რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 180 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
პარტნიორობა
1 0
თბილისი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
თარიღი: 2025-07-10
კომპანიას აღმოსავლეთ საქართველოში ესაჭიროება პარტნიორი რომელსაც აქვს სასალონე ან სამარკეტე სპეროში გაყიდვებში გამოცდილება. კომპანიას აქვს რესურსი და პარტნიორის მხრიდან არ საჭიროებს თანხის ჩადებას. პარტნიორის ვალდებულებაა აღმოსავლეთ საქართველოში პროდუქციის გაყიდვები მაღალი შედეგის დადება. ვებ-გვერდი : www.solotrading.ge
მოქმედი ონლაინ მაღაზია
0 0
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2025-07-10
იყიდება ტექნიკურად გამართული ონლაინ მაღაზია, რომელიც მუშაობს WooCommerce-ის სისტემაზე. პროექტი შეიქმნა ჩვენს მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციისთვის, წარმატებით ამოყიდვის შემდეგ გადაკეთდა და ადგილობრივი მომწოდებლების პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა. 🔹 ტექნიკური შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა: საიტი ტექნიკურად სრულად გამართულია და აგებულია WooCommerce სისტემაზე პროექტი ჩატარებული აქვს SEO ოპტიმიზაცია ჩაშენებულია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდის სისტემა ჩაშენებულია კრედო ბანკის განვადების სისტემა 🔹 პროდუქტების მართვა და სერვისები: დამატებულია 5000-მდე პროდუქტი სხვადასხვა მომწოდებლისგან გამართულია EXCEL-ის საშუალებით მარაგების განახლების სისტემა მარტივად მართვადი პროდუქტის, კატეგორიების და ფასების სისტემა 🔹 მარკეტინგული რესურსები და სოციალური არხები: მოყვება აქტიური სოციალური გვერდები (Facebook, Instagram და სხვა) ტექნიკურად დაკავშირებულია სოციალურ არხებთან (Facebook Pixel, Catalog Integration და სხვა) მზადაა Google Ads ან სხვა რეკლამური კამპანიების დასაწყებად 🔹 დამატებითი უპირატესობები: შეკვეთებისა და მომხმარებელთა მონაცემების ეფექტური მართვის პანელი შესაძლებლობა სწრაფად შეცვალოთ ბრენდი და გაუშვათ საკუთარი პროდუქცია ✅ იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს გამზადებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, რომ სწრაფად დაიწყოს ან გააფართოოს ონლაინ გაყიდვები.
იყიდება ამუშავებული საკონდიტრო ბიზნესი სრული სამზარეულოს და გასაყიდი სივრცის ინვენტარით
149,380 55,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2025-07-09
იყიდება ამუშავებული კვების ობიექტის ბ ი ზ ნ ე ს ი, სრული ახალი ინვენტარით, ცნობადი ბრენდით, სადისტრიბუციო მანქანით, დასაქმებეულია 12 ადამიანი, იჯარის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 2200 ლარს და კონტრაქტი ვადაშია კიდევ 4 წლით, თვიური წმინდა მოგება შეადგენს 5000 ლარს, დარეკეთ მხოლოდ რეალურად დაინტერესბულმა პირებმა, საქმიანობა არის სრულად გამართული და იყიდება სასწრაფოდ პირადი მიზეზების გამო
იყიდება 5 წლიანი ბიზნესი
149,380 55,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2025-07-09
იყიდება ამუშავებული კვების ობიექტის ბ ი ზ ნ ე ს ი, სრული ახალი ინვენტარით, ცნობადი ბრენდით, სადისტრიბუციო მანქანით, დასაქმებეულია 12 ადამიანი, იჯარის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 2200 ლარს და კონტრაქტი ვადაშია კიდევ 4 წლით, თვიური წმინდა მოგება შეადგენს 5000 ლარს, დარეკეთ მხოლოდ რეალურად დაინტერესბულმა პირებმა, საქმიანობა არის სრულად გამართული და იყიდება პირადი მიზეზების გამო
გეიმ ჰაბი
18,469 6,800
გარდაბანი | გართობა
თარიღი: 2025-07-07
🔹 იყიდება მარტყოფში მოქმედი, სრულად გამართული გეიმინგ სივრცე – Game Hub – სრული აღჭურვილობით. 🎮 იდეალურია მათთვის, ვისაც სურს შემოსავლიანი ბიზნესი უკვე გამზადებული სისტემით და ლოიალური მომხმარებლით. 📍 მდებარეობს სოფლის ცენტრში – გვერდით სკოლა, ეკლესია, ბავშვთა სპორტული სივრცეები. ვთანამშრომლობთ სოფლის სპორტულ გუნდებთან (ფეხბურთი, რაგბი, ცეკვა) და ადგილობრივ მოქმედ ბიზნესებთან. გარშემოა ასევე სპორტული დარბაზები და სხვა სოციალური წერტილები. 📍 მდებარეობა: სოფელი მარტყოფი – თბილისიდან მხოლოდ 25 კმ-ში (~25 წუთი მანქანით). 💡 რას მოიცავს: • 4 x PS5 (ბაზარზე მოთხოვნადი თამაშებით) • სრულად მოწყობილი ბარი (~3000 ლარის ინვენტარით) • კამერები (2000 ლარამდე ღირებულებით) • ტელევიზორები, დივნები, ლედ განათება • რემონტი და ინტერიერის დიზაინი • ახლად დამატებული ბილეთების სისტემა და სათამაშოების ვიტრინა • ფიტპასის სისტემა – ყოველდღიური უფასო საათი მოზარდებისთვის • დაბადების დღეების მოწყობის შესაძლებლობა და მზა გარემო • ძლიერი ბრენდინგი და სოც. ქსელური ცნობადობა 📈 გეიმ ჰაბი ამ ეტაპზე სოფელში ერთადერთი გასართობი სივრცეა ბავშვებისთვის. სოფელში არ არსებობს სხვა მსგავსი ადგილი, სადაც შესაძლებელია: • ბავშვების უსაფრთხო თამაში • დაბადების დღეების ჩატარება • PS5 სივრცე მეგობრებთან ერთად • სისტემური წამახალისებელი ბილეთებით და პრიზებით ⚠️ გაყიდვის მიზეზი: ბიზნესს ესაჭიროება ყოველდღიური ყურადღება და ლოკალური მართვა. მე ამ ეტაპზე ვარ ჩართული სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებში და ფიზიკურად აღარ მაქვს რესურსი სრულად ჩავება ყოველდღიურ მართვაში. 🔄 ამიტომ გამომაქვს გასაყიდად არა იმიტომ, რომ არ მუშაობს, არამედ იმიტომ, რომ სჭირდება ადამიანი, ვინც გააგრძელებს და უფრო მეტს გააკეთებს. 📞 დეტალებზე მომწერეთ პირად შეტყობინებაში 📍 მდებარეობა – მარტყოფი, თბილისიდან ~25 წუთის გზაზე
გერმანული ტექნოლოგიის ბლოკისა და ფილის ქარხანა
43,456 16,000
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2025-07-07
ჩვენი ბიზნესი ორიენტირებულია ბლოკისა და ბეტონის ფილის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რაც უზრუნველყოფს როგორც მაღალი ხარისხის პროდუქციას, ასევე ეფექტურ და ეკონომიურ საწარმოო პროცესს. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ნახევრად ავტომატური ბლოკისა და ფილის ქარხანა შექმნილია გერმანული ტექნოლოგიით და განკუთვნილია როგორც მცირე, ისე საშუალო მასშტაბის სამშენებლო კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ ხარისხიანი და სანდო ბეტონის პროდუქტების წარმოება მინიმალური სივრცისა და მუშახელის გამოყენებით. ✅ მარტივად დასაყენებელი სისტემა – კომპაქტური დიზაინის წყალობით ქარხანა თავსდება მხოლოდ 100 კვადრატულ მეტრზე ✅ მაღალი პროდუქტიულობა – საათში 18–20 მ³ მზა ბეტონი + ბლოკებისა და ფილების მაღალი ციკლი ✅ ავტომატიზაცია და მარტივი მართვა – მთელი სისტემა იმართება მხოლოდ 1 ოპერატორით ✅ ევროპული სტანდარტები და სერთიფიკატები – Euro1 და CE ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეამცირებს საინვესტიციო რისკებს, გაზრდის საწარმოო სიჩქარეს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ექსპლუატაციას. BEYAZLI GROUP გთავაზობთ სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას – მონტაჟი, გაშვება, ტრენინგი და ექსპლუატაციაში შეტანა. 📞 გაყიდვების დეპარტამენტი (თურქეთი): ‪+90 543 868 10 19‬ WhatsApp | Viber | Telegram | IMO 🔧 ტექნიკური მხარდაჭერის ოფისი (საქართველო): ‪+995 550 00 26 61‬ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სანდოობა, გამჭვირვალე თანამშრომლობა და მაღალი ხარისხის მომსახურება. პატივისცემით, BEYAZLI GROUP
ბოსტნეულის და მწვანილის სათბური კასპში
407,400 150,000
თბილისი | ავტობიზნესი
თარიღი: 2025-06-30
მიწის ფართობია 3700 მ² და განკუთვნილია მწვანილის, ბოსტნეულის და საყვავილე საქმიანობისთვის. ობიექტზე განთავსებულია სათბურები: 6 ძირითადი სათბური თითო 320 მ² და დამატებით 90 მ²-ის საჩითილე. ოთხი სათბური აღჭურვილია წვეთოვანი სარწყავი სისტემით, ხოლო ორი — სპრინკლერით. ტერიტორია სრულად შემოღობილია მავთულით და ქარისგან დამცავი ბადით. ეზოში გაშენებულია 300 მ²-ზე თეთრი ვარდები, რომლებიც გვიან შემოდგომამდე იძლევა ნაყოფს და იდეალურია კომერციული საქმიანობისთვის. მეურნეობას ემსახურება სრულყოფილი ინფრასტრუქტურა: მოასფალტებული მისასვლელი გზა, შიდა დაგრუნტული და მოხრეშილი ბილიკები, მუდმივი ჭაბურღილის წყალი მაღალი დებეტით და უფასოდ, დენი, ბუნებრივი აირი, ავტომატიზირებული 5 ტონიანი წყლის ავზით მოწყობილი სარწყავი სისტემა, საოფისე კონტეინერი (15 მ²) კონდიცირებითა და სველი წერტილით, სამუშაო-საყარაულო კონტეინერი (30 მ²) დამატებითი სველი წერტილით და ინდივიდუალური სარწყავი პუნქტით
იყიდება მოქმედი საკონდიტრო/საცხობი
252,588 93,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2025-06-30
იყიდება ვაკეში, ი. აბაშიძის ქუჩაზე მრავალწლიანი მოქმედი ბიზნესი (საკონდიტრო, ბეიკერია). ფასში შედის ბიზნესის წარმოებისათვის აუცილებელი მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე - მოძრავი ქონება (დანადგარები, ინვენტარი), რეცეპტურა, კალკულაციები და ა.შ. ფართი აღებულია იჯარით, მოიცავს საწარმოო ნაწილს (სრულ შესაბამისობაშია ჰასპის სტანდარტებთან), დარბაზს და კაფეს. პირველ ეტაპზე გადასახდელი იქნება ბიზნესის ღირებულების 30%, ხოლო დარჩენილი ნაწილზე შესაძლებელია განვადება. პირობებზე და დეტალებზე დამიგვიკავშირდით +995 577 725 577

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა