რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
90 - 100 განცხადება 171 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
თეთრი ბუ
0 0
ქუთაისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2024-06-04
იყიდება მოქმედი ბიზნესი ( კაფე/სწრაფი კვების ობიექტი) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში (სტერილურ ზონაში), თანამედროვედ აღჭურვილი სამზარეულო/სტუარდინგის ზონა, სასაწყობო სივრცე. დიზაინერის მიერ შექმნილი ლოგო/დახლის დიზაინი და ავტორული ნახატების პრინტი. ობიექტი ფუნქციონირებს პროფესიონალურ შეეკრული გუნდით, არის დანერგილი HACCP სისტება და ასევე ობიექტს გააჩნია სეს-ის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი. სრულად უზრუნველყოფილი არის ბუღალტერია წამყვან აუდიტორიულ კომპანიასთან. პროგრამული უზრუნველყოფისჩათვლით ( FINA) სამზარეულო მოიცავს 30 კვ.მ. აღჭურვილი არის ბოლო სტანდარტების შესაბამისად, უახლესი დანადგარებით ( კონვექციური და ქვის ღუმელები იტალია, ელექტრო ქურა- იტალია, პიცის მოსამზადებელი მაგიდა -მაცივარი მარმარილოს ზედაპირით), ახალი უჟანგავი ლითონის გამწოვი ქოლგა ცხიმდამჭერებით. სასაწყობო ზონა აღჭირვილია საყინულეთი და ორკარიანი მაცივრებით, ასევე სასაწყობო სტელაჟებით (RETAILER). ობიექტს ასევე გააჩნია პერსონალის გასახდელი მეტალის კარადებით. ფასი შეთანხმებით. სტუარდინგის ზონა აღჭურვილია ჭურჭლის სარეცხი მანქანით, 2 სარეცხი ნაჟარით და პროფესიონალური ონკნებით. ობიექტი არის გამართული, და აქვს სამომავლო პერსპექტივები. დამიკავშირდით მეტი დეტალური ინფორმაციისთვის +995599113242 ვიანორი
შპს გატო ჰოსფითალითი
1,665,180 600,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-06-02
მოქმედი ბარ-რესტორანი ქალაქის შუაგულში, ჭოველიძის ქუჩაზე. აქვს შიდა და გარე სივრცეები. ტევადობა 150 ადამიანი. ფართი 370კვ აქედან ეზო 150 კვ. იყიდება ბიზნესი გამართული სამზარეულოთი და ბარით, არის იაპონური და აზიური სამზარეულო. ბრენდი არის ცნობილი და აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია.
იყიდება ბლოკის ცეხი
804,837 290,000
ბოლნისი | წარმოება
თარიღი: 2024-05-30
იყიდება BESS-ის მარკის PRS 800 სრულად ავტომატური ბლოკის – ქვაფენილის და ბორდიურის დანადგარი. ერთ ბუნკერიანი. ჩვენი ბლოკის დანადგარები კონტროლდება ჰიდრავლიკური ჯოისტიკით და ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. დღიური წარმოება 8.000 ცალი 20-იანი ბლოკი. 550 მ2 ქვაფენილი და 3.000 ცალი ბორდიური. უმაღლესი ხარისხის იტალიური ბრენდის PAN მიქსერი 0.50 მ3 მოცულობის. გერმანული მარკის ელექტრო ნაწილები SCHNEIDER – SIEMENS. ძრავები და რედუქტორები GAMAK – WAT ბრენდის. დროული წარმოება და დროული მიწოდება. უფასო მონტაჟი და ტესტირება. 2 წლიანი გარანტია და 5 წლიანი უფასო სერვისი. სათადარიგო ნაწილების ყველგან მოძიება. მობ: +995571912626 მობ: +905493256664 რაფიკ იზნო
Pizza-Mizza
49,000 17,656
ბათუმი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-05-21
იყიდება მომგებიანი ბიზნესი, პიცერია პიცა-მიცა, ქალაქ ბათუმში. საიდენტიფიკაციო ნომერი: 445611945 პიცერია პიცა-მიცა მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ უბანში, რუსთაველის 11-ში, რომელიც უკვე არსებობს 5 წელია და გააჩნია ერთგული მომხმარებლების დიდი რაოდენობა. ლოკაცია არის ხალხმრავალი, როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების კუთხით. პიცერია არის მომგებიანი, ბრუნვა თვეში 20 000₾-ის ფარგლებში, მოგება 15%. იყიდება მხოლოდ ბიზნესი, უძრავი ქონების გარეშე, თუმცა უძრავი ქონების ქირაობის ფასი არის ძალიან დაბალი (600₾ თვეში), რომლიც შენარჩუნდება წლის ბოლომდე. პიცა-მიცა გამოირჩევა მაღალი ხარსიხის პროდუქციით. ჩვენთან პიცის ცომი მზადდება „კაპუტოს“ იტალიური ფქვილით, 24 საათიანი ფერმეტაციის დაცვით, ხოლო პასტა კი ხელნაკეთია, მზადდება ადგილზე ასევე შესაბამისი იტალიური ფქვილის , "მინინი"-ის, გამოყენებით. ვიყენებთ უმაღლესი ხარისიხის ხორცპროდუქციას „მარშესგან“ და ყველა სოუსი პიცისთვის და პასტისთვის მზადდება ადგილზე. მიმდინარე მონაცემები • ბრუნვა ბოლო 12 თვე - 227 500₾ • საშუალო ყოველთვიური ბრუნვა ამჟამად - 19 000₾ • მოგება 15% - 2850₾ • წლევანდელი წლის ანალოგიური პერიოდი გასულ წელთან - % მატება (იანვარი-მაისი) - 2023 = 51 500₾ და 2024 = 64 000₾, მატება 24% საპროგნოზო მონაცემები (24%-იანი მატების გათვალისწინებით) • მოსალოდნელი ჯამური საშიალო ბრუნვა 2024 წელს - 240 000₾ • მოსალოდნელი საშუალო ყოველთვიური ბრუნვა 2024 წელს - 20 000₾ • მოსალოდნელი საშუალო მოგება ყოველთვიურად (15%) - 3000₾ დამატებით რა შედის შესყიდვის თანხაში: • 2023 წლის მარტში შეძენილი ინვენტარი, სრული კომპლექტი, ყველფერი მუშაობს იდალურად • სოც. მედია არხები და ბრენდი: o ფეისბუქი 8300 აქტიური ფოლოუერი https://www.facebook.com/PizzaMizza.ge o ინსტაგრამი 2500 აქტიური ფოლოუერი https://www.instagram.com/pizzamizzabatumi/ o გუგლი - 4,6 შეფასება https://maps.app.goo.gl/rz4jXuHtuNmuNP758 o ბრენდბუქი o ვებ-გვერდი • გამართული გაყიდვის არხები (ვოლტი, გლოვო, ბოლტი) და მათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა (ლეპტოპი და პლანშეტები) • მზა კალკულაციები, რეცეპტები (პიცები, პასტები და სალათი) • გამართული სადიტრიბუციო და შესაფუთი მასალების არხები • საქმის გადმობარება და მზარეულის მხრიდან შესაბამის ტრენინგები • 2023 წელს გაკეთებული რემონტი • ფოტო გალერეა როგორც აღინიშნა უძრავი ქონება არის ნაქირავები, 600₾ თვეში, რომელის ფასიც წლის ბოლომდე შენარჩუნდება! ადგილზე კლიენტების მიღების რაოდენობა 12 ადამიანი (6 შიგნით და 6 გარეთ)
ფიტშაურმა
120 43
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-05-19
იყიდება გამართული, აწყობილი, მოქმედი საშაურმე განსხვავებული კონცეფციით. ფიტშაურმა არის ჯანსაღი კონცეფციის საშაურმე, სადაც კონკურენტებისგან განსხვავებით მზადდება დაბალკალორიული შაურმა სპეციალური სოუსით. საშაურმე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, არაფრის ყიდვა და დამატება არ იქნება საჭირო. ასევე იდეალურად არის გამართული სადისტრიბუციო სისტემა. დამარინადებული ხორცი, ბოსტნეული და ლავაში ადგილზე მოაქვთ შესაბამის კომპანიებს. სურვილის შემთხვევაში გაგიზიარებთ მათ საკონტაქტო ინფორმაციებსაც. ამჟამად ყოველდღიურად იყიდება 40-50 კგ. ხორცი. მინიმუმ 1200, მაქსიმუმ კი 2200 ლარია ყოველდღიური შემოსავალი. შესაბამისად, თვეში ობიექტის შემოსავალი 50-დან 60 ათასამდე მერყეობს. საშაურმე მდებარეობს საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილას. ფიტშაურმის მფლობელი ცნობილი იუთუბერი და ინფლუენსერია, რის გამოც ობიექტს ჰყავს როგორც ერთგული, ისე მუდმივად მზარდი მომხმარებელი. დაინტერესების შემთხვევაში, ასევე იყიდება ბრენდი, ანუ სახელის დატოვება შეგიძლიათ თუ იქნება თქვენი სურვილი და უკვე პოპულარული ბრენდის ქვეშ გააგრძელებთ საქმიანობას. საშაურმეს მოყვება ასევე ინსტაგრამ გვერდი, სადაც 8 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს. გარდა ამისა გვყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მეგობრული გუნდი. სტაფი შედგება ექვსი თანამშრომლისგან, ამ კუთხითაც დამატებითი რესურსის და ენერგიის ხარჯვა არ მოგიწევთ. საშაურმის ფასია 150 000 ლარი.
ბინგო როიალ
693,825 250,000
თბილისი | გართობა
თარიღი: 2024-05-10
იყიდება ელექტრონული ბინგო, სრულიად მოწყობილია ყველა დეტალი მხოლოდ ჭირდება მუშაობა, ასევე გვყავს მომზადებული სტაფი, მუშაობა შეგიძლიათ დაიწყოთ 1 კვირაში, ლიცენზია აღებულია და აქტიურია 2027 წლამდე, ასევე იყიდება ტექნოლოგიის დისტრიბუტორის ლიცენზიასთან ერთად, იგულისხმება ასეთი ტექნოლოგიის გაყიდვა მხოლოდ თქვენ შეგეძლებათ კავკასიაში. გაყიდვის მიზეზი, მეპატრონე ტოვებს ქვეყანას
იყიდება კომპანიის 15 % იანი წილი
125 45
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2024-05-08
იყიდება აქტიურად მომუშავე კომპანიის წილი, 15 % -ის ოდენობით, 45 000 დოლარად. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სასმელი პროდუქციის წარმოებას. ძირითადი ხაზია ე.წ. შეიკები, დაბალალკოჰოლური სასმელები, ასევე ვაშლის ღვინო, წვენები, ენერგეტიკულები, ლიმონათები და სხვა. ჩვენი კომპანია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ქმნის მსგავს პროდუქციას. პროდუქცია უკვე შესულია საშუალო რგოლის ქსელებში, როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების დონეზეც (სპარის და იოლის ფრენჩაიზები... ასევე დრაივები, კაფეები, ბარები, კლუბები). რეალიზაციის ტემპი საგრძნობ მაღალი გახლავთ აჭარაში, თანაც ზაფხულის სეზონი ახლოვდება... ჩვენს სასმელ პროდუქტს გამოარჩევს გემოვნური არომატები, შეფერილობა, ორგანული და ბუნებრივი სურნელი და რაც მთავარია იშვიათი რეცეპტურა, რომელიც ორასამდე უნიკალურ სახეობას მოიცავს. შემოთავაზება გვაქვს დიდი ქსელებისგანაც, მაგრამ ამ ეტაპზე შპს ს არ აქვს რესურსი, დისტრიბუცია და სათანადო რაოდენობით პროდუქციის წარმოება თავის თავზე აიღოს და სწრაფად უზრუნველყოს ყოველივე ეს. გვსურს საწარმოო დანადგარების შეცვლაც, რათა წარმადობა უფრო მაღალი გავხადოთ. მოკლედ, პოტენციური მეწილე და ბიზნესპარტნიორი, როდესაც შეიძენს წილს, ის ამით განხორციელებს ბიზნესში ინვესტიაციას. ანუ მის მიერ გადახდილი წილის საფასური (წილის ნასყიდობის თანხა) თითქმის სრულად მოხმარდება კომპანიის საჭიროებებს, - დანადგარების შეძენას, დისტრიბუციის აწყობას, ბოთლებისა და ნედლეულების მომარაგებას, მუშა ხელის დამატებას საწარმოში, რეკლამირებას და პიარს და მსგავს აუცილებელ საკითხებს. წილის გაყიდვაც სწორედ ამით არის ჩვენი მხრიდან გამოწვეული, რომ გვსურს სხვა ადამიანის პროცესში შემოყვანით და ფინანსების მოზიდვით, საქმე და ბიზნესი წინ წავწიოთ და გავზარდოთ მასშტაბები. ჩვენი სასმელები მართლაც რომ ნებისმიერ კონკურენტ კომპანიას გადასჯაბნის თავისი მახასიათებლებით და მერწმუნეთ, ამ საქმეს უდიდესი პერსპექტივა აქვს. დაინტერესებული პირი, როდესაც მოვა და გასინჯავს პროდუქტს, ამაში თავადაც დარწმუნდება. ბოლოს აქვე დავამატებდი იმასაც, რომ ჩვენი კომპანიის დონეზე შესაძლებელია წარმოება არამხოლოდ სეზონური პროდუქციის, არამედ არასეზონურისაც და ერთ ერთი მთავარი უპირატესობა ესეც არის.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა