რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
100 - 110 განცხადება 146 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
იყიდება აწყობილი ბიზნესი
20,000 7,464
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2023-10-27
იყიდება აწყობილი, სტაბილური ბიზნესი. თვეში სუფთა 2000-2500 სუფთა შემოსავლით (გაჩვენებთ ამონაწერს). აგვისტოში დატოვა 1800-მდე. რჩება ყველაფერი. გასწავლით და აგიხსნით დეტალურად ყველაფერს, რაც დაგჭირდებათ + გემრიელი ყავის რეცეპტს :) ფასზე შეგვიძლია მოლაპარაკება
მოქმედი ბიზნესი კატის ქვიშის წარმოება
6,431 2,400
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2023-10-14
ბიზნესიდან გასვლის გამო იყიდება მზა ბიზნესი ბენტონიტის კატის ქვიშის ("ბენტო კატა") წარმოება მხოლოდ ინვესტირებული თანხის ფასად. პროდუქცია მიეწოდებოდა თბილისში 80-მდე ზოო მაღაზიას. ამჯამად, ბიზნესიდან გასვლის გამო მხოლოდ 20-მდე მაღაზიას. დაინტერესების შემთხვევაში აგიხსნით ბიზნესიდან გასვლის მიზეზს. პროდუქციას აქვს მაღალი რეპუტაცია და მოთხოვნადია. შესაძლებელია მაღაზიათა ქსელის გაზრდა, და შესაბამისად, მეტი შემოსავლების მიღება. საშუალო თვიური მოგება მაღაზიების რაოდენობის შემცირების გამო, ამჟამად მხოლოდ 2000 ლარამდეა, რომლის გაზრდაც შესაძლებელია მაღაზიათა რიცხვის გაზრდის პროპორციულად. მოლაპარაკების შემთხვევაში აგიხსნით ბიზნესის შინაარსს, მოგაწვდით ყველანაირ საფინანსო თუ სხვა დოკუმენტებს, დარჩენილ მასალას და დანადგარებს. ფასში შედის შემდეგი: დაახლოებით 800 ცალი 10კგ-იანი პაკეტი - დაახლოებით 100 ცალი 5კგ-იანი პაკეტი; 5კგ და 10 კგ პარკების დასაბეჭდი კლიშეები, პარკების შესადუღებელი დანადგარი სათადარიგო ნაწილებით და ზოო მაღაზიების სია, სადაც რეგულარულად ვაწვდით ქვიშას. პროდუქციას მიღებული აქვს შტრიხ-კოდი. კატის ქვიშის დასაფასოებლად დაგჭირდებათ 25-30 კვ.მ. ფართი. ჩადებულ ინვესტიციას ამოიღებთ რამდენიმე თვეში. მარტო თბილისში 200-ზე მეტი ზოო მაღაზიაა.
კრეპი და სენდვიჩი
18,758 7,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2023-10-06
ვყიდი მზა ბიზნესს - აღჭურვილი მობილურ კიოსკს კაფე/ქეტერინგი/ქუჩის კვებისათვის. ზომა 5x3. სრულიად თვითმყოფად გარდა ელექტროენერგიის. ეს არ არის საზღვაო კონტეინერი - ეს არის ლითონის ჩარჩოსგან დამზადებული მობილური კიოსკი, რომლის ტრანსპორტირება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეუზღუდავი რაოდენობით. კედლები იზოლირებულია + ტენიანობისგან დაცული, უსაფრთხო გაყვანილობა, 3 ფენიანი უგულებელყოფა, მაღალი ხარისხის ლინოლეუმი, სითბოს დამზოგავი ფანჯრები, პლატფორმა თქვენი რეკლამისთვის. სათხილამურო კურორტზე კიოსკი მთელი სეზონი მუშაობდა - არანაირი პრობლემა. ფასში შედის მაცივარი, მაგიდები და ყველაფერი შიგნით. დარეკე/დაწერე, დაწვრილებით გეტყვი. იყიდება სასწრაფოდ
პალომა
160,782 60,000
თბილისი | სილამაზე და სპორტი
თარიღი: 2023-09-27
იყიდება ბიზნესი ინვენტარით და ბრენდინგით! სილამაზის სალონი "paloma" ფუნქციონირებს თითქმის სამი წელი და აქვს უკვე რეპუტაცია.ყავს თავისი კლიენტთა ბაზა და პროფესიონალი სტაფი. ვყიდი რადგან ხშირად მიწევს გარკვეული დროით ქვეყნიდან გასვლა და მოგეხსენებათ ამ ბიზნესს ყურადღება სჭირდება. სალონი მდებარეობს ვაკეში მრგვალ ბაღთა. ფართი 150 კვ. იჯარის გადასახადი 3000 ლ. სალონი აღჭურვილია ხარისხიანი ავეჯით: მანიკურის 8 მაგიდა - დამზადებული ნატურალური ხისგან. პედიკურის 3 კუთხე - 2 რბილი ჩასაჯდომი და 1 ცაკკე ოთახი სმარტ პედიკურისთვის სპეც საწოლით . გამოდგება აგრეთვე პოდოლოგიისთვის. ლაზერის 1 ოთახი - მოწყობილი. 2 სტილისტის კუთხე და არის მე -3 სტილისტის ადგილი თუ სურვილი გექნებათ. 1 თავსაბანი. 1 დიდი ბარი რესეფშენი - ნატურალური მასიური ხის. სტერილიზაცია - ავტოკლავი , წლის დესტილატორი , შესაფუთი აპარატი. მასალები , ბორმანქანები, სანათები , ჭაღები , ყველაფერი ბიზნესის მეპატრონის საკუთრებაში გადავა. დიზაინერის მიერ ინდივიდუალურად შექმნილი ნეონის განათებები. ბრენდი- სახელს რაც შეეხება, ‘პალომა’ ბევრისთვის ნაცნობია. ლოგო გაკეთებულია ცნობილი დიზაინერის ვლადიმერ კობახიძის მიერ ამ სალონისთვის ინდივიდუალურად შექმნილი ფონტით. აწყობილია სასაჩუქრე ვაუჩერები, სავიზიტო ბარათები. თუ სახელი და ლოგო თქვენი გაქვთ და შეცვლა არ გნებავთ მაშინ პალომას სახელწოდებას და ლოგოს მე დავიტოვებ. აწყობილია ინსტაგრამ , ფეისბუქ და ტიკტოკ გვერდი ( ლინკებს დავურთავ და შეგიძლიათ დაათვალიეროთ ნამუშევრებიც თუ რა სპეციალისტებთან გექნებათ საქმე) სტაფი: ერთი სტილისტი კვირაში 6 დღე მუშაობს მეორე სტილისტი კვორაში 2 დღე . მანიკურის სპეციალისტი ოთხი. მანიკურის ერთი მაგიდა გაქირავებული სპეციალისტზე რომელსაც თავის მომხმარებელი ყავს და მისი მომხმარებლების 90% სარგებლობს ჩვენი სხვა მომსახურეობით. ლაზერის სპეციალისტი ერთი ( თავისი აპარატით და მასალებით მუშაობს) . ორი ადმინისტრატორი განაწილებით. ორი დიაასახლისი განაწილებით, რომლებიც მთელი დღე უვლიან სალონს და ასტერილებენ ინსტრუმენტებს . სალონი არის აწყობილი, მასალების შეკვეთიდან დაწყებული , ფოტოების გადაღებით დასრულებული ყველაფერს ადმინისტრატორები აგვარებენ. დაინტერესების შემთხვევაში მოგაწვდით ყველანაირ საფინანსო თუ სხვა დოკუმენტებს, აგრეთვე დეტალურ ფასთაღრიცხვას თუ რამდენად იქნა შეძენილი თუ გაკეთებული ავეჯი თუ დანადგარი .
იყიდება ბლოკის საამქრო
3 1
მცხეთა | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2023-09-15
იყიდება ბლოკის საამქრო, მცხეთის რაიონი სოფელ მუხრანში, ცენტრალური მაგისტრალიდან 150მეტრში, ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთით, თავისივე ტექნიკა-აღჭურვილობით, თურქული წარმოების დანადგარით 6x ყალიბით, ქვის საფრქვავით(დრაბილკა) "კომაცუს" ფირმის ტრაქტორით , "ტოიოტას" ფირმის თვითმცლელით, "მერსედესის მაეკის" სატვირთო-თვითმცლელით მანქანით, საოფისე ფართებით, 300მ² კაპიტალური საწყობით, ჭა თავისი ლიცენზიით, ასევე სასმელი კრანით.
იყიდება საიტი, ონლაინ მაღაზია
0 0
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2023-08-31
იყიდება გამზადებული ონლაინ მაღაზია, ყველანაირი ფუნქციით, Checkout ყიდვის ფუნქციით, ადმინპანელით, გადახდების მეთოდებით, როგორც ბარათით გადახდა ასევე ონლაინ განვადებები. ადმინპანელი აღჭურვილია უამრავი ფუნქციით, როგორიცა შეკვეთების დამუშავება, თვიური, წლიური გაყიდვების სტატისტიკის ნახვა, Facebook Pixel, Google Analytics, SEO თულები, ვაუჩერების და კუპონების შექმნის ფუნქცია და სხვა მარკეტინგული თულები. ონლაინ მაღაზია ტექნიკურად გამართულია და შეგიძლიათ მუშაობის დაწყება. ყიდვის შემთხვევაში არსებულ სერვერზე 6 თვის განმავლობაში უფასოდ იქნება საიტი განთავსებული და ტექნიკური დახმრებაც გექნებათ უფასო. მაღაზიას აქვს იმ პროდუქციის ნაშთი რომელიც განთავსებულია საიტზე და სურვილის შემთხვევაში შეგიძლია პროდუქციაც შეიძინოთ. https://AQsesuarebi.ge/
რესტორანი სასტუმრო
1,286,256 480,000
ბათუმი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2023-08-29
იყიდება მოქმედი სასტუმრო/რესტორანი კურორტ გოდერზიძე, ბათუმი_ახალციხის გზაზე. აშენებულია რუსეთიდან შემოტანილი ხის ძელური მასალით. აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სულ 3 სართული- 1 სართული საქვაბე, 2-სართულია რესტორანი,3 -სართული სასტურმო_ 4 ოთახი სველი წერტილებით.
დეკორატიული ფილების ყალიბები
3 1
თბილისი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2023-08-28
მითითებული ფასები წარმომადგენლობითია. მინიმალური შეკვეთა 250 ცალია შესაძლებელია მინიმალურ შეკვეთაში შედიოდეს განსხვავებული ყალიბის მოდელები. დაგვიკავშირდით თქვენს მიერ არჩეული ყალიბების მოდელების ფასის მისაღებად. ბოლო ტექნოლოგიების მქონე აპარატ დანადგარებით აღჭურვილ თანამედროვე ქარხანაში, მაღალ კვალიფიციური კადრების დახმარებით ვაწარმოებთ დეკორატიული ფილების პლასტმასის ყალიბებს. დაგვიკავშირდით ბეტონის ფილის - მოსაპირკეთებელი ფილის - ბორდიურის - სანიაღვრე ფილის - ბალახის ეკო ფილის - ტაქტილური (ბრმათათვის), ფასადის მოსაპირკეთებელი ფილების ან სხვა ნებისმიერი დეკორატიული ფილის დამამზადებელი დანადგარის შესაძენად. პლასტმასის ყალიბების დამზადებაში ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის PP (POLIPROPILEN) პოლიპროპილენის პლასტმასის ნედლეულს, უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებული ეს ყალიბები მტკიცეა იმ ზეწოლის წინააღმდეგ რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას მასში ბეტონის ჩასხმის ან გამშრალი ფილის ყალიბიდან ამოღებისას. დამზადებული ყველა პლასტმასის ყალიბის ხარისხის კონტროლი და ზედაპირის გასუფთავება სრულდება ჩვენს ქარხანაში. დახვეწილი ყალიბებით თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ უნიკალური ზედაპირის მქონე ბეტონის ნაკეთობა რაც თქვენ უფრო მეტ დამკვეთს მოგიტანთ და გახდებით დამკვეთების რეკომენდირებული დეკორატიული ფილების მწარმოებელი კომპანია. სწორი გამოყენების შემთხვევაში თითოეული ყალიბის გამოყენება საშუალოდ 250 ჯერ არის შესაძლებელი. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მექანიკური ასევე ნახევრად და სრულად ავტომატიზირებული დეკორატიული ფილების დამამზადებელი დანადგარების ნებისმიერი სათადარიგო ნაწილი და კომპონენტი და საწარმოო სრული ხაზები. ჩვენს პროდუქციის სეგმენტშია ; ფილების საღებავები პიგმენტი - ბეტონის გამაძლიერებელი ქიმიკატები და შესაფუთი ლენტების მაგვარი დამატებითი პროდუქტები. ყველა ჩვენი პროდუქტი წარმოებიდან გამომდინარე ხარვეზებზე გარანტირებულია 1 წლის განმავლობაში. მოგაწვდით პროდუქტს მსოფილიოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს დროში და ხელმისაწვდომ ფასებში. +995 555 17 73 74 +90 542 359 67 92 Whatsapp / Viber / Telegram

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა