რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს

ბიზნესის ძებნა

პრემიუმ ხარისხის იტალიური სანტექნიკის ბიზნესი
650,000 250,279
თბილისი | საცალო ვაჭრობა
იყიდება წარმატებული ბიზნესი, რომელიც სპეციალიზდება მაღალი ხარისხის იტალიურ სანტექნიკასა და აბაზანის პროდუქციაზე და ოპერირებს უკვე 12 წელზე მეტი თბილისში. ბიზნესი მყარად არის დამკვიდრებული პრემიუმ სეგმენტში და აქვს ძლიერი პოზიცია სამშენებლო და დიზაინის ბაზარზე. ძირითადი უპირატესობები: 12+ წლიანი წარმატებული საქმიანობა, ძლიერი რეპუტაცია პრემიუმ ბაზარზე, 1,600+ ერთგული კლიენტი, 700+ დიზაინერის და არქიტექტორის ბაზა, ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში: o Bugnatese Rubinetteria o Bagno Design. განხორციელებული პროექტები: პროდუქცია გამოყენებულია ცნობილ ობიექტებში - Le Méridien Batumi, The Telegraph Hotel Tbilisi, სხვა პრემიუმ პროექტებში.
იყიდება კაფე ვაკეში
140,000 53,906
თბილისი | კვების ობიექტები
💰 ბიზნესის ღირებულება: 140,000 ლარი 💰 თვიური იჯარა: 9,500 ლარი იშვიათი შესაძლებლობაა შეიძინოთ სრულად ფუნქციონირებადი კაფე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე — თბილისის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და პრესტიჟულ უბანში. ირგვლივ მდებარეობს სკოლები და უნივერსიტეტები, რაც უზრუნველყოფს მუდმივ ნაკადს და ერთგულ მომხმარებლებს. ✨ ძირითადი უპირატესობები: - ახალი გარემონტებული და სრულად მოწყობილი ფართი პრემიუმ კაფისთვის - ტროტოარზე ღია კაფის მოწყობის უფლება - ღირებულებაში შედის ავეჯი, პროფესიონალური ტექნიკა, ბრენდი, ვებსაიტი, მენიუ და აქტიური Facebook და Instagram გვერდები - Glovo და Wolt უკვე გააქტიურებულია - ობიექტი ფუნქციონირებს და მზად არის დაუყოვნებლივ გადაბარებისთვის ეს არის სრულად მზა ინვესტიცია — შეგიძლიათ პირველივე დღიდან დაიწყოთ ოპერირება.
19 წლის რეგისტრირებული შპს
2,000 770
თბილისი | ავტობიზნესი
იყიდება 19 წლის რეესტრში რეგისტრირებული შპს სუფთა ფინანსური ისტორიით.
კოსმეტიკური ბრენდის მაღაზია
0 0
თბილისი | სილამაზე და სპორტი
იყიდება მოქმედი ბიზნესი. ტანის, თავისა და სახის მოვლის საშუალებების ბრენდის "STENDERS"-ის მაღაზია ფრანშიზით. მაღაზია იყიდება პროდუქციის სრული მარაგითა და ინვენტარით (ავეჯი+კომპ.ტექნიკა). მაღაზია მდებარეობს სავაჭრო ცენტრში, იჯარით აღებულ კომერციულ ფართში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე : 551 777 523
ვენახი, ბაღი და მეურნეობა კახეთში
1,623,190 625,001
თბილისი | სოფლის მეურნეობა
იყიდება 25 ჰექტარზე გაშენებული მეურნეობა - ვენახები, ბაღები იყიდება გამორჩეულად ლამაზი ვენახი, ბაღი და მეურნეობა კახეთში, ქინძმარაულის ზონაში! მეურნეობა მდებარეობას თელავიდან 17 კილომეტრში, ნაფარეულის გზატკეცილზე! მეურნეობა ესაზღვრება მდინარე ალაზნის ჭალას, სადაც ჩაედინება მდინარე ლოპოტა. მეურნეობის მიწები ბუნებრივად გამორჩეული ადგილია კლიმატური თვალსაზრისით და განსაკუთრებულია ხედებით. მეურნეობაში შედის 3.3 ჰექტარი - ახლად გაშენებული საფერავის ვენახი, 2 ჰექტარი - ქისი, 2 ჰექტარი - ხიხვი, 1 ჰექტარი - რქაწითელი. მეურნეობას აქვს 2 ჰექტარი გაშენებული ჩენდლერის ჯიშის კაკალი, 1 ჰექტარი შავი ქლიავი, წითელი ტყემალი და ნუში. მოწყობილია სარწყავი სისტემა. ნაკვეთების ცენტრში დგას ორ სართულიანი, 60 კვ.მ. ფართობის, გაფორმებული, კეთილმოწყობილი სახლი, საკუთარი კანალიზაციით. გაყვანილია დენი. მოწყობილია ტექნიკის შესანახი ადგილი, ორი დიდი, 40 ფუთიანი კონტეინერი. მეურნეობას გააჩნია ორი ტრაქტორი, ყველა საჭირო მოწყობილობით, რომელიც სჭირდება ვენახის და მიწის მოვლას. მთლიანი ფართობი 25 ჰექტარი. 1 კვ.მ ფასი 2,5 დოლარის შესაბამისი თანხა ლარში. (ამჟამად ფართობი დაყოფილია ნაკვეთებად, მაგრამ სურვილის შემთხვევაში გაერთიანდება)
უძრავი ქონება
9,089,850 3,500,000
თბილისი | მიწა
სათაური: იყიდება სადეველოპერო მიწის ნაკვეთი – 3,500 კვ.მ (იდეალურია მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის) აღწერა: სასწრაფოდ იყიდება 3,500 კვ.მ ფართობის მქონე მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მიწის ნაკვეთი. ტერიტორია საუკეთესოა მსხვილი სამშენებლო პროექტებისთვის, კერძოდ — მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ან მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად. ობიექტის უპირატესობები: • ფართობი: 3,500 კვ.მ (სწორი რელიეფი, რაც ამცირებს საძირკვლისა და მიწის სამუშაოების ხარჯებს). • სადეველოპერო პოტენციალი: ნაკვეთის მასშტაბი და კონფიგურაცია იძლევა მრავალსართულიანი კორპუსების, დიდი საცხოვრებელი კომპლექსის, შიდა ეზოსა და მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის საშუალებას. • მდებარეობა: გზისპირა ზოლი, მოსახერხებელი შესასვლელით, მაღალი ხილვადობითა და განვითარებადი პერსპექტიული ინფრასტრუქტურით. • კომუნიკაციები: ყველა საჭირო ცენტრალური კომუნიკაცია (დენი, წყალი, გაზი, კანალიზაცია) მიყვანილია ნაკვეთთან. • ალტერნატიული გამოყენება: ასევე იდეალურია გიგანტური ავტოსერვისის, ლოგისტიკური ცენტრის, ჰიპერმარკეტის ან შოურუმისთვის. მიწა სრულად მზად არის მსხვილ სამშენებლო კომპანიებსა და ინვესტორებზე გადასაფორმებლად. საბუთები წესრიგშია.
საბურგერე
33,000 12,706
თბილისი | კვების ობიექტები
იყიდება მოქმედი და მომგებიანი კვების ობიეტი ვაკეში. ობიექტი ფუნქციონირებს 1 წელზე მეტია და ჰყავს მუდვიმი მომხმარებლები, მზარდი შემოსავალი. აქვს მაღალი შეფასებები და ინფლუენსერების პოსტები. ასევე დამატებულია დელივერიზე (Wolt, Glovo, Bolt). ამ ფასში შედის დანადგარებიც: გრილები, ფრიწურები, საყინულე, გამწოვი და ინვნეტარი დივანი, მაგიდა, ჭურჭელი და ა.შ (ეს ყველაფერი იქნება თქვენს საკუთრებაში). ამის გარდა კაფეში განთავსებულია ყველა სხვა საჭირო დანადგარი რომლითაც გააგრძელებთ საქმინაობას.
cozy apartment in old tbilisi
7,791,300 3,000,000
თბილისი | სასტუმროები
სასწრაფოდ ! იყიდება 100 კვ.მ ფართობის, სრულად მოწყობილი ბინა ძველ თბილისში, საუკეთესო ლოკაციაზე — კოტე აფხაზიდან (ლესელიძე) 200 მეტრში და გუდიაშვილის ბაღიდან 200 მეტრში. ბინა წარმოადგენს მოქმედ, მაღალშემოსავლიან საინვესტიციო ბიზნესს (Boutique Hotel style) და იყიდება სრული ავეჯით, ტექნიკითა და მოქმედი ბიზნეს-გვერდებით. ბინას აქვს ორმხრივი შესასვლელი და 2 ეზო: დამოუკიდებელი შესასვლელები როგორც აბოვიანის, ასევე საიათნოვას ქუჩებიდან და სარგებლობს ორი ეზოთი. შესაძლებელია ფუნქციონირებდეს როგორც 2 სრულიად იზოლირებული აპარტამენტი ან 1 დიდი აპარტამენტი. 2 ცალკე აპარტამენტი: თითოეული იტევს 3 პერსონას — დღიური ფასი $60/ღამე თითო ბინა , გაერთიანებული აპარტამენტი: იტევს 6 პერსონას — დღიური ფასი $150 ღამე. მზა ბიზნესი: მოჰყვება მოქმედი ბიზნეს-გვერდები/ჯავშნების სისტემები (Airbnb / Booking) მაღალი შეფასებებითა და შემოსავლების ისტორიით. დაჯავშნილია ოქტომბრის ბოლომდე სრულად 300000$
იყიდება სარეკლამო ბიზნესი
55,000 21,177
თბილისი | მასმედია, რეკლამა და პოლიგრაფია
იყიდება სარეკლამო კომპანიის ვებ გვერდი აქტიური მომხმარებლით. სარეკლამო კომპანიას აქვს 18 წლიანი ისტორია.
ედვოკ
129,855 50,000
თბილისი | ინფორმაციული ტექნოლოგიები
🚀 ახალი თაობის LegalTech პლატფორმა, რომელიც იურიდიული დახმარების მიღების გზას ცვლის. ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც ადამიანებს ეხმარება სწრაფად იპოვონ შესაბამისი იურისტი, მიიღონ კონსულტაცია, დაგეგმონ შეხვედრა და უსაფრთხოდ მართონ სამართლებრივი დოკუმენტები — ერთ სივრცეში. 📱 აპლიკაცია უკვე განვითარების ეტაპზეა და ჩვენი მიზანია მისი მასშტაბირება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. ახლა ვეძებთ სტრატეგიულ ინვესტორს, რომელიც დაინტერესებულია მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე LegalTech პროექტით და სურს გახდეს მისი განვითარების ნაწილი. 🤝 ვეძებთ არა მხოლოდ ფინანსურ პარტნიორს, არამედ ადამიანს/ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია პროექტის განვითარებაში გამოცდილებითა და ქსელითაც დაგვეხმაროს. 📩 საინვესტიციო შესაძლებლობისა და პროექტის დეტალების გასაცნობად დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში. #LegalTech #Startup #Investment #Investors #Technology #Law #Innovation
ბოლოს დამატებული სტატიები

8 მიზეზი, თუ რატომ არის უკეთესი ვიყიდოთ არსებული ბიზნესი, ვიდრე დავიწყოთ ახლიდან
სტატიები
შეცდომები, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ ბიზნესის გაყიდვისას
სტატიები
რატომ დავაბანდოთ ფული განვითარებად ბაზრებზე?
სტატიები
ბიზნესის შეფასების პროცესი
სტატიები
სიახლეების გამოწერა