რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 161 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
საინვესტიციო მიწის ნაკვეთი, ბორჯომი
1,948,032 720,000
ბორჯომი | მიწა
თარიღი: 2023-03-16
ბორჯომში, პრეზიდენტის რეზიდენციის (რომანოვების ყოფილი სასახლის) მოპირდაპირედ, მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს იყიდება 6 ჰა (60,000 კვ.მ) ფართობის მიწის ნაკვეთი (ს/კ 64.23.01.200), დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმით (გრგ). ფასი: 1 კვ.მ 12 აშშ დოლარი; მთლიანი ნაკვეთის ფასი 720,000 აშშ დოლარი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, შესასრულებელი პირობაა ნაკვეთის მიმდებარედ არსებული ხიდის რეაბილიტაცია - გზის საფარის გამოცვლა და შელამაზება-განათება, ასევე, მყიდველის მიერ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსის მშენებლობა, მიმდებარე ტერიტორიის და შიდა გზების კეთილმოწყობა, გამწვანება და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა (ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, კანალიზაცია, სასმელი წყალი).
კომერციული უძრავი ქონება, ბორჯომი
2,164,480 800,000
ბორჯომი | სასტუმროები
თარიღი: 2023-03-16
ბორჯომი, კურორტი ჩითახევი იდეალური ადგილი სპორტული ფედერაციის ბაზისთვის, რეგიონალური სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრისთვის, სასტუმროსთვის, ჰოსტელისთვის, ჯომარდობის ბაზისთვის, რეგიონალური ოფისისთვის და ა.შ. მიწის ნაკვეთის ფართი 7500 კვ.მ შენობა - ხუთი სართული ერთი სართული 26 მ x 16 მ საკადასტრო კოდი 64.24.01.008 ობიექტზე დგას 160 კვა სიმძლავრის საკუთარი ელექტროტრანცფორმატორი. ადგილზეა ყველა კომუნიკაცია: დენი, ბუნებრივი აირი, წყალი, კანალიზაცია. ფასის შემადგენელი ნაწილები: 1.მიწის ფართის ფასი: 7500 კვ.მ x 40 USD = 300 000 USD 2.შენობის ფასი: 1370 კვ.მ x 370 USD = 500 000 USD ფასი ჯამში: 800 000 USD
მინერალური წყლის ბიზნესი, ბორჯომი
7,575,680 2,800,000
ბორჯომი | წარმოება
თარიღი: 2023-03-15
ბორჯომის რაიონში, სოფელ ტბის სამხრეთით 1 კმ-ზე, მდებარეობს მინერალური წყლის საბადო. მინერალური წყარო ძველთაგანაა ცნობილი და მრავალჯერაა შესწავლილი. სხვადასხვა დროს ჩატარებული ქიმიური ანალიზები მიუთითებენ მათი ქიმიური შედგენილობისა და ფიზიკური მახასიათებლების მდგრადობაზე. წყალი ბაქტერიოლოგიურად სუფთაა. წყაროების ჯამური დებიტი შეფასებულია 0,9 ლ/წმ (78 მ3/დღე-ღამეში) ოდენობით, წყლის ტემპერატურა ცვალებადობს 14,0 - 21,5 0C ფარგლებში. წყლის შედგენილობა არის ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-კალციუმ-ნატრიუმიანი, საერთო მინერალიზაციით 4,1-4,7 გრამი/ლიტრში. 2017-2021 წლებში შევიძინეთ ზემოაღნიშნულ საბადოს წყაროებზე მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიები (№ 10001448, 20.08.2020, მოქმედების ვადა 2042 წლის 18 ოქტომბრამდე და № 10002198, 07.07.2021, მოქმედების ვადა 2046 წლის 8 ივლისამდე). აგრეთვე, მინერალური წყლის წარმოების წინამდებარე ბიზნეს-პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბორჯომში, რკინიგზის სატვირთო სადგურის ტერიტორიაზე, წარმოების მოსაწყობად, ჩვენს მიერ შეძენილი იქნა უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთები შენობებით; საკადასტრო კოდები: 64.23.03.085, 64.23.03.086 და 64.23.03.500), მიწის საერთო ფართით 3195 კვ.მ და შენობა-ნაგებობების საერთო ფართით 2400 კვ.მ. ცნობილი კომპანიის „გეოგრაფიკი“-ს უშუალო მონაწილეობით შემუშავებული იქნა მინერალური წყლის საბადოდან ბორჯომის სატვირთო რკინიგზის სადგურის ტერიტორიამდე (წყლის ჩამოსხმის საწარმომდე) წყალსადენი მაგისტრალის მოწყობის პროექტი. ჩვენი შემოთავაზება მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ მზად ვართ გავასხვისოთ მთლიანი პაკეტი (ლიცენზიები, უძრავი ქონება, პროექტი და ა.შ.) 3,8 მილიონი აშშ დოლარად. პაკეტის დაშლის და მისი ცალკეული კომპონენტების (ლიცენზიები, მაგალითად) ყიდვის სურვილის შემთხვევაში, ჩვენ, აგრეთვე, მზად ვართ განვიხილოთ ასეთი ვარიანტიც, ან გავყიდოთ მხოლოდ პაკეტის 50 % პარტნიორობის პერსპექტივით. P.S. ცნობისთვის, ჩვენი დაკვეთით შემუშავდა მინერალური წყლის წარმოების მოწყობის ბიზნეს - გეგმა. ბიზნეს-გეგმა შემუშავებულია აუდიტორული კომპანიების მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში მყოფი კომპანიის Grant Thornton მიერ. აღნიშნული ბიზნეს-გეგმის მიხედვით, მხოლოდ მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიები მათ მიერ შეფასებული იქნა 3.991.000 აშშ დოლარად.
ნატურალური წვენების ბიზნესი, ბორჯომი
3,138,496 1,160,000
ბორჯომი | წარმოება
თარიღი: 2023-03-15
კომპანია „ბორჯომი პროდაქტ კომპანი“-ს მიერ ბორჯომში, ზანავში ქარხნის მშენებლობა განაპირობა აქ არსებულმა საუკუნოვანმა ტრადიციამ, კერძოდ, ცნობილი ქართველი ხილის გადამამუშავებელი და უნიკალური გამაგრილებელი სასმელების შემქმნელი მიტროფანე ლაღიძე კენკროვან ხილს თავისი პროდუქციისთვის იბარებდა ზანავში. ამჟამად ხილის ნატურალური წვენების წარმოების გამართვა-გაშვების სამუშაოები უკვე დამთავრებულია. ხილის (ამ შემთხვევაში - ვაშლის) პირდაპირი გამოწურვის და შემდგომ პასტერიზაციის (82 გრადუსზე) მეთოდით მიღებული 100 %-იანი ნატურალური ვაშლის წვენი მინის ბოთლებში უკვე ჩამოსხმულია. წარმოებას გააჩნია შესაბამისი დანადგარი და წვენების ჩამოსხმა, გარდა მინის ბოთლებისა, ასევე შესაძლებელია ე.წ. Big-an-box-ებში. ამჟამად მიმდინარეობს ბრენდის ე.წ. «პრომოუშენი». წარმოებაში დამონტაჟებული ტექნოლოგიური ხაზი დამზადებულია ავსტრიული კომპანიის «Voran»-ის მიერ, მათ მიერ შემუშავებული უახლესი ტექნოლოგიის შესაბამისად. ამ მოცემულობაში ბიზნესის 1 %-ს ღირებულებაა 12,000 USD. P.S. დამატებით წყაროს ნატურალური წყლის წარმოების აწყობა მხოლოდ დროის და ინვესტიციის საკითხია, რადგან ძირითადი სამუშაოები (საამქროს რემონტი, კომუნიკაციების საამქრომდე მიყვანა და ა.შ.) უკვე შესრულებულია.
გამზადებული ონლაინ მაღაზია (GiBlack.ge)
35,000 12,936
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2023-02-15
მოგესალმებით, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, გთხოვთ წაიკითხოთ სრულად. იყიდება გამზადებული ონლაინ მაღაზია, ყველანაირი ფუნქციით, Checkout ყიდვის ფუნქციით, ადმინპანელით, გადახდების მეთოდებით, როგორც ბარათით გადახდა ასევე ონლაინ განვადებები და ასე შემდეგომ... გამართულია ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ როგორც დრო ისე ფული. დრო ხომ ფულია. ადმინ-პანელი აღჭურვილია უამრავი ფუნქციით, როგორიცა თვიური, წლიური გაყიდვების სტატისტიკით, თანამშრომლების მართვით, სასურველი ფუნქციის ხედვის უფლებით, Facebook Pixel, Google Analytics, SEO, Webp სურათების ავტომატური კონვერტაცია, ლოიალობის დაგროვების ბარათის და ვაუჩერების ფუნქცია, ავტომატური ინვოისების გენერირებით და სხვა უამრავი ინსტრუმენტი რაც საკმაოდ დიდი დამხმარეა თქვენი ონლაინ ბიზნეს სამყაროში. ონლაინ მაღაზიია შეიქმნა და მზად არის ყველაფერი, შეგიძლიათ მომენტალურად დაიწყოთ მისი მართვა. საკმაოდ დიდი შრომაა ჩადებული ამ საიტზე. რათქმაუნდა კარგ პირობებს შემოგთავაზებთ როგორც მყიდველი თქვენთვის ბევრად მარტივი იქნება შეძენა და მისი ამუშავება. შესაძლებელია ასევე თანხის გადანაწილება ან შიდა განვადების ამოქმედება სრულიად ბანკის გარეშე და დამატებითი საბანკო პროცედრების და %%% არიდებას შეძლებთ რაც საკმაოდ მიმზიდველი შემოთავაზება იქნება თქვენთვის. მყიდველთა საყურადღებოდ ონლაინ მაღაზიის ღირებულება: 41,921.40 ლარი დაჯდა (41 ათას 921 ლარი და 40თეთრი) გასაყიდი ფასი გახალვთ: 35,000 ლარი წმინდა. ხელზე გადასახდელი. (ერთიანად შეთანხმება შესაძლებელია) მოქმედი გადახდის მეთოდები საბანკო გადარიცხვა ბარათით გადახდა (POS) კრიპტო გადახდა /BTC/BCH/BTG/ETC/LTC/Dash/Zcash/ კრედო ბანკი /ონლაინ განვადება/ კრისტალი /ონლაინ განვადება/ სფეისი /QR განვადება ონლაინ/ ასევე ვებ-გვერდზე მოქმედებს სხვა გადახდის მეთოდებიც, რომელიც ასევე გადმოგეცემათ პროექტის ფარგლებში. საქართველოს ბანკი /ბარათით გადახდა POS/ საქართველოს ბანკი /ონლაინ განვადება/ თიბისი ბანკი /ბარათით გადახდა POS/ თიბისი ბანკი /ონლაინ განვადება/ ტერა ბანკი /ონლაინ განვადება/ საკურიერო ჩაშენებულია საკურიერო გადაზიდვის ფასის ავტომატური გამომთვლელი EasyWay ის, თქვენი სურვილისაბმერ სასურველი გადაზიდვის ავომატიზაციაზეც აყვანას მოვახდენთ /ფასის ავტომატურად გამოსათვლელად/ (პროექტის ფარგლებში დაგიმატებთ კიდევ 2 კომპანიას) რაც შეეხება პროდუქტებს და მომწოდებლებს, საიტეზე ამჟამად დამატებულია და დამუშავებულია 6500 ოდენობის პროდუქები, ასევე გაწერილია/დამენეჯმენტებულია/დამუშავებულია ფილტრები/მახასიათებლები რომელიც საკმაოდ შრომატევადი საქმე გახლდათ და 4თვის მანძილზე ხდებოდა სამუშაოებები 4 თანამშრომლის მიერ. გადმოგეცემათ წვდომა/კონტაქტები მომწოდებლებთან. ასევე დაგეხმარებით სამომავლოდ დამატებით საკითხებშიც. ყიდვის დროს გადმოგეცემათ დამატებით /შეძლებთ თქვენი საქმე წინ წაწიოთ/ დაზოგოთ ფული, დრო/ https://GiBlack.ge დომეინი: 2 წლიანი ვადით (სურვილისაბმერ) ან თქვენთვის სასურველი დომენური სახელი. ვებ-ჰოსტინგი: 80GB SSD ადგილით 6-თვის ვადით. ტექნიკური მხარდაჭერა: 6-თვის ვადით უფასოდ. სწავლება-ტრენინგი: 2-თვის ვადით უფასოდ. თანხის გადანაწილების პირობა: უპროცენტო გადახდა და პირობები /ნაწილობრივი/ მაგალითისთვის 35 ათას ლარზე. პირველი გადახდა: 25% (8750 ლარი) მომდევნო გადახდა: 20% (7000 ლარი) მომდევნო გადახდა: 15% (5250 ლარი) მომდევნო გადახდა: 15% (5250 ლარი) მომდევნო გადახდა: 15% (5250 ლარი) მომდევნო გადახდა: 10% (3500 ლარი) ასევე შეგვიძლია დავსაქმდეთ თქვენთან 2 ადამიანი და შემოგთავაზოთ: გრაფიკული-დიზაინის მომსახურეობა (ბანერების შექმნა როგორც Facebook ისთვის ასევე ვებ-გვერდისთვის) იმ ვადით რა ვადითაც თქვენ მოისურვებთ. რთულია ყველაფრის გადმოცემა ერთ განცხადებაში, დეტალურად დაინტერესებულ პირებს გავესაუბრებით. რათქმაუნდა დაგიდგებით გვერდით და დაგეხმარებით ნებისმიერ საკითხში, როგორც მომწოდებლების ასევე სხვადასხვა ტექ. თუ მის გარეთ საკითხებში... საკონტაქტო ინფორმაცია ტელ: 571 400 666 /გევორქ ბაზოიანი/ ელ-ფოსტა: g.bazoian@gmail.com მზად ვართ ნებისმიერ დროს გაგესაუბროთ საჭიროების შემთხვევაში ჩავნიშნოთ Online ან Offline შეხვედრა. აქვე ჩავამატებ, როგორც მიხვდით მიზანი არარის მხოლოდ გაყიდვა, არამედ მზად ვარ და მსურს რომ დაგიდგეთ გვერდში როგორც დამწყებს ან გამოცდილს და ჩემი დახმარებით პროექტი გავხადოთ წარმატებული.
ქათმის მოქმედი ფერმა
1,082,237 399,999
გარდაბანი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2023-02-02
იყიდება მოქმედი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბროილერის ფერმა სოფელ კოდას მიმდებარე ტერიტორიაზე. (ლოკაცია ახლოს არის თბილისთან და მარნეულთან. დაცულია ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები, ახლომახლო სხვა ფერმები არ მდებარეობს). ფერმა აშენებულია სტანდარტების სრული დაცვით. ძირითადი მახასიათებლები: • ფერმის პოტენციალი - 24 000 ფრთა ბროილერი (წლიური წარმადობა 144 000 ფრთა, 6 გამოზრდა) • განთავსებულია ორი საფრინველე, თითოეული 720 კვ.მ + სათავსო და საცხოვრებელი სივრცე • მიწა - 2 ჰა, სრულად არის შემოსაზღვრული. • განთავსებულია ორი ბუნკერი 8 ტონიანი • ბუნკერები და აღჭურვილობა არის TAVSAN-ის ფირმის • დამონტაჟებულია წამყვანი ჰოლანდიური კომპანია Hotraco-ს მართვის სისტემა • ფერმა აშენებულია 2019 წელს, მუშაობა დაიწყო 2020 წლიდან. ფერმა ამჟამად არის აქტიური. დასაქმებული 3 ადამიანი - კვალიფიციური მენეჯერი და მეფრინველეები.
ღვინის საწარმო მუკუზანში
10,822,400 4,000,000
გურჯაანი | წარმოება
თარიღი: 2023-01-26
მეღვინეობა ჩინებული ღვინოები დიდებული ტერუარებიდან იწყება - მუკუზანის მეღვინეობა მდებარეობს უნიკალურ მუკუზანის მიკროზონაში, რომელიც მდებარეობს ცივ გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. უნიკალური კლიმატური და რელიეფური პირობები საფერავის ყურძნის შესანიშნავ ნიადაგს ქმნის. მუკუზანის მიკროზონა მეღვინეობის კონტროლირებადი რეგიონია. ქარხანა მთლიანად მოდერნიზებულია და აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის ყველა მოთხოვნას. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ქარხანა სრულიად მზადაა ექსპლუატაციისთვის. მუკუზნის მეღვინეობა 2019 წელს აშენდა. დღეს, 2022 წელს, ქარხანას ჩაუტარდა სრული რემონტი (განახლდა სახურავი, ჩაუტარდა კოსმეტიკური რემონტი, აშენდა დამტებითი დამხმარე შენობა-ნაგებობა). საწარმოს საერთო ფართობი 13,9 ჰექტარს შეადგენს • 1,6 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეოა. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ძირითადი და დამხმარე ნაგებობები. • ვენახებისთვის გამოყოფილია 9,8 ჰექტარი. კულტივირებული ვაზის ჯიშია საფერავი. ვენახები მდებარეობს მუკუზნის მიკროზონაში. ქვები და კენჭები ინარჩუნებს სითბოს, თიხა-კირქვის ნიადაგი- მდიდარია კალციუმის კარბონატითა და რკინით, რომელიც ღვინოს აძლევს იდეალურ სტრუქტურასა და გემოების განსაკუთრებულ სიღრმეს. • მუკუზნის მიკროზონის იშვიათი კლიმატი და ნიადაგი საშუალებას აძლევს ყურძენს მიაღწიოს მჟავიანობისა და ტანინების სრულყოფილ ბალანსს. ვენახებიდან შეგიძლიათ მიიღოთ 10 ტონა საღვინე მასალა. • 0,2 ჰექტარზე განტავსებულია 2 რიგი, 42 ატმის ხე. • დარჩენილ 2,3 ჰექტარს დიდი პოტენციალი აქვს. მასზე შესაძლებელია ახალი ვენახების გაშენება, ან სასტუმროს აშენება. ეს იძლევა დამატებით შესაძლებლობებს მომავალი განვითარებისთვის. • ქარხნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 8 მილიონი ბოთლია. • ყურძნის მთლიანი მიღება 1 200 000 კგ ყურძენს შეადგენს. • შენახვის ჯამური მოცულობა 886,000 ლიტრი. • 300 ტონა ყურძნის გადამუშავების ციკლი 7-10 დღე. პროდუქციის მოცულობა განპირობებულია გერმანელი და იტალიური მწარმოებლების უახლესი ტექნიკით. ქარხნის სპეციფიკაცია: • იტალიური ჩამომსხმელი ხაზი, საათში 2500 ბოთლის წარმადობით. • 10 ც. 29 ტონიანი წითელი ფერმენტატორი ტუმბოებით. • 3 ც. 10 ტონიანი მუხის ცისტერნა. • 3 ც. 18 ტონიანი თეთრი ღვინის ფერმენტატორი. • 5 ც. 14 ტონიანი ცისტერნა (მაცივარი). • 12 ც. 18 ტონიანი ცისტერნა (შესანახად). • 3 ც. 10 ტონიანი ცისტერნა (მაცივარი). • 6 ც. 8 ტონიანი ცისტერნა (მაცივარი). • 3 ც. 11 ტონიანი ცისტერნა (შესანახად). • 3 ც. 8 ტონიანი ცისტერნა (შესანახად). • 6 ც. 7,5 ტონიანი ცისტერნა (შესანახად). • 2 ც. 5 ტონიანი ცისტერნა (შესანახად). • 3 ც. 2 ტონიანი ცისტერნა (შესანახად). • 3 ც. 0,6 ტონიანი ცისტერნა (შესანახად). • 2 ც. ღვინის ტუმბო. (პულებო) • 2 ც. დურდო ტუმბო. (ზიმბელი) • 1 ც. დიატომიტის ფილტრი. (ზიმბელი) • 2 ცალი სამაცივრო სისტემა. (დელა ტოფოლა) • ყურძნის საწნახელი 1 ც. (ზიმბელი) • 1 კლერტგამცლელი. (ზიმბლი) • 1 ცალი ბუნკერი. • 2 ც. ცენტრიდანული ტუმბო. • 250 მეტრი ღვინის შლანგი. • 1 ც. ქაღალდის ფილტრი. • 1 ც. სითბოს გადამცვლელი. • 100ც. მუხის კასრი (ფრანგული მუხა) • 32 ც. შამპანურის სტენდი (პიუპიტრი). • 2 ც. ტრაქტორი ტენტით + გამფრქვევი. • 1 ც. ელექტრო დამტვირთავი (погрузчик) • 1 ც. დიზელის მტვირთავი (погрузчик) • 1 ც. დიზელის გენერატორი. • 1 ც. სასწორი სატვირთო მანქანებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეღვინეობის ძირითადი უპირატესობებად შეიძლება გამოვყოთ: • ქარხნის მდებარეობა - უნიკალური, კონტროლირებადი მუკუზნის მიკროზონა. რეგიონი მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენს, რადგან ის ითვალისწინებს კახეთის მეღვინეობის დამატებით ზონებს. • თანამედროვე აღჭურვილობა - მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა 2019 წელს აშენდა, მან მხოლოდ 600 000 ბოთლი ღვინო აწარმოა. აქედან გამომდინარე, ტექნიკა და თავად ქარხანა თითქმის გამოუყენებელი და ახალია. • ღვინის ჩამოსასხმელი ხაზი - ხაზი გათვლილია სხვადასხვა ბოთლზე. ბოთლების ტიპი განსხვავდება ჩვეულებრივი საცობებიდან ბოთლამდე ხრახნიანი თავსახურით. ხაზი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კონიაკის ჩამოსასხმელად, კამიუს საცობით. • აღჭურვილობის გარდა ქარხანას აქვს მზა ღვინო. 100 ფრანგული მუხის კასრი საფერავით, მზადაა ჩამოსასხმელად. • ღვინოს მუხის კასრების გარდა 3, 10 ტონა ჩანშიც ინახავენ. • ჯამში 52 ტონა ღვინო, მზადაა ჩამოსასხმელად. გარდა ზემოაღნიშნულისა, საწარმოს ყიდვისას მიიღებთ: • ყურძნის გადასამშავებელ ტექნიკას. • ნაყოფიერ, მოვლილ ვენახებს. • სრულად გამოცდილ და ტექნიკურად გამართული წარმოებას. • დამატებით კომპანიას აქვს მარმარილო და ტრავერტინი ქარხნის შიდა და გარე მოპირკეთებისთვის. • იყიდება კომპანიის ყველა აქტივი. • კომპანიისა და შპს მუკუზნის მეღვინეობის სავაჭრო სახელწოდება რჩება წინა მფლობელთან. • საწარმოს ღირებულება 4,5 მილიონი დოლარია. • საკონტაქტო ინფორმაცია: • +995 599 22 99 87 სერგეი სუმაროკოვი, winegeorgian@gmail.com • +995 591 05 14 42 ირმა ალექსიძე, winegeorgian@gmail.com
მოქმედი კაფე ვაკეში
35,000 12,936
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2023-01-16
იყიდება კაფე „ლიმ აბაშიძე“! მდებარეობს ვაკეში, აბაშიძის N44. კაფეს აქვს 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება და ჰყავს მუდმივი მომხმარებლი. აქვს გარე დასაჯდომები 4 მაგიდა. შიდა სივრცე არის 28 კვ.მ. სადაც განთავსებულია სამუშაო ბარი (სამზარეულო) სრული ინვენტარით რაც სჭირდება პატარა ქოფი შოპს: ავეჯი, ყავის აპარატი, ყავის საფქვავები, მაცივრები (მათ შორის დახლ-მაცივარი), ყინულის აპარატი, ფრეშის აპარატი, საოპერაციო ჭურჭელი), ასევე იყიდება: ბრენდი, ლოგო, Facebook გვერდი, Instagram გვერდი. კაფე ჩართულია ასევე გამოძახების სერვისებში (გლოვო, ბოლტი). კაფე ფუნქციონირებს მოქმედი ფართის მესაკუთრესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით. ობიექის დაცვა ხორციელდება კერძო დაცვის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა