რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
-10 - 0 განცხადება 15 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ჰიგიენური ქაღალდებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის წარმოება
1,300,000 501,563
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2026-05-04
იყიდება სრულად გამართული, მომგებიანი ბიზნესი, რომელიც მოიცავს ჰიგიენური ქაღალდებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის წარმოებას. კომპანია სტაბილურად ოპერირებს ბაზარზე და გააჩნია ზრდის დიდი პოტენციალი. წარმოების ხაზები: • ქაღალდის ნაწარმი: ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცი, ხელის გასამშრალებელი ქაღალდი (Z და V დაკეცვის). • საყოფაცხოვრებო ქიმია: თხევადი საპონი, ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, მინის საწმენდი, სადეზინფექციო სითხეები. ბიზნესის აქტივები და მაჩვენებლები: • უძრავი ქონება: 540,000 ლარის ღირებულების საკუთარი საწარმოო ფართი. • აღჭურვილობა: თანამედროვე მანქანა-დანადგარები (ღირებულება 400,000 ლარი). • ბრუნვა: 150,000 ლარი თვეში (სტაბილური ზრდის დინამიკით). • სხვა: გამართული სადისტრიბუციო ქსელი, ნედლეულის მომწოდებლებთან აწყობილი ურთიერთობა და გადამზადებული პერსონალი. ბიზნესი იყიდება როგორც ერთიანი აქტივი: შენობა, დანადგარები, ბრენდი და რეალიზაციის არხები. ეს არის იდეალური შანსი ინვესტიციისთვის მზა, მომგებიან ინდუსტრიაში.
იყიდება ჩიფსების საწარმო — სრული აღჭურვილობით
1,555,140 600,000
მცხეთა | წარმოება
თარიღი: 2026-04-23
იყიდება მოქმედი ბიზნესი — კარტოფილის ჩიფსების წარმოება სრული ინფრასტრუქტურით. ობიექტი მოიცავს 500 მ² სასაწარმოო ფართს და 3,500 მ² მიწის ნაკვეთს. გაყიდვა ხდება წარმოების ყველა დანადგარით და აღჭურვილობით სრულად. მზა ბიზნესი. მდებარეობა მცხეთა სოფელი მისაქციელი.
სამრეწველო-საწარმოო კომპლექსი
5,442,990 2,100,000
ოზურგეთი | წარმოება
თარიღი: 2026-02-25
იყიდება საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ფართები, თავიანთი გაბარიტებით (მათ შორის სიმაღლეებით), განლაგებით, დამაგრებული მიწის ნაკვეთით, საწარმოო და დამხმარე ინფრასტრუქტურით, შესაძლებლობას იძლევა გამოყენებულ იქნენ, პრაქტიკულად, ნებისმიერი მიმართულების სამრეწველო წარმოების მოწყობისა და სასაწყობე მეურნეობის შექმნის მიზნით. საწარმოს დანიშნულებას წარმოადგენდა თიხის გადამუშავება და კაოლინის, აგურისა და თიხის სხვა ნაკეთობების გამოშვება. საწარმოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დვაბზუში საკუთრების უფლებით გააჩნია ერთ სივრცეში მდებარე 2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი: 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 29 246 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 26.19.15.014); 2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 2 356 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 26.19.15.015). მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია საწარმოო და სასაწყობე შენობები, ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე შენობები და ნაგებობები: 1. საწარმოო შენობები: კაოლინის წარმოება - 1111,4 კვ.მ. (№2); აგურისა და სხვა ნაკეთობების წარმოება - 4216 კვ.მ. (№3). 2. სასაწყობე შენობა-ნაგებობები: საწყობი 609 კვ.მ. (№5); ანგარები - 150 კვ.მ. (№6), 150 კვ.მ. (№7). 3. ადმინისტრაციული შენობა: 233,68 კვ.მ. (2 სართული) (№1). 4. სასტუმრო-სასადილო: 152,4 კვ.მ. (№1). 5. დამხმარე შენობა-ნაგებობები: საგუშაგო 12 კვ.მ. (№8); საქვაბე - 32,5 კვ.მ. (№12); საშხაპე-საპირფარეშო - 81,2 კვ.მ. (№11); ქვესადგური - 53,7 კვ.მ. (№10). კომუნიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
ცემენტის საწარმო
1,036,760 400,000
რუსთავი | წარმოება
თარიღი: 2026-01-29
ცემენტის საწარმო მდებარეობს ქ.რუსთავში. 1. მიწის ფართობი შეადგენს 4700 კვ.მ და მიეკუთვნება საწარმოო მიწის კატეგორიას. 2. წისქვილი არის ე.წ ექვს მეტრიანი. მთავარი ელ.მატორის არის ახალი. მთავარი რედუქტორი არის ახალი. 3. წისქვილის წარმადობა შეადგენს - 1 საათში 3,5 ტონიდან 5 ტონამდე პროდუქციას. 4. წისქვილი მოქცეულია მთლიანად გადახურვის ქვეშ. ასევე გადახურულია მასალის შესანახი სივრცე. 5. მზა პროდუქციისთვის საწარმოს გააჩნია სამი 120 ტონიანი ბუნკერი და ორი 55 ტონიანი ბუნკერი, სულ ერთროულად შესაძლებელია შენახული იქნას 470 ტონა. 6. საწარმოს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ელ.მომარაგება და წყალი. 7. ტერიტორიაზე არის სამი სხვადასხვა დანიშნულების შენობა ნაგებობა. 8. საწარმოს ასევე აქვს გარემოზე ზემოქმედების უვადო ნებართვა და რეგლამენტი. 9. საწარმო და მიწა ეკუთვნის ორ კერძო პირს და არ მიყვება არანაირი ვალი, ამჟამად საწარმო არის დაკონსერვებულ მდგომარეობაში.
კბილის პასტა ცეობენტის წარმოება
62,206 24,000
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2026-01-18
ასკანის თიხის ბაზაზე დამზადებული უნიკალური კბილის პასტა „ცეობენტი“, რომელიც საუკეთესოა ღრძილების, კბილების და ზოგადად პირის ღრუს მოვლისთვის. ძირითადი ინგრედიენტებია: ასკანის თიხა, ბუნებრივი ცეოლითი, პიტნის ეთერზეთი, ზღვის მარილი, საჭმლის სოდა და ქოქოსის ცხიმი. არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე სინთეტიკურ ამაქაფებლებს (SLS), აგრეთვე ფტორიდებს, პარაბენებს/კონსერვანტებს, გლიცერინს, პეროქსიდებს, და სხვ. უხიფათოა ბავშვებისთვის და სარძევე კბილებისთვის. იყიდება ფარმსახლის აფთიაქებში, სუპერმარკეტ უნივერსამის ფილიალებში (თემქა, გლდანი, დიღომი, ვარკეთილი, ნავთლუღი), სუპერმარკეტ უნივერსამი ექსპრესში (გუდამაყრის 2, სანზონა), აფთიაქებში თამარ მეფის 17 და მელიქიშვილის 7, საბითუმო მაღაზიებში: არჯენი მარკეტი (თევდორე მღვდლის 11) და ეკოლარი (თემურ ფიფიას 15), ტრანსპორტის 1 (ოკრიბა), კავსაძის 6, ფალიაშვილის 68 და 70, კარალეთის 5 (ოკრიბა), ცაბაძის 19 (პასაჟი, პავილიონი 117). შეთავაზება მოიცავს დაახლოებით 14000 ცალი კბილის პასტის დამზადებისთვის ყველა საჭირო მასალას. აგრეთვე წარმოებისთვის საჭირო დანადგარებს.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა