს, მაშინ როდესაც სხვები ამჯობინებენ კონტაქტის სრულ წყვეტას. ორივე გზა მისაღებია. მთავარია მხარეებმა მოლაპარაკების დროს განიხილონ აღნიშნული დეტალი და მიაღწიონ ორივესთვის მისაღებ გადაწყვეტილებას.
შეცდომა 5: კონფიდენციალურობის დაუცველობა გაყიდვის პროცესში
როგორც კი ინფორმაცია გაჟონავს, რომ ბიზნესი იყიდება, შეიძლება თანამშრომლები წავიდნენ, მომწოდებლებმა გაწყვიტონ მოლაპარაკებები და მომხმარებლები გადავიდნენ კონკურენტებთან. თქვენი კომპანიის ღირებულება შეიძლება სწრაფად დაეცეს, თუ არ დაიცავთ კონფიდენციალურობას.
შეცდომა 6: დროის სწორად შერჩევა
როდესაც მწარმოებლურობა და საბაზრო ფასი პიკზე, ან მასთან ახლოს იმყოფება, ეს თქვენი ბიზნესის გასაყიდად საუკეთესო დროა. ბევრი ადამიანი ელოდება ვარდნას და მოლაპარაკებებს იწყებს მაშინ, როდესაც ფინანსური და სხვა სახის პრობლემები უდგება. ეს არის ზუსტად საპირისპირო იმისა, რაც უნდა გააკეთოთ.
|
|
|