რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 16 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ჰიი ჰაუ გასტრო ბარი
1,307,856 480,000
ყაზბეგი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-10-20
ობიექტი მდებარეობს ახალ გუდაურში, რედკოს ახლად აშენებულ კომპლექსში Four Seasons. ბარი და სამზარეულო სრულად აღჭურვილია მაღალ ხარისხიანი იტალიური და თურქული ელექტრო ტექნიკით რომელიც შევიძინეთ 2022 წლის ბოლოს, მხოლოდ 2023 და 2024 წლის ზამთრის სეზონზე იმუშავა და გარანტია კიდევ აქვს. სამზარეულო არის ღია ტიპის, აქვს საწყობი, დიდი მინუს და პლიუს მაცივრებით ასევე სამრეცხაო ოთახი. ავეჯი ძალიან ხარისხიანი და სრულად სპეც შეკვეთით არის დამზადებული. დამონტაჟებულია როგორც გაზის ცენტრალური გათბობის სისტემა, ასევე ჰაერის გაწოვა განიავების ძვირადღირებული სისტემა და წყლის გაზის გამაცხელებელი. ბრენდი სრულიად შეკრულია და სტუმრების დიდ მოწონებას იმსახურებს. როგორც ბარის, ასევე სამზარეულოს კონცეფცია მორგებულია ტურისტულ კურორტზე და ბრენდს აქვს გაფართოების პერსპექტივა სხვა კურორტებზე თუ თბილისში. იყიდება სრული ბიზნესი ან მხოლოდ შენობა/აღჭურვილობა. ინტერესის შემთხვევაში დეტალებზე დავილაპარაკებთ
ვიუ
160,757 59,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-09-14
განსაკუთრებული მიზეზების გამო იყიდება სრულიად გამართული და ძალიან კარგად მომუშავე სეზონური კაფე-ტერასა (122მ2) თბილისის გამორჩეულად ტურისტულ ადგილას - ნარიყალას და ქართლის დედის მონუმენტს შორის - საბაგიროდან მომავალ საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ. არის ტურისტების ბუნებრივი, გარანტირებული ნაკადი ყოველგვარი რეკლამის ან განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. კაფე 2015 წლიდან მუშაობს გამართულად. სამზარეულო და ბარი მაღალი ხარისხის (დიო-ს) რკინის კონსტრუქციით და გაჭიმული გადახურვითაა დამზადებული ხოლო სამზარეულოს შიდა სივრცე უჟანგავი ლითონის პროფესიონალური აღჭურვილობითაა შევსებული. იატაკი სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით, სველი წესით დამუშავებადი მასალითაა დამზადებული. ტერასიდან, რომელსაც სხვადასხვა განლაგებით შეუძლია სულ მცირე 65 დამსხდარი სტუმრის მიღება ერთდროულად, თბილისის წარმოუდგენელი და განსაკუთრებული ხედები იშლება. ეს არის ერთადერთი კაფე ამ ტერიტორიაზე, შესაბამისად ტურისტებისთვის ბუნებრივი მიზიდულობით სარგებლობს, მაგრამ მისი რეალური პოტენციალი არსებულ მდგომარეობასთან მიმართებით წარმოუდგენლად დიდია.
პენეტერია თბილისი
81,741 30,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-09-11
იყიდება აწყობილი ბიზნესი (Bakery)!! ტურისტულად დატვირთულ ლოკაციაზე ( პლეხანოვზე/აღმაშენებელზე). ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი ტექნიკით და დანადგარით.! ფართი 70კვ./ოთახი 4. 1/1 სართული. იყიდება მხოლოდ ბიზნესი და არა ფართი. ფართის ქირა ცალკე ანგარიშდება. უფრო ზუსტი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე : 577 767 330.
რესტორანი მოქმედი თბილუსის ზღვაზე
1,171,621 430,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-08-06
იყიდება მოქმედი რესტორნის 1/5 წილი (20%; ყველა მესაკუთრე თანაბარი წილით არის წარმდგენილი) მიწის საერთო ფართობი 8600 მ/2. კეთილმოწყობილი, გამწვანებული გარე ინფრასტრუქტურა ხელოვნური ტბით, დეკორატიული არხებით, განათება, გამწვანება, საჩრდილობლები, შენობა-ნაგებობები ახალი გარემონტებული. ინვენტარი, ავეჯი და კეთილმოწყობილი ინგრასტრუქტურა
To-Go! Street Food Station
34,059 12,500
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-07-01
🌭 Продается фаст-фуд кафе в Сабуртало 🥙 Готовый бизнес под ключ, заходи и работай 📍5 мин пешком от м. "Мед Университет" 💰Успешно работает с декабря 2023 🏠 Аренда по официальному договору ✅ Отработанное меню и тех карты ✅ Общая площадь - 40 кв.м. Зонирование: Зал + Кухня + складское помещение + туалет ✅ Вся кухня без газа (только электричество): холодильники, плита, фритюры, блендеры, милкшейкер, кофемашина, гриндеры,ТВ, вафельницы, блинницы, и т.д ✅ Разумная арендная плата  и минимальная коммуналка ✅ Расположение в зоне с высокой проходимостью, в шаговой доступности от бизнес центров, колледжей, школ ✅ Аккаунты в  linktree, Instagram, Facebook, Gmail, онлайн меню, собственный сайт, налаженная таргет реклама ✅ База постоянных клиентов и популярность среди местных жителей, экспатов и туристов ✅ Налаженные отношения с поставщиками ✅ Обучение в процессе переоформления ✅ Бизнес как ИП, передача прав быстро и просто ℹ️ По деталям звоните- +995551175426 ℹ️ Причина продажи -  переезд владельца
ვინტნერი ღვინის ბარი
130,000 47,712
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-06-24
იყიდება მოქმედი ბიზნესი ღვინის ბარ-რესტორანი ჩვენი ღვინის ბარი მდებარეობს ძალიან კარგ ლოკაციაზე როგორც ტურისტულ ასევე ადგილობრივი მომხმარებლებით ძალიან დატვირთულ ადგილას, ნინოშვილის ქუჩაზე. - ბარი ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით რაც საჭიროა გამართულად მუშაობისთვის. - ინტერიერი არის ძალიან მომხიბვლელი და გემოვნებით გაკეთებული. - ბარის დახლები შევსებულია საქართველოში არსებული წარმატებული მეღვინეობების პროდუქტით. - ბარს აქვს გემოვნებით მოწყობილი ტერასა,რომელიც ცხელ დღეებში განსაკუთრებით კომფორტულია და ბევრი აქტივობის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. - კონცეფცია შემუშავებულია და სოციალური არხები გამართულია,ყავს ერთგული გამომწერები და გულშემატკივრები. - ბარი ფუნქციონირებს რამდენიმე თვეა, ჰყავს არაერთი ერთგული მომხმარებელი,ჩავატარეთ ათეულობით დაბადების დღე და სხვადასხვა სახის წვეულებები/დეგუსტაციები. ლოკაცია: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 51 სახელწოდება: Vintner • ვინტნერი შეგიძლიათ გაეცნოთ, ყველა დეტალს ჩვენივე სოციალურ არხებში და დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 551-36-15-16 Facebook: https://www.facebook.com/vintnertbilisi Instagram: https://www.instagram.com/vintner.tbilisi/
შპს გატო ჰოსფითალითი
1,634,820 600,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-06-02
მოქმედი ბარ-რესტორანი ქალაქის შუაგულში, ჭოველიძის ქუჩაზე. აქვს შიდა და გარე სივრცეები. ტევადობა 150 ადამიანი. ფართი 370კვ აქედან ეზო 150 კვ. იყიდება ბიზნესი გამართული სამზარეულოთი და ბარით, არის იაპონური და აზიური სამზარეულო. ბრენდი არის ცნობილი და აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია.
Pizza-Mizza
49,000 17,984
ბათუმი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-05-21
იყიდება მომგებიანი ბიზნესი, პიცერია პიცა-მიცა, ქალაქ ბათუმში. საიდენტიფიკაციო ნომერი: 445611945 პიცერია პიცა-მიცა მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ უბანში, რუსთაველის 11-ში, რომელიც უკვე არსებობს 5 წელია და გააჩნია ერთგული მომხმარებლების დიდი რაოდენობა. ლოკაცია არის ხალხმრავალი, როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების კუთხით. პიცერია არის მომგებიანი, ბრუნვა თვეში 20 000₾-ის ფარგლებში, მოგება 15%. იყიდება მხოლოდ ბიზნესი, უძრავი ქონების გარეშე, თუმცა უძრავი ქონების ქირაობის ფასი არის ძალიან დაბალი (600₾ თვეში), რომლიც შენარჩუნდება წლის ბოლომდე. პიცა-მიცა გამოირჩევა მაღალი ხარსიხის პროდუქციით. ჩვენთან პიცის ცომი მზადდება „კაპუტოს“ იტალიური ფქვილით, 24 საათიანი ფერმეტაციის დაცვით, ხოლო პასტა კი ხელნაკეთია, მზადდება ადგილზე ასევე შესაბამისი იტალიური ფქვილის , "მინინი"-ის, გამოყენებით. ვიყენებთ უმაღლესი ხარისიხის ხორცპროდუქციას „მარშესგან“ და ყველა სოუსი პიცისთვის და პასტისთვის მზადდება ადგილზე. მიმდინარე მონაცემები • ბრუნვა ბოლო 12 თვე - 227 500₾ • საშუალო ყოველთვიური ბრუნვა ამჟამად - 19 000₾ • მოგება 15% - 2850₾ • წლევანდელი წლის ანალოგიური პერიოდი გასულ წელთან - % მატება (იანვარი-მაისი) - 2023 = 51 500₾ და 2024 = 64 000₾, მატება 24% საპროგნოზო მონაცემები (24%-იანი მატების გათვალისწინებით) • მოსალოდნელი ჯამური საშიალო ბრუნვა 2024 წელს - 240 000₾ • მოსალოდნელი საშუალო ყოველთვიური ბრუნვა 2024 წელს - 20 000₾ • მოსალოდნელი საშუალო მოგება ყოველთვიურად (15%) - 3000₾ დამატებით რა შედის შესყიდვის თანხაში: • 2023 წლის მარტში შეძენილი ინვენტარი, სრული კომპლექტი, ყველფერი მუშაობს იდალურად • სოც. მედია არხები და ბრენდი: o ფეისბუქი 8300 აქტიური ფოლოუერი https://www.facebook.com/PizzaMizza.ge o ინსტაგრამი 2500 აქტიური ფოლოუერი https://www.instagram.com/pizzamizzabatumi/ o გუგლი - 4,6 შეფასება https://maps.app.goo.gl/rz4jXuHtuNmuNP758 o ბრენდბუქი o ვებ-გვერდი • გამართული გაყიდვის არხები (ვოლტი, გლოვო, ბოლტი) და მათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა (ლეპტოპი და პლანშეტები) • მზა კალკულაციები, რეცეპტები (პიცები, პასტები და სალათი) • გამართული სადიტრიბუციო და შესაფუთი მასალების არხები • საქმის გადმობარება და მზარეულის მხრიდან შესაბამის ტრენინგები • 2023 წელს გაკეთებული რემონტი • ფოტო გალერეა როგორც აღინიშნა უძრავი ქონება არის ნაქირავები, 600₾ თვეში, რომელის ფასიც წლის ბოლომდე შენარჩუნდება! ადგილზე კლიენტების მიღების რაოდენობა 12 ადამიანი (6 შიგნით და 6 გარეთ)
ფიტშაურმა
120 44
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-05-19
იყიდება გამართული, აწყობილი, მოქმედი საშაურმე განსხვავებული კონცეფციით. ფიტშაურმა არის ჯანსაღი კონცეფციის საშაურმე, სადაც კონკურენტებისგან განსხვავებით მზადდება დაბალკალორიული შაურმა სპეციალური სოუსით. საშაურმე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, არაფრის ყიდვა და დამატება არ იქნება საჭირო. ასევე იდეალურად არის გამართული სადისტრიბუციო სისტემა. დამარინადებული ხორცი, ბოსტნეული და ლავაში ადგილზე მოაქვთ შესაბამის კომპანიებს. სურვილის შემთხვევაში გაგიზიარებთ მათ საკონტაქტო ინფორმაციებსაც. ამჟამად ყოველდღიურად იყიდება 40-50 კგ. ხორცი. მინიმუმ 1200, მაქსიმუმ კი 2200 ლარია ყოველდღიური შემოსავალი. შესაბამისად, თვეში ობიექტის შემოსავალი 50-დან 60 ათასამდე მერყეობს. საშაურმე მდებარეობს საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილას. ფიტშაურმის მფლობელი ცნობილი იუთუბერი და ინფლუენსერია, რის გამოც ობიექტს ჰყავს როგორც ერთგული, ისე მუდმივად მზარდი მომხმარებელი. დაინტერესების შემთხვევაში, ასევე იყიდება ბრენდი, ანუ სახელის დატოვება შეგიძლიათ თუ იქნება თქვენი სურვილი და უკვე პოპულარული ბრენდის ქვეშ გააგრძელებთ საქმიანობას. საშაურმეს მოყვება ასევე ინსტაგრამ გვერდი, სადაც 8 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს. გარდა ამისა გვყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მეგობრული გუნდი. სტაფი შედგება ექვსი თანამშრომლისგან, ამ კუთხითაც დამატებითი რესურსის და ენერგიის ხარჯვა არ მოგიწევთ. საშაურმის ფასია 150 000 ლარი.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა