რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 5 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ვენახი, ბაღი და მეურნეობა კახეთში
1,622,378 625,001
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2026-10-15
იყიდება 25 ჰექტარზე გაშენებული მეურნეობა - ვენახები, ბაღები იყიდება გამორჩეულად ლამაზი ვენახი, ბაღი და მეურნეობა კახეთში, ქინძმარაულის ზონაში! მეურნეობა მდებარეობას თელავიდან 17 კილომეტრში, ნაფარეულის გზატკეცილზე! მეურნეობა ესაზღვრება მდინარე ალაზნის ჭალას, სადაც ჩაედინება მდინარე ლოპოტა. მეურნეობის მიწები ბუნებრივად გამორჩეული ადგილია კლიმატური თვალსაზრისით და განსაკუთრებულია ხედებით. მეურნეობაში შედის 3.3 ჰექტარი - ახლად გაშენებული საფერავის ვენახი, 2 ჰექტარი - ქისი, 2 ჰექტარი - ხიხვი, 1 ჰექტარი - რქაწითელი. მეურნეობას აქვს 2 ჰექტარი გაშენებული ჩენდლერის ჯიშის კაკალი, 1 ჰექტარი შავი ქლიავი, წითელი ტყემალი და ნუში. მოწყობილია სარწყავი სისტემა. ნაკვეთების ცენტრში დგას ორ სართულიანი, 60 კვ.მ. ფართობის, გაფორმებული, კეთილმოწყობილი სახლი, საკუთარი კანალიზაციით. გაყვანილია დენი. მოწყობილია ტექნიკის შესანახი ადგილი, ორი დიდი, 40 ფუთიანი კონტეინერი. მეურნეობას გააჩნია ორი ტრაქტორი, ყველა საჭირო მოწყობილობით, რომელიც სჭირდება ვენახის და მიწის მოვლას. მთლიანი ფართობი 25 ჰექტარი. 1 კვ.მ ფასი 2,5 დოლარის შესაბამისი თანხა ლარში. (ამჟამად ფართობი დაყოფილია ნაკვეთებად, მაგრამ სურვილის შემთხვევაში გაერთიანდება)
მემობერი
2,336,220 900,000
ზუგდიდი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2026-07-09
იყიდება ბიზნესი - 16 ჰექტარი მოცვის პლანტაცია. გაყიდვის მიზეზი: ოჯახური გარემოებები ბიზნესის საერთო ღირებულება: $900,000 მოსავლიანობა: 40 ტონიდან წლიური შემოსავალი: $200,000-დან დეტალები ხელმისაწვდომია მოთხოვნის შემთხვევაში. შესაძლებელია ეტაპობრივად გაყიდვა (4 ჰექტარი, 6 ჰექტარი). პირველი დარგვები (3 ჰექტარი) 2017 წელს განხორციელდა და ამჟამად სრული ნაყოფიერების მდგომარეობაშია. ფართობის თანდათანობითმა გაფართოებამ გამოიწვია დამატებით 15 ჰექტარის დარგვა 2021-2022 წლებში და ჯიშების ნაწილობრივი ჩანაცვლება უფრო პროდუქტიული ჯიშებით 2023 წელს. გაბატონებული ჯიშები: Maverick, Gladiator, Early Dutchess და Onil. მოსავლის აღების პერიოდი: მაისი-ივნისი ჩვენ გვაქვს გამოცდილება და კონტრაქტები რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და სომხეთში მიწოდებისთვის. - 16 ჰექტარი მოცვის პლანტაცია (42,000 მცენარე) - 2,500 კვ.მ. სანერგე ინფრასტრუქტურა - თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემა სასუქის დოზირებით, წყლის მიმღებით და ელექტრო ღობით პერიმეტრზე - მდინარის და ჭის წყალი (წყლის მიმღების ლიცენზიით) - 50 ცხენის ძალის ტრაქტორი და მისამაგრებელი მოწყობილობები - მბრუნავი სახნავ-სათესი მანქანა, მულჩერი, ატომიზატორი - Ford Transit მიკროავტობუსი - საწყობი სასუქისა და სანერგე მასალების შესანახად (30 კვ.მ. შიდა + 50 კვ.მ. ღია ტილოს ქვეშ) - საკუთარი 50 კვტ. ტრანსფორმატორი + დიზელის გენერატორი. - ელექტროენერგია მთელ ტერიტორიაზე, განათება, Wi-Fi და ვიდეომეთვალყურეობის კამერები. - სრულად აღჭურვილი 90 კვ.მ. სახლი (65 კვ.მ. შიდა ფართობი), შესაძლებელია ოფისად გადაკეთება. ასევე ხელმისაწვდომია, მაგრამ ფასში არ შედის: - 500 კვ.მ. სამაცივრე საცავი, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ გზატკეცილზე 8,000 კვ.მ ნაკვეთზე. ობიექტი მოიცავს წინასწარი გაგრილების ზონას, ცენტრალურ მაცივარ ოთახს, ორ სამაცივრე ოთახს, გადმოტვირთვის ზონას პანდუსით, პერსონალის საცხოვრებლებს და ოფისს. 300.000$ - მოცვის დახარისხებისა და შეფუთვის ხაზი. 42.000$ - მურაბის წარმოების აღჭურვილობა. 50.000$ კომპანიას აქვს დადებითი საკრედიტო ისტორია, სუფთა საგადასახადო ჩანაწერი და არ აქვს დავალიანება, ჯარიმები ან სასამართლო დავა.
სოკოს საწარმო და 3 ჰა მიწა (გეზთან ახლოს)
5,840,550 2,250,000
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2026-03-04
წარმოგიდგენთ უნიკალურ კომერციულ ობიექტს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. გამარჯვების მიმდებარედ. ობიექტი სრულად არის მომზადებული როგორც არსებული აგრო-ბიზნესის (სოკოს წარმოება) გასაგრძელებლად, ისე ნებისმიერი მასშტაბური ინდუსტრიული პროექტის განსახორციელებლად. 📍 ლოკაცია და ლოჯისტიკური უპირატესობა მისამართი: გარდაბანი, სოფ. გამარჯვება. სტრატეგიული მდებარეობა: თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონიდან (GEZI) 2 წუთის სავალზე. ხელმისაწვდომობა: ცენტრალური გზატკეცილიდან 500 მეტრი. 🏗️ უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურა ობიექტი განთავსებულია 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რაც იძლევა ნებისმიერი ტიპის მშენებლობისა და უცხოური ინვესტიციის განხორციელების საშუალებას. მთავარი საწარმოო კორპუსი (N1): 3,360 კვ.მ. (ჭერის სიმაღლე 5 მ). სრულად იზოლირებული სათბურები, სამაცივრე სისტემები, საოფისე და დამხმარე ფართები. დამხმარე ნაგებობა (N2): 288 კვ.მ. (ბრიკეტების საწარმო). ტერიტორია: 30,000 კვ.მ. სრულად შემოღობილი და დაცული პერიმეტრი. ⚡ ტექნიკური მახასიათებლები ობიექტი გამოირჩევა მძლავრი კომუნალური ინფრასტრუქტურით, რაც კრიტიკულია წარმოებისთვის: ელექტროენერგია: საკუთარი 500 კვტ სიმძლავრის ქვესადგური. ენერგო-უსაფრთხოება: 65 კვტ დიზელის გენერატორი (ავტომატური ჩართვის სისტემით). წყალმომარაგება: ინდუსტრიული სიმძლავრის უკუოსმოსის (Reverse Osmosis) ფილტრაციის სისტემა და დიდი მოცულობის რეზერვუარები. გათბობა: ავტონომიური საქვაბე მეურნეობა. 🎯 საინვესტიციო პოტენციალი მოცემული ქონება, მისი მდებარეობიდან და რესურსებიდან გამომდინარე, ოპტიმალურია შემდეგი საქმიანობებისთვის: აგრო-ინდუსტრია: სოკოს ან სხვა სასათბურე კულტურების მაღალტექნოლოგიური წარმოება. ლოჯისტიკური ჰაბი: საბაჟო საწყობები ან სადისტრიბუციო ცენტრი (გეზთან სიახლოვის გამო). მძიმე/მსუბუქი მრეწველობა: დიდი ელექტრო სიმძლავრე (500 კვტ) იძლევა ნებისმიერი ტიპის დაზგა-დანადგარების მუშაობის საშუალებას. 💰 ფინანსური პირობები ღირებულება: 75$ / კვ.მ. ჯამური ფასი: ექვემდებარება ინდივიდუალურ მოლაპარაკებას.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა