რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 20 განცხადება 27 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
სვით ნესთ
40,000 15,257
ბათუმი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-09-23
🔔🔔 სასწრაფოდ იყიდება მოქმედი სრულად აწყობილი დესერტების ბიზნესი ბათუმში — Sweet Nest•სვით ნესთ დესერტები მოიცავს: 🍫 ფინიკი ბელგიურ შოკოლადში სასაჩუქრე ვერიით; 🧇 ბელგიური ვაფლი დანამატებით; 🥞 პატარა ზომის ბლინები დანამატებით; ☕️ ცხელი და 🥤 ცივი სასმელები; მყიდველს გადაეცემა: ბრენდი, სოციალური ქსელები, Wolt/Glovo, მენიუ და რეცეპტები, აწყობილი და გამართული სოც-ქსელები, ფოტო-ვიდეო მასალა, ყველა პროდუქტის/შეფუთვის მომწოდებლის კონტაქტები. ბიზნესი მზადაა მუშაობისა და განვითარებისთვის. 📍ობიექტი მდებარეობს სავაჭრო ცენტრ ბათუმი მოლში 1 სართულზე ფასი და დეტალები — დარეკეთ მითითებულ ნომერზე ☎️ 557 77 08 77
რესტორანი "View and More"
6,554,500 2,500,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-08-19
იყიდება უნივერსალური კომერციული ფართი დედაქალაქის შუაგულში, ძველ თბილისში. მთლიანი ფართი შეადგენს 460 კვადრატულ მეტრს, აქედან 250 კვ არის კვების ფართი, ხოლო მიწის ფართი 120 კვ მეტრი. შენობა შედგება 5 სართულისგან. ზედა ორ სართულზე განთავსებულია კაფე-რესტორანი. უშუალოდ სტუმართა მიღება შესაძლებელია როგორც მთავარი კარიდან, ასევე კიბის საშუალებით,რომელიც მეოთხე სართულზე აგვიყვანს. აქ კი განთავსებულია უამრავი მაგიდა, სივრცე როგორც სტუმართათვის, ასევე სტაფის სამუშაო ოთახი, ორი სველი წერტილი (მესამე სტაფის ოთახში) და აივანი, სადაც ასევე რამდენიმე მაგიდა არის განთავსებული და ქალაქის ხედებს გადაჰყურებს. შიდა კიბით შესაძლებელია მეხუთე სართულზე აღმოვჩნდეთ, სადაც ძირითადი დარბაზია. სპეციალურად დამზადებული ფანჯრები, რომლის ინდივიდუალურად მოხსნა უპრობლემოდაა შესაძლებელი, ასევე ჭერი, რომელიც იხსნება და სრულიად ღია სივრცედ შეგვიძლია ვაქციოთ რესტორნის მეხუთე სართული. აქედან კი გასაოცარი ხედები იშლება. მესამე სართულზე დათმობილი აქვს მთლიანად სამზარეულოს, გამწოვი სისტემა, სასაწყობე ოთახი, ასევე შიდა ლიფტი, რომლითაც სამზარეულო ზედა ორ სართულს ამარაგებს, ცხადია მესამე სართულსაც აქვს აივანი, ასევე უკანა ეზოში გასასლელი კარიც. რაც შეეხება ქვედა ორ სართულს, აქ უზარმაზარი სივრცეა ასათვისებელი. 5 ოთახი გადანაწინებული ორ სართულზე. ერთი სამზარეულო, მისაღები ოთახი ბუხრით + 1 უკანა გასასვლელი. უფრო ქვემოთ (-1 სართულზე) ერთი დიდი მისაღები ოთახია, ორი იზოლირებული მცირე ზომის ოთახით (საკაბინეტედ) და ასევე სველი წერტილით. შენობა ახალი გარემონტებულია, ულამაზეს, თბილისურ დიზაინში. წინა ხედი გადაჰყურებს თბილისს, უკან კი ნარიყალას ისტორიული ციხესიმაგრე დაჰყურებს. შენობის მაღლა მოძრაობს საბაგირო, საიდანაც ტურისტების (და არა მხოლოდ) ყურადღებას იქცევს. აქვს საპარკინგე სივრცე ეზოში ისევე როგორც მიწის ნაკვეთი შენობის ტერიტორიაზევე, რომელიც ასევე ასათვისებელია და შესაძლებელია სტუმართათვის სივრცის მოწყობა. მაღალი შეფასებით საიტებზე, ავეჯით, ტექნიკით. დაგვიკავშირდით, დეტალურ ინფომრაციას მოგაწვდით.
იყიდება მოქმედი საშაურმე
30,000 11,443
ბაღდადი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-07-08
იყიდება მოქმედი საშაურმე, ბაღდათის რ-ნ სოფ როხში, არის სუფთა და მოწესრიგებული, აღჭურვილია კამერებით, გენერატორით, პოსტ ტერმინალით და პროგრამით Icash. ასევე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, ჰოთდოგის აპარატებით, ტელევიზორის ეკრანებით. მსურველებმა დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577193971 ფასზე დალაპარაკება შეიძლება.
Lunchbox business
39,327 15,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-06-30
სასწრაფოდ იყიდება ლანჩბოქსების ბიზნესი – Bacanos.ge სასწრაფოდ მიწევს ჩემს ქვეყანაში დაბრუნება, ამიტომ ბიზნესის საზღვარგარეთიდან მართვას ვეღარ შევძლებ. ამის გამო იყიდება Bacanos.ge. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მხოლოდ WhatsApp-ზე. WhatsApp: +33 6 95 11 56 04 გთხოვთ, არ დარეკოთ — მომწერეთ მხოლოდ შეტყობინება.
კაფე ფუდ არეა
104,872 40,000
ბათუმი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-06-13
🇬🇪 იყიდება მზა ბიზნესი ბათუმში! ეძებთ მომგებიან ბიზნესს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ლოკაციაზე? იყიდება სრულად მოწყობილი კვების ობიექტი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე. კაფე მდებარეობს მაღალი გამავლობის ზონაში, სადაც განთავსებულია მრავალი ოფისი, ბანკი, რამდენიმე კლინიკა და სასამართლო. დამატებით, ობიექტი მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, რაც უზრუნველყოფს მუდმივ მომხმარებელთა ნაკადს. ✅ სრულად გარემონტებული ✅ ტექნიკურად სრულად აღჭურვილი ✅ HACCP-ის (ჰასპის) სტანდარტების შესაბამისად დაპროექტებული სამზარეულო ✅ საქმიანობის დაუყოვნებლივ დაწყების შესაძლებლობა ფასი მნიშვნელოვნად დაბალია იმ თანხასთან შედარებით, რაც ობიექტის კეთილმოწყობასა და აღჭურვაშია ინვესტირებული. 📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე: 599 10 58 70
საშაურმე
36,000 13,731
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-05-30
ჯერ დეტალებს გადახედეთ და მერე დამიკავშირდით სულ გამეორება არ მომიწიოს. მადლობა დიდი. 🔥 იყიდება: “Shaurma 300” – მზა და მოქმედი ბიზნესი🔥 თბილისის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ხელსაყრელ ლოკაციაზე მდებარე “Shaurma 300” ეძებს ახალ მფლობელს. 📍 მთავარი უპირატესობა – ლოკაცია: ბოჭორმის 8 რესტორანი მდებარეობს Tbilisi Medical Academy (TMA)-ს უშუალოდ გვერდით, ხოლო დაახლოებით 300–400 მეტრში მდებარეობს Georgian National University SEU. ეს უზრუნველყოფს დღის განმავლობაში უწყვეტ სტუდენტებისა და პერსონალის ნაკადს, რაც ნიშნავს სტაბილურ და მუდმივ კლიენტურას. 🚇 ასევე, 300 Aragveli Metro Station მდებარეობს რესტორნიდან მხოლოდ 50–100 მეტრის დაშორებით, რაც ქმნის მაღალი ინტენსივობის ფეხით მოსიარულეთა ნაკადს და უზრუნველყოფს მარტივ მისადგომობას დღის ნებისმიერ დროს. 🏥 მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე კლინიკა და სამედიცინო დაწესებულება, რაც დამატებით ზრდის კლიენტების რაოდენობას. 📊 ზონის უპირატესობა: 300 არაგველის ტერიტორია fast-food ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ზონაა, სადაც კონკურენცია შედარებით დაბალია, რაც ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. 🏢 რესტორნის შესახებ: • 2-სართულიანი ობიექტი (ზედა სართულზე განთავსებულია კომფორტული დასაჯდომი სივრცე) • სრულად აღჭურვილი სამზარეულო – შესაძლებელია საქმიანობის დაუყოვნებლივ გაგრძელება • თანამედროვე და მოწესრიგებული ინტერიერი • ყველა საჭირო ინვენტარი და ტექნიკა ადგილზეა 📈 ბიზნესის მაჩვენებლები: • რესტორანი ფუნქციონირებს მხოლოდ 3–4 თვეა • მოკლე დროში ჩამოყალიბდა სტაბილური კლიენტურა • მხოლოდ ქათმის პროდუქტებითაც კი მოიპოვა მომხმარებლის ნდობა • მენიუს გაფართოების შემთხვევაში შესაძლებელია შემოსავლის კიდევ უფრო გაზრდა • უნივერსიტეტებისა და მეტროს სიახლოვის გამო უკვე ჩამოყალიბებულია მუდმივი კლიენტების ნაკადი 💰 ქირის პირობები: • ობიექტი გაქირავებულია ხელსაყრელ ფასად • დეტალური ინფორმაცია გაიცემა სატელეფონო საუბრისას 💵 ფასი: 36,000 ლარი (მოლაპარაკება შესაძლებელია) – ფასში შედის მოქმედი ბიზნესი, ინვენტარი და ჩამოყალიბებული კლიენტურა 🤝 გაყიდვის მიზეზი: ჩვენ ვართ სტუდენტები და ეს ბიზნესი დავიწყეთ ინტერესითა და მოტივაციით. მიღებული შედეგებით კმაყოფილები ვართ და ბიზნესი უკვე გამართულად ფუნქციონირებს. თუმცა, სასწავლო პროცესი და ჩვენი სამომავლო პროფესიული გეგმები გვიზღუდავს შესაძლებლობას, სრულად მივუძღვნათ თავი ამ პასუხისმგებლიან საქმიანობას. ამიტომ ვეძებთ ახალ მფლობელს, რომელიც გააგრძელებს და განავითარებს ამ ბიზნესს. ✨ რატომ ეს ბიზნესი? ასეთ ლოკაციაზე (უნივერსიტეტები + მეტრო + კლინიკები) მდებარე მზა ბიზნესი იშვიათი შესაძლებლობაა. ნულიდან დაწყების ნაცვლად, შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე გამართული სისტემა და სწრაფად მიიღოთ შემოსავალი. 📞 დამატებითი ინფორმაციისთვის და ობიექტის სანახავად დაგვიკავშირდით 558 24 15 73
იყიდება მოქმედი საკონდიტრო ბიზნესი
52,436 20,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-05-01
ჩამოყალიბებული და ბაზარზე ცნობილი ბრენდი, გამორჩეული ნამცხვრებით და სტილით. ბიზნესი ბოლო 5 წელია რაც წარმატებით ფუნქციონირებს, აქვს მზარდი სამომხმარებლო აუდიტორია და სტაბილური ბრუნვა. სრულად აწყობილია საწარმოო და მასთან დაკავშირებული ოპერაციებით. 📍 ლოკაცია ვაკე, მრგვალ ბაღთან, შატბერაშვილის ქუჩაზე - მაღალი გამვლელობის ზონა, საცხოვრებელი, ბიზნეს და ტურისტული გარემოს უბანი. 🏩 სივრცე სრულად მოწყობილი და ფუნქციური, საკონდიტროსთვის ოპტიმიზებული 21 კვ.მ ფართი. ტერასით და შიდა მოსაჯდომი სივრცით. (იჯარის ღირებულება 450$ - 1 წლიანი ხელშეკრულებით). 🍰 Brand ‘ბრენდი’ არის ჩამოყალიბებული ვიზუალური იდენტობით, პოზიციონირებითა და ერთგული მომხმარებლების ბაზით. ‘ბრენდი’ იყო არა ერთ ღია მარკეტზე (საშობაო, შემოდგომის და სხვა) წარმოდგენილი. მზარდი აუდიტორია, როგორც ფიზიკური ვიზიტორების, ისე ონლაინ შეკვეთების მხრივ. მაღალი პოტენციალი - b2b გაყიდვების ზრდის. ჩართული Liberty ბანკის ქეშბექ და ფასდაკელების კამპანიებში. 📱 ციფრული აქტივები გამართული და აქტიური სოციალური მედია (Instagram / Facebook) მაღალი ენგეიჯმენტით. ინტეგრირებული Wolt-ს და Glovo-ს აპლიკაცია, მუშა მენიუთი და დადგენილი პროცესით. Wolt Rating: 9.6 / Glovo Rating: 100% მაღალი შეფასების რეიტინგი Google Map-ზე, რისი საშუალებითაც ტურისტები და უცხოელი რეზიდენტები აქტიურად სტუმრობენ სივრცეს. 📋 რეცეპტები შეთანხმების საფუძველზე 50% - 60% ან 70% რეცეპტების გადაეცემა მყიდველს. რეცეპტები არის სრულად დამუშავებული და 5 წლის განმავლობაში დატესტილი, რაც უზრუნველყოფს ნამცხვრების მაღალ ხარისხს. 🛠 ტექნიკა და ინვენტარი ბიზნესის შეუფერხებელი წარმოებისთვის საჭირო ყველა დანადგარი, ტექნიკა და დამხმარე მასალა გადაეცემა მყიდველს. საკონდიტრო მზადაა მუშაობის გასაგრძელებლად პირველივე დღიდან, ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციის გარეშე. 💼 ვისთვის არის შესაფერისი ესაა მზა გადაწყვეტა მათთვის, ვისაც სურს F&B სექტორში შესვლა ნულიდან დაწყების რისკის გარეშე ბრენდი, ლოკაცია, ოპერაციული სისტემა და კლიენტის ბაზა უკვე არსებობს. 🔴 სერიოზული დაინტერესების შემთხვევაში და ფასის შესათანხმელბად დაგვიკავშირდით: 595313353
იყიდება მზა რესტორნის ბიზნესი - სრულად აღჭურვილი!
393,270 150,000
ბათუმი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-04-24
მზა საინვესტიციო შესაძლებლობა! 🍔🔥 იყიდება სრულად აღჭურვილი რესტორანი (ინვენტარი/აღჭურვილობა + კეთილმოწყობილი/დეკორაცია + ავეჯი) ძველი ბათუმის აქტიურ ლოკაციაზე, ბათუმის ცენტრალური მეჩეთის მოპირდაპირედ. ✅ რესტორანი განთავსებულია იჯარით აღებულ ფართში (იჯარის გადაფორმება მოხდება რესტორნის შემძენზე/ახალ მესაკუთრეზე). ✅ აღჭურვილობა არის იდეალურ მდგომარეობაში და მზადაა მუშაობის დაუყოვნებლივ დასაწყებად. ✅ დაზოგეთ დრო და ხარჯები და შეიძინეთ მზა ბიზნესი. ❗️ მხოლოდ სერიოზული/რეალური დაინტერესების შემთხვევაში, რესტორნის დასათვალიერებლად და ინვენტარის დეტალებისთვის დაგვიკავშირდით
კაფე “ნუშიკო” კინო “ამირანი” ს გვერდით
52,436 20,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-04-14
იყიდება მოქმედი ბიზნესი სასიამოვნო გარემოთი რომელსაც სჭირდება მეტი ყურადღება ) https://www.google.com/maps/place/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94+%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D+*+Cafe+Nushiko,+36+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91+%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1+%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%90,+%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98/@41.7075802,44.7860611,16z/data=!4m6!3m5!1s0x404475d1cc43237f:0x6ed2a692d6669b95!8m2!3d41.7075802!4d44.7860611!16s%2Fg%2F11ycjpzkjf?g_ep=Eg1tbF8yMDI2MDQxM18wIOC7DCoASAJQAg%3D%3D
ვაკეში, ჭავჭავაძის 16
52,436 20,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-04-03
იყიდება ბიზნესი ვაკეში, მთავარ ქუჩაზე, ჭავჭავაძის 16. ბიზნესის აქტივებშია ყველაფერი რაც განთავსებულია ამ ფართზე. ქირა $1,500+დღგ. შეგიძლიათ გააგრძელოთ ამ ბიზნესის ოპერირება, ან შეიძინოთ მხოლოდ აქტივები (სამზარეულო, ავეჯი და ა.შ.) ან შესაძლოა ქირავნობის უფლების დათმობაზე საუბარი, ვინაიდან აღნიშნულ ფართზე ქირაობის უფლება 2028 წლამდე ჩვენ გვაქვს.
იყიდება მოქმედი კაფე-საცხობი
62,923 24,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-03-23
იყიდება მოქმედი კაფე-საცხობი საუკეთესო ლოკაციაზე. იყიდება მხოლოდ მოქმედი ბიზნესი. ობიექტი სრულად აღჭურვილია უახლესი მოდელის პროფესიონალური ტექნიკით, რომლის უმეტესობაც შეძენილია „ბეიქერში“. ტექნიკა არის პრაქტიკულად ახალი და მუშაობს მხოლოდ 1 წელია. ფართი არის საკმაოდ დიდი, აქვს შიდა დასასხდომი სივრცე, რაც მომხმარებლებისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის. კაფე მდებარეობს ძალიან კარგ და მოძრავ ადგილზე – პირდაპირ გაჩერების წინ და მეტროდან მხოლოდ 1 წუთის სავალზე, რაც უზრუნველყოფს მუდმივ მომხმარებელთა ნაკადს. ობიექტს უკვე ჰყავს მუდმივი კლიენტურა და ამ ეტაპზე უზრუნველყოფს ახლოს მდებარე მშენებარე ობიექტის ბრიგადის კვებას, რაც დამატებით სტაბილურ შემოსავალს ქმნის. იდეალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს მზა და გამართული ბიზნესის შეძენა. ობიექტზე განთავსებული ტექნიკა: საკონდიტრო ვიტრინა (დახლმაცივარი) კონვეციური ღუმელი პატარა ზომა კონვეზიური ღუმელი დიდი ზომა ქვის ღუმელი 2 ცომსაზელი 1 გაზი 2 სტელაჟი ნერჟავეიკის მაგიდა 2 დიდი ზომა 1 პატარა ზომა მაცივარი (დახლმაცივარი სამუშაო ზედაპირით) დიდი ზომა 1 მიქსერი საკონდიტრო 2 ერთი დიდი მეორწ პატარა მაცივარი პროდუქციის შესანახი 1 გამწოვი (2 მაცივარი კოკაკოლის) საყინულე 1 დიდი ზომის ობიექტზე რჩება ყველაფერი რაც გულისხმობს (კონტეინერებს, თაროებს, მდივანს ზემოთ მოსასვენებელ სივრცესი არსებულს, დარჩენილ პროდუქციას ძირითადად საკონდიტრო მიმართულებით) დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით :555759180 ვარ მესაკუთრე იყიდება მხოლოდ აწყობილი ბიზნესი
მოქმედი კაფე იყიდება ქობულეთში, ზღვის პირველ ხაზზე
838,976 320,000
ქობულეთი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-03-14
🔥 Operating Business for Sale — Café on the First Line in Kobuleti The premises are rented. A fully operating and established café business is for sale. The café is located on the first line near the sea in Kobuleti, in a high-traffic tourist area. The business is completely ready to operate and has an established concept with regular guests. 📍 Location: Kobuleti, first line near the sea 📐 Property details: — Comfortable café space with a dining hall — Additional basement area used as storage and fully at the disposal of the café — Indoor seating area and terrace for guests 💰 Rent: seasonal rent agreement 🔧 Utilities: winter utilities are shared between the tenant and the property owner. 👥 Staff during the season: bartender, waiter, chef, kitchen assistant and cleaner. The café already operates with a formed concept and has strong potential to increase revenue through marketing, delivery services and active tourist flow during the season. 💵 Price: 32,000 USD For more information, photos and details — contact in private messages. #businessforsale #restaurantforsale #cafeforsale #kobuleti #georgiarealestate #georgiabusiness #horecabusiness #seasidebusiness #investmentopportunity #businessingeorgia
იყიდება კაფე ვაკეში
140,000 53,398
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-03-08
💰 ბიზნესის ღირებულება: 140,000 ლარი 💰 თვიური იჯარა: 9,500 ლარი იშვიათი შესაძლებლობაა შეიძინოთ სრულად ფუნქციონირებადი კაფე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე — თბილისის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და პრესტიჟულ უბანში. ირგვლივ მდებარეობს სკოლები და უნივერსიტეტები, რაც უზრუნველყოფს მუდმივ ნაკადს და ერთგულ მომხმარებლებს. ✨ ძირითადი უპირატესობები: - ახალი გარემონტებული და სრულად მოწყობილი ფართი პრემიუმ კაფისთვის - ტროტოარზე ღია კაფის მოწყობის უფლება - ღირებულებაში შედის ავეჯი, პროფესიონალური ტექნიკა, ბრენდი, ვებსაიტი, მენიუ და აქტიური Facebook და Instagram გვერდები - Glovo და Wolt უკვე გააქტიურებულია - ობიექტი ფუნქციონირებს და მზად არის დაუყოვნებლივ გადაბარებისთვის ეს არის სრულად მზა ინვესტიცია — შეგიძლიათ პირველივე დღიდან დაიწყოთ ოპერირება.
კვების ობიექტი + საცხობი
65,545 25,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-02-24
სასწრაფოდ იყიდება კვების ბიზნესი საბურთალოზე❗️წლიური ბრუნვა 700000ლარი - ფასი - 25000$ სამი წლის ჩამოყალიბებული ბრენდია, არის სრულად აღჭურვილი ყველანაირი ტექნიკით რაც არის საჭირო ობიექტის ოპერირებისთვის და ყავს გამოცდილი სტაფი. Glovo, Wolt-ზე და Bolt food-ზე აქვს მაღალი სამომხმარებლო შეფასება-“9.6” ასევე ძაან კარგი ლოკაცია აქვს ადგილზე გაყიდვებისთვის, აქ მოსულ სტუმრარს ხვდება ლამაზი მყუდრო გამწვანებული გარემო, სავსე ცოცხალი მცენარეებით! გადავცემთ ახალ მყიდველს სრულ მენიუს თავისი რეცეპტებით და გრამაჟებით, ბრენდბუქს და ასევე გამართულ ვებ გვერდს და სოციალურ ქსელებს. მნიშვნელოვანია რომ ობიექტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დიდი პოტენციალი აქვს საცხობის ბიზნესს, რისთვისაც ყველაფერი გვაქვს გამზადებული, საჭიროა მხოლოდ მცხობელის პოვნა. მოკლედ ბიზსნესი არის მუშა და გამართული, მყიდველს შეუძლია პირდაპირ გააგრძელოს ფუნქციონირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე! დეტალებისთვის დამიკავშირდით 591819700

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა