რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
30 - 40 განცხადება 181 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
Organique Josper Grill Bar
277,120 100,000
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-01-31
იყიდება მოქმედი ბიზნესი – Organique Josper Grill Bar 📌 12 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ქალაქის ყველაზე დატვირთულ ტურისტულ ლოკაციაზე – შარდენის ქუჩაზე, ძველ თბილისში. ერთი პირველი სტეიკჰაუსი თბილისში, პოპულარული როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივებს შორის. მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს სხვადასხვა **ტურისტულ გზამკვლევებში, TripAdvisor-სა და Google Maps-ზე. ფუნქციონირებს 2012 წლიდან. ბიზნესის დეტალები: ▪️ ლოკაცია: სოლოლაკი, ბამბის რიგის ქუჩა (შარდენი) ▪️ ფართობი: 183 მ² + 52 მ² ტერასები ▪️ ქირა: 12,000 ლარი + 2,160 ლარი გადასახადი ▪️ ხელშეკრულება: ძალაშია 2025 წლის აგვისტომდე გაგრძელების შესაძლებლობით ▪️ კომუნალური ხარჯები: დაახლ. 2,200 ლარი + გრილის ნახშირი 1,000 ლარი ▪️ პროფესიონალური აღჭურვილობა და ინვენტარი: 60,000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულებით ბიზნესს აქვს გამართული სამუშაო პროცესები და 19 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი გენერალური მენეჯერის ხელმძღვანელობით, რომელიც დარჩება ახალ მფლობელთან ერთად. ფინანსური მაჩვენებლები: ▪️ წლიური შემოსავალი: ~1,075,000 ლარი ▪️ წმინდა წლიური მოგება: 109,000 ლარი ▪️ თანამშრომლების ხარჯი: 290,000 ლარი 📄 დეტალური P&L ანგარიშგება და ინვენტარის სია ხელმისაწვდომია მოთხოვნის შემთხვევაში. 💰 ფასი: 288,000 ლარი (100,000 აშშ დოლარი) – გაყიდვის მიზეზი: მფლობელის გადაცხოვრება. 📩 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 511 167 670.
ავთენტური კაფე „Aut Vera“
69,280 25,000
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-01-31
ავთენტური კაფე „Aut Vera“, რომელიც ფუნქციონირებს 2022 წლიდან. შუა აღმოსავლური ბისტრო, რომელიც სპეციალიზებულია ჰუმუსში, ფალაფელში და კომფორტულ საკვებში. საშუალო ჩეკი: 28 ლარი გუნდი: 12 თანამშრომელი, საშუალო ხელფასების ფონდი 13,000 ლარი/თვე. მუშაობს: ადგილზე კვება, გატანა და მიტანის სერვისი Wolt-ზე და სხვა აგრეგატორებზე. კაფეს აქვს მაღალი რეიტინგი რუკებსა და მიტანის პლატფორმებზე. დოკუმენტირებული ბიზნეს-პროცესები, თანამშრომლების სახელმძღვანელო და ბრენდირებული მასალები. ლოკაცია და პირობები: ▪️ მისამართი: ვერა, მიხეილ ზანდუკელის 32 ▪️ ფართობი: 60 მ² ▪️ ქირა: 1,200 აშშ დოლარი/თვე ▪️ კომუნალური ხარჯები: 1,500–1,900 ლარი/თვე ▪️ დაქირავების ხელშეკრულება: ძალაშია 2025 წლის ნოემბრამდე გაგრძელების შესაძლებლობით ▪️ ინვენტარი და აღჭურვილობა: 19,000 ლარის ღირებულებით ფინანსური მაჩვენებლები: ▪️ ინდივიდუალური მეწარმე (IE), დღგ-ის 1% ▪️ შემოსავალი: სეზონურად 50,000 ლარი (მაღალი სეზონი), 30,000–35,000 ლარი (დაბალი სეზონი) ▪️ წმინდა მოგება: საშუალოდ 2,000–3,000 ლარი/თვე 💰 ფასი: 72,000 ლარი (25,000 აშშ დოლარი). 📌 გაყიდვის მიზეზი: მფლობელების გადაცხოვრება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით დირექტში ან WhatsApp-ზე: +995 555 585 796.
Shukura Specialty Coffee Shop
110,848 40,000
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-01-31
💼 იყიდება: Shukura Specialty Coffee Shop, რომელიც მუშაობს 2020 წლიდან. ☕ კაფეს სივრცე: ✅ შიდა სივრცე (52მ²) ~ 16 ადგილი ✅ გათბობადი ტერასა (10მ²) ~ 8 ადგილი ✅ კინოზონა (30მ²) ~ 15 ადგილი 💡 კონცეფცია: ურბანული ყავის მაღაზია 🥐 მენიუ: სენდვიჩები, ონიგირი, საუზმე, ყავა, სასმელები, ალკოჰოლი 🛠 რემონტი: კაპიტალური განახლება 2022 წელს 📌 ინვენტარი და აღჭურვილობა: 88,000 ლარი (32,000 USD) ▪️ ლოკაცია: ვაკე, აბაშიძე 49 ▪️ საერთო ფართობი: 97 მ² ▪️ ქირა: 3,800 ლარი/თვე + 200 ლარი გადასახადი ▪️ კომუნალური ხარჯები: 1,500 ლარი/თვე ▪️ დაქირავების ხელშეკრულება ძალაშია 2026 წლამდე, გაგრძელების შესაძლებლობით 👨‍👩‍👧‍👦 გუნდი: 13 თანამშრომელი, საშუალო ხელფასების ფონდი 12,000–14,000 ლარი/თვე 📊 ფინანსური მაჩვენებლები: ▪️ დღგ-ის გადამხდელი ▪️ შემოსავალი: 45,000–50,000 ლარი/თვე ▪️ ხარჯები: 44,000–45,000 ლარი/თვე ▪️ წმინდა მოგება: 2,000–3,000 ლარი/თვე ℹ️ გაყიდვის მიზეზი: მფლობელის ძირითადი აქტივები არ აძლევს საშუალებას საკმარისი ყურადღება დაუთმოს კაფეს, რომელიც კვლავ მომგებიან ბიზნესად რჩება. 📩 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე: +995 555 585 796.
ბლოკის ქარხანა
308 111
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2025-01-30
Beyazli Group-ის მიერ წარმოებული PRS 1000 ავტომატური ბლოკის და ქვაფენილის ქარხანა მაღალი ტექნოლოგიის მქონე პროდუქციაა. კომპანია ყურადღებით აკვირდება ყველა ტექნოლოგიურ ინოვაციას და განვითარებას სექტორში, აერთიანებს ამ ტექნოლოგიებს თავის სისტემაში. სწრაფი წარმოება - საათში 110-120 ცალი პადონი. წარმადობა 8 საათში 10.000 ცალი 20 იანი ბლოკი. ქვაფენილი 750 მ² და 4.000 ცალი ბორდიური. დაზოგეთ დრო და გაზარდეთ თქვენი ეფექტურობა სწრაფი წარმოების პროცესით! უფასო დამონტაჟება და ტესტირება. დისტანციური მართვა. ავტომატური მართვის სისტემა. კომპანია ახორციელებს პროექტს, წარმოების, აწყობის და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესებს დიდი სიზუსტით. ბლოკის დანადგარი. 2 წელი გარანტია. 5 წლიანი უფასო სერვისი. შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით. მობ: +995571912626 მობ: +905493256664 ელ-ფოსტა: sales.ka@beyazligroup.com
ღვინის ბიზნესი
332,544 120,000
ცაგერი | სხვა
თარიღი: 2025-01-28
იყიდება პერსპექტიული ღვინის ბიზნესის /ქარხნის პროექტის წილი (80%), სრული ბიზნესი, ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელ ოყურეში, იდეალური შესაძლებლობა „ალექსანდრიულისა“ და „უსახელაურის“ ჯიშის უნიკალური ყურძნის მიკროზონაში ღვინის წარმოებისათვის. მიკროზონის აღნიშვნა დაკავშირებულია სახელებთან. ჩვენ ვმდებარეობთ ოყურეშული უსახელოურის, ტვიშის, ხვანჭკარას, ორბელური ოჯალეშის მიკროზონებში. ღვინის ქარხნის პროექტის განხორციელების ადგილი - სოფელი ოყურეში. ბიზნესი მოიცავს: 1. ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფ. ოყურეშში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ს/კოდი: 89.10.23.005; ფართობი - 1,885.00 კვ.მ ქარხნის მშენებლობისათვის. 2. ქარხნის მშენებლობის დამტკიცებულ სრული პროექტს (კონსტრუქცილუ და არქიტექტურული ნაწილი) 50 000 ბოთლი სხვადასხვა სასმელის წარმოებაზე წლიურად. 3. მუნიციპალიტეტის გაცემული მოქმედი მშენებლობის ნებართვა. 4. მარკეტინგული პაკეტი, ვაზის ადგილობირივი ჯიში „უსახელოური“ -ს პოპულარიზაციის და ბრენდის განვითარების მიმართულებით. (ბრენდირების კონცეფცია, ბოთლი, ეტიკეტი საიტი და სხვა) დამატებითი ინფორმაცია: ქართული ყურძნის ჯიში „უსახელოური’’ გამოირჩევა უნიკალური გემოვნური და სასარგებლო თვისებებით, ბუნებრივად ნახევრადტკბილ შემადგენლობით და მაღალი ხარისხის და ინტენსიურად შეფერილობით. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო არომატისა და ჰარმონიული გემოს სუფრის წითელ ღვინოს. საქართველოში ბუნებრივად გაშენებულია/ადაპტირებულია მხოლოდ ცაგერის მუნიციპალიტეტის შეზღუდულ მიკროზონაში, შეზღუდული რაოდენობით. შესაბამისად, შესაძლებელია ღვინის სამრეწველო წარმოება „ალექსანდროულისა’’ და „ უსახელაურის“ ადგილწარმოშობის დასახელებით. ყველა მონაცემით, წარმოადგენს იშვიათ და ძვირფას ღვინოს, გააჩნია მაღალ საფასო სეგმენტში დამკვიდრების პოტენციალი. ღვინის წარმოების ტაქნოლოგიური პროცესი ეფუძნება ინოვაციური პრინციპს, რომლის თანახმად საწარმოო ნედლეული, ყურძნის მიღებიდან, ფერმენტაციის ეტაპების გავლით, მზა პროდუქციის რეზერვუარამდე, საიდანაც უნდა განხორციელდეს ბოთლში ჩასხმა, მაქსიმალურად გადაადგილდება გრავიტაციის (თვითდინების) ძალით. ეს გამორიცხვა ნასოსების გამოყენებას და უზრუნველყოფს პროდუქციის მაქსიმალურ სისუფთავეს. შეთავაზება, აღნიშნული ბიზნესის 80 % წილი, ფასი - 120 000 დოლარი. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელი სრული (100%) ბიზნესი შეძენის განხილვაც. საკონტაქტო ტელეფონები: +995 595 930 180 - სტანისლავ ვოლფი.
მოქმედი წიგნები ონლაინ მაღაზია
5,500 1,985
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2025-01-27
იყიდება სრულიად ფუნქციორი და გამართული წიგნების ონლაინ მაღაზია. საიტი ტექნიკურად არის გამართული და ჩაშენებულია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდის სისტემა. დამატებულია 6000-მდე წიგნი და ჩაშენებულია მარაგების განახლების სისტემა. საიტს აქვს საკუთარი ბრენდბუქი და სხვადასხვა ტიპის გამზადებული დიზაინები სოციალურ ქსელში აქტიურობისთვის. ასევე მაქვს დამზადებული სტიკერები რომელსაც მოვაყოლებ.
შპს "საქართველოს პრემიუმ დრონები"
692,800 250,000
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2025-01-26
იყიდება მოქმედი ინოვაციური ბიზნესი სასოფლო-სამეურნეო დრონების სერვისსა და რეალიზაციაში! ჩვენი კომპანია Premium Drones Georgia LLC არის პირველი და ერთადერთი ოფიციალური დილერი საქართველოში N1 სასოფლო-სამეურნეო დრონების მწარმოებელი კომპანია XAG-ის. კომპანია ფერმერებს სთავაზობს სრულ ინოვაციურ სერვისებს, როგორიცაა: • შეწამვლა დრონებით • რუკების შედგენა • სასუქის გაშლა რას შეიცავს შეთავაზება: 1. დრონებისა და სპეცტექნიკის სრული პარკი o ტექნიკის ღირებულება: 120,000 დოლარამდე, მათ შორის:  დრონები  სპეცავტომობილი სრულად აღჭურვილი სამუშაოდ.  1 შევსებით შესაძლებელია 1 ცვლაში დამუშავდეს 150+ჰა ფართობი, 1 ჰექტრის ღირებულება 50 ლარია ამ ზომის ფართობებისათვის 2. მომხმარებელთა ფართო ბაზა o ცნობილი სატელეფონო ნომერი, რომელიც ფერმერებში ძალიან პოპულარულია. o აქტიური სოციალური მედია გვერდი 5,300+ მიმდევრით. o საიტის გასაშვებად მზადყოფნაში არსებული დომენი premium-drones.ge. 2024 წელი: პირველი სამუშაო წელი • წლიურმა შემოსავალმა გადააჭარბა 200,000 ლარს, ხოლო მომდევნო წლებში შემოსავლების სწრაფი ზრდაა მოსალოდნელი, რადგან საქართველოში იზრდება სასოფლო-სამეურნეო დრონებისადმი ინტერესი. პოტენციალი კომპანია არა მხოლოდ სერვისის, არამედ დრონების რეალიზაციის მიმართულებითაც სწრაფად განვითარდება, რადგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ადაპტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ბონუსი მყიდველისთვის დამფუძნებელი უზრუნველყოფს: • სრულ ტრეინინგს ტექნიკის მართვასა და ოპერაციებზე. • არსებულ ტექნიკას საშუალება აქვს საოპერაციო გუნდებს დაემატოს კიდევ 2 გუნდი • განვითარების ბიზნეს და ფინანსურ გეგმას, რაც უზრუნველყოფს მომავალი საქმიანობის ეფექტიანობას. გაყიდვის მიზეზი: დამფუძნებლის სურვილია ახალი ბიზნესის წამოწყება. თუ გსურთ უკვე გამართული და მზარდი ბიზნესის მფლობელი გახდეთ, ეს შეთავაზება თქვენთვისაა!
შპს ოდო.ჯი
0 0
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2025-01-21
იყიდება ტექნიკის ონლაინ მაღაზია. ვებ-გვერდზე მოქმედებს, როგორც ონლაინ განვადებები ასევე ბარათით გადახდა (საქართველოს ბანკი, თიბისი, კრედო). პროდუქციის რაოდენობა საიტზე გახლავთ: 4500+ პროდუქციის ძირითადი კატეგორიებია: მსხვილი ტექნიკა(მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, ტელევიზორი და აშ..) გათბობა-გაგრილება(გაზის გამათბობელი, კონდიციონერები და აშ...), წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ბევრი სხვა... ონლაინ მაღაზია თანამშრომლობს დილერებთან როგორიცაა: ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მიდეა, გლობალ დისთრიბუშენი, ეარსი და სხვა, რომელიც გვაძლევს დიდ არჩევანს მომხამრებლებისათვის. საიტზე წარმოდგენილი გვაქვს ბრენდები როგორიცაა: Samsung, Midea, Bosch, LG, Toshiba, Sony, TCL, Indesit და სხვა... ბიზნესს აქვს, როგორც ვებ-გვერდი ასევე სოც ქსელები (Facebook, Instagram და TikTok). ვებ-გვერდი სრუალად შეესაბამება SEO (საძებო სისტემების სტანდარტებს), რაც საშუალებას იძლევა რომ ყოველდღიურად ორგანული ტრეფიკი შემოვიდეს ვებ-ვერდზე. გუგლიდან შემომსვლელების რაოდენობა თვეში საშუალოდ 2000 კაცამდე (ეს გახლავთ ურეკლამოდ შემომსვლელთა რაოდენობა, რომელიც კონკრეტულად დაინტერესებულია ვებ-გვერდზე არსებული პროდუქციით) დეტალებისათვის დავიკავშირდით: ტელ: 558 76 27 72 ელ-ფოსტა: info@odo.ge

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა