რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 30 განცხადება 190 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
სასაწყობე მეურნეობა
9,397,740 3,300,000
თბილისი | სხვა
თარიღი: 2024-12-03
იყიდება გაქირავებული საწყობები (აწყობილი ბიზნესი პასიური შემოსავლით ) მიწა - 8160კვ საწყობების საერთო ფართი - 6000კვ. ( სულ 5 საწყობი ) ანგარიშში არ შედის პანდუსების და მიწის კვადრატურა. ჭერის სიმაღლე - 3.5 დან 5 მეტრამდე. ლიფტი ვიდეო მეთვალყურეობა დენი გენერატორი მოასფალტებული გზა ადგილმდებარეობა : თბილისი, ავჭალა ღირებულება: 1 კვ.მ. - 550$ / სულ: 3 300 000$ + დღგ. ერთიანი შესყიდვის შემთხვევაში 1 კვ.მ.- 600$ + დღგ./ ერთი საწყობის შეძენის შემთხვევაში შემოსავალი: ფაქტიური - 22 000$ ( თვეში ) 2025 წლის მაისის თვიდან - 30 000$ (თვეში ) ( დასრულდება მეხუთე საწყობის მოსაპირკეთებელი სამუშაობეი, გაქირავდება და დაემატება ფაქტიურ შემოსავალს ) ანგარიში მოცემულია დღეის მდგომარეობით, 1კვ.მ გაქირავების ღირებულება შეადგენს 5$ დამატებითი ინფორმაციისთვის დამირეკეთ +995595045499
Business Investigation on the Beach Residence
8,543,400 3,000,000
ბათუმი | სასტუმროები
თარიღი: 2024-12-03
ზღვის პირველ ზოლში შეკვეთილის საუკეთესო ლოკაციაზე გარედან დასრულებული 25 ნომრიანი სასტუმრო. Black Sea Arena-სთან 200 მეტრში. საუკეთესო საინვესტიციო შეთავაზება. 2400 კვ/მ ს/კ 26.01.45.527 25 ნომერი: 22 სტანდარტული ნომერი და 3 ლუქსი. ლიფტი: ჩასმულია. აუზი 12×4ზე. მდგომარეობა: ნაწილობრივ თეთრი კარკასი. სამზარეულო და რესტორანი გათვლილი 50 ადამიანზე. მითინგ რუმი 30 ადამიანზე. მდგომარეობა: ნომრებში სველი წერტილები დამთავრებულია, დაგებულია იატაკი და ჭერი. კიბეები და შემოსასვლელი მოპირკეთებულია.
თხილის ცეხი
102,521 36,000
სამტრედია | წარმოება
თარიღი: 2024-11-23
იყიდება თხილის გადამამუშავებელი სრული კომპლექტი❗️❗️ ✔️12 ტონიანი შუშილკა ✔️კაკლის კალიბროვკა ✔️გულის კალიბროვკა ✔️სატეხი ✔️გამსუფთავებელი ✔️15 ადამიანზე გათვლილი მაგიდა ✔️გულის ტენიანობის საზომი აპარატი დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით 📞 598-452-888. ფასი 100 000 ლარი
Somada Laundry-LTD SMD
1,338,466 470,000
თბილისი | სხვა
თარიღი: 2024-11-21
მოქმედი ბიზნესი იყიდება - თეთრეულის სამრეცხაო თეთრეულის სამრეცხაო იმართება იმ მომენტში და ემსახურება 16 სხვადასხვა ობიექტს, მათ შორის სასტუმროები და სავარჯიშო დარბაზები. ბიზნესის თაობაზე დეტალები: ობიექტი: დამთავრებულია კაპიტალური რემონტი 2024 წლის აპრილში. გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები და ყველა აუცილებელი გაყვანილობა. 3 ფაზა მაღალი ძაბვის დენი შეყვანილია. ინდივიდუალური წყლის სისტემა, მხოლოდ ჩვენ ვართ დაკავშირებული ამ მილზე. კანალიზაცია: ინდივიდუალური, ცალკე, რომელიც ცენტრალურ სისტემას უერთდება. 10 ტონიანი წყლის რეზერვუარი 600 ლიტრიანი ცხელი წყლის ბოილერით. 150 კვა-გენერატორი: უზრუნველყოფს დანადგარების მუშაობას დენის არარსებობის შემთხვევაში. აღჭურვილობა: 4 სარეცხი მანქანა: 3 ცალი - 30 კგ. 1 ცალი - 60 კგ. 3 საშრობი - 30 კგ, გაზზე მომუშავე. ცილინდრული უთო - 4 მეტრიანი, გაზზე მომუშავე. ავტომობილი - 2015 წლის Opel Combo 1.4 ტურბო, ქარხნულ ბუნებრივ გაზზე. წონა: 500-600 კგ. ხარჯი: 100 კმ - 10 ლარის გაზი. ფინანსები: მაღალი კომუნალური ხარჯები: დაახლოებით 6,000-7,000 ლარი, რომელიც მოიცავს დენის, წყლისა და გაზის ხარჯებს. ყოველდღიური წარმოება: 800-1000 კგ თეთრეული ერთ სამუშაო დღეში (8 საათი). დამატებითი ინფორმაცია: ბიზნესის ღირებულება მოიცავს ყველა დანადგარს, აღჭურვილობას, ავტომობილს და კლიენტურას. ყოველივე აღჭურვილია 3 წლიანი გარანტიით (ჩეხეთის წარმოების მანქანები). არის აუცილებელი კავშირი ქარხანასთან, რის გამოც საგარანტიო ხელშეკრულება გადაეცემა ახალ მეპატრონეს. ლოკაცია: მისამართი: ორხევი, იოანე პეტრიწის #1, ახლოს ახალ მაკდონალდსთან, კახეთის გზატკეცილის პირას. მდებარეობა უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას, ვთქვათ, 10 წუთში ავლაბრამდე. ბიზნესი სრულად ემსახურება როგორც ახალ მეპატრონეს, ისე წინდაწინ ჩამოყალიბებულ კლიენტურას.
იყიდება MEGA Promix ბეტონის ქარხნები – ხარისხიანი წარმოების
1,000 351
გორი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-11-14
BEYAZLI GROUP-ის ბრენდი - MEGA Promix ბეტონის ქარხნები MEGA Promix არის BEYAZLI GROUP-ის წამყვანი ბრენდი, რომელიც გთავაზობთ სრულად ავტომატიზებულ, მაღალი წარმადობის და საიმედო ბეტონის ქარხნებს, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე ინდუსტრიულ სტანდარტებს. MEGA Promix-ის ტექნიკური უპირატესობები: წარმადობა: საათში 30-დან 150 კუბურ მეტრამდე ბეტონის წარმოების სიმძლავრე – იდეალურია მასშტაბური და მრავალფეროვანი პროექტებისთვის. მართვის სისტემა: სრულად ავტომატიზებული და ადვილად სამართავი სისტემა ოპერაციების მარტივი და ზუსტი კონტროლისთვის. ელექტრო სისტემა: Siemens და Schneider-ის მაღალი ხარისხის აპარატურა, რომელიც გამძლეობასა და ოპერაციულ სიზუსტეს უზრუნველყოფს. ხარისხი და მომსახურების ვადა: მაღალი ხარისხის პროდუქცია ხანგრძლივი და სტაბილური მუშაობისთვის. MEGA Promix-ის არჩევის მიზეზები: უფასო მონტაჟი – ჩვენი პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს ქარხნის სრულ მონტაჟს სწრაფად და საიმედოდ. 2 წლიანი გარანტია – ჩვენ ვაძლევთ გარანტიას თითოეულ დანადგარზე, რაც უზრუნველყოფს მის საიმედოობას. 5 წლიანი სერვის მომსახურება – სანდო სერვისი და ტექნიკური მხარდაჭერა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. უფასო ოპერატორის სწავლება – ვამზადებთ თქვენს ოპერატორებს, რათა მათ სრულად აითვისონ დანადგარის მართვა და წარმოების ოპტიმიზაცია. MEGA Promix – თქვენი საიმედო პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონის წარმოების მაღალ ხარისხსა და პროდუქტიულობას!
BEYAZLİ GROUP- BLOKİS DANADGAREBİ
1,000 351
თბილისი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-11-13
იყიდება ბლოკის საწარმო კომპანია "ბეიაზლი ჯგუფი"-ის ნახევრად ავტომატური დანადგარები ხელმისაწვდომია! პროდუქციის უპირატესობები: სხვადასხვა ავტომატიზაციის სისტემებით აღჭურვილი დანადგარები უზრუნველყოფს მოქნილ და ეფექტიან წარმოებას. ჩვენი ბეტონის ბლოკის დანადგარებით შეგიძლიათ მხოლოდ ყალიბის შეცვლით:ფილების ბორდიურის სასანიგრის ფასად ფილების და უამრავი სხვა სახის ბეტონის პროდუქტების დამზადება ასატყობინო პროდუქტები: მყარი და მაღალი ხარისხის ბეტონის ბლოკები სხვადასხვა სახის ბეტონის პროდუქცია თქვენი საჭიროების მიხედვით დაგვიკავშირდით და შეიძინეთ თქვენი მომავალი დანადგარი: ტექნიკური მხარდაჭერა: +995 550 00 26 61 გაყიდვების ოფისი თურქეთში: +90 543 868 10 16 მიიღეთ პროფესიონალური და საიმედო გადაწყვეტილებები თქვენი საწარმოებისთვის!
ბეტონის ქარხანა
640,755 225,000
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2024-11-12
იყიდება VESS-ის მარკის საათში 120 მ³ წარმოების სტაციონალური ბეტონის ქარხანა. იტალიური ბრენდის უმაღლესი ხარისხის TWIN SHAFT მიქსერი / მოცულობა 2 მ³. ასევე გვაქვს სხვადასხვა წარმადობის ბეტონის ქარხნები. SCADA კომპიუტერული პროგრამის მართვა. ელექტრო გაყვანილობა გერმანული ორიგინალი SIEMENS - SCHNAIDER. ბეტონის ქარხნის დისტანციური მართვის შესაძლებლობა. კომპიუტერული პროგრამის დამცავი ონლაინ UPS – PLC. სპეციალური ძრავებით ძალიან სწრაფი და ხარისხიანი წარმოება აქვს. მაქსიმალური მომგებიანობა პერსონალის დაბალი მოთხოვნით - მოვლის დაბალი ღირებულება. წარმოება – მიწოდება – დამონტაჟება ვადაში. სათადარიგო ნაწილები ყველგან მოიძებნება. უფასო დამონტაჟება და ტესტირება ბეტონის ქარხანა. უფასო ინფრასტრუქტურის პროექტი. ფუნქცია, რომელიც შეიძლება ბეტონის ქარხნის ადვილად გადაიტანოთ სხვა ობიექტზე. 2 წელი გარანტია. 5 წლიანი უფასო სერვისი.
ვიბრო პრესული ბლოკის დამამზადებელი
1,000 351
გორი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-11-12
სამშენებლო ბლოკის დამამზადებელი დანადგარები კომპანია BEYAZLİ GROUP გთავაზობთ ვიბროპრესული ბლოკის წარმოების დანადგარებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბლოკების მაღალ წარმადობას: 4,000 ცალი (20x40x20 სმ) ბლოკი 8 საათში 6,000 ცალი (20x40x20 სმ) ბლოკი 8 საათში 8,000 ცალი (20x40x20 სმ) ბლოკი 8 საათში 10,000 ცალი (20x40x20 სმ) ბლოკი 8 საათში 12,000 ცალი (20x40x20 სმ) ბლოკი 8 საათში მხოლოდ სპეც ფორმის (ყალიბის) შეცვლით შეგიძლიათ აწარმოოთ პემზის ბლოკი, იზო ბლოკი, გაზ ბლოკი, ასმოლენის ბლოკი, ფასადის ბლოკი, ქვაფენილი და სხვა მრავალფეროვანი ბეტონის პროდუქცია. დამატებითი ინფორმაციისთვის ან დანადგარების შესაძენად დაგვიკავშირდით: +995 550 00 26 61
იყიდება საწარმოო ბიზნესის წილები
71,195 25,000
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2024-11-02
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სასმელი პროდუქციის წარმოებას. ამ ეტაპზე საწარმოს ბაზაზე ძირითადად გვაქვს (მზა პროდუქტის სახით), ე.წ. შეიკები, დაბალალკოჰოლური სასმელები, სხვადასხვა არომატებისგან დამზადებული... ათამდე სახეობა; აქვე უნდა ითქვას, ისიც რომ აჭარის მასშტაბით ამ პროდუქტის რეალიზაცია ჩვენ მოვახდინეთ საკმაოდ ფართოდ, გასული ზაფხულის განმავლობაში. გარდა ამისა, გვაქვს საშუალოდ 30 000 ცალი ბოთლი, რომელიც გამოსადეგია ახალი პროდუქციის ჩამოსასხმელად. პლიუს, ოფიციალურად ვფლობთ ტექნოლოგიურ რეცეპტურას, ბაზას, რომელშიც იგულისხმება არაერთი ინოვაციური სასმელი პროდუქტის დამზადების ტექნოლოგია. სწორედ ეს მრავალმხრივი ტექნოლოგიური ცოდნა იძლევა შესაძლებლობას, დამზადდეს ქართული რეალობისთვის ჯერაც უცხო და უნიკალური პროდუქტი. შეიკების ადგილობრივი წარმოებაც მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიერ ხდება, - სხვა კომპანია, რომელიც ადგილზე აწარმოებს აღნიშნულ პროდუქტს, ფიზიკურად არ არის ქართულ სივრცეში. რაც შეეხება უშუალოდ საწარმოს - საწარმოში არის საკმაოდ ნორმალური პირობები საიმისოდ, რომ დიდი დატვირთვით წავიდეს სამუშაო პროცესი. გვაქვს ყველა ძირითადი დანადგარი, რაც, როგორც მინიმუმ, საწყის ეტაპზე მაინც უზრუნველყოფს საკმაო რაოდენობით სასმელი პროდუქციის წარმოებას (დამზადებას, ჩამოსხმა-დახუფვას და მზა პროდუქტის შეფუთვას)... თვითონ დამზადებული პროდუქცია საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახლავთ და ეს დაუდასტურებია არაერთ ბიზნესში გამოცდილ და კრიტიკულად მოაზროვნე პერსონას. თავად მომხმარებელმაც დადებითად მიიღო ჩვენი პროდუქტი. ამას მოწმობს ისიც, რომ ზოგიერთი ქსელი მარტის თვიდან მოყოლებული ამ დრომდე უწყვეტად გვიკვეთავს ყველა სახეობის შეიკს (ასევე, ჩიას პუდინგს და ენერგეტიკულსაც კი), გამომდინარე მომხმარებლის მაღალი მოთხოვნიდან და რეალიზაციის მაღალი ტემპიდან. ჩვენი პროდუქცია, ქსელური მარკეტების გარდა, განთავსებულია დრაივებზეც, კაფეებში და ბარებშიც. ესეც ერთ-ერთი უპირატესობაა ამ ბიზნესის, რომ ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული პროდუქცია ვაწარმოოთ და მიწოდება არ ხდებოდეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით. წილების გაყიდვას აქვს ერთი მთავარი მიზანი - ინვესტიციის მოზიდვა და ამ წარმოების აყვანა განვითარების ახალ საფეხურზე. ინვესტირების შედეგად შეძენილი ატრიბუტიკა, დამატებითი კადრები და გეგმაზომიერი პიარი (რეკლამა), ერთი ორად გაზრდის ამ საქმის პერსპექტივას და ფინანსური ბენეფიტებიც საგრძნობლად გაიზრდება. წილობრივი ჩართულობის სანაცვლოდ, თანხის მინიმალური ოდენობა შეადგენს 25 000 დოლარს. თხოვნა იქნება, დამიკავშირდეთ მხოლოდ რეალურად დაინტერესებული პირები.
სამი და ქეიქ ქრაფთი
56,956 20,000
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2024-10-24
შეუკვეთეთ უგემრიელესი კიევური ტორტი 🍰 და ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული #დესერტები, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ! 👉შესაკვეთად დაგვიკავშირდით: +995 595 50 63 04 📍ან გვეწვიეთ მისამართზე: თბილისი, დიღმის მასივი 3 კვარტალი 15 კორპუსი 🔗მენიუ იხილეთ ბმულზე: https://samidacakecraft.com Замовляйте смачний Київський торт 🍰 та інші десерти з натуральних інгредієнтів, який поверне вас у дитинство! 👉Зв'яжіться з нами: +995 595 50 63 04 📍або завітайте до нас за адресою: Тбілісі, масив Дігомі 3 квартал 15 корпус
ღვინის ბიზნესი
341,736 120,000
ცაგერი | სხვა
თარიღი: 2024-10-21
იყიდება პერსპექტიული ღვინის ბიზნესის /ქარხნის პროექტის წილი (80%), სრული ბიზნესი, ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელ ოყურეში, იდეალური შესაძლებლობა „ალექსანდრიულისა“ და „უსახელაურის“ ჯიშის უნიკალური ყურძნის მიკროზონაში ღვინის წარმოებისათვის. მიკროზონის აღნიშვნა დაკავშირებულია სახელებთან. ჩვენ ვმდებარეობთ ოყურეშული უსახელოურის, ტვიშის, ხვანჭკარას, ორბელური ოჯალეშის მიკროზონებში. ღვინის ქარხნის პროექტის განხორციელების ადგილი - სოფელი ოყურეში. ბიზნესი მოიცავს: 1. ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფ. ოყურეშში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ს/კოდი: 89.10.23.005; ფართობი - 1,885.00 კვ.მ ქარხნის მშენებლობისათვის. 2. ქარხნის მშენებლობის დამტკიცებულ სრული პროექტს (კონსტრუქცილუ და არქიტექტურული ნაწილი) 50 000 ბოთლი სხვადასხვა სასმელის წარმოებაზე წლიურად. 3. მუნიციპალიტეტის გაცემული მოქმედი მშენებლობის ნებართვა. 4. მარკეტინგული პაკეტი, ვაზის ადგილობირივი ჯიში „უსახელოური“ -ს პოპულარიზაციის და ბრენდის განვითარების მიმართულებით. (ბრენდირების კონცეფცია, ბოთლი, ეტიკეტი საიტი და სხვა) დამატებითი ინფორმაცია: ქართული ყურძნის ჯიში „უსახელოური’’ გამოირჩევა უნიკალური გემოვნური და სასარგებლო თვისებებით, ბუნებრივად ნახევრადტკბილ შემადგენლობით და მაღალი ხარისხის და ინტენსიურად შეფერილობით. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო არომატისა და ჰარმონიული გემოს სუფრის წითელ ღვინოს. საქართველოში ბუნებრივად გაშენებულია/ადაპტირებულია მხოლოდ ცაგერის მუნიციპალიტეტის შეზღუდულ მიკროზონაში, შეზღუდული რაოდენობით. შესაბამისად, შესაძლებელია ღვინის სამრეწველო წარმოება „ალექსანდროულისა’’ და „ უსახელაურის“ ადგილწარმოშობის დასახელებით. ყველა მონაცემით, წარმოადგენს იშვიათ და ძვირფას ღვინოს, გააჩნია მაღალ საფასო სეგმენტში დამკვიდრების პოტენციალი. ღვინის წარმოების ტაქნოლოგიური პროცესი ეფუძნება ინოვაციური პრინციპს, რომლის თანახმად საწარმოო ნედლეული, ყურძნის მიღებიდან, ფერმენტაციის ეტაპების გავლით, მზა პროდუქციის რეზერვუარამდე, საიდანაც უნდა განხორციელდეს ბოთლში ჩასხმა, მაქსიმალურად გადაადგილდება გრავიტაციის (თვითდინების) ძალით. ეს გამორიცხვა ნასოსების გამოყენებას და უზრუნველყოფს პროდუქციის მაქსიმალურ სისუფთავეს. შეთავაზება, აღნიშნული ბიზნესის 80 % წილი, ფასი - 120 000 დოლარი. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელი სრული (100%) ბიზნესი შეძენის განხილვაც. საკონტაქტო ტელეფონები: +995 595 930 180 - სტანისლავ ვოლფი.
თიფ.ჯი
42,717 15,000
თბილისი | ინფორმაციული ტექნოლოგიები
თარიღი: 2024-10-20
TIP.GE არის აბიტურიენტების პორტალი საქართველოში 1200 მდე რეგისტრირებული მომხმარებლით. პროექტი გაეშვა ამ წლის ივლისში, აქვს ფეისბუქ ფეიჯი 1000+ ლაიქი ინსტა 800 ფოლოვერი, აბიტურიენტების ჯგუფი 35000 წევრით. პროექტს ჭირდება კარგი მარკეტინგი პროდუქტის გაყიდვა და მეტი მასალების დამატება საიტზე. მეჩქარება და ვყიდი.
ჰიი ჰაუ გასტრო ბარი
1,366,944 480,000
ყაზბეგი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-10-20
ობიექტი მდებარეობს ახალ გუდაურში, რედკოს ახლად აშენებულ კომპლექსში Four Seasons. ბარი და სამზარეულო სრულად აღჭურვილია მაღალ ხარისხიანი იტალიური და თურქული ელექტრო ტექნიკით რომელიც შევიძინეთ 2022 წლის ბოლოს, მხოლოდ 2023 და 2024 წლის ზამთრის სეზონზე იმუშავა და გარანტია კიდევ აქვს. სამზარეულო არის ღია ტიპის, აქვს საწყობი, დიდი მინუს და პლიუს მაცივრებით ასევე სამრეცხაო ოთახი. ავეჯი ძალიან ხარისხიანი და სრულად სპეც შეკვეთით არის დამზადებული. დამონტაჟებულია როგორც გაზის ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე ჰაერის გაწოვა განიავების ძვირადღირებული სისტემა და წყლის გაზის გამაცხელებელი. ბრენდი სრულიად შეკრულია და სტუმრების დიდ მოწონებას იმსახურებს. როგორც ბარის, ასევე სამზარეულოს კონცეფცია მორგებულია ტურისტულ კურორტზე და ბრენდს აქვს გაფართოების პერსპექტივა სხვა კურორტებზე თუ თბილისში. იყიდება სრული ბიზნესი ან მხოლოდ შენობა/აღჭურვილობა. ინტერესის შემთხვევაში დეტალებზე დავილაპარაკებთ
საწყობი - მაცივარი
45,565 16,000
ბათუმი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
თარიღი: 2024-10-13
იყიდება ბათუმის ცენტრალურ ბაზარში, სამაცივრე საწყობი! გამოიყენება როგორც ნედლი ხორცისთვის, ასევე თევზისთვის ან სხვა ნებისმიერი სამაცივრე პროდუქციისთვის. მაცივარი მუშაობს -5-დან +20-მდე. მაცივარში დამონტაჟებულია ნედლი ხორცის მთლიანი ნაჭრებისთვის უჟანგავი ფოლადის სტელაჟები, ასევე ახლავს დაახლოებით 70 ცალი უჟანგავი ფოლადის ხორცის კაუჭი, ასევე მოყვება ბლუთუზ სასწორი. კამერა მაცივარი 15 კვმ, სიმაღლე დაახლოებით 3მ. წინა სავაჭრო ფართი 5 კვმ. ადგილის საუკეთესოა საქონლის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, თევზის და სხვა ხორცეული პროდუქციის საბითუმო სავაჭროდ. მაცივარი არის ბაზრის უკანა მხარეს, იქ სადაც განლაგებულია ყველა სხვა ხორცის საბითუმო მაცივარი, სადაც დილიანად სავაჭროდ დადიან ბათუმის ყველა სავაჭრო ობიექტი თუ რესტორან-სასტუმროები. მაცივარს პირდაპირ კარებთან უპრობლემოდ ადგება ღამის საათებში დიდი ტრაილერიც. მაცივრის აგრეგატი არის თურქული, უმაღლესი ხარისხის, რომელიც გათვლილია მინიმუმ 40 კვმ 3 მ სიმაღლის მაცივრისთვის. სენდვიჩ-პანელები არის 10 სმ-ანი, რაც უზრუნველჰყოფს ტემპერატურის სწრაფ ასვლას სასურველზე და მის შენარჩუნებას მაქსიმალურად. მაცივრის კარები ასევე არის სენდვიჩ-პანელით, სპეციალური ვაკუუმ რეზინით. იატაკი დასხმულია და დაგებულია მეტლახი, მეტლახის ქვემოთ სქელი დასხმა აქვს, რომ ტემპერატურა არ დაიკარგოს. მოკლედ იდეალურადაა გაკეთებული ყველაფერი. ხელშეკრულება დადებულია ბათუმის ბაზრის ადმინისტრაციასთან, იჯარა შეადგენს ფიქსირებულ 600 ლარს თვეში + კომუნალურები ხარჯის მიხედვით.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა