რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
90 - 100 განცხადება 181 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
საწყობი - მაცივარი
44,339 16,000
ბათუმი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
თარიღი: 2024-10-13
იყიდება ბათუმის ცენტრალურ ბაზარში, სამაცივრე საწყობი! გამოიყენება როგორც ნედლი ხორცისთვის, ასევე თევზისთვის ან სხვა ნებისმიერი სამაცივრე პროდუქციისთვის. მაცივარი მუშაობს -5-დან +20-მდე. მაცივარში დამონტაჟებულია ნედლი ხორცის მთლიანი ნაჭრებისთვის უჟანგავი ფოლადის სტელაჟები, ასევე ახლავს დაახლოებით 70 ცალი უჟანგავი ფოლადის ხორცის კაუჭი, ასევე მოყვება ბლუთუზ სასწორი. კამერა მაცივარი 15 კვმ, სიმაღლე დაახლოებით 3მ. წინა სავაჭრო ფართი 5 კვმ. ადგილის საუკეთესოა საქონლის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, თევზის და სხვა ხორცეული პროდუქციის საბითუმო სავაჭროდ. მაცივარი არის ბაზრის უკანა მხარეს, იქ სადაც განლაგებულია ყველა სხვა ხორცის საბითუმო მაცივარი, სადაც დილიანად სავაჭროდ დადიან ბათუმის ყველა სავაჭრო ობიექტი თუ რესტორან-სასტუმროები. მაცივარს პირდაპირ კარებთან უპრობლემოდ ადგება ღამის საათებში დიდი ტრაილერიც. მაცივრის აგრეგატი არის თურქული, უმაღლესი ხარისხის, რომელიც გათვლილია მინიმუმ 40 კვმ 3 მ სიმაღლის მაცივრისთვის. სენდვიჩ-პანელები არის 10 სმ-ანი, რაც უზრუნველჰყოფს ტემპერატურის სწრაფ ასვლას სასურველზე და მის შენარჩუნებას მაქსიმალურად. მაცივრის კარები ასევე არის სენდვიჩ-პანელით, სპეციალური ვაკუუმ რეზინით. იატაკი დასხმულია და დაგებულია მეტლახი, მეტლახის ქვემოთ სქელი დასხმა აქვს, რომ ტემპერატურა არ დაიკარგოს. მოკლედ იდეალურადაა გაკეთებული ყველაფერი. ხელშეკრულება დადებულია ბათუმის ბაზრის ადმინისტრაციასთან, იჯარა შეადგენს ფიქსირებულ 600 ლარს თვეში + კომუნალურები ხარჯის მიხედვით.
ნუშის ბაღი
1,662,720 600,000
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2024-10-09
🤝თუ ეძებ მზა ბიზნესს სოფლის მეურნეობაში 💵ეს არის საუკეთესო შეთავაზება!!! 🎯თბილისთან ახლოს, სოფელ ნიჩბისში ✅10 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღი ✅7000 ძირი ნუში(სოლეტა,გუარა,სუპერნოვა) ✅3 ფაზიანი დენი ✅წყალი მტკვრიდან ულიმიტო(ლიცენზირებული) ✅გამართული წვეთივანი სისტემა ✅ყველა საჭირო ხელსაწყო ✅შემოღობილი ტერიტორია, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით ✅მენეჯერი+სამუშაო ჯგუფი,მათ შორის აგრონომი ახლა არის მეოთხე წელიწადში. ნიშანი უკვე მოგვცა მესამე წელს (გემოვნური თვისებები კარგია, აქვს თხელი ნაჭუჭი და დიდი გული). წელს ველოდებით 5-8 ტონა მოსავალს, ხოლო 2025 წელს 15 ტონას და მეტს. 💸ფასი 6$ - 1კვ.მ დეტალებისთვის დამიკავშირდით WhatsApp/ Viber 📱+995571097654
იყიდება მოქმედი ბიზნესის წილი
111 40
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2024-10-08
იყიდება აქტიურად მომუშავე კომპანიის წილი, 17-20 % -ის ოდენობით, 40-45 ათას დოლარად. კომპანია ნაწილობრივ უკვე გადის მოგებაზეც. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სასმელი პროდუქციის წარმოებას. ძირითადი ხაზია ე.წ. შეიკები, დაბალალკოჰოლური სასმელები, ასევე ვაშლის ღვინო, წვენები, ენერგეტიკულები, ლიმონათები და სხვა. ჩვენი კომპანია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ქმნის მსგავს პროდუქციას. პროდუქცია უკვე შესულია საშუალო რგოლის ქსელებში, როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების დონეზეც (სპარის და იოლის ფრენჩაიზები... ასევე დრაივები, კაფეები, ბარები, კლუბები). რეალიზაციის ტემპი საგრძნობ მაღალი გახლავთ აჭარაში, რაც ნათლად უჩვენა ზაფხულის სეზონმაც... ჩვენს სასმელ პროდუქტს გამოარჩევს გემოვნური არომატები, შეფერილობა, ორგანული და ბუნებრივი სურნელი და რაც მთავარია იშვიათი რეცეპტურა, რომელიც ორასამდე უნიკალურ სახეობას მოიცავს. შემოთავაზება გვაქვს დიდი ქსელებისგანაც, მაგრამ ამ ეტაპზე შპს ს არ აქვს საკმარისი რესურსი, დისტრიბუცია და სათანადო რაოდენობით პროდუქციის წარმოება რომ თავის თავზე აიღოს და სწრაფად უზრუნველყოს ყოველივე ეს. გვსურს საწარმოო დანადგარების შეცვლაც, რათა წარმადობა უფრო მაღალი გავხადოთ. მოკლედ, პოტენციური მეწილე და ბიზნესპარტნიორი, როდესაც შეიძენს წილს, ის ამით განხორციელებს ბიზნესში ინვესტიაციას. ანუ მის მიერ გადახდილი წილის საფასური (წილის ნასყიდობის თანხა) თითქმის სრულად მოხმარდება კომპანიის საჭიროებებს, - დანადგარების შეძენას, დისტრიბუციის აწყობას, ბოთლებისა და ნედლეულების მომარაგებას, მუშა ხელის დამატებას საწარმოში, რეკლამირებას და პიარს და მსგავს აუცილებელ საკითხებს. წილის გაყიდვაც სწორედ ამით არის ჩვენი მხრიდან გამოწვეული, რომ გვსურს სხვა ადამიანის პროცესში შემოყვანით და ფინანსების მოზიდვით, საქმე და ბიზნესი წინ წავწიოთ და გავზარდოთ მასშტაბები. ჩვენი სასმელები მართლაც რომ ნებისმიერ კონკურენტ კომპანიას გადასჯაბნის თავისი მახასიათებლებით და მერწმუნეთ, ამ საქმეს უდიდესი პერსპექტივა აქვს. დაინტერესებული პირი, როდესაც მოვა და გასინჯავს პროდუქტს, ამაში თავადაც დარწმუნდება. ბოლოს აქვე დავამატებდი იმასაც, რომ ჩვენი კომპანიის დონეზე შესაძლებელია წარმოება არამხოლოდ სეზონური პროდუქციის, არამედ არასეზონურისაც და ერთ ერთი მთავარი უპირატესობა ესეც არის.
ნიკ ნეკ
27,712 10,000
თბილისი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2024-09-29
ბავშვთა აუდიტორიაზე ორიენტირებული ბიზნესი, მასტერ პროდუქტი: აზოტიანი სიმინდის ბურბუშელა "დრაკონის სუნთქვა" , თხევადი აზოტით გაციებული აზოტის ლიმონათი + სხვადასხვა სახის ტკბილეულის რეალიზაცია ( მამალოები, შაქარყინულები,ჟელიბონები,სუვენირები და ა.შ. ) მოყვება ყველა საჭირო ინვენტარი ( მაგოდა, ქოლგა,სპეციალირუ აზოტის თერმოსები,ჭურჭელი, აღჭურვილობა). https://www.facebook.com/profile.php?id=100091879729559
შ.პ.ს. „მია"-ს (ID ნომერი:405027901) პარტნიორები, ყიდიან შ.პ.ს. „მია"-ს წილის 100 %-ს.
49,881,600 18,000,000
თბილისი | სხვა
თარიღი: 2024-09-28
იყიდება მარშალ გელოვანსა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩებს შორის მდებარე უნივერსალური კომერციული დანიშნულების ფართის 50.867 %. ტერიტორიაზე არსებული ფართები გაქირავებულია 100 %-ით და ყველა მოქმედ მოიჯარეს ხელშეკრულების ვადა ეწურება 31.12.2024 წელს. არ ვთანამშრომლობთ შუამავალ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებთან. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით shpsmia@gmail.com, ტელ.: 599 96 96 65. ფასი შეთანხმებით. შ.პ.ს. „მია"-ს (ID ნომერი:405027901) პარტნიორები, ყიდიან შ.პ.ს. „მია"-ს წილის 100 %-ს. შ.პ.ს. „მია"-ს საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია: უძრავი ქონება თბილისში: მისამართი: ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N54, ქალაქის ცენტრალურ ადგილას, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საინვესტიციო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 01.10.10.006.021 დაზუსტებული ფართობი: 12153.00 კვ.მ. კომერციული ფართი ჯამურად შეადგენს 4950 კვ. მ, ხოლო სასაწყობე ფართი - 7181,6 კვ. მ. აღნიშნული უძრავი ქონებიდან შ.პ.ს. „მია“-ს საკუთრებაშია 50.867 %. უძრავი ქონების ზონირების შესახებ ინფორმაცია: ზონა საზოგადოებრივ საქმიანი ზონა; ქვე-ზონა საზოგადოებრივ საქმიანი ზონა-2; კ-1 - 0.7; კ-2 - 4.6; კ-3 - 0.2. უძრავი ქონება ბათუმში: მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე უძრავი ქონება, კომპლექსი მაგნოლია: კომერციული ფართი საკადასტრო კოდით: 05.24.02.060.01.004ა დაზუსტებული ფართობი: 108.75 კვ.მ. და კომერციული ფართი საკადასტრო კოდით: 05.24.02.060.01.005ა დაზუსტებული ფართობი: 77.50 კვ.მ. აღნიშნული უძრავი ქონებიდან შ.პ.ს. „მია“-ს საკუთრებაშია 50.867 %.
ჟოლოს ბაღი
429,536 155,000
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2024-09-27
🤝თუ ეძებ მზა ბიზნესს სოფლის მეურნეობაში 💵ეს არის საუკეთესო შეთავაზება!!! 🎯თბილისთან ახლოს, მუხრანში, ბაგრატიონის ვენახებთან ✅ნაკვეთი 23 400მ2. ✅1,8 გაშენებული ჟოლოს ბაღი ✅ავტომატური სარწყავი სისემა ✅10 ტონიანი წყლის ავზი, 3 ფაზიანი დენი ✅შემოღობილი ტერიტორია, კამერები ✅საწყობი და მაცივარი, საჭირო ტექნიკა 📲+995 571 09 76 54 #იყიდება #მუხრანი #ჟოლო #ბაღი #მზაბიზნესი
komunna
6,928,000 2,500,000
მცხეთა | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-09-26
იყიდება პროექტი, რომელიც მდებარეობს ნატახტარში, 15 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს 28 ვილა (12 აშენებულია), აუზი ზომით 22* 11 (უკვე გაკეთებულია), ჩოგბურთის მოედანი, რესტორანი (მასზე განთვსებული საოფისე ან სასტუმროს ფართები) , პარკინგი სტუმარტათვის და ასევე საერთო სარგებლის გამწვანებული სივრცე 7 000 კვ.მ
უძრავი ქონების ბიზნესი
1,330,176 480,000
თბილისი | სხვა
თარიღი: 2024-09-25
კომპანია ინვესტია სიამაყით წარმოგიდგენთ უძრავი ქონების ბიზნესს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა განახორციელო ინვესტიცია გამართულ და განვითარებულ ბიზნესში, რომელიც მუდმივად დააგენერირებს მაღალ შემოსავალს. 2 ბინა თბილისში და 6 ბინა ბათუმში, სრულად აღჭურვილი ყველა საჭირო ტექნიკითა და ავეჯით.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა