რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
90 - 120 განცხადება 181 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ჰიი ჰაუ გასტრო ბარი
1,328,304 480,000
ყაზბეგი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-10-20
ობიექტი მდებარეობს ახალ გუდაურში, რედკოს ახლად აშენებულ კომპლექსში Four Seasons. ბარი და სამზარეულო სრულად აღჭურვილია მაღალ ხარისხიანი იტალიური და თურქული ელექტრო ტექნიკით რომელიც შევიძინეთ 2022 წლის ბოლოს, მხოლოდ 2023 და 2024 წლის ზამთრის სეზონზე იმუშავა და გარანტია კიდევ აქვს. სამზარეულო არის ღია ტიპის, აქვს საწყობი, დიდი მინუს და პლიუს მაცივრებით ასევე სამრეცხაო ოთახი. ავეჯი ძალიან ხარისხიანი და სრულად სპეც შეკვეთით არის დამზადებული. დამონტაჟებულია როგორც გაზის ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე ჰაერის გაწოვა განიავების ძვირადღირებული სისტემა და წყლის გაზის გამაცხელებელი. ბრენდი სრულიად შეკრულია და სტუმრების დიდ მოწონებას იმსახურებს. როგორც ბარის, ასევე სამზარეულოს კონცეფცია მორგებულია ტურისტულ კურორტზე და ბრენდს აქვს გაფართოების პერსპექტივა სხვა კურორტებზე თუ თბილისში. იყიდება სრული ბიზნესი ან მხოლოდ შენობა/აღჭურვილობა. ინტერესის შემთხვევაში დეტალებზე დავილაპარაკებთ
საწყობი - მაცივარი
44,277 16,000
ბათუმი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
თარიღი: 2024-10-13
იყიდება ბათუმის ცენტრალურ ბაზარში, სამაცივრე საწყობი! გამოიყენება როგორც ნედლი ხორცისთვის, ასევე თევზისთვის ან სხვა ნებისმიერი სამაცივრე პროდუქციისთვის. მაცივარი მუშაობს -5-დან +20-მდე. მაცივარში დამონტაჟებულია ნედლი ხორცის მთლიანი ნაჭრებისთვის უჟანგავი ფოლადის სტელაჟები, ასევე ახლავს დაახლოებით 70 ცალი უჟანგავი ფოლადის ხორცის კაუჭი, ასევე მოყვება ბლუთუზ სასწორი. კამერა მაცივარი 15 კვმ, სიმაღლე დაახლოებით 3მ. წინა სავაჭრო ფართი 5 კვმ. ადგილის საუკეთესოა საქონლის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, თევზის და სხვა ხორცეული პროდუქციის საბითუმო სავაჭროდ. მაცივარი არის ბაზრის უკანა მხარეს, იქ სადაც განლაგებულია ყველა სხვა ხორცის საბითუმო მაცივარი, სადაც დილიანად სავაჭროდ დადიან ბათუმის ყველა სავაჭრო ობიექტი თუ რესტორან-სასტუმროები. მაცივარს პირდაპირ კარებთან უპრობლემოდ ადგება ღამის საათებში დიდი ტრაილერიც. მაცივრის აგრეგატი არის თურქული, უმაღლესი ხარისხის, რომელიც გათვლილია მინიმუმ 40 კვმ 3 მ სიმაღლის მაცივრისთვის. სენდვიჩ-პანელები არის 10 სმ-ანი, რაც უზრუნველჰყოფს ტემპერატურის სწრაფ ასვლას სასურველზე და მის შენარჩუნებას მაქსიმალურად. მაცივრის კარები ასევე არის სენდვიჩ-პანელით, სპეციალური ვაკუუმ რეზინით. იატაკი დასხმულია და დაგებულია მეტლახი, მეტლახის ქვემოთ სქელი დასხმა აქვს, რომ ტემპერატურა არ დაიკარგოს. მოკლედ იდეალურადაა გაკეთებული ყველაფერი. ხელშეკრულება დადებულია ბათუმის ბაზრის ადმინისტრაციასთან, იჯარა შეადგენს ფიქსირებულ 600 ლარს თვეში + კომუნალურები ხარჯის მიხედვით.
ნუშის ბაღი
1,660,380 600,000
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2024-10-09
🤝თუ ეძებ მზა ბიზნესს სოფლის მეურნეობაში 💵ეს არის საუკეთესო შეთავაზება!!! 🎯თბილისთან ახლოს, სოფელ ნიჩბისში ✅10 ჰექტარზე გაშენებული ნუშის ბაღი ✅7000 ძირი ნუში(სოლეტა,გუარა,სუპერნოვა) ✅3 ფაზიანი დენი ✅წყალი მტკვრიდან ულიმიტო(ლიცენზირებული) ✅გამართული წვეთივანი სისტემა ✅ყველა საჭირო ხელსაწყო ✅შემოღობილი ტერიტორია, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით ✅მენეჯერი+სამუშაო ჯგუფი,მათ შორის აგრონომი ახლა არის მეოთხე წელიწადში. ნიშანი უკვე მოგვცა მესამე წელს (გემოვნური თვისებები კარგია, აქვს თხელი ნაჭუჭი და დიდი გული). წელს ველოდებით 5-8 ტონა მოსავალს, ხოლო 2025 წელს 15 ტონას და მეტს. 💸ფასი 6$ - 1კვ.მ დეტალებისთვის დამიკავშირდით WhatsApp/ Viber 📱+995571097654
იყიდება მოქმედი ბიზნესის წილი
111 40
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2024-10-08
იყიდება აქტიურად მომუშავე კომპანიის წილი, 17-20 % -ის ოდენობით, 40-45 ათას დოლარად. კომპანია ნაწილობრივ უკვე გადის მოგებაზეც. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სასმელი პროდუქციის წარმოებას. ძირითადი ხაზია ე.წ. შეიკები, დაბალალკოჰოლური სასმელები, ასევე ვაშლის ღვინო, წვენები, ენერგეტიკულები, ლიმონათები და სხვა. ჩვენი კომპანია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ქმნის მსგავს პროდუქციას. პროდუქცია უკვე შესულია საშუალო რგოლის ქსელებში, როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების დონეზეც (სპარის და იოლის ფრენჩაიზები... ასევე დრაივები, კაფეები, ბარები, კლუბები). რეალიზაციის ტემპი საგრძნობ მაღალი გახლავთ აჭარაში, რაც ნათლად უჩვენა ზაფხულის სეზონმაც... ჩვენს სასმელ პროდუქტს გამოარჩევს გემოვნური არომატები, შეფერილობა, ორგანული და ბუნებრივი სურნელი და რაც მთავარია იშვიათი რეცეპტურა, რომელიც ორასამდე უნიკალურ სახეობას მოიცავს. შემოთავაზება გვაქვს დიდი ქსელებისგანაც, მაგრამ ამ ეტაპზე შპს ს არ აქვს საკმარისი რესურსი, დისტრიბუცია და სათანადო რაოდენობით პროდუქციის წარმოება რომ თავის თავზე აიღოს და სწრაფად უზრუნველყოს ყოველივე ეს. გვსურს საწარმოო დანადგარების შეცვლაც, რათა წარმადობა უფრო მაღალი გავხადოთ. მოკლედ, პოტენციური მეწილე და ბიზნესპარტნიორი, როდესაც შეიძენს წილს, ის ამით განხორციელებს ბიზნესში ინვესტიაციას. ანუ მის მიერ გადახდილი წილის საფასური (წილის ნასყიდობის თანხა) თითქმის სრულად მოხმარდება კომპანიის საჭიროებებს, - დანადგარების შეძენას, დისტრიბუციის აწყობას, ბოთლებისა და ნედლეულების მომარაგებას, მუშა ხელის დამატებას საწარმოში, რეკლამირებას და პიარს და მსგავს აუცილებელ საკითხებს. წილის გაყიდვაც სწორედ ამით არის ჩვენი მხრიდან გამოწვეული, რომ გვსურს სხვა ადამიანის პროცესში შემოყვანით და ფინანსების მოზიდვით, საქმე და ბიზნესი წინ წავწიოთ და გავზარდოთ მასშტაბები. ჩვენი სასმელები მართლაც რომ ნებისმიერ კონკურენტ კომპანიას გადასჯაბნის თავისი მახასიათებლებით და მერწმუნეთ, ამ საქმეს უდიდესი პერსპექტივა აქვს. დაინტერესებული პირი, როდესაც მოვა და გასინჯავს პროდუქტს, ამაში თავადაც დარწმუნდება. ბოლოს აქვე დავამატებდი იმასაც, რომ ჩვენი კომპანიის დონეზე შესაძლებელია წარმოება არამხოლოდ სეზონური პროდუქციის, არამედ არასეზონურისაც და ერთ ერთი მთავარი უპირატესობა ესეც არის.
ნიკ ნეკ
27,673 10,000
თბილისი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2024-09-29
ბავშვთა აუდიტორიაზე ორიენტირებული ბიზნესი, მასტერ პროდუქტი: აზოტიანი სიმინდის ბურბუშელა "დრაკონის სუნთქვა" , თხევადი აზოტით გაციებული აზოტის ლიმონათი + სხვადასხვა სახის ტკბილეულის რეალიზაცია ( მამალოები, შაქარყინულები,ჟელიბონები,სუვენირები და ა.შ. ) მოყვება ყველა საჭირო ინვენტარი ( მაგოდა, ქოლგა,სპეციალირუ აზოტის თერმოსები,ჭურჭელი, აღჭურვილობა). https://www.facebook.com/profile.php?id=100091879729559
შ.პ.ს. „მია"-ს (ID ნომერი:405027901) პარტნიორები, ყიდიან შ.პ.ს. „მია"-ს წილის 100 %-ს.
49,811,400 18,000,000
თბილისი | სხვა
თარიღი: 2024-09-28
იყიდება მარშალ გელოვანსა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩებს შორის მდებარე უნივერსალური კომერციული დანიშნულების ფართის 50.867 %. ტერიტორიაზე არსებული ფართები გაქირავებულია 100 %-ით და ყველა მოქმედ მოიჯარეს ხელშეკრულების ვადა ეწურება 31.12.2024 წელს. არ ვთანამშრომლობთ შუამავალ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებთან. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით shpsmia@gmail.com, ტელ.: 599 96 96 65. ფასი შეთანხმებით. შ.პ.ს. „მია"-ს (ID ნომერი:405027901) პარტნიორები, ყიდიან შ.პ.ს. „მია"-ს წილის 100 %-ს. შ.პ.ს. „მია"-ს საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია: უძრავი ქონება თბილისში: მისამართი: ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N54, ქალაქის ცენტრალურ ადგილას, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საინვესტიციო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: 01.10.10.006.021 დაზუსტებული ფართობი: 12153.00 კვ.მ. კომერციული ფართი ჯამურად შეადგენს 4950 კვ. მ, ხოლო სასაწყობე ფართი - 7181,6 კვ. მ. აღნიშნული უძრავი ქონებიდან შ.პ.ს. „მია“-ს საკუთრებაშია 50.867 %. უძრავი ქონების ზონირების შესახებ ინფორმაცია: ზონა საზოგადოებრივ საქმიანი ზონა; ქვე-ზონა საზოგადოებრივ საქმიანი ზონა-2; კ-1 - 0.7; კ-2 - 4.6; კ-3 - 0.2. უძრავი ქონება ბათუმში: მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე უძრავი ქონება, კომპლექსი მაგნოლია: კომერციული ფართი საკადასტრო კოდით: 05.24.02.060.01.004ა დაზუსტებული ფართობი: 108.75 კვ.მ. და კომერციული ფართი საკადასტრო კოდით: 05.24.02.060.01.005ა დაზუსტებული ფართობი: 77.50 კვ.მ. აღნიშნული უძრავი ქონებიდან შ.პ.ს. „მია“-ს საკუთრებაშია 50.867 %.
ჟოლოს ბაღი
428,932 155,000
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2024-09-27
🤝თუ ეძებ მზა ბიზნესს სოფლის მეურნეობაში 💵ეს არის საუკეთესო შეთავაზება!!! 🎯თბილისთან ახლოს, მუხრანში, ბაგრატიონის ვენახებთან ✅ნაკვეთი 23 400მ2. ✅1,8 გაშენებული ჟოლოს ბაღი ✅ავტომატური სარწყავი სისემა ✅10 ტონიანი წყლის ავზი, 3 ფაზიანი დენი ✅შემოღობილი ტერიტორია, კამერები ✅საწყობი და მაცივარი, საჭირო ტექნიკა 📲+995 571 09 76 54 #იყიდება #მუხრანი #ჟოლო #ბაღი #მზაბიზნესი
komunna
6,918,250 2,500,000
მცხეთა | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-09-26
იყიდება პროექტი, რომელიც მდებარეობს ნატახტარში, 15 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს 28 ვილა (12 აშენებულია), აუზი ზომით 22* 11 (უკვე გაკეთებულია), ჩოგბურთის მოედანი, რესტორანი (მასზე განთვსებული საოფისე ან სასტუმროს ფართები) , პარკინგი სტუმარტათვის და ასევე საერთო სარგებლის გამწვანებული სივრცე 7 000 კვ.მ
უძრავი ქონების ბიზნესი
1,328,304 480,000
თბილისი | სხვა
თარიღი: 2024-09-25
კომპანია ინვესტია სიამაყით წარმოგიდგენთ უძრავი ქონების ბიზნესს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა განახორციელო ინვესტიცია გამართულ და განვითარებულ ბიზნესში, რომელიც მუდმივად დააგენერირებს მაღალ შემოსავალს. 2 ბინა თბილისში და 6 ბინა ბათუმში, სრულად აღჭურვილი ყველა საჭირო ტექნიკითა და ავეჯით.
კომერციული ფართი სასტუმროსთვის
885,536 320,000
სიღნაღი | სასტუმროები
თარიღი: 2024-09-18
იყიდება კომერციული კორპუსი 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთით სიღნაღში იშვიათი შესაძლებლობა ფლობდე ულამაზეს ქონებას კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველისკენ. ქონება შედგება 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთისგან, მასზე ორსართულიანი კორპუსით, რომელიც აშენებულია 1414 კვ.მ. ჩაშენებული ტერიტორია მოიცავს 17 სხვადასხვა ზომის ოთახს პირველ სართულზე და დიდ დარბაზს 3 ოთახით პირველ სართულზე. შენობა დგას ძლიერ სვეტებზე და მეტი სართული შეიძლება დაემატოს ყოველგვარი სტრუქტურული ცვლილების გარეშე. ყველა ობიექტი, როგორიცაა ელექტროენერგია, წყალი, გაზი და კანალიზაცია, არის საკუთრებაში ან მის მახლობლად. ქონების ორ მხარეს არის ახლად დაგებული ასფალტის გზები. ქონებას აქვს 1000 კვ.მ მცირე ამაღლებული ფართობი 72 სრულად გაზრდილი ფიჭვის ხეებით. ტყეში ყოფნის შეგრძნებას იძლევა. ქონების ჩრდილოეთი ნაწილი იშლება ულამაზესი ხედით კავკასიონის ქედისა და ვრცელი ალაზნის ველისკენ. ქონების სამხრეთით დგას გომბორის მთები, რომლებიც გარშემორტყმულია აყვავებულ მწვანე ტყეებით. ტურისტული ადგილები ქონებასთან ახლოს: წმინდა ნინოსის მონასტერი - 1 კმ სიღნაღი - 6 კმ სასტუმრო ამბასადორი - 25 კმ ლაგოდეხის ეროვნული ნაკრძალი - 45 კმ ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი - 55 კმ ილიას ტბა, ყვარელი - 64 კმ პოტენციური შესაძლებლობები - მიდგომა ზომის ბუტიკი სასტუმრო 60-75 ნომრით. - Spa & Resort - მრავალსართულიანი ბინების კომპლექსი გთხოვთ დაუკავშირდეთ whatsapp-ზე - 555223377
ვიუ
163,271 59,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-09-14
განსაკუთრებული მიზეზების გამო იყიდება სრულიად გამართული და ძალიან კარგად მომუშავე სეზონური კაფე-ტერასა (122მ2) თბილისის გამორჩეულად ტურისტულ ადგილას - ნარიყალას და ქართლის დედის მონუმენტს შორის - საბაგიროდან მომავალ საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ. არის ტურისტების ბუნებრივი, გარანტირებული ნაკადი ყოველგვარი რეკლამის ან განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. კაფე 2015 წლიდან მუშაობს გამართულად. სამზარეულო და ბარი მაღალი ხარისხის (დიო-ს) რკინის კონსტრუქციით და გაჭიმული გადახურვითაა დამზადებული ხოლო სამზარეულოს შიდა სივრცე უჟანგავი ლითონის პროფესიონალური აღჭურვილობითაა შევსებული. იატაკი სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით, სველი წესით დამუშავებადი მასალითაა დამზადებული. ტერასიდან, რომელსაც სხვადასხვა განლაგებით შეუძლია სულ მცირე 65 დამსხდარი სტუმრის მიღება ერთდროულად, თბილისის წარმოუდგენელი და განსაკუთრებული ხედები იშლება. ეს არის ერთადერთი კაფე ამ ტერიტორიაზე, შესაბამისად ტურისტებისთვის ბუნებრივი მიზიდულობით სარგებლობს, მაგრამ მისი რეალური პოტენციალი არსებულ მდგომარეობასთან მიმართებით წარმოუდგენლად დიდია.
Pixorina
8,360 3,021
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2024-09-12
იყიდება ხის სათვალეები. ყველა მოდელი არის ხის ან ბამბუკის. აქვს პოლარიზებული შუშა, UV 400 თვალის დაცვა, არ ღლის თვალს და არის კომფორტული, აქვს მაღალი ხარისხის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სათვალის დაცვას გატეხვისგან. სათვალეები აიწყო შეკვეთით ჩინეთში, სათვალეების მწარმოებელ წამყვან კომპანიაში. კოლექციაში არის 191 სათვალე. 200+ სასაჩუქრე ბამბუკის ყუთი 19 მყარი ხის ყუთი 200+ საწმენდი 200+ სათვალის ჩასადები ბიზნესი აქტიურად ფუნქიონირებდა ონლაინ. მხოლოდ Facebook-ის რეკლამის გამოყენებით. დღეში ვიღებდით 1-8 შეკვეთამდე. ფიზიკური მაღაზიის ან სტენდის არსებობის შემთხვევაში გაყიდვები გაცილებით გაიზრდება, ასევე არ გამოგვიყენებია სხვა სოციალური პლატფორმები, რომლებიც გაზრდიდა გაყიდვებს, როგორიცაა Tiktok და Instagram. ასევე არ გვქონდა განთავსებული ონლაინ მაღაზიებში, როგორიცაა ( veli.store, extra.ge და ა.შ.) რაც გაცილებით გაზრდიდა გაყიდვებს. სათვალეებს, ჩასადებებს, ყუთებს, საწმენდებს აქვს ჩვენი ბრენდის წარწერა ან ლოგო, შესრულებულია მაღალ ხარისხში. პროდუქციის თვითღირებულება 8360 ლარია. პროდუქციას თუ არსებული ფასებით გაყიდით : 21690 ლარი შემოსავალი ფასდაკლების ფარგლებში 17350 ლარი ბიზნესი იყიდება დროის უქონლობის გამო. როგორც ზემოთ დავწერეთ ბიზნეს ჭირდება განვითარება და სხვადასხვა პლატფორმებზე თუ ფიზიკურ მაღაზიებში განთავსება, რომლის დროც არ გვაქვს. ფასი 8360 ლარი ტელეფონი 555 180 900 გიორგი
პენეტერია თბილისი
83,019 30,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-09-11
იყიდება აწყობილი ბიზნესი (Bakery)!! ტურისტულად დატვირთულ ლოკაციაზე ( პლეხანოვზე/აღმაშენებელზე). ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი ტექნიკით და დანადგარით.! ფართი 70კვ./ოთახი 4. 1/1 სართული. იყიდება მხოლოდ ბიზნესი და არა ფართი. ფართის ქირა ცალკე ანგარიშდება. უფრო ზუსტი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე : 577 767 330.
იყიდება მოქმედი ონლაინ ჯავშნების პლატფორმა CHECK24.GE
207,548 75,000
თბილისი | ინფორმაციული ტექნოლოგიები
თარიღი: 2024-09-05
იყიდება მოქმედი ონლაინ ჯავშნების პლატფორმა CHECK24.GE, რომელიც განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ასევე საქართველოში სტუმრად ჩამოსული ვიზიტორებისთვის. პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს გართობისა და დასვენებისთვის საჭირო ყველა სერვისს ერთ სივრცეში. CHECK24.GE -ის საშუალებით მომხმარებელს მარტივად შეუძლია იპოვოს და ონლაინ დაჯავშნოს სასურველი სასტუმრო, ჰოსტელი, ბინა, კოტეჯი, ტური, რესტორანი თუ გასაქირავებელი ავტომობილი.
სილამაზის სალონი
27,673 10,000
თბილისი | სილამაზე და სპორტი
თარიღი: 2024-09-04
ფასი განახლდა!!! იყიდება მოქმედი სალონი..! ვერა, მელიქიშვილის ქუჩა. დაგხვდებათ: ავტოკლავი ავტოკლავისთვის წყლის გამოსახდელი აპარატი სასტეეილიზაციო შესაფუთი სალონში არის 4 მანიკურის სპეციალისტის ადგილი 2 პედიკურის ადგილი 1 თმის სტილისტის ადგილი თავსაბანი 1 ვიზაჟის და წარბის ადგილი 300 მდე სხვადასხვა ფერის ლაქი (PN, Kalipso, elpaza…) დიზაინისთვის განკუთვნილი გელები, სტიკერები, სტემპინგის დაფები) მაკიაჟის მაგიდა წარბის ლამინირებისთვის ყველა საჭირო ინვენტარი ლეპტოპი რესეფშენი მოსაცდელი ულამაზესი დივანი პატარა მაგიდით მინი სამზარეულო(დიდი მაცივარი, მაგიდა, მიკროტალღური) რომელიც თავისუფლად გადაკეთდება ცალკე კოსმეტოლოგის ან ეპილაციის ოთახად. ერთი თვის ქირა გადახდილია და საჩუქრად
ქვიშის საწარმო
415,095 150,000
მანგლისი | წარმოება
თარიღი: 2024-08-28
სასწრაფოდ იყიდება მოქმედი ქვიშის საწარმო ყველა საჭირო ტექნიკით და დანადგარით: ექსკავარორები: Cat 438c, JCB 22ტონიანი შალგებიანი. თვითმცლელი, ford სატვირთო, ქვიშის ნასოსი ახალი(მდინარიდან ქვიშის ამოსაღები ნასოსი, რომელიც უკეთდება ექსკავატორს), გროხოტი, მიმწოდებელი(პიტატელი), დრაბიკლა, ქვიშის სარეცხი 10მეტრიანი, ლენტებით, წყლის ნასოსებით. თავისი შკაფით და ელ-გაყვანილობებით. მდებარეობა მანგლისი.
სილამაზის სალონი
41,510 15,000
თბილისი | სილამაზე და სპორტი
თარიღი: 2024-08-23
იყიდება მოქმედი სალონი..! ვერა, მელიქიშვილის ქუჩა. დაგხვდებათ: ავტოკლავი ავტოკლავისთვის წყლის გამოსახდელი აპარატი სასტეეილიზაციო შესაფუთი სალონში არის 4 მანიკურის სპეციალისტის ადგილი 2 პედიკურის ადგილი 1 თმის სტილისტის ადგილი თავსაბანი 1 ვიზაჟის და წარბის ადგილი 300 მდე სხვადასხვა ფერის ლაქი (PN, Kalipso, elpaza…) დიზაინისთვის განკუთვნილი გელები, სტიკერები, სტემპინგის დაფები) მაკიაჟის მაგიდა წარბის ლამინირებისთვის ყველა საჭირო ინვენტარი ლეპტოპი რესეფშენი მოსაცდელი ულამაზესი დივანი პატარა მაგიდით მინი სამზარეულო(დიდი მაცივარი, მაგიდა, მიკროტალღური) რომელიც თავისუფლად გადაკეთდება ცალკე კოსმეტოლოგის ან ეპილაციის ოთახად. ერთი თვის ქირა გადახდილია და საჩუქრად
მოძრავი ბეტონის ქარხანა
401,259 145,000
ბათუმი | წარმოება
თარიღი: 2024-08-22
იყიდება VESS 60 მ³ / საათი – მოძრავი ბეტონის ქარხანა. TWIN SHAFT მიქსერი / – 2 მ³ მოცულობის. ჩვენი მობილური ბეტონის ქარხნები, რომლებიც გამოირჩევიან მარტივი დამონტაჟებითა და უაღრესად პრაქტიკული გამოყენებით, საშუალებას გაძლევთ უპრობლემოდ აწარმოოთ თქვენთვის სასურველი ბეტონი. გთავაზობთ შესაძლებლობას თქვენი წარმოების პროცესი გახდეს უფრო მარტივი და ეფექტური. გახდი წამყვანი სიმძლავრისა და ხარისხის სრულყოფილი ჰარმონიით და გაზარდეთ თქვენი წარმოების პერფორმანსი. ექსპორტის დადგენილი გამოცდილი პერსონალით 24 საათიანი ონლაინ მხარდაჭერა. წარმოება – მიწოდება -დამონტაჟება ვადაში. გადაზიდვების ადგილმდებარეობა ვებ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ. სათადარიგო ნაწილები ყველგან მოიძებნება. უფასო ინფრასტრუქტურის პროექტი. უფასო დამონტაჟება და ტესტირება. უფასო სწავლა, მობილური ბეტონის ქარხანა საოპერატორო კურსი და სერტიფიკატი. გამოცდილი სამუშაო გუნდის წყალობით დატვირთვა- გადაცემა და განბაჟების მსგავსი სამუშაოების შესრულებაში, თქვენი ჩარევის გარეშე. ყველა ამ საქმეს თავად ვასრულებთ. 2 წელი გარანტია. 5 წლიანი უფასო სერვისი. მობილური ბეტონის ქარხანა. ელ-ფოსტა: sales.ka@beyazligroup.com მობ: (+90) 549 325 66 64 მობ: +995 571 91 26 26
ბლოკის ქარხანა ბლოკის ცეხი გასაყიდი გასაყიდი თურქული ბლოკის დანადგარი
10,836,387 3,915,870
ბათუმი | წარმოება
თარიღი: 2024-08-15
რეკლამის დეტალები: 2 ყალიბი საჩუქრად - გარანტია: 2 წელი +3 წელი საჩუქარი სულ კი 5 წელი გარანტია. Mg 4.1 ნახევრად ავტომატური მანქანა შექმნილია 24 საათიანი მუშაობისთვის. ამ მანქანით შესაძლებელია ყველა სახის ბეტონის მოსაპირკეთებელი ქვები, ბლოკის, სტიროქაფის ბლოკები, ბორდიურების ტიპები, ასფალტის ქვები და ბუხრის ქვები 5 სმ-დან 25 სმ-მდე სიმაღლით. კამპანიაში მითითებული აღჭურვილობის სია რეკომენდირებულია მინი ობიექტისთვის. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ან დაამატოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს უახლოეს მომხმარებელთა წარმომადგენელს. თანამშრომლების სია; Mg 4.1 დანადგარი 2 ყალიბი 2 ლენტი 1 მიქსერი (0,75 მ3) 1 ბუნკერი (1 მ3) 500 პლასტმასის პლატა კამპანიის უპირატესობები; ციფრული მარკეტინგის მხარდაჭერა მომხმარებელთა შენარჩუნების უზრუნველსაყოფად და უფასო თუ მომხმარებელს სურს დამატებითი ფორმა, უფასო მიწოდების შესაძლებლობა. ბლოკის დანადგარი ბლოკის დანადგარი არის მანქანა, რომელიც გამოიყენება სამშენებლო და სამშენებლო ინდუსტრიაში. ეს მანქანა გამოიყენება შესაბამისი ზომის მყარი, გამძლე და დეკორატიული ბლოკების დასამზადებლად. ბლოკები გამოიყენება ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა ურბანული ლანდშაფტის გამწვანებაში მყარი ან გამყოფი ნიადაგი, ქვაფენილის წარმოება, ფეხით მოსიარულეთა სატრანსპორტო მოძრაობა ან ნიადაგისა და მყარი ნიადაგის გამყოფი. ბლოკის დანადგარი აწარმოებს ბლოკებს მასალების შერევით (მაგ. ქვიშა, ხრეში, ცემენტი) და ასხამს სპეციალურ ფორმებში. ეს დანადგარი უზრუნველყოფს სტრუქტურების გამძლეობას და ესთეტიკურ გარეგნობას სტანდარტების შესაბამისად წარმოებით. გარდა ამისა, ბლოკის დანადგარები ხელს უწყობს პროექტების წარმატებით დასრულებას მასალების ეკონომიურად და ეფექტურად წარმოებით. კამპანიის პირობები; კამპანია შეზღუდულია მომხმარებლის ჩვენთან პირველი შეხვედრიდან 20 დღით. კამპანიის დასრულების თარიღი: მოკლევადიანი შესაძლებლობა!!!
ბრენდ არ
2,000,000 722,726
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2024-08-14
იყიდება წარმატებული და მომგებიანი განათების ბიზნესი, რომელიც მოიცავს მაღაზიას, წარმოებას და მრავალწლიანი კლიენტურას. ბიზნესს აქვს მყარად დამკვიდრებული ბრენდი და შესანიშნავი რეპუტაცია ბაზარზე. ძირითადი მახასიათებლები: ლოკაცია: მაღაზია მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, რაც უზრუნველყოფს მუდმივ კლიენტურას. პროდუქტები: ფართო ასორტიმენტი ხარისხიანი და მოდური განათების პროდუქცია, რომელიც მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ პროექტებს. მომხმარებლები: მრავალწლიანი, მუდმივი და კმაყოფილი კლიენტურა, რომელიც მუდმივად ბრუნდება. პოტენციალი: მზარდი ბაზარი და განვითარების დიდი პოტენციალი . სერვისი: პროფესიონალური კონსულტაციები და მომსახურება, რომელიც გამორჩეულია ბაზარზე. განახლებული ტექნოლოგიები და ტრენდები: ბიზნესი მუდმივად ერგება თანამედროვე ტენდენციებს და სთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს კლიენტებს. https://brandr.ge/ https://www.facebook.com/brandr.ge
მატყლის გადამამუშავებელი ქარხანა
2,075,475 750,000
სიღნაღი | წარმოება
თარიღი: 2024-08-12
სრულად მოქმედი მატყლის საწმენდი ქარხანა უახლესი ტექნიკით, რომელიც ხელმისაწვდომია დაუყოვნებლად. ეს ბიზნესი 100%-ით არის ორიენტირებული ექსპორტზე და მთელ პროდუქციას ყიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. ამ მცენარის მიერ დამუშავებული მატყლის გაყიდვის პრობლემა არ არის. ეს არის პირველი და ერთადერთი მცენარე მთელ საქართველოში. ქარხანას ყოველწლიურად 1200 ტონა ნედლი მატყლის გარეცხვის შესაძლებლობა აქვს. ნედლი მატყლი მიიღება ადგილობრივად და საკმარისია მცენარის მუშაობისთვის მთელი წლის განმავლობაში. ქარხანა განთავსებულია 6000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, დაახლოებით 3000 კვმ შენობებით. ქარხანა აღჭურვილია 2021 წელს ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოტანილი მატყლის გამწმენდი თანამედროვე აპარატურით. გეგმა საათში 400 კგ ნედლი მატყლის გაწმენდას შეძლებს. მანქანა მოიცავს მატყლის ბოჭკოების გასახსნელად მანქანას, მატყლის ხუთ როლიკებით გასახსნელს, მატყლის მიმწოდებს, უჟანგავი ფოლადის საწმენდი ავზების ხუთ კომპლექტს, ხუთი პნევმატური როლიკებით საწურს, ორთქლის საშრობს, 2500 კგ/საათში ტევადობის ორთქლის ქვაბს, ბალიშის პრესას, ჰაერის კომპრესორს, წყლის ავზებს. საწვავის ავზები და ყველა საჭირო დამხმარე აღჭურვილობა. ქონებას ასევე აქვს საკუთარი 250 კვტ სიმძლავრის ტრანსფორმატორი, 60 ტონა სიმძლავრის ელექტრონული საწონი, ოფისი და დაცვის ოთახი. მფლობელი, ემიგრაცია, სამშობლოში ბრუნდება უეცარი ოჯახის გადაუდებელი დახმარების გამო. შესანიშნავი ინვესტიციის შესაძლებლობა მონოპოლიური ბიზნესის შესაძენად. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ whatsapp-ზე - +995 555223377

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა