რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 30 განცხადება 34 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ფერმა
360,000 113,347
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-12-16
იყიდება ფერმა საცხოვრებელი სახლით და 3ჰა მიწის ნაკვეთით. ფერმა მდებარეობს კასპის რაიონში, სოფ.კავთისხევში (გზის პირას), თბილისიდან 40კმ-ში. ფერმა გათვლილია 100 სულ მეწველ ძროხაზე (650კვ.მეტრი). ასევე არის საღორე 20 დედა ღორისთვის, მარცვლეულის საფქვავი წისქვილი, თივის შესანახი ფერმის სხვენზე (3000პრესისთვის), ჭაბურღილი და შესაბამისად საკუთარი წყალი, ბუნებრივი გაზი, სამფაზიანი დენი. საცხოვრებელი სახლი ფერმის გვერდზეა. საერთო საცხოვრებელი ფართი 100კვ.მეტრი. 3 საძინებელი ოთახით, არის სამზარეულო, საკუჭნაო, ტუალეტი, სააბაზანო. სახლი ახალი გარემონტებულია.
ხეხილის სანერგე მეურნეობა
1,560,000 491,168
გორი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-12-02
იყიდება ხეხილის სანერგე მეურნეობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა გარეჯვარი განთავსებულია 23 ჰა მიწის ნაკვეთზე. კაპიტალური ღობე კომპლექსური სატრანსფორმატორო პუნქტი 100კვტ საოფისე შენობა, სველი წერტილით და სამზარეულოთი სასაწყობე შენობები (ღია და დახურული) სამაცივრე საწყობი 25 კვ.მ, 2019 წლის დანადგარებით წყალსაცავი აუზი 800 კუბური მეტრი სრულ ფართობზე მოწყობილი წვეთოვანი სარწყავი სისტემა ელ ექტრო სარქველებით (ისრაელი) 2 ჰექტარზე გაშენებული და სრულ მსხოიარობაში მყოფი მაყვლ ის ბაღი (ყოველწლიური პოტენციალი 3540 ტონა) 1,4 ჰექტარზე გაშენებული ხეხილის ბაღი სრულ მსხმოიარობაში (ვაშლი, მსხალი, ბალი) 1 200 000 ლარის სარეალიზაციო მრავალფეროვანი ნერგი ვაშლის საძირე M9 100 000 ცალი ფასი 520 000 აშშ დოლარი
მაყვლის ბაღი და ვენახი
162,000 51,006
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-11-14
იყიდება აგრობიზნესი 16300 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, მიწის ნაკვეთი მდებარეობს თბილისიდან 35 კილომეტრში, სოფელ აღაიანში, თბილისი სენაკი ლესელიძის ავტობანის გასწვრივ - 400 მეტრში , საკადასტრო კოდია 67.07.34.411 . ნაკვეთს შესაძლებელია გაუკეთდეს ცალკე მისასვლელი გზა , ნაკვეთზე გაშენებულია უეკლო მაყვალის ორი ჯიში ჩესტერი და სამმაგი გვირგვინი, გაშენებული ფართობი შეადგენს 1,2 ჰექტარს , დანარჩენ ნაწილზე არის ვაზი - ჩინური ჯიშის 10 მწკრივი, ფართობზე მთლიანად მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ნაკვეთს გვერდით ჩაუდის მდინარე ქსნის არხი , სარწყავი მარაგდება ამ მდინარის წყლით , რომელიც შემოდის 5,5 x 4 მეტრზე აუზში . ნაკვეთზე მიყვანილია ელ. ენერგია , 400 მეტრში არის ბუნებრივი გაზის წერტილი, საიდანაც შესაძლებელია ნაკვეთზე შეყვანილი იქნას ბუნებრივი გაზიც. სარწყავ აუზთან დგას პატარა კონტეინერი 2 x 1,5 მეტრზე , სადაც დამონტაჟებულია სარწყავი სისტემის მართვის კომპონენტები და ფერტიგაციის სისტემა. მეურნეობაში არის სასოფლო სამეურნეო ტექნიკა , მინი ტრაქტორი Kubota Aste – A17 , ფრეზი , ორფრთიანი გუთანი , მისაბმელი და გასაშლელი მკლავებიანი საწამლი სისტემა. ნაკვეთზე შეტანილია გადამწვარი ნაკელი 65-70 ტონა.
ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მაცივარი
1,050,000 330,594
გურჯაანი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-11-12
იყიდება ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მაცივარი, 300 ტონიანი, მაცივარი მდებარეობს გურჯაანის რაიონ სოფელ ახაშენში, კახეთის გზატკეცილზე. მაცივარი აღჭურვილია მაღალი კლასის ტექნოლუქსის მოწყობილობებით. მაცივარი შედგება 4 განყოფილებისგან და იმართება დისტანციურად. არის ასევე საოფისე სივრცეც.  ტემპერატურული რეჟიმი -5 დან +18 გრადუსამდე. მაცივარს გააჩნია დამოუკიდებელი ტრანსფორმატორი. მაცივარი განთავსებულია 2500 კვ.მ. მიწაზე, ავტო-მაგისტრალთან 20 მეტრში. აქვს გაფართოების საშუალება. საკადასტრო კოდი: 51.08.58.065. ფასი: 350000$
საკალმახე მეურნეობა და ინკუბატორი
300,000 94,455
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-10-31
საკალმახე მეურნეობა და ინკუბატორი მდებარეობს თბილისიდან 30 კილომეტრში. არის გამართული ყველა საჭირო ინვენტარით. აქვს მიწის ნაკვეთი 3000 კვ.მ., შენობა ნაგებობები, 3 თევზის აუზი, 7 ლიფსიტის აუზი და ინკუბატორი. აქვს 2 ჭაბურღილი და არხიდან მომავალი მილსადენი. ყავს გამოცდილი პერსონალი და მუდმივი კლიენტების ბაზა. შემოღობილია ბეტონის ღობით და აღჭურვილია ვიდეო კამერებით.
უეკლო მაყვლის ბაღი+ვენახი
180,000 56,673
თელავი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-10-30
თელავის რაიონ სოფ ვარდისუბანში იყიდება 1,3 ჰექტარი მიწაზე გაშენებული უეკლო მაყვლის ბაღი მესამე წლის (ჩესტერი) და 0,700 ჰექტრარი ვენახი. მაყვლის ბაღში მესამე წელს მივიღეთ 7ტ მაყვალი. ტერიტორია არის შემოღობილი, წვეთოვანი სარწყავი სისტემით.
ფერმა ქარელში
80,000 25,188
გორი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-09-30
იყიდება კეთილმოწყობილი ფერმა 37 სულზე(სახორცე) ქალაქ ქარელში. შენობის ფართი არის 150 მ2, მიწის ფართი არის 1000 მ2. შენობა გარემონტებულია კაპიტალურად და კვლავაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ამჟამად ფერმა არ ფუნქციონირებს, ასევე შენობას აქვს 15 მ2 სამარაგე ფართი.
ღორების ფერმა მუხრანში
1,588,050 500,000
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-09-16
იყიდება ღორების ფერმა მუხრანში, რომელიც არის მოქმედი, მომგებიანი და მზარდი ბიზნესი. ფერმაში ღორების რაოდენობა საშუალოდ მერყეობს 300-400 სულამდე. ტერიტორიის საერთო ფართობია 18600 მ2. ფერმისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ფართი შეადგენს 1615 მ2. ტერიტორიაზე  ყველა კომუნიკაცია შეყვანილია. ფერმის ადგილმდებარეობა იძლევა შესაძლებლობას  გზის პირა მაღაზიის (ხორცის გაყიდვის წერტილის) გახსნის შემთხვევაში,  უპირობო, ფინანსური  წარმატების მიღწევას და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებითაც,  რომ მუხრანი ხორცის საბითუმო გაყიდვის ადგილად ჩამოყალიბდა. ფერმა სტაბილურად  ამარაგებს სუპერმარკეტების ქსელს ,,აგროჰაბს’’ და რამოდენიმე ცნობილ რესტორანს. ასევე ფერმის ტერიტორიაზე არის 400 მ2 ხელოვნური თევზის ტბა, 45 მ სიღრმის სასმელი წყალის ჭა და საყარაულო ვაგონი თავისი ინვენტარით.
კენკრის ბაღი
140,000 44,079
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-09-09
იყიდება მალინა, მაყვალი, მარწყვის ბაღი, გაშენებული 5 ჰექტარზე, სულ მიწის ფართობია 8 ჰექტარი. 3 ჰექტარი თავისუფალია. ბაღი მდებარეობს ახალი ქანდის ტერიტორიაზე, ავტო ბანიდან 1800 მეტრში, საავტომობილო გზა მიდის ბოლომდე, ბაღი გაშენებულია 2017 წელს. მიწა იჯარით არის აღებული სახელმწიფოსგან 25 წლით და გადახდა ხდება ყოველი წლის ბოლოს. პირველი წლის მოსავლი ჩაიბარა ქარხანამ მთლიანად, ქარხანა მზად არის ჩაიბაროს მომავალი წლების მოსავალიც, არ არის შეწამლული შხამქიმიკატებით, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატებია გამოყენებული. შეგიძლიათ თავისუფალი 3 ჰექტარი მიწაზე გააშენოთ თქვენივე საკუთარი ნერგებით.
  •  ბაღში დამონტაჯებულია ინდივიდუალური წვეთოვნის სისტემა.
  •  მაყვლის ბაღი გაშენებულია აკაციის ბოძებზე
  • ტერიტორიაზე დგას 30 მ2 შენობა (საცხოვრებელი/სათავსო)
  •  შეყვანილია სამ ფაზიანი დენი
მალინა: ბრილიანტი, ნოვა, კაროლინა მაყვალი: ჩესტერი მარწყვი: ფლორინი ასევე დარგულია 12-15 ძირი ვაშლი.  
ფერმა დმანისში
270,000 85,010
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-09-03
იყიდება ფერმა და 63 ჰექტარი მიწის ნაკვეთი(სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მიწის დამატება +147 ჰექტარი) მდებარეობს დმანისის რაიოში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ფერმის ფართი არის 400 მ2. ფერმა არის 40 სანტიმეტრიანი კედლებით აშენებული, დათბუნული ჭერით, პოლი ბეტონში, საბმურები, ბაგები, ნაკელის გამტანი, სამ ფაზიანი დენით, ტაროიანი სიმინდის და სხვა მარცვლეულის საფქვავი წისქვილით, მუდმივი წყლითა და დენით აღჭურვილი. ფერმაზე მიბმულია 140მ2 საწყობი სიმინდის და მარცვლეულის შესანახად, 40 მ2 მუშების ოთახით, სილოსის ორმოებით და 2000 ცალი თივის პრესის სასაწყობე ნავესით.
ფერმა ბაკურიანში
420,000 132,238
ბაკურიანი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-09-02
იყიდება ფერმა და 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ბაკურიანთან ახლოს (9-კმ-ში), ფერმა 100 სულ მეწველ ძროხაზეა გათვლილი (350კვადრატული ფართი). ა სევე სახლი და ყველის ამოსაყვანი სპეციალური ოთახი ჯამში 90 კვადრატული. მდებარეობს ჯანსაღ, ელოგოგიურად სუფთა,ულამაზეს ადგილას, გარშემო არის ტყე და მდინარე. ფასი: 140000$
სასოფლო მიწა სოფელ ყულიშკარში
74,970 23,604
ზუგდიდი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-08-15
მიწა არის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების, მდებარეობს ზუგდიდში, სოფ. ყულიშკარში. ნაკვეთეი არის ყოფილი ჩაის პლანტაცია. ჩაი ამოძიკვულია და ალაგ–ალაგ ამოსულია სარეველა ბუჩქები. ნაკვეთს ესაზღვრება პატარა უსახელო მდინარე. ფასი: 1ჰა – 3000$ ექვივალენტური თანხა ლარებში.
სასათბურე მეურნეობა
225,000 70,842
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-08-06
იყიდება მოქმედი სასათბურე მეურნეობა ნატახტარში, 2000 მ2 ფართობი. მიწის ფართზე მდებარეობს 1600 კვ.მ სათბური, ამჟამად მოშენებულია სალათის ფურცელი და მწვანე ხახვი, ყველანაირი კომუნიკაცია არის მიყვანილი. ცენტრალური გზიდან 150 მეტრში მდებარეობს. თბილისიდან 25 კმ-ში. ფასი: 75000$
ფერმა ბულაჩაურში
480,000 151,129
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-08-05
იყიდება მზა ფერმა, 800 კვ.მ. კაპიტალურ შენობას + 15 ჰექტარი მიწა, თბილისთან ახლოს, კომუნიკაციებით, 1 ჰექტრიანი ეზოთი, კიდევ პატარა სახლით, უფასო საძოვრებით, წიფლის და მუხის ტყის პირას, ეკოლოგიურ ზოლში. ფერმას მოყვება 15 ჰექტარი მიწა იმავე ლოკაციაში. მთელი წლის განმავლობაში საქონლის კვება შესაძლებელია უფასოდ, დამატებითი ხარჯის გარეშე.
სასოფლო-სამეურნეო ნაგებობა თელავში
135,000 42,505
თელავი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-08-02
იყიდება 1225 კვ.მ ფართობის მქონე კაპიტალური შენობა-საშრობი თელავის რაიონის სოფელ იყალთოში. მიწის ნაკვეთის სტატუსი - არა სასოფლო-სამეურნეო. ეზოს ფართობი 1853 კვ.მ. ეზოში დგას 53.95 კვ.მ ფართობის ცალკე მდგომი შენობა. ეზო მოასფალტებულია. მიყვანილია ყველა კომუნიკაცია. ფასი: 45000$
ფერმა ბოლნისში
81,000 25,503
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-07-17
ბოლნისში იყიდება ფერმის წილი, რომელიც არის 500 მ.კვ, რომელიც გათვლილია 80 სულ მსხვილფეხა საქონელზე, ბაგურზე დასაბმელად. თბილისიდან 65 კილომეტრში მდებარეობს, ფერმაში არის დენი,წყალი, დამხმარე ოთახებით,ბაკები და სარწყულებლები. სულ არის 1100 კვ.მ შენობა და 8000 კვ.მ მიწა.
ღორების ფერმა + ბლოკის ცეხი
1,588,050 500,000
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-07-08
იყიდება ორი ბიზნესი. ჯამური ფართი 16000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 8 შენობა-ნაგებობა. შემავალი რკინიგზის ხაზი. მდებარეობა ვაზიანი. მოქმედი ღორების ფერმა. მიწის ფართობი 6000 კვ.მ.: ღორების სადგომი, აკრედიტებული ბოინი (სასაკლაო), დამხმარე შენობა-ნაგებობები. ცოცხალი ღორის ტრანსპორტიებისთვის განკუთვნილი ორი ფურა თავისი გამწევებით (წიგაჩები). დაკლული ღორის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ორი მაცივარ-მანქანა (ფორდი და მერსედესი). ნარჩენების გასატანი ტექნიკა. არამოქმედი ბლოკის ცეხი. 10000 კვ.მ. მიწის ნაკეთი. ბლოკის სასაწყობე 2 შენობა, 3 დამხმარე შენობა-ნაგებობა. ბლოკის პრესი და სხვა დამხმარე ტექნიკა. ორივე ფართზე შედის რკინიგზა. ფართები არის ვაზიანში, გზის პირას.
ბაღი და ხილ-ბოსტნის მაცივარი
1,320,000 415,604
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-07-05
იყიდება თანამედროვე, ინტენსიური ტექნოლოგიებით გაშენებული, ვაშლის ახალი ჯიშების ბაღი მე-9 საძირეზე საყრდენ-სამაგრი და წვრთოვანი მორწყვის სისტემით. დამოუკიდებელი წყლის სათავე ნაგებობით და სატუმბი სისტემით. ბაღი შემოღობილია და სეტყვის საწინააღმდეგო ბადითაა დაცული. დამოუკიდებელი 50კვ-იანი სამფაზა ეხ.ხაზი შესაბამისი სამფაზა სტაბილიზატორით. ელ.სისტემის შესაბამისი სიმძლავრის ახალი გენერატორით. ბაღის შუაგულში მდებარებარეობს 900 მ მოცულობის ხილის თანამედროვე მაცივარი. პოლიურეტანის სენდვიჩ პანელებით, აღჭურვილი თანამედროვე სამაცივრე და დამხმარე ფართებით. ტერიტორია მათ შორის ბაღიც, განათებულია მძლავრი, ეკონომიკური გერმანული პროჟექტორებით. ინტერნეტი გარე  IP-ით და სათვალთვალო ვიდეო სისტემა. ანალოგიურ ბაღებს შორის საუკეთესოა საქართველოში.    
ფერმა აჭარაში
1,950,000 613,961
ბათუმი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-06-17
აჭარაში იყიდება მოქმედი ბიზნესი, ფერმა, რომელიც მდებარეობს მდინარესთან ახლოს. მიწის ფართობი არის 1.2 ჰექტარი. ამ ეტაპზე ფერმაში მოშენებულია მწყერი და კურდღელი, 2200 კვ/მ-ზე აშენებულია შენობა ნაგებობე  ასევე აშენებულია თანამედრივე სტანდარტების მაცივრები, რომლებიც დაყოფილია კამერებად(ტყავის,ქონის..).
მიწა ვენახით ყვარლის რაიონიში
2,184,000 687,636
თელავი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-06-14
იყიდება მიწა ყვარლის რაიონიში, 20 ჰა რეგისტრირებულ მიწა.აქედან 11 ჰექტარზე გაშენებულია ვენახი. მიწაზე არის ყურძნის ჯიშის შემდეგი სახეობები: 3,6 ჰა ახალშენი საფერავის ჯიშის, 1,2 ჰა მესამე წელში საფერავი , 2,6 ჰა მეოთხე წელში საფერავი და 3,4 ჰექტარზე რქაწითელი, ხიხვი და მანავის მწვანე. აღნიშნული ნაკვეთის დანარჩენ ფართობზე იონჯა არის დათესილი.  ასევე არის კაპიტალური შენობა  ჩრდილო და სამხრეთ კედლებით ფართი  288კვ.მ.
ფერმა ბოლნისის რაიონში
240,000 75,564
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-06-11
იყიდება ფერმა ბოლნისის რაიონში, ფერმა გათვლილია 200 სულ საქონელსა და 500 თხაზე. ფერმისა და მიწის ნაკვეთის ფართობი ერთად შეადგენს 2 ჰექტარსა და 7100 მეტრს. ფერმა არის 1115 კვ.მ. ტერტიტორიაზე განთავსებულია სხვადასხვა სახეობის ხეხილის ნერგები, ასევე ტერიტოია უზრუნველყოფილია ელექტრო ენერგიითა და წყლის სისტემით.  
უეკლო მაყვლის ბაღი
240,000 75,564
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-03-18
იყიდება თბილისთან 20 წუთის სავალზე, წეროვანში 1 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული მოქმედი უეკლო მაყვლის ბაღი მესამე წლის. ტერიტორია არის შემოღობილი, წვეთოვანი სისტემით გამართული, მოვლილი. მეორე წელს მივიღეთ 760 კილო მოსავალი. მესამე წლიდან იწყება მზარდი 4 ტონიდან მოსავლიანობა. იქვეა სპეციალური მაცივარიც.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა