რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 168 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
სწრაფი კვების რესტორანი თბილისში
950,000 351,046
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-11-24
იყიდება მოქმედი ბიზნესი, სწრაფი კვების რესტორანი თბილისში, პოლიტკოვსკაიას 33ა-ში,  არქი-ის საცხოვრებელი კომპლექსში (იყიდება მხოლოდ ბიზნესი და არა კომერციული ფართი) ბიზნესი ოპერირებს 18 თვეზე მეტია. ობიექტი ჯამში მოიცავს 175 კვადრატულ მეტრს - განთავსებულია ორ სართულად, მათ შორის დარბაზი-სტუმრების სივრცე ანტრესოლის სტილზე პირველ და მეორე სართულზე ვიტრაჟებით, ხედებით ქუჩაზე. სამზარეულოც ორ სართულზე, მათ შორის მეორეზე კამერა მაცივრებით და ბუჩერინგის სივრცეებით. თითოეული სივრცე აღჭურვილია ახალი, თანამედროვე, მაღალი ხარისხის სარესტორნო ინვენტარით. სივრცეში მოწყობილია - დაცვის სისტემა, ინტერნეტი, გათბობა-გაგრილების სისტემა, გამწოვი სისტემა, ელექტროობა (3 ფაზიანი ელ. მომარაგება) და კანალიზაციის სისტემები. რესტორანი ოპერირებს მზა კერძების ლანჩბოქსებში წინასწარი მომზადების პრინციპით, შესაბამისად კერძები განთავსებულია ცხელ და ცივ დახლებზე და მზადაა მომხმარებლის მიერ ასარჩევად დროის დანახარჯის გარეშე. რესტორნის დღიური ნავაჭრი შეადგენს საშუალოდ 3400 ლარს, ბოლო რამოდენიმე თვის აქტივობიდან გამომდინარე. გაყიდვის საჭიროება განპირობებულია ვადადამდგარი საბანკო სესხის გამო. კომერციული ფართის იჯარა შეადგენს 1,500 და დარჩენილია 8 წელი ვადა აღნიშნულ მყარ საიჯარო ფასზე. კომუნალური ხარჯები 3000-4000 ლარი დღგ-ს ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია:
  • მდებარეობა: თბილისიპოლიტკოვსკაიას 33ა, არქის საცხოვრებელი კომპლექსი;
  • ფართის კვადრატულობა: 175 კვადრატული მეტრი;
  • კონდიცია: სრულად გარემონტებული და აღჭურვილი;
  • კომუნიკაციები: ყველა კომუნიკაცია შეყვანილია;
  • იჯარის თვიური ღირებულება: 1500 აშშ დოლარი;
  • კომუნალურუ ხარჯები: 3-4 ათასი ლარი დღგ- ჩათვლით;
  • მინიმალური დღიური ნავაჭრი: 3400 ლარი;
  • ვალდებულება: ბიზნეს გააჩნია საბანკო სესხი, რომელიც დაიფარება რეალიზაციდან მიღებული თანხიდან;
  • ბიზნესის ჯამური ღირებულება: 950 000 ლარი;
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკაშირდით ნომერზე: 599 704228.
იყიდება აწყობილი ბიზნესი
165,000 60,971
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-11-19
იყიდება მზა აწყობილი სწრაფი კვების ბიზნესი. 🔴გამორჩეული ბრენდი და უნიკალური პროდუქტი ბაზარზე. 🔴სტაბილური თვიური ბრუნვა 60-80 000 ₾ 🔴ჩამოყალიბებული გუნდი. 🔴აწყობილი დელივერი სტრუქტურა და სტრატეგია 🔴სრული ტექნიკა ინვენტარით. 🔴ერთერთ საუკეთესო ლოკაციაზე. 🔴ცნობადი ბრენდი და პიარი ბუნებრივად მაღალი ხილვადობით 🔴ძლიერი სოც მედია ფეიჯები. 🔴საკურიეროებთან გაფორმებული სპეციალური შეღავათიანი კომერციული პირობები 🔴ფართი იჯარით აღებული 3 წლიანი კონტრაქტი. 🔴სრული კაფის/ღია კაფის ინვენტარი 🔴ფართი მოწყობილია ჰასპის სტანდარტებით. 🔴 ფასი 165 000 ₾ 🔴 ვალდებულებები არ მოყვება - სრულად ნულდება 🔴ამ თანხაში შედის ყველანაირი ტექნიკა და აღჭურვილობა. გაყიდვის მიზეზი ამჟამად დამფუძნებლებს სხვა პრიორიტეტები აქვთ. ამ ტიპის ბიზნესის წარმატებისთვის სასურველია მფლობელი თავად უნდა იყოს ჩართული ყოველდღიურ პროცესში.
კოტეჯი დუშეთში
405,930 150,000
დუშეთი | სასტუმროები
თარიღი: 2025-11-10
🏡 იყიდება მყუდრო ხის სახლი დუშეთში — ცენტრიდან ფეხით 10 წუთის სავალზე! ✨ 70 მ², 2 სართული, 2 საძინებელი, დიდი მისაღები და ტერასა 🌿 2500 მ² მიწა, სრულად შემოღობილი, ფანჩატურით და ყველა კომუნიკაციით, ცენტრალური გათბობით 🪑 იყიდება ავეჯითა და ტექნიკით 🚗 ბეტონის გზა ეზომდე, ულამაზესი ხედებით 💼 ამჟამად განთავსებულია Booking-ზე და Airbnb-ზე — პოპულარულია და ყოველთვე სტაბილურ შემოსავალს ტოვებს! იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე ბიზნესად — ტურისტული კოტეჯის ან დასასვენებელი ადგილისთვის 🌲 📍 დუშეთი — ბუნება, სიმშვიდე და პერსპექტივა ერთ სივრცეში 💚
საბურავების იმპორტი და საცალო/საბითუმო რეალიზაცია
0 0
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2025-11-04
იყიდება სრულად მოქმედი საბურავების ბიზნესი სრული აღჭურვილობით; მდებარეობა: თბილისის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ავტოინდუსტრიული ზონა, გზის პირას, მაღალი ხილვადობით და სტაბილური კლიენტურით. ობიექტის მონაცემები: საწყობი – 450 კვ.მ +200 კვ.მ. ოფისი – 20 კვ.მ. სამონტაჟო (ვულკანიზაცია სრული აკიპირებით) – 20 კვ.მ. პარკინგი – 3 ადგილი; ახლომახლოდ მდებარე 200 კვ.მ-მდე. საწყობი (საკუთრებაში). იჯარა: გრძელვადიანი, ხელსაყრელი პირობებით. მომწოდებლები: შეთანხმებული პარტნიორები შვეიცარიიდან, ევროპიდან, ჩნეთიდან და ადგილობრივ ბაზარზე – ახალი და მეორადი საბურავების გარანტირებული, დისტანცირებული მოწოდებით. გადახდის პირობები: შესაძლებელია როგორც ერთიანი, ისე ეტაპობრივი ან შერეული გადახდის ფორმა. ბიზნესს მოყვება: დაახლოებით 2,500 საბურავი საწყობში; სრული სამონტაჟო და ტექნიკური აღჭურვილობა; გამოცდილი პერსონალი, რომელიც მუშაობას განაგრძობს სურვილის შემთხვევაში; ფეისბუქ გვერდი 5,000-მდე გამომწერით და გამყარებული რეპუტაციით; სრულად გამართული საოპერაციო სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. ფასი: დიღმის ორ ოთახიანი ბინის ექვივალენტი. ეს არის გამზადებული, სტაბილური და შემოსავლიანი ბიზნესი, რომლის მართვაც შესაძლებელია დაუყოვნებლივ.
გლოვო და ვოლტით მომუშავე პიცერია ქუთაისში — მზადაა შემოსავლისთვის! 🍕
9,800 3,621
ქუთაისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2025-10-22
იყიდება მოქმედი ბიზნესი – პიცერია ქუთაისში! 🍕 🏠 მნიშვნელოვანია: იყიდება მხოლოდ ბიზნესი — არა შენობა, იჯარა ძალაში რჩება. 📍 ლოკაცია: ერისთავის ქუჩა, ქუთაისი 💰 ფასი: 3500 $ 🚚 მიწოდება: აქტიური შეკვეთები Glovo და Wolt–ით 👨‍🍳 არსებობს პერსონალი 📦 გაყიდვის მიზეზი: სხვა ქალაქში გადასვლა 🔥 სრულად აღჭურვილი და მოქმედი პიცერია: ✅ პროფესიონალური პიცის ღუმელი ✅ მაცივარი და სამუშაო მაგიდები ✅ ყველა საჭირო ავეჯი და ჭურჭელი ✅ დიზაინერული რემონტი ✅ ზაფხულის ტერასა ✅ ფართი ქირავდება ✅ სუბარეენდატორი დამატებით შემოსავალს ქმნის 💸 ✨ იდეალური ვარიანტი ბიზნესის დასაწყებად — ყველაფერი მზადაა და შეკვეთები უკვე მოდის! 📲 მოგვწერეთ პირადში — გაჩვენებთ ადგილს და მოგაწვდით ყველა დეტალს! #ქუთაისი #Kutaisi #ერისთავი #პიცერია #ბიზნესი #მომუშავე #PizzaKutaisi #Glovo #Wolt #GeorgiaBusiness 🍕💼
იყიდება რესტორანი და კოქტეილ ბარი ვერაზე
189,434 70,000
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-09-22
იყიდება სრულად ფუნქციური ევროპული მიმართულების რესტორანი და კოქტეილ ბარი ვერაზე, ორიოდე წუთის სავალზე ღვინის ქარხანასა და Rooms Hotel-ისგან — იდეალური ადგილი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის - ფასი - 70 000$. 160 მ² ორსართულიანი სივრცე იტევს 90 სტუმარს და გამოირჩევა მყუდრო, მაღალი კლასის ინტერიერით, ხელნაკეთი ავეჯითა და პრემიუმ მასალებით. რესტორანს აქვს ღია, სრულად აღჭურვილი სამზარეულო,ბარი ორივე სართულზე, მოწინავე ვენტილაცია, ხმის იზოლაცია და ავტომატიზირებული გათბობა/გაგრილება. „Aureo“ ფუნქციონირებს 3 თვეა, უკვე ჰყავს ადგილობრივი ერთგული კლიენტურა. გუნდი შედგება გამოცდილი პროფისიონალებისგან, რომელთა შენარჩუნებაც შესაძლებელია სურვილისამებრ. აქტიური სოციალური ქსელები, აწყობილი სარეზერვაციო საიტი, გამართული google ads, ყველა საჭირო ინვენტარი, იდეალური მდებარეობა - სიმონ ჯანაშიას ქუჩა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გახდეთ მფლობელი სიცოცხლით სავსე კულინარიული სივრცის თბილისის გულში. სიჩქარიდან გამომდინარე ობიექტი იყიდება აქტივის საბაზრო ღირებულებაზე ნალლებ ფასად. მიზეზი - დამფუძნებლების ქვეყნიდან წასვლა. გოორგი +995 593 171 177 https://www.instagram.com/aureo.dining?igsh=MjN6YXJweWN6OHBt
ფორთოხლის ფრეშის ვენდინგი
104,700 38,689
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2025-09-15
ვენდინგები არის ესპანური წარმოების - არ აქვს ანალოგი. ჩართულია საბანკო გადახდები. აპარატი დგას მაღალი გამავლობის და გაყიდვების საოფისე კომპლექსში. ცივი ხილი მომხმარებლის თბვალწინ იწურება. აქვს თვითრეცხვის ავტონომიური სისტემა. გარანტია და ოფიციალური სერვისი აქვს საქართველოში შესაბამისი წარმომადგენლისგან. ფასი არის დღგს ჩათვლით დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან Whatsapp-ში.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა