რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
160 - 170 განცხადება 164 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
სწრაფი კვების რესტორანი თბილისში
2,127,326 820,000
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-11-24
იყიდება მოქმედი ბიზნესი, სწრაფი კვების რესტორანი თბილისში, პოლიტკოვსკაიას 33ა-ში,  არქი-ის საცხოვრებელი კომპლექსში (იყიდება ბიზნესი კომერციული ფართიანად) ბიზნესი ოპერირებს 21 თვეზე მეტია. ობიექტი ჯამში მოიცავს 175 კვადრატულ მეტრს - განთავსებულია ორ სართულად, მათ შორის დარბაზი-სტუმრების სივრცე ანტრესოლის სტილზე პირველ და მეორე სართულზე ვიტრაჟებით, ხედებით ქუჩაზე. სამზარეულოც ორ სართულზე, მათ შორის მეორეზე კამერა მაცივრებით და ბუჩერინგის სივრცეებით. თითოეული სივრცე აღჭურვილია ახალი, თანამედროვე, მაღალი ხარისხის სარესტორნო ინვენტარით. სივრცეში მოწყობილია - დაცვის სისტემა, ინტერნეტი, გათბობა-გაგრილების სისტემა, გამწოვი სისტემა, ელექტროობა (3 ფაზიანი ელ. მომარაგება) და კანალიზაციის სისტემები. რესტორანი ოპერირებს მზა კერძების ლანჩბოქსებში წინასწარი მომზადების პრინციპით, შესაბამისად კერძები განთავსებულია ცხელ და ცივ დახლებზე და მზადაა მომხმარებლის მიერ ასარჩევად დროის დანახარჯის გარეშე. რესტორნის დღიური ნავაჭრი შეადგენს საშუალოდ 3000 ლარს, ბოლო რამოდენიმე თვის აქტივობიდან გამომდინარე. გაყიდვის საჭიროება განპირობებულია ვადადამდგარი საბანკო სესხის გამო. კომუნალური ხარჯები 3000-4000 ლარი დღგ-ს ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია:
  • მდებარეობა: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 33ა, არქის საცხოვრებელი კომპლექსი;
  • ფართის კვადრატულობა: 175 კვადრატული მეტრი;
  • კონდიცია: სრულად გარემონტებული და აღჭურვილი;
  • კომუნიკაციები: ყველა კომუნიკაცია შეყვანილია;
  • კომუნალურუ ხარჯები: 3-4 ათასი ლარი დღგ-ს ჩათვლით;
  • მინიმალური დღიური ნავაჭრი: 3000 ლარი;
  • ვალდებულება: ბიზნეს გააჩნია საბანკო სესხი, რომელიც დაიფარება რეალიზაციდან მიღებული თანხიდან;
  • ბიზნესის (კომერციული ფართის ჩათვლით) ჯამური ღირებულება: 820,000 აშშ დოლარი;
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკაშირდით განაცხადში მითითებულ ნომერზე.
იყიდება აწყობილი ბიზნესი
165,000 63,601
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-11-19
იყიდება მზა აწყობილი სწრაფი კვების ბიზნესი. 🔴გამორჩეული ბრენდი და უნიკალური პროდუქტი ბაზარზე. 🔴სტაბილური თვიური ბრუნვა 60-80 000 ₾ 🔴ჩამოყალიბებული გუნდი. 🔴აწყობილი დელივერი სტრუქტურა და სტრატეგია 🔴სრული ტექნიკა ინვენტარით. 🔴ერთერთ საუკეთესო ლოკაციაზე. 🔴ცნობადი ბრენდი და პიარი ბუნებრივად მაღალი ხილვადობით 🔴ძლიერი სოც მედია ფეიჯები. 🔴საკურიეროებთან გაფორმებული სპეციალური შეღავათიანი კომერციული პირობები 🔴ფართი იჯარით აღებული 3 წლიანი კონტრაქტი. 🔴სრული კაფის/ღია კაფის ინვენტარი 🔴ფართი მოწყობილია ჰასპის სტანდარტებით. 🔴 ფასი 165 000 ₾ 🔴 ვალდებულებები არ მოყვება - სრულად ნულდება 🔴ამ თანხაში შედის ყველანაირი ტექნიკა და აღჭურვილობა. გაყიდვის მიზეზი ამჟამად დამფუძნებლებს სხვა პრიორიტეტები აქვთ. ამ ტიპის ბიზნესის წარმატებისთვის სასურველია მფლობელი თავად უნდა იყოს ჩართული ყოველდღიურ პროცესში.
კოტეჯი დუშეთში
389,145 150,000
დუშეთი | სასტუმროები
თარიღი: 2025-11-10
🏡 იყიდება მყუდრო ხის სახლი დუშეთში — ცენტრიდან ფეხით 10 წუთის სავალზე! ✨ 70 მ², 2 სართული, 2 საძინებელი, დიდი მისაღები და ტერასა 🌿 2500 მ² მიწა, სრულად შემოღობილი, ფანჩატურით და ყველა კომუნიკაციით, ცენტრალური გათბობით 🪑 იყიდება ავეჯითა და ტექნიკით 🚗 ბეტონის გზა ეზომდე, ულამაზესი ხედებით 💼 ამჟამად განთავსებულია Booking-ზე და Airbnb-ზე — პოპულარულია და ყოველთვე სტაბილურ შემოსავალს ტოვებს! იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე ბიზნესად — ტურისტული კოტეჯის ან დასასვენებელი ადგილისთვის 🌲 📍 დუშეთი — ბუნება, სიმშვიდე და პერსპექტივა ერთ სივრცეში 💚

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა