|
ბიზნესის დაწყება გსურთ და ვერ გადაწყვიტეთ არსებულ ბიზნესს შეეჭიდოთ, თუ დაიწყოთ ნულიდან? რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, გარკვეული რაოდენობის რისკებსა და წინააღმდეგობებს წააწყდებით ორივე შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, შევეცდები მიზეზებითა და არგუმენტებით აგიხსნათ, თუ რატომ ჯობს არსებული ბიზნესის შეძენა.ბიზნესმენებს რომ დაეკითხოთ, მათი უმრავლესობა გირჩევთ, რომ იყიდოთ არსებული ბიზნესი. მიზეზად კი გეტყვიან, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენი ოცნების ახდენას უფრო მარტივად და მოკლე დროში მოახერხებთ, და თან ნაკლები რისკით.რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მცირე ბიზნესი მცირე კაპიტალით, მაგრამ რამდენი ხანი დაჭირდება მის ამუშავებას, წარმატებას და როდის დაიწყებთ სასურველი თანხის გამომუშავებას?! ასევე გაითვალისწინეთ, რომ მარცხის რისკი მეტია ახალი საწარმოს შემთხვევაში, ვიდრე არსებულის განვითარებისას.მოდით განვიხილოთ ასეთი ვარიანტი: თქვენ გაქვთ საკმარისი რესურსი როგორც ახალი ბიზნესის დასაწყებად, ასევე არსებულის შესაძენად, და ნახეთ, რომ იყიდება ბიზნესი, რომლის მსგავსის დაწყებასაც თქვენ ისახავთ მიზნად. გაეცანით 8 მიზეზს, რატომ უნდა აირჩიოთ არსებული ბიზნესის შეძენა:
- აწყობილი სისტემა: ერთ-ერთ სირთულეს ბიზნესის დაწყებისას წარმოადგენს სისტემის შექმნა, რომელიც შეიძლება გახდეს ბიზნესის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი, და ეს მარცხი საკმაოდ ძვირი უჯდება კომპანიას. მსგავსი პრობლემა არსებულის შეძენისას არ გვხვდება. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს სულ მცირე ცვლილებების შეტანა, რასაც ნამდვილად არ ჭირდება ბევრი რესურსი.
- არსებული თანამშრომლები: კიდევ ერთი სირთულე ბიზნესის დაწყებისას – თანამშრომლების შერჩევა, მათი ტრენინგი და დრო, რომელიც მათ ჭირდებათ ყველაფერში გასარკვევად. არსებული ბიზნესის შეძენა ამ რესურსებს დაგიზოგავთ.
- რეპუტაცია: კიდევ ერთი უპირატებოსა არსებული ბიზნესის გაგრძელების შემთხვევაში არის რეპუტაცია. როდესაც ყიდულობთ არსებულ ბიზნესს, ჩათვალეთ, რომ უკვე გყავთ მომხმარებელი და ხალხმა უკვე იცის თქვენი კომპანიის შესახებ.
- ფაქტები თეორიების წინააღმდეგ: არსებული ბიზნესის შეძენისას, თქვენ უკვე გაქვთ ფაქტები, როგორიცაა: წლიური საშუალო წლიური შემოსავალი, წმინდა მოგების მარჟა, ახალი მომხმარებლების სტატისტიკა და ა.შ. რაც უფრო მეტი ფაქტი გაქვთ, მით ნაკლები თეორიაა და ნაკლებად გიწევთ ვარაუდებზე აგებული გადაწყვეტილებების მიღება.
- არსებული მომხმარებლები: როდესაც ყიდულობთ ბიზნესს, მას მოყვება უკვე არსებული მომხმარებლები. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ თვეობით ოცნება, თუ როდის გამოჩნდება ერთი მომხმარებელი მაინც.
- უკეთესი შესაძლებლობები ფინანსების გარე წყაროდან მოსაძიებლად: ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მეტად „მეგობრულები“ არიან იმ ბიზნესებთან, რომელთაც უკვე გააჩნიათ მინიმუმ ორი წლის ფინანსური მონაცემები, ვიდრე მათთან, ვინც ახლახანს დაიწყო და ჯერ-ჯერობით ერთი წლიური უწყისიც კი არ გააჩნია.
- მფლობელის გამოცდილება: თუ თქვენ იყიდით არსებულ ბიზნესს, თქვენ ასევე მიიღებთ გამოცდილებას. ბიზნესის გამყიდველი ითვლება თქვენს მომავალ „მასწავლებლად“. ის გიხსნით ბიზნესის სპეციფიკას, რას საჭიროებს იგი, რას უნდა მიაქციოთ მეტი ყურადღება და რას ნაკლები და ა.შ. მაშინ, როდესაც ახალი ბიზნესის დაწყებისას, ყველაფერს სწავლობთ დახმარების გარეშე და უშვებთ ბევრ შეცდომას.
- ნაკლები რისკი: გამომდინარე ზემოთ მოყვანილი მიზეზებიდან, არსებული ბიზნესის შეძენა ნაკლებად რისკიანია ვიდრე ახლის დაწყება. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს !!!
|
|
|