ბიზნესის შეფასება მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:
- ბიზნესის მიმოხილვა: მაკრო და მიკრო ანალიზი, ფინანსური ანგარიშგებების შესწავლა.
- საპროგნოზო ფინანსური ანგარიშგებები: მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც შეფასების მოდელები მზადდება.
- ბიზნესის შეფასება: სათანადო მოდელების მეშვეობით შეგროვებული ინფორმაციის გარდაქმნა შეფასებად.
პირველი ნაწილის ერთერთი ნაბიჯია ინდუსტრიის სტრუქტურაში გარკვევა, რაშიც პორტერის „ხუთი ძალის“ მოდელი გამოგვადგება:
- კონკურენცია ინდუსტრიაში
- ახალი კონკურენტების შემოსვლის საფრთხე
- შემცვლელების საფრთხე
- მომწოდებლების ძალაუფლება
- მყიდველების ძალაუფლება
მომავალი აქტივობის შესაფასებლად შეიძლება გამოვიყენოთ ანალიზის „ზემოდან ქვემოთ“, ან „ქვემოდან ზემოთ„ მიდგომა. პირველ შემთხვევაში ვიწყებთ მაკრო მაჩვენებლებისა და დარგის პროგნოზირებას, რასაც მოჰყვება კომპანიისა და კონკრეტული აქტივების გათვლები. მეორე შემთხვევაში ცალკეული მაღაზიების ბიუჯეტებით შეიძლება შეიკრას მთლიანად ბიზნესის პროგნოზი.
შეფასების მოდელები შეიძლება გაიყოს ორ მსხვილ – აბსოლიტურ და შედარებით კატეგორიებად.
- აბსოლიტური შეფასების მოდელები
აბსოლიტური შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელებია დისკონტირებული ღირებულების, ან დისკონტირებული ფულადი ნაკადების მოდელები:
- დივიდენდის დისკონტირების მოდელი (DDM)
- კაპიტალის თავისუფალი ფულადი ნაკადების მოდელი (FCFE)
- ფირმის თავისუფალი ფულადი ნაკადების მოდელი (FCFF)
- ნარჩენი შემოსავლების მოდელი (RIM)
არის აქტივების მიხედვით შეფასების მოდელიც, რომელიც კომპანიის ღირებულებას იმ აქტივების ღირებულებით განსაზღვრავს, რასაც იგი აკონტროლებს.ის შეიძლება მისაღები იყოს ცალკეული ინდუსტრიებისათვის, ან წარმოადგენდეს უმცირეს ფასს უწყვეტად მომუშავე ბიზნესისათვის
- შედარებითი შეფასების მოდელები
ძირითადი არსი არის ის, რომ შესადარისი, ერთნაირი აქტივები ერთი და იგივე ფასით უნდა ივაჭრებოდეს. ეს არის ერთი ფასის პრინციპი. შემდეგი კოეფიციენტები შეფასებისათვის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა:
- ფასის ჯერადები
- ფასი / მოგება (P/E)
- ფასი / გაყიდვები (P/S)
- ფასი / ფულადი ნაკადები (P/CF)
- ფასი / საბალანსო ღირებულება (P/BV)
- კომპანიის ღირებულების ჯერადები
- კომპანიის ღირებულება / EBITDA (EV/EBITDA)
- კომპანიის ღირებულება / გაყიდვები (EV/S)
შეფასების პროცესში გამოიყენება რამოდენიმე შესაძლო მიდგომა, შედეგი კი მათი საშუალო შეწონილის მიხედვით დგინდება.