რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიოს ეკონომიკური ხედვის (WEO) იხილეთ ლინკი თანახმად ქვეყნების განვითარებულ, გარდამავალი ეკონომიკის და განვითარებად კატეგორიებად კლასიფიკაციის ძირითადი კრიტერიუმებია (1) შემოსავლები 1 სულ მოსახლეზე, (2) ექსპორტის დივერსიფიკაცია – ასე რომ ნავთობის ის ექსპორტიორები, რომელთაც აქვთ დიდი მშპ 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ვერ მიიღებენ განვითარებულის სტატუსს, იმიტომ რომ ექსპორტის დაახლოვებით 70% არის ნავთობი და (3) გლობალურ ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის ხარისხი. გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის ფაქტორების სრული ჩამონათვალი. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები კვლავ იზიდავენ ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან. არსებობს ამის რამოდენიმე მიზეზი:

  1. დივერსიფიკაცია


გეოგრაფიული დივერსიფიკაცია პორტფელის ღირებულების მერყეობის შემცირების და ფულადი ნაკადების სტაბილურობის მიღწევის საშუალებაა. საერთაშორისო ბაზრები მაინც და მაინც ერთდროულად არ იზრდებიან და მცირდებიან. ამის მაგალითი შეიძლება იყოს:

ა) აზიის სავალუტო კრიზისი, რომელიც დაიწყო ტაილანდში თაი ბაჰთის (THB – Thai Baht) ფინანსური კოლაფსით, როდესაც მთავრობა იძულებული გახდა გადასულიყო მცოცავი სავალუტო კურსის პოლიტიკაზე, ფიქსირებული სავალუტო კურსის პოლიტიკის მხარდაჭერისათვის საჭირო უცხოური სავალუტო რეზერვების ნაკლებობის გამო და შეეწყვიტა ბმა აშშ დოლარზე.

ბ) 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რომელმაც ძირითადი გავლენა ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპულ ბაზრებზე იქონია

  1. დიდი ზრდა


მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის ძირითადი წილი განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებზე მოდის. სწორედ ეს იქნება საფონდო ბირჟებზე ზრდის უმთავრესი წყარო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების მიხედვით ასეთი ქვეყნების ეკონომიკები შეიძლება ორჯერ, სამჯერ უფრო სწრაფად გაიზარდონ, ვიდრე მაგალითად ისეთი წარმატებული  ქვეყნისა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

გრაფიკზე წარმოდგენილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის  2014 წლის აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით მუდმივ ფასებში გამოსახული მშპ-ს პროცენტული ცვლილება. 2019 წლის პროგნოზი განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის არის 5,345% ნაცვლად ევროკავშირის 1,905%-სა, რაც 2,8-ჯერ ნაკლებია.ძლიერი მოსალოდნელი სამომავლო აქტივობა შესაძლოა მიეწეროს:ა) ახალგაზრდა მოსახლეობას, რაც დაქირავებისათვის კარგი ალტერნატივააბ) შედარებით დაბალი სამთავრობო და კერძო ვალები და შესაბამისად ჯანსაღი ბალანსიდ) მწარმოებლურობის ზრდის დიდი პოტენციალი. ის ბევრად ჩამორჩება მომწიფებული ბაზრების მაჩვენებელს, თუმცა უკეთესმა ინფრასტრუქტურამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა შესაძლოა დიდი ნახტომი გამოიწვიოს

სიახლეების გამოწერა