რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
-80 - -60 განცხადება 182 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
Pizza-Mizza
49,000 17,894
ბათუმი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-05-21
იყიდება მომგებიანი ბიზნესი, პიცერია პიცა-მიცა, ქალაქ ბათუმში. საიდენტიფიკაციო ნომერი: 445611945 პიცერია პიცა-მიცა მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ უბანში, რუსთაველის 11-ში, რომელიც უკვე არსებობს 5 წელია და გააჩნია ერთგული მომხმარებლების დიდი რაოდენობა. ლოკაცია არის ხალხმრავალი, როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების კუთხით. პიცერია არის მომგებიანი, ბრუნვა თვეში 20 000₾-ის ფარგლებში, მოგება 15%. იყიდება მხოლოდ ბიზნესი, უძრავი ქონების გარეშე, თუმცა უძრავი ქონების ქირაობის ფასი არის ძალიან დაბალი (600₾ თვეში), რომლიც შენარჩუნდება წლის ბოლომდე. პიცა-მიცა გამოირჩევა მაღალი ხარსიხის პროდუქციით. ჩვენთან პიცის ცომი მზადდება „კაპუტოს“ იტალიური ფქვილით, 24 საათიანი ფერმეტაციის დაცვით, ხოლო პასტა კი ხელნაკეთია, მზადდება ადგილზე ასევე შესაბამისი იტალიური ფქვილის , "მინინი"-ის, გამოყენებით. ვიყენებთ უმაღლესი ხარისიხის ხორცპროდუქციას „მარშესგან“ და ყველა სოუსი პიცისთვის და პასტისთვის მზადდება ადგილზე. მიმდინარე მონაცემები • ბრუნვა ბოლო 12 თვე - 227 500₾ • საშუალო ყოველთვიური ბრუნვა ამჟამად - 19 000₾ • მოგება 15% - 2850₾ • წლევანდელი წლის ანალოგიური პერიოდი გასულ წელთან - % მატება (იანვარი-მაისი) - 2023 = 51 500₾ და 2024 = 64 000₾, მატება 24% საპროგნოზო მონაცემები (24%-იანი მატების გათვალისწინებით) • მოსალოდნელი ჯამური საშიალო ბრუნვა 2024 წელს - 240 000₾ • მოსალოდნელი საშუალო ყოველთვიური ბრუნვა 2024 წელს - 20 000₾ • მოსალოდნელი საშუალო მოგება ყოველთვიურად (15%) - 3000₾ დამატებით რა შედის შესყიდვის თანხაში: • 2023 წლის მარტში შეძენილი ინვენტარი, სრული კომპლექტი, ყველფერი მუშაობს იდალურად • სოც. მედია არხები და ბრენდი: o ფეისბუქი 8300 აქტიური ფოლოუერი https://www.facebook.com/PizzaMizza.ge o ინსტაგრამი 2500 აქტიური ფოლოუერი https://www.instagram.com/pizzamizzabatumi/ o გუგლი - 4,6 შეფასება https://maps.app.goo.gl/rz4jXuHtuNmuNP758 o ბრენდბუქი o ვებ-გვერდი • გამართული გაყიდვის არხები (ვოლტი, გლოვო, ბოლტი) და მათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა (ლეპტოპი და პლანშეტები) • მზა კალკულაციები, რეცეპტები (პიცები, პასტები და სალათი) • გამართული სადიტრიბუციო და შესაფუთი მასალების არხები • საქმის გადმობარება და მზარეულის მხრიდან შესაბამის ტრენინგები • 2023 წელს გაკეთებული რემონტი • ფოტო გალერეა როგორც აღინიშნა უძრავი ქონება არის ნაქირავები, 600₾ თვეში, რომელის ფასიც წლის ბოლომდე შენარჩუნდება! ადგილზე კლიენტების მიღების რაოდენობა 12 ადამიანი (6 შიგნით და 6 გარეთ)
ფიტშაურმა
120 44
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2024-05-19
იყიდება გამართული, აწყობილი, მოქმედი საშაურმე განსხვავებული კონცეფციით. ფიტშაურმა არის ჯანსაღი კონცეფციის საშაურმე, სადაც კონკურენტებისგან განსხვავებით მზადდება დაბალკალორიული შაურმა სპეციალური სოუსით. საშაურმე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, არაფრის ყიდვა და დამატება არ იქნება საჭირო. ასევე იდეალურად არის გამართული სადისტრიბუციო სისტემა. დამარინადებული ხორცი, ბოსტნეული და ლავაში ადგილზე მოაქვთ შესაბამის კომპანიებს. სურვილის შემთხვევაში გაგიზიარებთ მათ საკონტაქტო ინფორმაციებსაც. ამჟამად ყოველდღიურად იყიდება 40-50 კგ. ხორცი. მინიმუმ 1200, მაქსიმუმ კი 2200 ლარია ყოველდღიური შემოსავალი. შესაბამისად, თვეში ობიექტის შემოსავალი 50-დან 60 ათასამდე მერყეობს. საშაურმე მდებარეობს საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილას. ფიტშაურმის მფლობელი ცნობილი იუთუბერი და ინფლუენსერია, რის გამოც ობიექტს ჰყავს როგორც ერთგული, ისე მუდმივად მზარდი მომხმარებელი. დაინტერესების შემთხვევაში, ასევე იყიდება ბრენდი, ანუ სახელის დატოვება შეგიძლიათ თუ იქნება თქვენი სურვილი და უკვე პოპულარული ბრენდის ქვეშ გააგრძელებთ საქმიანობას. საშაურმეს მოყვება ასევე ინსტაგრამ გვერდი, სადაც 8 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს. გარდა ამისა გვყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მეგობრული გუნდი. სტაფი შედგება ექვსი თანამშრომლისგან, ამ კუთხითაც დამატებითი რესურსის და ენერგიის ხარჯვა არ მოგიწევთ. საშაურმის ფასია 150 000 ლარი.
ბინგო როიალ
684,600 250,000
თბილისი | გართობა
თარიღი: 2024-05-10
იყიდება ელექტრონული ბინგო, სრულიად მოწყობილია ყველა დეტალი მხოლოდ ჭირდება მუშაობა, ასევე გვყავს მომზადებული სტაფი, მუშაობა შეგიძლიათ დაიწყოთ 1 კვირაში, ლიცენზია აღებულია და აქტიურია 2027 წლამდე, ასევე იყიდება ტექნოლოგიის დისტრიბუტორის ლიცენზიასთან ერთად, იგულისხმება ასეთი ტექნოლოგიის გაყიდვა მხოლოდ თქვენ შეგეძლებათ კავკასიაში. გაყიდვის მიზეზი, მეპატრონე ტოვებს ქვეყანას
იყიდება კომპანიის 15 % იანი წილი
123 45
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2024-05-08
იყიდება აქტიურად მომუშავე კომპანიის წილი, 15 % -ის ოდენობით, 45 000 დოლარად. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სასმელი პროდუქციის წარმოებას. ძირითადი ხაზია ე.წ. შეიკები, დაბალალკოჰოლური სასმელები, ასევე ვაშლის ღვინო, წვენები, ენერგეტიკულები, ლიმონათები და სხვა. ჩვენი კომპანია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ქმნის მსგავს პროდუქციას. პროდუქცია უკვე შესულია საშუალო რგოლის ქსელებში, როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების დონეზეც (სპარის და იოლის ფრენჩაიზები... ასევე დრაივები, კაფეები, ბარები, კლუბები). რეალიზაციის ტემპი საგრძნობ მაღალი გახლავთ აჭარაში, თანაც ზაფხულის სეზონი ახლოვდება... ჩვენს სასმელ პროდუქტს გამოარჩევს გემოვნური არომატები, შეფერილობა, ორგანული და ბუნებრივი სურნელი და რაც მთავარია იშვიათი რეცეპტურა, რომელიც ორასამდე უნიკალურ სახეობას მოიცავს. შემოთავაზება გვაქვს დიდი ქსელებისგანაც, მაგრამ ამ ეტაპზე შპს ს არ აქვს რესურსი, დისტრიბუცია და სათანადო რაოდენობით პროდუქციის წარმოება თავის თავზე აიღოს და სწრაფად უზრუნველყოს ყოველივე ეს. გვსურს საწარმოო დანადგარების შეცვლაც, რათა წარმადობა უფრო მაღალი გავხადოთ. მოკლედ, პოტენციური მეწილე და ბიზნესპარტნიორი, როდესაც შეიძენს წილს, ის ამით განხორციელებს ბიზნესში ინვესტიაციას. ანუ მის მიერ გადახდილი წილის საფასური (წილის ნასყიდობის თანხა) თითქმის სრულად მოხმარდება კომპანიის საჭიროებებს, - დანადგარების შეძენას, დისტრიბუციის აწყობას, ბოთლებისა და ნედლეულების მომარაგებას, მუშა ხელის დამატებას საწარმოში, რეკლამირებას და პიარს და მსგავს აუცილებელ საკითხებს. წილის გაყიდვაც სწორედ ამით არის ჩვენი მხრიდან გამოწვეული, რომ გვსურს სხვა ადამიანის პროცესში შემოყვანით და ფინანსების მოზიდვით, საქმე და ბიზნესი წინ წავწიოთ და გავზარდოთ მასშტაბები. ჩვენი სასმელები მართლაც რომ ნებისმიერ კონკურენტ კომპანიას გადასჯაბნის თავისი მახასიათებლებით და მერწმუნეთ, ამ საქმეს უდიდესი პერსპექტივა აქვს. დაინტერესებული პირი, როდესაც მოვა და გასინჯავს პროდუქტს, ამაში თავადაც დარწმუნდება. ბოლოს აქვე დავამატებდი იმასაც, რომ ჩვენი კომპანიის დონეზე შესაძლებელია წარმოება არამხოლოდ სეზონური პროდუქციის, არამედ არასეზონურისაც და ერთ ერთი მთავარი უპირატესობა ესეც არის.
მენეჯერი
68,000 24,832
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2024-05-03
დიდი ლამაზი კაფე და ბარი საბურთალოზე ტექნიკურ მეტროსთან. არის 145 კვადრატული მეტრი, სამი სასადილო ფართი და ორი სამზარეულო. მოყვება 41000 ლარი სამზარეულოს ტექნიკა, პლუს 15800 ლარი ავეჯი, ჭურჭელი და დეკორი. შენობის ბოლო განახლება მოიცავს 3 ფაზის ელექტროენერგიის დამატებას დიდი სამზარეულოს აღჭურვილობისთვის და ახალი გარე საღებავისთვის. ეს კაფე მხოლოდ 3 თვეა გახსნილია, მაგრამ მას რეგულარული მომხმარებლების მიმდევრები ჰყავს და მხოლოდ 5 ვარსკვლავიანი მიმოხილვები აქვს. მფლობელები ამერიკელები არიან და მალე დაბრუნდებიან აშშ-ში. ისინი მზად არიან გაყიდონ ბიზნესი ისე, როგორც არის, ან გაყიდონ აღჭურვილობა ცალკე უფრო დაბალ ფასად. ამ ადგილის ქირა არის $800/თვეში და იჯარა გადაეცემა თქვენს სახელს. იჯარაზე დარჩენილია 4 წელი.
საბაჟო საწყობი
1,779,960 650,000
თბილისი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
თარიღი: 2024-05-01
იყიდება საბაჟო საწყობი რომელიც მდებარეობს თბილისში, შემოვლით გზაზე, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, N292-ში. მიწის საკადასტრო კოდი: 72.13.33.791. მიწის ფართი შეადგენს 7925 კვადრატულ მეტრს. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ორი შენობა-ნაგებობა. შენობა N1 ორი სართულია, მასში განთავსებულია სასაწყობე, საოფისე და სამაცივრე ფართები (708კვ. მ). სიმაღლე 10 მეტრი.  შენობა N2 წარმოადგენს დამხმარე საწარმოო ფართს (76.1 კვ.მ). გასაყიდი ფასი: 650,000 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე).
მობილური ქვის სამტვრევი დანადგარი
711,984 260,000
ახალციხე | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-04-29
კომპანია BEYAZLI GROUP’ი განაგრძობს სხვადასხვა წარმადობის მქონებ მობილური ქვის სამტვრევი დრაბილკების წარმოებას. დაგიმზადებთ სხვადასხვა წარმადობის დრაბილკებს. მობილური მობილური ქვის სამტვრევი არის იმ კომპანიებისთვის ინდივიდუალური რომლებსაც ხშირად უწევთ პროექტების სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში სამშენებლო და ზაგზაო სამუშაოების შესრულება. სპეციალურად შექმნილი ავტომატიზაციის სისტემის წყალობით, ყველა მოწყობილობას შეუძლია ერთმანეთთან სინქრონული კომუნიკაცია. უფასო დამონტაჟება და ტესტირება. 2 წელი გარანტია. 5 წლიანი უფასო სერვისი. ელ-ფოსტა: sales.ka@beyazligroup.com მობ: +90 549 325 66 64 მობ: +995 571 91 26 26
იყიდება საწარმო წისქვილით და სამაცივრე საწყობით
492,912 180,000
მცხეთა | წარმოება
თარიღი: 2024-04-28
ვყიდი 800კვ.მ. საწარმოო შენობას სოფ. ბულაჩაურში, თავისი 110 კვ.მ. სამაცივრე საწყობით და 30 ტონიანი წისქვილით. იდეალურია ფერმისთვის, ქარხნისთვის, მეფრინველეობისთვის, ყველის წარმოებისთვის, კვერცხის წარმოებისთვის, სოკოს წარმოებისთვის და სხვა. ღირს 180 000 $ არასასოფლო. დამირეკეთ, +995 591 96 20 11 , ვარ მეპატრონე
იყიდება მოქმედი მეურნეობა ფერმით, მიწებით, სასტუმროთი და სამაცივრე საწყობით
1,533,504 560,000
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2024-04-28
სასწრაფოდ! ვყიდი მოქმედ მეურნეობას, სოფელ ბულაჩაურიდან 12 კილომეტრში, რომელშიც შედის: მზა ფერმა, კაპიტალური, 700 კვ.მ., + 3 ჰექტარი მიწა (საკუთარი) + უფასო საძოვრები+ პატარა სახლი. არის ასევე წიფლის და მუხის ტყე. ეს ყველაფერი ღირს 160 000$. ასევე: სახლი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საოჯახო ტიპის სასტუმრო, ბულაჩაურიდან 12 კილომეტრში, ტყის ზონაში, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერზე, 500კვ.მ. 4-სართულიანი, 11 ოთახიანი, 4 აივნით, 2 დასასვენებელი დარბაზით, ფანტანით, 2 მისაღებით, ავეჯით და ტექნიკით გაწყობილი, 1 ჰექტრიანი ყვავილების და ხეხილის უნიკალური ჯიშების ბაღით, უნიკალური წყაროს წყლით, (სახლშია შეყვანილი), კვება ნატურალური პროდუქტებით, (ეზოში დიდი ბოსტანია), ეს ყველაფერი ღირს 260 000 $. ვყიდი ასევე 800კვ.მ. საწარმოო შენობას სოფ. ბულაჩაურში, თავისი 110 კვ.მ. სამაცივრე საწყობით. იდეალურია ფერმისთვის, პატარა ქარხნისთვის, მეფრინველეობისთვის, კვერცხის წარმოებისთვის, სოკოს წარმოებისთვის და სხვა. ღირს 180 000 $ არასასოფლო დამირეკეთ (+995) 591 96 20 11 პატრონი ვარ
სასტუმრო კომპლექსი ბაკურიანში
4,107,600 1,500,000
ბაკურიანი | სასტუმროები
თარიღი: 2024-04-28
სასწრაფოდ იყიდება სასტუმრო კომპლექსი ბაკურიანში, ზღაპრულად ლამაზ ადგილზე, ტყის პირას. სასტუმროს წინ ჩამოდის პატარა მდინარე, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს და მომხიბვლელს ხდის დასვენებას როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე. სასტუმრო 10 ნომრიანია, 440 კვ.მ., ახალი გარემონტებული, ტექნიკა ჩაშენებულია. 4 ნომერი 1 ოთახიანია, დანარჩენი 6 დუპლექსია, თავისი პატარა მისაღებით, სვ.წერტილით, საძინებლით და სამზარეულოთი. სასტუმრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის ასევე გვერდით მდგომი სახლი, ავეჯით და ტექნიკით გაწყობილი 140კვ.მ., დიდი მისაღები და 2 საძინებელი, 2 სვ.წერტილი. ასევე ფასში შედის მიმდებარე 900კვ.მ.მიწა, სადაც შეიძლება სურვილის მიხედვით კიდევ რამოდენიმე კოტეჯის აშენება(ნებართვა გვაქვს), ან სასტუმროს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება, მაგ; აუზის მოწყობა, ბატუტის დადგმა, საქანელების, კორტების, ბადმინტონის მოედნის მოწყობა და სხვა. იდეალურად ლიკვიდური კაპიტალდაბანდებაა. დამირეკეთ, (+995) 591 96 20 11 პატრონი ვარ.
მობილური ბეტონის ქარხანა
397,068 145,000
ზესტაფონი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2024-04-25
იყიდება VESS 60 მ³ / საათი – მობილური ბეტონის ქარხანა. TWIN SHAFT მიქსერი / – 1.5 მ³ მოცულობის. ჩვენი მობილური ბეტონის ქარხნები, რომლებიც გამოირჩევიან მარტივი დამონტაჟებითა და უაღრესად პრაქტიკული გამოყენებით, საშუალებას გაძლევთ უპრობლემოდ აწარმოოთ თქვენთვის სასურველი ბეტონი. გთავაზობთ შესაძლებლობას თქვენი წარმოების პროცესი გახდეს უფრო მარტივი და ეფექტური. გახდი წამყვანი სიმძლავრისა და ხარისხის სრულყოფილი ჰარმონიით და გაზარდეთ თქვენი წარმოების პერფორმანსი. ექსპორტის დადგენილი გამოცდილი პერსონალით 24 საათიანი ონლაინ მხარდაჭერა. წარმოება – მიწოდება -დამონტაჟება ვადაში. გადაზიდვების ადგილმდებარეობა ვებ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ. სათადარიგო ნაწილები ყველგან მოიძებნება. უფასო ინფრასტრუქტურის პროექტი. უფასო დამონტაჟება და ტესტირება. უფასო სწავლა, მობილური ბეტონის ქარხანა საოპერატორო კურსი და სერტიფიკატი. გამოცდილი სამუშაო გუნდის წყალობით დატვირთვა- გადაცემა და განბაჟების მსგავსი სამუშაოების შესრულებაში, თქვენი ჩარევის გარეშე. ყველა ამ საქმეს თავად ვასრულებთ. 2 წელი გარანტია. 5 წლიანი უფასო სერვისი. ელ-ფოსტა: sales.ka@beyazligroup.com მობ: +90 549 325 66 64 – Whatsapp – Viber მობ: +995 571 91 26 26 – Whatsapp – Viber
სათბური "გრინი"
5,476,800 2,000,000
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2024-04-19
სპეციფიკაციები: მიწის საერთო ფართი: 22500 კვ.მ, სათბურის ფართი: 7200 კვ.მ (ჰოლანდიური სრულად ავტომატიზირებული). მახასიათებლები: მზის პანელები, საწყობის შენობა, სათბურის გათბობის სისტემით, ჭაბურღილი სრული მორწყვის სისტემით, ახალი ჯიშები მცენარეებისთვის, აღჭურვილობა სათბურისთვის. ღირებულების დაყოფა: ნაკვეთის ფასი: 22,500 კვ.მ * 20$/კვ.მ = 450,000$; სათბურის შენობა: 7200 კვ.მ * 160$/კვ.მ = 1152000$; მზის პანელები: 120 კვტ/სთ * 1000$ = 120000$; საწყობის შენობა: 600 კვ.მ * 150$/კვ.მ = 90000$; სათბურის გათბობის სისტემა: $100,000; ჭა და სარწყავი სისტემა: $80,000; ახალი Growbergs: 4000 ცალი * $8 = $32 000; აღჭურვილობა: $40000 მშენებლობა და რემონტი: $200,000 ოფიციალური რეგისტრაცია: $60,000 მთლიანი ხარჯები: $2,324,000 Მიმდინარე სტატუსი: დათესილია 18000 ძირი პომიდვრის ნერგი, სავარაუდო მოსავლიანობით კვ.მ-ზე 45-დან 60 კგ-მდე. მინიმალური გაანგარიშება: 45 კგ * 7 200 კვ.მ = 324 000 კგ კგ-ის ღირებულება დეკემბრიდან ივნისამდე: $6-დან $9-მდე; სავარაუდო შემოსავალი: 324,000 კგ * $6 = $1,944,000 (ერთი სეზონის მოსავალი). დამატებითი ინფორმაცია: სათბურის 20000 კვ.მ-მდე გაფართოების შესაძლებლობაა. ფასი: 2000000$
სმოკინგერ
402,545 147,000
ბათუმი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2024-04-19
ბათუმში მზა ბიზნესი. მოქმედი კომპანია, ვალებისა და სესხების გარეშე, კარგი რეპუტაციითა და ხარისხიანი პროდუქციით. კლიენტები: ძირითადად რესტორნები, ასევე რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელი და მაღაზიები. წარმადობა 10+ ტონა თვეში. HACCP სტანდარტიზაცია. Izhitsa z115A საკვამლე კამერები, საშრობი კამერები და Izhitsa ვაკუუმური ჩხირი, გერმანული Konti საკეპი და ლორის ჩხირი, მრავალი პერიფერიული მოწყობილობა, საცივრები და საყინულეები, სავაჭრო აღჭურვილობა, გამანაწილებელი მანქანა საცივრით და სხვა. ნედლეულის მიმწოდებელი მდებარეობს მეზობელ შენობაში, მიტანა არ არის საჭირო. ჩვენ გიდავთ ბიზნესში, გაგცემთ კონსულტაციას და გადაგცემთ კლიენტებთან ერთად. მოთხოვნისამებრ გაგიგზავნით აღჭურვილობის დეტალურ აღწერას, ფოტოებსა და ვიდეოებს.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა