რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
სტატიები
8 მიზეზი, თუ რატომ არის უკეთესი ვიყიდოთ არსებული ბიზნესი, ვიდრე დავიწყოთ ახლიდან
ბიზნესის დაწყება გსურთ და ვერ გადაწყვიტეთ არსებულ ბიზნესს შეეჭიდოთ, თუ დაიწყოთ ნულიდან? რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, გარკვეული რაოდენობის რისკებსა და წინააღმდეგობებს წააწყდებით ორივე შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, შევეცდები მიზეზებითა და არგუმენტებით აგიხსნათ, თუ რატომ ჯობს არსებული ბიზნესის შეძენა.ბიზნესმენებს რომ დაეკითხოთ, მათი უმრავლესობა გირჩევთ, რომ იყიდოთ არსებული ბიზნესი. მიზეზად კი გეტყვიან, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენი ოცნების ახდენას უფრო მარტივად და მოკლე დროში მოახერხებთ, და თან ნაკლები რისკით.რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მცირე ბიზნესი მცირე კაპიტალით, მაგრამ რამდენი ხანი დაჭირდება მის ამუშავებას, წარმატებას და როდის დაიწყებთ სასურველი თანხის გამომუშავებას?! ასევე გაითვალისწინეთ, რომ მარცხის რისკი მეტია ახალი საწარმოს შემთხვევაში, ვიდრე არსებულის განვითარებისას.მოდით განვიხილოთ ასეთი ვარიანტი: თქვენ გაქვთ საკმარისი რესურსი როგორც ახალი ბიზნესის დასაწყებად, ასევე არსებულის შესაძენად, და ნახეთ, რომ იყიდება ბიზნესი, რომლის მსგავსის დაწყებასაც თქვენ ისახავთ მიზნად. გაეცანით 8 მიზეზს, რატომ უნდა აირჩიოთ არსებული ბიზნესის შეძენა:
  1. აწყობილი სისტემა: ერთ-ერთ სირთულეს ბიზნესის დაწყებისას წარმოადგენს სისტემის შექმნა, რომელიც შეიძლება გახდეს ბიზნესის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი, და ეს მარცხი საკმაოდ ძვირი უჯდება კომპანიას. მსგავსი პრობლემა არსებულის შეძენისას არ გვხვდება. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს სულ მცირე ცვლილებების შეტანა, რასაც ნამდვილად არ ჭირდება ბევრი რესურსი.
  2. არსებული თანამშრომლები: კიდევ ერთი სირთულე ბიზნესის დაწყებისას – თანამშრომლების შერჩევა, მათი ტრენინგი და დრო, რომელიც მათ ჭირდებათ ყველაფერში გასარკვევად. არსებული ბიზნესის შეძენა ამ რესურსებს დაგიზოგავთ.
  3. რეპუტაცია: კიდევ ერთი უპირატებოსა არსებული ბიზნესის გაგრძელების შემთხვევაში არის რეპუტაცია. როდესაც ყიდულობთ არსებულ ბიზნესს, ჩათვალეთ, რომ უკვე გყავთ მომხმარებელი და ხალხმა უკვე იცის თქვენი კომპანიის შესახებ.
  4. ფაქტები თეორიების წინააღმდეგ: არსებული ბიზნესის შეძენისას, თქვენ უკვე გაქვთ ფაქტები, როგორიცაა: წლიური საშუალო წლიური შემოსავალი, წმინდა მოგების მარჟა, ახალი მომხმარებლების სტატისტიკა და ა.შ. რაც უფრო მეტი ფაქტი გაქვთ, მით ნაკლები თეორიაა და ნაკლებად გიწევთ ვარაუდებზე აგებული გადაწყვეტილებების მიღება.
  5. არსებული მომხმარებლები: როდესაც ყიდულობთ ბიზნესს, მას მოყვება უკვე არსებული მომხმარებლები. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ თვეობით ოცნება, თუ როდის გამოჩნდება ერთი მომხმარებელი მაინც.
  6. უკეთესი შესაძლებლობები ფინანსების გარე წყაროდან მოსაძიებლად: ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მეტად „მეგობრულები“ არიან იმ ბიზნესებთან, რომელთაც უკვე გააჩნიათ მინიმუმ ორი წლის ფინანსური მონაცემები, ვიდრე მათთან, ვინც ახლახანს დაიწყო და ჯერ-ჯერობით ერთი წლიური უწყისიც კი არ გააჩნია.
  7. მფლობელის გამოცდილება: თუ თქვენ იყიდით არსებულ ბიზნესს, თქვენ ასევე მიიღებთ გამოცდილებას. ბიზნესის გამყიდველი ითვლება თქვენს მომავალ „მასწავლებლად“. ის გიხსნით ბიზნესის სპეციფიკას, რას საჭიროებს იგი, რას უნდა მიაქციოთ მეტი ყურადღება და რას ნაკლები და ა.შ. მაშინ, როდესაც ახალი ბიზნესის დაწყებისას, ყველაფერს სწავლობთ დახმარების გარეშე და უშვებთ ბევრ შეცდომას.
  8. ნაკლები რისკი: გამომდინარე ზემოთ მოყვანილი მიზეზებიდან, არსებული ბიზნესის შეძენა ნაკლებად რისკიანია ვიდრე ახლის დაწყება. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს !!!

შეცდომები, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ ბიზნესის გაყიდვისას
გამყიდველების უმეტესობა არ მოელის, რომ მათი ბიზნესიდან გასვლა ადვილი იქნება, მაგრამ ბევრი მათგანი გაკვირვებული რჩება, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს, გონივრულ ვადაში, კარგ ფასად კომპანიის გაყიდვა – განსაკუთრებით ამჟამად  არესებულ ეკონომიკურ გარემოში. არის ბევრი გამოწვევა, რომელიც უნდა გადალახოთ, მაგრამ უნდა გამოვარჩიოთ ისინი, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გაყიდვის ტრანზაქციაზე:
შეცდომა  1: წინასწარი დაუგეგმავობა / არასაკმარისი მომზადებადღესდღეობით ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც მცირე ბიზნესის მფლობელები უშვებენ, არასათანადო მომზადებაა. ისევე როგორც თქვენ მოაწესრიგებდით სახლს, მანამ სანამ ეზოს შემოსასვლელში ჩამოკიდებდით ნიშანს „იყიდება“, მნიშვნელოვანია განიხილიოთ თქვენი კომპანიის რამოდენიმე საკვანძო საკითხი, სანამ მას სარეალიზაციო ნუსხაში შეიყვანთ. ფინანსური დოკუმენტაცია, მდგრადი მომგებიანობა, საკადრო პრობლემები და სხვა საკითხები, გავლენას მოახდენს არა მარტო გაყიდვის შესაძლებლობაზე, არამედ ფასზეც, რომელიც თქვენ კომპანიას ექნება ბაზარზე.შეცდომა 2: თქვენი ბიზნესის წარმომადგენელი პიროვნების არასწორად შერჩევა ბიზნესის წარმატებით გაყიდვისათვის ბროკერის და/ან კონსულტანტის სწორად შერჩევა გადამწყვეტია. თქვენ ექსპერტი ხართ კომპანიის მართვაში და არა მის გაყიდვაში. ხომ კარგი იქნებოდა 10% საბროკერო საკომისიოს დაზოგვა? რა თქმა უნდა, თუმცა უმეტესად ბროკერს შეუძლია გასაყიდი ფასის გაზრდა მინიმუმ 10-12%-ით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შემთხვევები, რომლებშიც გამართლებულია უშუალოდ მფლობელის მიერ  ბიზნესის გაყიდვა, გამყიდველების უმეტესობა ამჯობინებს, პროფესიონალების დაქირავებას ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა: კომპანიის მომზადება, გაცნობა  პოტენციური მყიდველებისთვის,  მარკეტინგი და მოლაპარაკებები. შეცდომა 3: არასწორი / არარეალური ფასი გამოუცდელი გამყიდველებისთვის დამახასიათებელია ღირებულების გამოთვლამდე ფასის დადება. მიზეზი, რის გამოც აღნიშნული საკითხი მიიჩნევა ასეთ დიდ შეცდომად, არის ის, რომ ფასი წარმოადგენს მთავარ, განმსაზღვრელ ფაქტორს იმისა,  თუ რამდენი ხანი დასჭირდება კომპანიის გაყიდვას. გაითვალისწინეთ თავისებურებები თქვენი ინდუსტრიის, მსგავსი კომპანიების, ეკონომიკის და ბაზრის. მოსათხოვი თანხის გადარჭაბებამ შეიძლება განაპირობოს ის, რომ მყიდველები აღარ აღგიქვამენ სერიოზულად. თუ თქვენ არ იცით როგორ შეაფასოთ ბიზნესი, მიიღეთ რჩევები ბროკერებისაგან. აქციათა მფლობელები, ვისაც ფასის დაწესებამდე მეტი დრო დაუთმია შეფასებისთვის, უკეთესად გრძნობენ და შეუძლიათ საბაზრო ფასების დაცვა და იღებენ სარგებელს სწრაფი რეალიზაციით. კიდევ ერთი შეცდომაა ძალიან დაბალი ფასის დადება. ასერომ, თავიდან აიცილეთ პრობლემები და მიიღეთ მესამე მხარის ობიექტური შეფასება. შეცდომა 4: გარდამავალ ეტაპთან დაკავშირებული პრობლემები ბევრი მფლობელი იმდენად ფოკუსირებულია საკუთარი ბიზნესის რეალიზაციაზე, რომ მთლიანად უგულებელყოფს პროცესს, რომელიც მოსდევს ტრანზაქციის დასრულებას. ზოგიერთი მყიდველი გამყიდველისგან მოითხოვს რამოდენიმე თვის განმავლობაში გარდამავალ ეტაპზე დახმარებას, ან ტრენინგებს, მაშინ როდესაც სხვები ამჯობინებენ კონტაქტის სრულ წყვეტას. ორივე გზა მისაღებია. მთავარია მხარეებმა მოლაპარაკების დროს განიხილონ აღნიშნული დეტალი და მიაღწიონ ორივესთვის მისაღებ გადაწყვეტილებას.  შეცდომა 5: კონფიდენციალურობის დაუცველობა გაყიდვის პროცესში როგორც კი ინფორმაცია გაჟონავს, რომ ბიზნესი იყიდება, შეიძლება თანამშრომლები წავიდნენ, მომწოდებლებმა გაწყვიტონ მოლაპარაკებები და მომხმარებლები გადავიდნენ კონკურენტებთან. თქვენი კომპანიის ღირებულება შეიძლება სწრაფად დაეცეს, თუ არ დაიცავთ კონფიდენციალურობას. შეცდომა 6: დროის სწორად შერჩევა  როდესაც მწარმოებლურობა და საბაზრო ფასი პიკზე, ან მასთან ახლოს იმყოფება, ეს თქვენი ბიზნესის გასაყიდად საუკეთესო დროა. ბევრი ადამიანი ელოდება ვარდნას და მოლაპარაკებებს იწყებს მაშინ, როდესაც ფინანსური და სხვა სახის პრობლემები უდგება. ეს არის ზუსტად საპირისპირო იმისა, რაც უნდა გააკეთოთ.

რატომ დავაბანდოთ ფული განვითარებად ბაზრებზე?
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიოს ეკონომიკური ხედვის (WEO) იხილეთ ლინკი თანახმად ქვეყნების განვითარებულ, გარდამავალი ეკონომიკის და განვითარებად კატეგორიებად კლასიფიკაციის ძირითადი კრიტერიუმებია (1) შემოსავლები 1 სულ მოსახლეზე, (2) ექსპორტის დივერსიფიკაცია – ასე რომ ნავთობის ის ექსპორტიორები, რომელთაც აქვთ დიდი მშპ 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ვერ მიიღებენ განვითარებულის სტატუსს, იმიტომ რომ ექსპორტის დაახლოვებით 70% არის ნავთობი და (3) გლობალურ ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის ხარისხი. გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის ფაქტორების სრული ჩამონათვალი. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები კვლავ იზიდავენ ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან. არსებობს ამის რამოდენიმე მიზეზი:
  1. დივერსიფიკაცია
გეოგრაფიული დივერსიფიკაცია პორტფელის ღირებულების მერყეობის შემცირების და ფულადი ნაკადების სტაბილურობის მიღწევის საშუალებაა. საერთაშორისო ბაზრები მაინც და მაინც ერთდროულად არ იზრდებიან და მცირდებიან. ამის მაგალითი შეიძლება იყოს: ა) აზიის სავალუტო კრიზისი, რომელიც დაიწყო ტაილანდში თაი ბაჰთის (THB – Thai Baht) ფინანსური კოლაფსით, როდესაც მთავრობა იძულებული გახდა გადასულიყო მცოცავი სავალუტო კურსის პოლიტიკაზე, ფიქსირებული სავალუტო კურსის პოლიტიკის მხარდაჭერისათვის საჭირო უცხოური სავალუტო რეზერვების ნაკლებობის გამო და შეეწყვიტა ბმა აშშ დოლარზე. ბ) 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რომელმაც ძირითადი გავლენა ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპულ ბაზრებზე იქონია
  1. დიდი ზრდა
მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის ძირითადი წილი განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებზე მოდის. სწორედ ეს იქნება საფონდო ბირჟებზე ზრდის უმთავრესი წყარო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების მიხედვით ასეთი ქვეყნების ეკონომიკები შეიძლება ორჯერ, სამჯერ უფრო სწრაფად გაიზარდონ, ვიდრე მაგალითად ისეთი წარმატებული  ქვეყნისა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.
გრაფიკზე წარმოდგენილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის  2014 წლის აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით მუდმივ ფასებში გამოსახული მშპ-ს პროცენტული ცვლილება. 2019 წლის პროგნოზი განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის არის 5,345% ნაცვლად ევროკავშირის 1,905%-სა, რაც 2,8-ჯერ ნაკლებია.ძლიერი მოსალოდნელი სამომავლო აქტივობა შესაძლოა მიეწეროს:ა) ახალგაზრდა მოსახლეობას, რაც დაქირავებისათვის კარგი ალტერნატივააბ) შედარებით დაბალი სამთავრობო და კერძო ვალები და შესაბამისად ჯანსაღი ბალანსიდ) მწარმოებლურობის ზრდის დიდი პოტენციალი. ის ბევრად ჩამორჩება მომწიფებული ბაზრების მაჩვენებელს, თუმცა უკეთესმა ინფრასტრუქტურამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა შესაძლოა დიდი ნახტომი გამოიწვიოს

ბიზნესის შეფასების პროცესი
ბიზნესის შეფასება მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:
  1. ბიზნესის მიმოხილვა: მაკრო და მიკრო ანალიზი, ფინანსური ანგარიშგებების შესწავლა.
  2. საპროგნოზო ფინანსური ანგარიშგებები: მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც შეფასების მოდელები მზადდება.
  3. ბიზნესის შეფასება: სათანადო მოდელების მეშვეობით შეგროვებული ინფორმაციის  გარდაქმნა შეფასებად.
პირველი ნაწილის ერთერთი ნაბიჯია ინდუსტრიის სტრუქტურაში გარკვევა, რაშიც პორტერის „ხუთი ძალის“ მოდელი გამოგვადგება:
  1. კონკურენცია ინდუსტრიაში
  2. ახალი კონკურენტების შემოსვლის საფრთხე
  3. შემცვლელების საფრთხე
  4. მომწოდებლების ძალაუფლება
  5. მყიდველების ძალაუფლება
მომავალი აქტივობის შესაფასებლად შეიძლება გამოვიყენოთ ანალიზის „ზემოდან ქვემოთ“, ან „ქვემოდან ზემოთ„ მიდგომა. პირველ შემთხვევაში ვიწყებთ მაკრო მაჩვენებლებისა და დარგის პროგნოზირებას, რასაც მოჰყვება კომპანიისა და კონკრეტული აქტივების გათვლები. მეორე შემთხვევაში ცალკეული მაღაზიების ბიუჯეტებით შეიძლება შეიკრას მთლიანად ბიზნესის პროგნოზი. შეფასების მოდელები შეიძლება გაიყოს ორ მსხვილ – აბსოლიტურ და შედარებით კატეგორიებად.
  1. აბსოლიტური შეფასების მოდელები
აბსოლიტური შეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელებია დისკონტირებული ღირებულების, ან დისკონტირებული ფულადი ნაკადების მოდელები:
  1. დივიდენდის დისკონტირების მოდელი (DDM)
  2. კაპიტალის თავისუფალი ფულადი ნაკადების მოდელი (FCFE)
  3. ფირმის თავისუფალი ფულადი ნაკადების მოდელი (FCFF)
  4. ნარჩენი შემოსავლების მოდელი (RIM)
არის აქტივების მიხედვით შეფასების მოდელიც, რომელიც კომპანიის ღირებულებას იმ აქტივების ღირებულებით განსაზღვრავს, რასაც იგი აკონტროლებს.ის შეიძლება მისაღები იყოს ცალკეული ინდუსტრიებისათვის, ან წარმოადგენდეს უმცირეს ფასს უწყვეტად მომუშავე ბიზნესისათვის
  1. შედარებითი შეფასების მოდელები
ძირითადი არსი არის ის, რომ შესადარისი, ერთნაირი აქტივები ერთი და იგივე ფასით უნდა ივაჭრებოდეს. ეს არის ერთი ფასის პრინციპი. შემდეგი კოეფიციენტები შეფასებისათვის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა:
  1. ფასის ჯერადები
    • ფასი / მოგება (P/E)
    • ფასი / გაყიდვები (P/S)
    • ფასი / ფულადი ნაკადები (P/CF)
    • ფასი / საბალანსო ღირებულება (P/BV)
  2. კომპანიის ღირებულების ჯერადები
    • კომპანიის ღირებულება / EBITDA (EV/EBITDA)
    • კომპანიის ღირებულება / გაყიდვები (EV/S)
შეფასების პროცესში გამოიყენება რამოდენიმე შესაძლო მიდგომა, შედეგი კი მათი საშუალო შეწონილის მიხედვით დგინდება.

სიახლეების გამოწერა