რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 3 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ფიტშაურმა
120,000 44,552
თბილისი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2024-06-26
იყიდება გამართული, აწყობილი, მოქმედი საშაურმე განსხვავებული კონცეფციით. ფიტშაურმა არის ჯანსაღი კონცეფციის საშაურმე, სადაც კონკურენტებისგან განსხვავებით მზადდება დაბალკალორიული შაურმა სპეციალური სოუსით. საშაურმე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, არაფრის ყიდვა და დამატება არ იქნება საჭირო. ასევე იდეალურად არის გამართული სადისტრიბუციო სისტემა. დამარინადებული ხორცი, ბოსტნეული და ლავაში ადგილზე მოაქვთ შესაბამის კომპანიებს. სურვილის შემთხვევაში გაგიზიარებთ მათ საკონტაქტო ინფორმაციებსაც. ამჟამად ყოველდღიურად იყიდება 40-50 კგ. ხორცი. მინიმუმ 1200, მაქსიმუმ კი 2400 ლარია ყოველდღიური შემოსავალი. შესაბამისად, თვეში ობიექტის შემოსავალი 40-დან 50 ათასამდე მერყეობს. საშაურმე მდებარეობს საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილას. ფიტშაურმის მფლობელი ცნობილი იუთუბერი და ინფლუენსერია, რის გამოც ობიექტს ჰყავს როგორც ერთგული, ისე მუდმივად მზარდი მომხმარებელი. დაინტერესების შემთხვევაში, საშაურმეს მოყვება ასევე ინსტაგრამ გვერდი, სადაც 8 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს. გარდა ამისა გვყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მეგობრული გუნდი. სტაფი შედგება ექვსი თანამშრომლისგან, ამ კუთხითაც დამატებითი რესურსის და ენერგიის ხარჯვა არ მოგიწევთ. საშაურმის ფასია 120 000 ლარი.
სმოკინგერ
395,945 147,000
ბათუმი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2024-04-19
ბათუმში მზა ბიზნესი. მოქმედი კომპანია, ვალებისა და სესხების გარეშე, კარგი რეპუტაციითა და ხარისხიანი პროდუქციით. კლიენტები: ძირითადად რესტორნები, ასევე რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელი და მაღაზიები. წარმადობა 10+ ტონა თვეში. HACCP სტანდარტიზაცია. Izhitsa z115A საკვამლე კამერები, საშრობი კამერები და Izhitsa ვაკუუმური ჩხირი, გერმანული Konti საკეპი და ლორის ჩხირი, მრავალი პერიფერიული მოწყობილობა, საცივრები და საყინულეები, სავაჭრო აღჭურვილობა, გამანაწილებელი მანქანა საცივრით და სხვა. ნედლეულის მიმწოდებელი მდებარეობს მეზობელ შენობაში, მიტანა არ არის საჭირო. ჩვენ გიდავთ ბიზნესში, გაგცემთ კონსულტაციას და გადაგცემთ კლიენტებთან ერთად. მოთხოვნისამებრ გაგიგზავნით აღჭურვილობის დეტალურ აღწერას, ფოტოებსა და ვიდეოებს.
საკონდიტრო ქსელი
1,077,400 400,000
თბილისი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2023-11-15
იყიდება მზა, დაარსებული ბიზნესი ორი კომერციული ფართით. 1 ფილიალი დიდ დიღომში. 110 კვ.მ მე-2 ფილიალი საბურთალოზე 40 კვ.მ. ორივე შენობა სრულად არის აღჭურვილი საკონდიტრო ნაწარმის წარმოებისთვის მანქანებითა და აღჭურვილობით. კომპანიას აქვს ჩამოყალიბებული სადისტრიბუციო ქსელი მსხვილი მყიდველებით, ასევე აქვს მანქანები, მინივენი და სედანი. ასევე მომუშავე გვერდები სოციალურ ქსელებში, დიდი გაშუქებით. ორივე შენობის ფასი მზა ბიზნესთან ერთად (ყველა აღჭურვილობის ჩათვლით)

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა