რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
10 - 20 განცხადება 181 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
სამი და ქეიქ ქრაფთი
54,768 20,000
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2024-10-24
შეუკვეთეთ უგემრიელესი კიევური ტორტი 🍰 და ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული #დესერტები, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ! 👉შესაკვეთად დაგვიკავშირდით: +995 595 50 63 04 📍ან გვეწვიეთ მისამართზე: თბილისი, დიღმის მასივი 3 კვარტალი 15 კორპუსი 🔗მენიუ იხილეთ ბმულზე: https://samidacakecraft.com Замовляйте смачний Київський торт 🍰 та інші десерти з натуральних інгредієнтів, який поверне вас у дитинство! 👉Зв'яжіться з нами: +995 595 50 63 04 📍або завітайте до нас за адресою: Тбілісі, масив Дігомі 3 квартал 15 корпус
ღვინის ბიზნესი
328,608 120,000
ცაგერი | სხვა
თარიღი: 2024-10-21
იყიდება პერსპექტიული ღვინის ბიზნესის /ქარხნის პროექტის წილი (80%), სრული ბიზნესი, ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელ ოყურეში, იდეალური შესაძლებლობა „ალექსანდრიულისა“ და „უსახელაურის“ ჯიშის უნიკალური ყურძნის მიკროზონაში ღვინის წარმოებისათვის. მიკროზონის აღნიშვნა დაკავშირებულია სახელებთან. ჩვენ ვმდებარეობთ ოყურეშული უსახელოურის, ტვიშის, ხვანჭკარას, ორბელური ოჯალეშის მიკროზონებში. ღვინის ქარხნის პროექტის განხორციელების ადგილი - სოფელი ოყურეში. ბიზნესი მოიცავს: 1. ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფ. ოყურეშში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ს/კოდი: 89.10.23.005; ფართობი - 1,885.00 კვ.მ ქარხნის მშენებლობისათვის. 2. ქარხნის მშენებლობის დამტკიცებულ სრული პროექტს (კონსტრუქცილუ და არქიტექტურული ნაწილი) 50 000 ბოთლი სხვადასხვა სასმელის წარმოებაზე წლიურად. 3. მუნიციპალიტეტის გაცემული მოქმედი მშენებლობის ნებართვა. 4. მარკეტინგული პაკეტი, ვაზის ადგილობირივი ჯიში „უსახელოური“ -ს პოპულარიზაციის და ბრენდის განვითარების მიმართულებით. (ბრენდირების კონცეფცია, ბოთლი, ეტიკეტი საიტი და სხვა) დამატებითი ინფორმაცია: ქართული ყურძნის ჯიში „უსახელოური’’ გამოირჩევა უნიკალური გემოვნური და სასარგებლო თვისებებით, ბუნებრივად ნახევრადტკბილ შემადგენლობით და მაღალი ხარისხის და ინტენსიურად შეფერილობით. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო არომატისა და ჰარმონიული გემოს სუფრის წითელ ღვინოს. საქართველოში ბუნებრივად გაშენებულია/ადაპტირებულია მხოლოდ ცაგერის მუნიციპალიტეტის შეზღუდულ მიკროზონაში, შეზღუდული რაოდენობით. შესაბამისად, შესაძლებელია ღვინის სამრეწველო წარმოება „ალექსანდროულისა’’ და „ უსახელაურის“ ადგილწარმოშობის დასახელებით. ყველა მონაცემით, წარმოადგენს იშვიათ და ძვირფას ღვინოს, გააჩნია მაღალ საფასო სეგმენტში დამკვიდრების პოტენციალი. ღვინის წარმოების ტაქნოლოგიური პროცესი ეფუძნება ინოვაციური პრინციპს, რომლის თანახმად საწარმოო ნედლეული, ყურძნის მიღებიდან, ფერმენტაციის ეტაპების გავლით, მზა პროდუქციის რეზერვუარამდე, საიდანაც უნდა განხორციელდეს ბოთლში ჩასხმა, მაქსიმალურად გადაადგილდება გრავიტაციის (თვითდინების) ძალით. ეს გამორიცხვა ნასოსების გამოყენებას და უზრუნველყოფს პროდუქციის მაქსიმალურ სისუფთავეს. შეთავაზება, აღნიშნული ბიზნესის 80 % წილი, ფასი - 120 000 დოლარი. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელი სრული (100%) ბიზნესი შეძენის განხილვაც. საკონტაქტო ტელეფონები: +995 595 930 180 - სტანისლავ ვოლფი.
თიფ.ჯი
41,076 15,000
თბილისი | ინფორმაციული ტექნოლოგიები
თარიღი: 2024-10-20
TIP.GE არის აბიტურიენტების პორტალი საქართველოში 1200 მდე რეგისტრირებული მომხმარებლით. პროექტი გაეშვა ამ წლის ივლისში, აქვს ფეისბუქ ფეიჯი 1000+ ლაიქი ინსტა 800 ფოლოვერი, აბიტურიენტების ჯგუფი 35000 წევრით. პროექტს ჭირდება კარგი მარკეტინგი პროდუქტის გაყიდვა და მეტი მასალების დამატება საიტზე. მეჩქარება და ვყიდი.
ჰიი ჰაუ გასტრო ბარი
1,314,432 480,000
ყაზბეგი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-10-20
ობიექტი მდებარეობს ახალ გუდაურში, რედკოს ახლად აშენებულ კომპლექსში Four Seasons. ბარი და სამზარეულო სრულად აღჭურვილია მაღალ ხარისხიანი იტალიური და თურქული ელექტრო ტექნიკით რომელიც შევიძინეთ 2022 წლის ბოლოს, მხოლოდ 2023 და 2024 წლის ზამთრის სეზონზე იმუშავა და გარანტია კიდევ აქვს. სამზარეულო არის ღია ტიპის, აქვს საწყობი, დიდი მინუს და პლიუს მაცივრებით ასევე სამრეცხაო ოთახი. ავეჯი ძალიან ხარისხიანი და სრულად სპეც შეკვეთით არის დამზადებული. დამონტაჟებულია როგორც გაზის ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე ჰაერის გაწოვა განიავების ძვირადღირებული სისტემა და წყლის გაზის გამაცხელებელი. ბრენდი სრულიად შეკრულია და სტუმრების დიდ მოწონებას იმსახურებს. როგორც ბარის, ასევე სამზარეულოს კონცეფცია მორგებულია ტურისტულ კურორტზე და ბრენდს აქვს გაფართოების პერსპექტივა სხვა კურორტებზე თუ თბილისში. იყიდება სრული ბიზნესი ან მხოლოდ შენობა/აღჭურვილობა. ინტერესის შემთხვევაში დეტალებზე დავილაპარაკებთ
საწყობი - მაცივარი
43,814 16,000
ბათუმი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
თარიღი: 2024-10-13
იყიდება ბათუმის ცენტრალურ ბაზარში, სამაცივრე საწყობი! გამოიყენება როგორც ნედლი ხორცისთვის, ასევე თევზისთვის ან სხვა ნებისმიერი სამაცივრე პროდუქციისთვის. მაცივარი მუშაობს -5-დან +20-მდე. მაცივარში დამონტაჟებულია ნედლი ხორცის მთლიანი ნაჭრებისთვის უჟანგავი ფოლადის სტელაჟები, ასევე ახლავს დაახლოებით 70 ცალი უჟანგავი ფოლადის ხორცის კაუჭი, ასევე მოყვება ბლუთუზ სასწორი. კამერა მაცივარი 15 კვმ, სიმაღლე დაახლოებით 3მ. წინა სავაჭრო ფართი 5 კვმ. ადგილის საუკეთესოა საქონლის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, თევზის და სხვა ხორცეული პროდუქციის საბითუმო სავაჭროდ. მაცივარი არის ბაზრის უკანა მხარეს, იქ სადაც განლაგებულია ყველა სხვა ხორცის საბითუმო მაცივარი, სადაც დილიანად სავაჭროდ დადიან ბათუმის ყველა სავაჭრო ობიექტი თუ რესტორან-სასტუმროები. მაცივარს პირდაპირ კარებთან უპრობლემოდ ადგება ღამის საათებში დიდი ტრაილერიც. მაცივრის აგრეგატი არის თურქული, უმაღლესი ხარისხის, რომელიც გათვლილია მინიმუმ 40 კვმ 3 მ სიმაღლის მაცივრისთვის. სენდვიჩ-პანელები არის 10 სმ-ანი, რაც უზრუნველჰყოფს ტემპერატურის სწრაფ ასვლას სასურველზე და მის შენარჩუნებას მაქსიმალურად. მაცივრის კარები ასევე არის სენდვიჩ-პანელით, სპეციალური ვაკუუმ რეზინით. იატაკი დასხმულია და დაგებულია მეტლახი, მეტლახის ქვემოთ სქელი დასხმა აქვს, რომ ტემპერატურა არ დაიკარგოს. მოკლედ იდეალურადაა გაკეთებული ყველაფერი. ხელშეკრულება დადებულია ბათუმის ბაზრის ადმინისტრაციასთან, იჯარა შეადგენს ფიქსირებულ 600 ლარს თვეში + კომუნალურები ხარჯის მიხედვით.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა