რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
-30 - -20 განცხადება 163 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ჯარა აკაუნტინგ
990,000 366,694
თბილისი | საკონსულტაციო მომსახურება
თარიღი: 2024-07-08
იყიდება: Jara Accounting - დამკვიდრებული ბიზნეს მომსახურების კომპანია საქართველოში https://accounting.jara.ge https://google.com/maps/place/Jara+Accounting Jara Accounting, დაარსებული 2017 წელს, გთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერის სერვისებს საქართველოში. ჩვენი სპეციალიზაციაა: საბუღალტრო და იურიდიული მომსახურება საგადასახადო ოპტიმიზაცია კომპანიისა და ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია ბიზნეს კონსულტაცია დოკუმენტების მომზადება და შემოწმება მიმდინარე ბუღალტერია და იურიდიული მხარდაჭერა ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, მორგებულ გადაწყვეტილებებს მოსახერხებელი "ერთი ფანჯრის" პრინციპით. Jara Accounting-ს აქვს დამტკიცებული გამოცდილება ბიზნესების დახმარებაში საქართველოს ფინანსურ და სამართლებრივ გარემოში ნავიგაციისთვის. ეს მზა ბიზნესი წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ შესვლა საქართველოს მზარდ ბიზნეს მომსახურების ბაზარზე. კომპანიას აქვს დამკვიდრებული კლიენტების ბაზა და რეპუტაცია საიმედოობისა და ექსპერტიზის კუთხით. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ დამატებითი ინფორმაციისთვის ამ პერსპექტიულ ბიზნეს შესაძლებლობაზე.
იყიდება ბიზნესი, ონლაინ მაღაზია
0 0
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2024-07-08
იყიდება გამზადებული ონლაინ მაღაზია, ყველანაირი ფუნქციით რაც საჭიროა ონლაინ ვაჭრობისთვის. ფუნქციები, შესაძლებლობები: - მომხმრებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია - პროდუქციის მოძებნა - კატალოგის და კატეგორიის გვერდები, სასურველი ფილტრებით. - ჩაშენებულია TBC ბანკის ბარათით გადახდის მეთოდი *შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის განვადების ჩაშენებაც ან საქ. ბანკის ბარათით გადახდის ჩაშენება. ადმინპანელი აღჭურვილია ვაჭრობისთვის ყველა საჭირო ფუნქციით: - შეკვეთების დამუშავება - თვიური, წლიური გაყიდვების სტატისტიკის ნახვა - Facebook Pixel, Google Analytics - SEO თულები - ვაუჩერების და კუპონების შექმნის ფუნქცია და სხვა მარკეტინგული თულები. ონლაინ მაღაზია ტექნიკურად გამართულია და შეგიძლიათ მუშაობის დაწყება შეძენიდან მეორე დღეს. ყიდვის შემთხვევაში არსებულ სერვერზე 6 თვის განმავლობაში უფასოდ იქნება საიტი განთავსებული. მაღაზიას აქვს იმ პროდუქციის ნაშთი რომელიც განთავსებულია საიტზე აქსესუარების კატეგორიაში და სურვილის შემთხვევაში შეგიძლია პროდუქციაც შეიძინოთ https://AQsesuarebi.ge/
შპს სტრელეცია
809,940 300,000
წყალტუბო | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2024-07-02
იყიდება მოქმედი ბიზნესი წყალტუბის რაიონ სოფელ ფარცხანაყანევში, ქუთაისიდან 15 წუთის სავალზე, ცენტრალური გზის პირას. მიწის ნაკვეთი არის ორი ჰექტარი, განთავსებულია ერთი დიდი 600 კვადრატიანი შუშის ჰოლანდიური ტიპის სათბური და 4 პატარა დამხმარე სათბური, შეყვანილია კომუნიკაციები: დენი, ინტერნეტი, მოქმედებს ორი ლიცენზირებული ჭა. პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეო კამერები. ბიზნესი არის მოქმედი და მიმდინარეობს დეკორატიული და ხეხილოვანი მცენარეების გამოყვანა-გაყიდვა.
To-Go! Street Food Station
33,748 12,500
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-07-01
🌭 Продается фаст-фуд кафе в Сабуртало 🥙 Готовый бизнес под ключ, заходи и работай 📍5 мин пешком от м. "Мед Университет" 💰Успешно работает с декабря 2023 🏠 Аренда по официальному договору ✅ Отработанное меню и тех карты ✅ Общая площадь - 40 кв.м. Зонирование: Зал + Кухня + складское помещение + туалет ✅ Вся кухня без газа (только электричество): холодильники, плита, фритюры, блендеры, милкшейкер, кофемашина, гриндеры,ТВ, вафельницы, блинницы, и т.д ✅ Разумная арендная плата  и минимальная коммуналка ✅ Расположение в зоне с высокой проходимостью, в шаговой доступности от бизнес центров, колледжей, школ ✅ Аккаунты в  linktree, Instagram, Facebook, Gmail, онлайн меню, собственный сайт, налаженная таргет реклама ✅ База постоянных клиентов и популярность среди местных жителей, экспатов и туристов ✅ Налаженные отношения с поставщиками ✅ Обучение в процессе переоформления ✅ Бизнес как ИП, передача прав быстро и просто ℹ️ По деталям звоните- +995551175426 ℹ️ Причина продажи -  переезд владельца
ფიტშაურმა
120,000 44,448
თბილისი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2024-06-26
იყიდება გამართული, აწყობილი, მოქმედი საშაურმე განსხვავებული კონცეფციით. ფიტშაურმა არის ჯანსაღი კონცეფციის საშაურმე, სადაც კონკურენტებისგან განსხვავებით მზადდება დაბალკალორიული შაურმა სპეციალური სოუსით. საშაურმე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, არაფრის ყიდვა და დამატება არ იქნება საჭირო. ასევე იდეალურად არის გამართული სადისტრიბუციო სისტემა. დამარინადებული ხორცი, ბოსტნეული და ლავაში ადგილზე მოაქვთ შესაბამის კომპანიებს. სურვილის შემთხვევაში გაგიზიარებთ მათ საკონტაქტო ინფორმაციებსაც. ამჟამად ყოველდღიურად იყიდება 40-50 კგ. ხორცი. მინიმუმ 1200, მაქსიმუმ კი 2400 ლარია ყოველდღიური შემოსავალი. შესაბამისად, თვეში ობიექტის შემოსავალი 40-დან 50 ათასამდე მერყეობს. საშაურმე მდებარეობს საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილას. ფიტშაურმის მფლობელი ცნობილი იუთუბერი და ინფლუენსერია, რის გამოც ობიექტს ჰყავს როგორც ერთგული, ისე მუდმივად მზარდი მომხმარებელი. დაინტერესების შემთხვევაში, საშაურმეს მოყვება ასევე ინსტაგრამ გვერდი, სადაც 8 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს. გარდა ამისა გვყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მეგობრული გუნდი. სტაფი შედგება ექვსი თანამშრომლისგან, ამ კუთხითაც დამატებითი რესურსის და ენერგიის ხარჯვა არ მოგიწევთ. საშაურმის ფასია 120 000 ლარი.
ვინტნერი ღვინის ბარი
130,000 48,152
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-06-24
იყიდება მოქმედი ბიზნესი ღვინის ბარ-რესტორანი ჩვენი ღვინის ბარი მდებარეობს ძალიან კარგ ლოკაციაზე როგორც ტურისტულ ასევე ადგილობრივი მომხმარებლებით ძალიან დატვირთულ ადგილას, ნინოშვილის ქუჩაზე. - ბარი ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით რაც საჭიროა გამართულად მუშაობისთვის. - ინტერიერი არის ძალიან მომხიბვლელი და გემოვნებით გაკეთებული. - ბარის დახლები შევსებულია საქართველოში არსებული წარმატებული მეღვინეობების პროდუქტით. - ბარს აქვს გემოვნებით მოწყობილი ტერასა,რომელიც ცხელ დღეებში განსაკუთრებით კომფორტულია და ბევრი აქტივობის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. - კონცეფცია შემუშავებულია და სოციალური არხები გამართულია,ყავს ერთგული გამომწერები და გულშემატკივრები. - ბარი ფუნქციონირებს რამდენიმე თვეა, ჰყავს არაერთი ერთგული მომხმარებელი,ჩავატარეთ ათეულობით დაბადების დღე და სხვადასხვა სახის წვეულებები/დეგუსტაციები. ლოკაცია: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 51 სახელწოდება: Vintner • ვინტნერი შეგიძლიათ გაეცნოთ, ყველა დეტალს ჩვენივე სოციალურ არხებში და დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 551-36-15-16 Facebook: https://www.facebook.com/vintnertbilisi Instagram: https://www.instagram.com/vintner.tbilisi/
შილაკის პროდუქცია
30,000 11,112
თბილისი | სხვა
თარიღი: 2024-06-20
თუ მუდმივი და სტაბილური შემოსავლიანი ბიზნესის დაწყებას გეგმავთ მაშინ ეს თქვენი შანსია! სასწრაფოდ იყიდება მზა ბიზნესი, უამრავი ნივთით, რომლის ვიდეო და ფოტო აღწერილობაც მაქსიმალურად ავტვირთეთ აღსაქმელად (იხილეთ იუთუბზე ვიდეო სრულად. ) ან ფეისბუქზე ეს პოსტი დააკოპირეთ ლინკი https://www.facebook.com/share/p/C3MwS2KZExAVghSb/?mibextid=oFDknk ყველა ტიპის შილაკის აპარატურა, საშრობი ლამფები, ბორ მანქანები, გამწოვები, სანათები... სამოყვარულო თუ პროფესიონალური, უმაღლესი ხარისხის, რაოდებაში. ფრჩხილის გელი, პოლიგელი, აკრილგელი, მყარი გელი .... რაოდებაში და ფერების უდიდესი არჩევანი, რა თქმა უნდა ვადიანი. გელ ლაქების ძალიან დიდი არჩევანი, სტანდარტული, კატა, დისკო თუ სხვა ... სერიებით, რაოდებაში და ვადიანი . დიზაინის აქსესუარების თავბრუდამხვევი რაოდენობა და არჩევანი, რაც კი ტრენდულია აქ ყველა ნივთია, მათ შორის სტიკერები, რაც ვერ მოხვდა ვიდეოში და ფოტოებში დიდი რაოდენობის გამო. ყველა ტიპის ხელსაწყოს დიდი არჩევანი , რაც კი მანიკიურისთვის არსებობს, ქლიბები, ფუნჯები, კუსაჩკები და ძალიან მრავალი სხვა საჭირო წვრილმანი, რაოდებაში . თმა და მისი აქსესუარები, სალონის სხვადასხვა ტრენდული ნივთი, სავარცხლები, ფუნჯები, წამწამების ლამინირების მასალა.. ბარმენის აქსესუარების ტოპ ნაკრებების რამდენიმე სახეობა რაოდებაში და უმაღლესი, უჟანგავი ხარისხის . ბიზნესი შესაძლებელია განთავსდეს თქვენთვის სასურველ სავაჭრო ფართში, ასევე იდეალურია ონლაინ რეჟიმში მუშაობისთვის. რაც შეეხება ფასს 30 000 ლარია, რაც მინიმუმ მესამედია რეალური ფასის, მისი რეალური ღირებულება 100 000 ლარს აღწევს. რადგან სასწრაფოდ და პირადი პრობლემების გამო გადავწყვიტე გაყიდვა ფასიც მაქსიმალურად დავაგდე და განხილვას აღარ ექვემდებარება. ასევე სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეძენისთანავე ს ა ჩ უ ქ რ ა დ წაიღოთ ვიდეოსა და ფოტოებში მოცემული სტენდები, თაროები და შესაფუთი მასალა. ლოკაცია თბილისი, საბურთალო. დარეკეთ 595 584 000 . #იყიდება #ბიზნესი #სასწრაფოდ

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა