რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
20 - 30 განცხადება 183 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ნინო
1,302,864 480,000
ბორჯომი | სასტუმროები
თარიღი: 2025-08-02
სასწრაფოდ იყიდება მოქმედი სასტუმრო კომპლექსი ბაკურიანში, ზღაპრულად ლამაზ ადგილზე, ტყის პირას. სასტუმროს წინ ჩამოდის პატარა მდინარე, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს და მომხიბვლელს ხდის დასვენებას როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე. ასევე, მიმდებარედ დაგეგმილია ბულვარის მშენებლობა. სასტუმრო 10 ნომრიანია, 440 კვ.მ., დგას 390კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ახალი გარემონტებული, ტექნიკა ჩაშენებულია. 4 ნომერი 1 ოთახიანია, დანარჩენი 6 დუპლექსია, თავისი პატარა მისაღებით, სვ.წერტილით, საძინებლით და სამზარეულოთი. სასტუმრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის ასევე გვერდით მდგომი სახლი, ავეჯით და ტექნიკით გაწყობილი 140კვ.მ., დგას 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. აქვს 1 სართულზე დიდი მისაღები ბუხრით, სამზარეულოთი და სვ. წერტილით. მე-2 სართულზე 2 საძინებელი, 2 სვ.წერტილით. ასევე სურვილის შემთხვევაში შემიძლია დაგიმატოთ 3 მიწის ნაკვეთი მიმდებარედ, სრული ფართი 900კვ.მ, (შეთანხმებით), სადაც შეიძლება სურვილის მიხედვით კიდევ რამოდენიმე კოტეჯის აშენება (ნებართვა გვაქვს), ან სასტუმროს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება, მაგ; აუზის მოწყობა, ბატუტის დადგმა, საქანელების, კორტების, ბადმინტონის მოედნის მოწყობა და სხვა. იდეალურად ლიკვიდური კაპიტალდაბანდებაა.
ინვენტარით აღჭურვილი კვების ობიექტი
27,143 10,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2025-08-01
სრულად გამართული და მომგებიანი კვების ობიექტი გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩიდან მხოლოდ 20 მეტრში. ობიექტი მდებარეობს დამოუკიდებელ შენობა-ნაგებობაში, რომლის საერთო ფართობია 60 კვ.მ. უპირატესობები: სრულად აღჭურვილი მაღალი ხარისხის, პროფესიონალური ქარხნული ინვენტარით; ყველა აღჭურვილობა შეესაბამება მოქმედ სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს; იდეალურია როგორც ადგილზე მომსახურების, ისე გატანის (delivery) სერვისისათვის; ფართი არის სუფთა, მოწესრიგებული და მზად არის მყისიერი მუშაობისათვის. დამატებითი ინფორმაცია: ფართი გახლავთ ნაქირავები — თვიური იჯარის თანხა შეადგენს 690 აშშ დოლარს; იჯარის ხელშეკრულება ძალაშია 2029 წლამდე. ბიზნესის ფასი: 10,000 აშშ დოლარი, რაც მოიცავს სივრცეში არსებულ სრულად გამართულ, უმაღლესი ხარისხის ინვენტარს (იხილეთ ფოტოებში).
იყიდება ბიზნესი, ონლაინ მაღაზია
4,500 1,658
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2025-08-01
იყიდება ტექნიკურად გამართული ონლაინ მაღაზია, რომელიც მუშაობს WooCommerce-ის სისტემაზე. ონლაინ მაღაზიაში იყიდება ადგილობრივი საწყობების პროდუქცია და მათთან გააგრძელებთ თანამშრომლობას. 🔹 ტექნიკური შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა: საიტი ტექნიკურად სრულად გამართულია და აგებულია WooCommerce სისტემაზე პროექტი ჩატარებული აქვს SEO ოპტიმიზაცია ჩაშენებულია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდის სისტემა ჩაშენებულია კრედო ბანკის განვადების სისტემა 🔹 პროდუქტების მართვა და სერვისები: დამატებულია 5000-მდე პროდუქტი სხვადასხვა მომწოდებლისგან გამართულია EXCEL-ის საშუალებით მარაგების განახლების სისტემა მარტივად მართვადი პროდუქტის, კატეგორიების და ფასების სისტემა 🔹 მარკეტინგული რესურსები და სოციალური არხები: მოყვება აქტიური სოციალური გვერდები (Facebook, Instagram და სხვა) ტექნიკურად დაკავშირებულია სოციალურ არხებთან (Facebook Pixel, Catalog Integration და სხვა) მზადაა Google Ads ან სხვა რეკლამური კამპანიების დასაწყებად 🔹 დამატებითი უპირატესობები: შეკვეთებისა და მომხმარებელთა მონაცემების ეფექტური მართვის პანელი შესაძლებლობა სწრაფად შეცვალოთ ბრენდი და გაუშვათ საკუთარი პროდუქცია ✅ იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს გამზადებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, რომ სწრაფად დაიწყოს ან გააფართოოს ონლაინ გაყიდვები.
საასთბურე ბიზნესი
350,000 128,947
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2025-07-27
✅ იყიდება მზა და აწყობილი სასათბურე ბიზნესი! 🌱🚜 📍 მდებარეობა: მცხეთის რაიონი, სოფელი ძალისი 🔹 მიწის ფართობი – 1 ჰექტარი 🔹 ნაკვეთზე განთავსებულია 4 სათბური თანამედროვე სარწყავი სისტემით 💧 🔹 არის 60 კვ.მ. დამხმარე შენობა-ნაგებობა 🔹 ბიზნესს მოჰყვება ტრაქტორი და სადისტრიბუციო მანქანა 🚛 🔹 გაყიდვაში შედის მზად აწყობილი გაყიდვების ქსელი – სტაბილური შემოსავლის პერსპექტივით! 💰 ეს არის მომგებიანი ინვესტიცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაუყოვნებლივ დაიწყოთ მუშაობა და მიიღოთ შემოსავალი!
პარტნიორობა
0 0
თბილისი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
თარიღი: 2025-07-18
სადისტრიბუციო კომპანიას თბილისში (აღმოსავლეთ საქართველოში) ესაჭიროება ბიზნეს პარტნიორი, რომელსაც აქვს სასალონე ან სამარკეტე სფეროში გაყიდვებში გამოცდილება. კომპანიას აქვს რესურსი და პარტნიორის მხრიდან არ საჭიროებს თანხის ჩადებას. პარტნიორის ვალდებულებაა თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში პროდუქციის გაყიდვები მაღალი შედეგის დადება. ვებ-გვერდი : www.solotrading.ge
იყიდება რითეილ ბიზნესი
230,716 85,000
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2025-07-15
იყიდება უცხოური საცალო ვაჭრობის კომპანია, (პროფუქციის იმპორტი, რითეილი, ფართო კატეგორიებით და სწრაფად ბრუნვადი საყოფაცხოვრებო პროდუქციით). პირველი 70-80კვ/მ ობიექტის გახსნისთვის საჭირო ინვენტარით და პროდუქციით. გთხოვთ დაგვიკავშირდით მხოლოდ რეალური მყიდველები.
სილამაზის სალონი
60,000 22,105
თბილისი | სილამაზე და სპორტი
თარიღი: 2025-07-13
იყიდება, სილამაზის სალონი, სადაც ტარდება შემდეგი პროცედურები: პერმანენტული მაკიაჟი თმის სრული პროცედურა ფრჩხილის სრული პროცედურა წარბის კორექცია ( 3 მეთოდით) მასაჟი სახის წმენდა ლაზერული ეპილაცია მაკიაჟი გვყავს ყველა მიმართულებით თანამშრომლები, ასევე ჩვენი მუდმივი მომხმარებლები. ფართი არის 90 კვადრატამდე, გვაქვს იჯარით აღებული. ლოკაცია: დიდი დიღომი

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა