რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 9 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ლურჯი სპილო კაფე
134,353 49,000
ბათუმი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2026-01-14
გასაყიდი ბიზნესი – Blue Elephant Café Blue Elephant Café, კარგად დამკვიდრებული და სრულად მოქმედი კაფე, იყიდება ბაღში, ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ და ცოცხალ ადგილას. ბიზნესი იყიდება როგორც სრული, მზა ოპერირებადი ბიზნესი, რომელიც მოიცავს კაფეს პროფესიონალურ აღჭურვილობას, ავეჯს, ინტერიერის მოწყობას და საოპერაციო აქტივებს. გასაყიდი ფასი 💰 49,000 აშშ დოლარი (ბიზნესი + ყველა აღჭურვილობა) ძირითადი მახასიათებლები • სრულად მოქმედი კაფეს ბიზნესი • პროფესიონალური აღჭურვილობის სრული კომპლექტი • სრულად აღჭურვილი ინტერიერი და მზა კონსტრუქცია • ცენტრალური მდებარეობა მაღალი გამტარუნარიანობით მდებარეობა ევროპის მოედანი, ბაღში 📍 ნოდარ დუმბაძის ქუჩა 8 ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ინვესტორებისთვის ან ოპერატორებისთვის, რომლებიც ცდილობენ კაფეს ბაზარზე შესვლას მინიმალური ორგანიზების დროით და დაუყოვნებლივი ოპერირების პოტენციალით. 📩 მხოლოდ სერიოზული შეკითხვებისთვის. დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია მოთხოვნის შემთხვევაში.
ნობო რესტორანი
1,096,760 400,000
ბათუმი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-12-20
იყიდება: NOBO რესტორანი – 800 მ² როფტოპი, Boulevard Point, ბათუმი იყიდება მოქმედი NOBO რესტორანი, რომელიც მდებარეობს ახალ და პრესტიჟულ კომპლექსში Boulevard Point, ბათუმში. ობიექტი განთავსებულია მე-16 სართულზე, შენობის სახურავზე, რაც მას ქალაქში უნიკალურს ხდის. ძირითადი ინფორმაცია: ფართობი: 800 მ² სართული: 16 (როფტოპი) იურიდიული სტატუსი: შპს (LLC) ლოკაცია: Boulevard Point – თანამედროვე და მოთხოვნადი ადგილი ბათუმში ობიექტის მდგომარეობა: სრულად აღჭურვილი პროფესიონალური სამზარეულო ლოკალი სრულად მოწყობილი და ავეჯით აღჭურვილი დამატებითი ინვესტიცია არ არის საჭირო ბიზნესი მზად არის დაუყოვნებლივ გადასაბარებლად უპირატესობები: სახურავზე მდებარე აუზი, რომელიც ეკუთვნის ლოკალს დიდი პანორამული ტერასა ხედები მთებზე და აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შავი ზღვის ხედი აუზის ზონიდან უნიკალური როფტოპ კონცეფცია ძლიერი პოტენციალით ბიზნესის შესაძლებლობები: NOBO არ არის მხოლოდ რესტორანი — ეს არის მრავალფუნქციური სივრცე: პრემიუმ ან კეჟუალ რესტორანი ივენთები, ქორწილები, დაბადების დღეები, ბანკეტები კორპორატიული ღონისძიებები და შეხვედრები DJ ღონისძიებები, sunset და pool ივენთები ძლიერი როფტოპ ბრენდის შექმნის შესაძლებლობა რატომ არის ეს კარგი ინვესტიცია: „Destination place“ – სტუმრები მოდიან გამოცდილებისა და ხედების გამო მსგავსი მასშტაბის კონკურენცია ძალიან შეზღუდულია მაღალი სეზონური და ივენთ პოტენციალი მზად ბიზნესი – დაუყოვნებლივ სამუშაოდ გაყიდვის საგანი: NOBO რესტორანის მფლობელი შპს (LLC) სრულად აღჭურვილი და მოწყობილი ლოკალი ოპერაციული ინფრასტრუქტურა ბრენდი, კონცეფცია და know-how გაყიდვის მიზეზი: საინვესტიციო მიმართულების შეცვლა / ახალი პროექტები. ფასი და ფინანსური დეტალები – პირადი კონტაქტის შემდეგ.
სწრაფი კვების რესტორანი თბილისში
2,248,358 820,000
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-11-24
იყიდება მოქმედი ბიზნესი, სწრაფი კვების რესტორანი თბილისში, პოლიტკოვსკაიას 33ა-ში,  არქი-ის საცხოვრებელი კომპლექსში (იყიდება ბიზნესი კომერციული ფართიანად) ბიზნესი ოპერირებს 21 თვეზე მეტია. ობიექტი ჯამში მოიცავს 175 კვადრატულ მეტრს - განთავსებულია ორ სართულად, მათ შორის დარბაზი-სტუმრების სივრცე ანტრესოლის სტილზე პირველ და მეორე სართულზე ვიტრაჟებით, ხედებით ქუჩაზე. სამზარეულოც ორ სართულზე, მათ შორის მეორეზე კამერა მაცივრებით და ბუჩერინგის სივრცეებით. თითოეული სივრცე აღჭურვილია ახალი, თანამედროვე, მაღალი ხარისხის სარესტორნო ინვენტარით. სივრცეში მოწყობილია - დაცვის სისტემა, ინტერნეტი, გათბობა-გაგრილების სისტემა, გამწოვი სისტემა, ელექტროობა (3 ფაზიანი ელ. მომარაგება) და კანალიზაციის სისტემები. რესტორანი ოპერირებს მზა კერძების ლანჩბოქსებში წინასწარი მომზადების პრინციპით, შესაბამისად კერძები განთავსებულია ცხელ და ცივ დახლებზე და მზადაა მომხმარებლის მიერ ასარჩევად დროის დანახარჯის გარეშე. რესტორნის დღიური ნავაჭრი შეადგენს საშუალოდ 3000 ლარს, ბოლო რამოდენიმე თვის აქტივობიდან გამომდინარე. გაყიდვის საჭიროება განპირობებულია ვადადამდგარი საბანკო სესხის გამო. კომუნალური ხარჯები 3000-4000 ლარი დღგ-ს ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია:
  • მდებარეობა: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 33ა, არქის საცხოვრებელი კომპლექსი;
  • ფართის კვადრატულობა: 175 კვადრატული მეტრი;
  • კონდიცია: სრულად გარემონტებული და აღჭურვილი;
  • კომუნიკაციები: ყველა კომუნიკაცია შეყვანილია;
  • კომუნალურუ ხარჯები: 3-4 ათასი ლარი დღგ- ჩათვლით;
  • მინიმალური დღიური ნავაჭრი: 3000 ლარი;
  • ვალდებულება: ბიზნეს გააჩნია საბანკო სესხი, რომელიც დაიფარება რეალიზაციდან მიღებული თანხიდან;
  • ბიზნესის (კომერციული ფართის ჩათვლით) ჯამური ღირებულება: 820,000 აშშ დოლარი;
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკაშირდით განაცხადში მითითებულ ნომერზე.
იყიდება აწყობილი ბიზნესი
165,000 60,177
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-11-19
იყიდება მზა აწყობილი სწრაფი კვების ბიზნესი. 🔴გამორჩეული ბრენდი და უნიკალური პროდუქტი ბაზარზე. 🔴სტაბილური თვიური ბრუნვა 60-80 000 ₾ 🔴ჩამოყალიბებული გუნდი. 🔴აწყობილი დელივერი სტრუქტურა და სტრატეგია 🔴სრული ტექნიკა ინვენტარით. 🔴ერთერთ საუკეთესო ლოკაციაზე. 🔴ცნობადი ბრენდი და პიარი ბუნებრივად მაღალი ხილვადობით 🔴ძლიერი სოც მედია ფეიჯები. 🔴საკურიეროებთან გაფორმებული სპეციალური შეღავათიანი კომერციული პირობები 🔴ფართი იჯარით აღებული 3 წლიანი კონტრაქტი. 🔴სრული კაფის/ღია კაფის ინვენტარი 🔴ფართი მოწყობილია ჰასპის სტანდარტებით. 🔴 ფასი 165 000 ₾ 🔴 ვალდებულებები არ მოყვება - სრულად ნულდება 🔴ამ თანხაში შედის ყველანაირი ტექნიკა და აღჭურვილობა. გაყიდვის მიზეზი ამჟამად დამფუძნებლებს სხვა პრიორიტეტები აქვთ. ამ ტიპის ბიზნესის წარმატებისთვის სასურველია მფლობელი თავად უნდა იყოს ჩართული ყოველდღიურ პროცესში.
იყიდება რესტორანი და კოქტეილ ბარი ვერაზე
191,933 70,000
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-09-22
იყიდება სრულად ფუნქციური ევროპული მიმართულების რესტორანი და კოქტეილ ბარი ვერაზე, ორიოდე წუთის სავალზე ღვინის ქარხანასა და Rooms Hotel-ისგან — იდეალური ადგილი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის - ფასი - 70 000$. 160 მ² ორსართულიანი სივრცე იტევს 90 სტუმარს და გამოირჩევა მყუდრო, მაღალი კლასის ინტერიერით, ხელნაკეთი ავეჯითა და პრემიუმ მასალებით. რესტორანს აქვს ღია, სრულად აღჭურვილი სამზარეულო,ბარი ორივე სართულზე, მოწინავე ვენტილაცია, ხმის იზოლაცია და ავტომატიზირებული გათბობა/გაგრილება. „Aureo“ ფუნქციონირებს 3 თვეა, უკვე ჰყავს ადგილობრივი ერთგული კლიენტურა. გუნდი შედგება გამოცდილი პროფისიონალებისგან, რომელთა შენარჩუნებაც შესაძლებელია სურვილისამებრ. აქტიური სოციალური ქსელები, აწყობილი სარეზერვაციო საიტი, გამართული google ads, ყველა საჭირო ინვენტარი, იდეალური მდებარეობა - სიმონ ჯანაშიას ქუჩა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ მფლობელი სიცოცხლით სავსე კულინარიული სივრცის თბილისის გულში. სიჩქარიდან გამომდინარე ობიექტი იყიდება აქტივის საბაზრო ღირებულებაზე ნალლებ ფასად. მიზეზი - დამფუძნებლების ქვეყნიდან წასვლა. გოორგი +995 593 171 177 https://www.instagram.com/aureo.dining?igsh=MjN6YXJweWN6OHBt
იყიდება სრულად დაკომპლექტებული, მოქმედი ბიზნესი
599,105 218,500
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-06-16
კომერციული ფართი არ იყიდება! იყიდება სრულად დაკომპლექტებული, მოქმედი ბიზნესი. სივრცე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, ავეჯით, ჭურჭლით და სრულად მზადაა ოპერირების დასაწყებად. ბიზნესი იყიდება დანადგარების გარეშე. ბიზნესის კონცეფცია აერთიანებს აზიური რესტორნისა და კლუბის ელემენტებს. შესაბამისად, ადგილზე დაგხვდებათ პროფესიონალური აუდიო სისტემა, სრულად აღჭურვილი ბარი, მაცივრები და სხვა საჭირო მოწყობილობა. ბიზნესი მდებარეობს ტურისტულად აქტიურ ზონაში. სივრცე აღჭურვილია დიზაინერის მიერ შექმნილი უნიკალური ქანდაკებებითა და სრულად გარემონტებულია. ფასი მოიცავს დღგ-ს.
იყიდება მოქმედი ბიზნესი
70,000 25,530
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-04-18
მოგესალმებით!!! სასწრაფოდ იყიდება ბიზნესი!!! ფართი არის ნაქირავები 850$ -ად...ბიზნესი არის მოქმედი ბარი,რომელიც მდებარეობს სოლოლაკში გუდიაშვილის მოედანთან.ბარში არის ყველა საჭირო ინვენტარი და ავეჯი.ფასი 70000 ლარი დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ პირადში ან დატოვეთ კომენტარი

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა