რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
240 - 270 განცხადება 341 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
28 ნომრიანი სასტუმრო თბილისში
5,100,000 1,605,743
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-07-04
იყიდება სასტუმრო, სრული ფართი 1700 მ2, შიდა ფართი 1400 მ2 სულ ოთახების რაოდენობა 32, სტანდარტული ნომრის რაოდენობა 28, სტანდარტული ნომრის ფართი 18 დან 25 მ2 მდე, ლუქსის კატეგორიის ნომრის რაოდენობა 4, ლუქსის კატეგორიის ნომრის ფართი 44 მ2, კაფეტერიის ფართი 160 მ2. სასტუმრო გაიხსნა 2017 წლის 8 აგვისტოს არის ახალი გარემონტებული. ყველა ნომერი აღჭურვილია პლაზმური ტელევიზორით, კონდენციონერით მინი ბარით. სასტუმროს აქვს პარკინგი კაფეტერია, რომელიც გათვლილია 75 პერსონაზე. სასტუმროში შეყვანილია ყველა კომუნიკაცია.
მიწა ბორჯომში
2,943,609 926,800
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-07-03
სამცხე-ჯავახეთში,ბორჯომის რაიონ ცემში იყიდება არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც  არის 46340 მ2. 1მ2 ფასი არის $20. ადგილი არის შესანიშნავი სასტუმროგამაჯანსაღებელი კომპლექსისთვის ან სხვა ინვესტიციისთვის. ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო "კიროვის ქარხნის დასასვენებელი კომპლექსი".
18 ნომრიანი სასტუმრო თბილისის ცენტრში
2,562,000 806,650
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
იყიდება სასტუმრო თბილისის ცენტრალურ უბანში, სასტუმროს ფართი არის 610 მ/კვადრატი. სასტუმროში არის 20 ოთახი, რომელთაგან 18 არის საძინებელი. სასტუმრო მდებარეობს ჩინეთის საელჩოსთან. სასტუმროს აქვს სამი სართული 450 მ2 + სხვენი 150მ2 + ეზო 170 მ2. ამჟამად შენობის ფასადები დასრულებულია, მოწყობილია ,,რეჰაუს'' მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა.
29 ნომრიანი სასტუმრო თბილისის ცენტრში
84,000,000 26,447,530
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
იყიდება სასტუმრო თბილისის ცენტრში, ოთახების რაოდენობა არის 29, რომელიც იყოფა მწეველთა და არამწეველთა ოთახებად. სასტუმროს აქვს რესტორანი 5 სართულზე, კაფე-ბარი, სავარჯიშო დარბაზი, რომელიც განთავსებულია 2 სართულზე, ხელმისაწვდომია მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვის და შედის ოთახის ფასში, ასევე არის საკონფერენციო ოთახი, საცურაო აუზი,რომელიც მდებარეობს სასტუმროს მე -5 სართულზე (ზომები: 12 მეტრი და სიგრძე და 6 მეტრი სიგანე). სასტუმროში არსებული დიდი ფართობი საშუალებას იძლევა გაიზარდოს ოთახების რაოდენობა. პირველი კლასის სასტუმრო გთავაზობთ იდეალურ ადგილს, როდესაც ეწვევით თბილისს. კვადრატული მეტრის ფასი არის $1000.
საოჯახო სასტუმრო ქუთაისში
416,100 131,010
ქუთაისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ძველი ქალაქის ნაწილში, თამარ მეფის ქუჩაზე. სასტუმრო არის სამ სართულიანი. ის ემსახურება 22–25 სტუმარს. პირველ სართულზე მდებარეობს ოთხი ნომერი, ასევე მცირე სამზარეულო, რომელიც აღჭურვილია გაზის ღუმლით, მაცივრით და სარეცხი მანქანით. მეორე და მესამე სართულზე ასასვლელი კიბეები მდებარეობს შენობის შიგნით. მეორე სართულზე არის სტუმრის მისაღები დიდი ოთახი აივნით, ცენტრალური სამზარეულო რომელსაც ასევე აქვს აივანი სახლის უკანა მხარეს, აბაზანა,ტუალეტი, და დერეფანი. მესამე სართულზე არის სამი სასტუმრო ოთახი, აბაზანა, ტუალეტი და დერეფანი. ორ საძინებელ ოთახს აქვს აივანი. მესამე სართულის დერეფნიდან არის ასასვლელი ერთი მეტრის სიმაღლეზე ღია, მოაჯირიან ოთახში. საჭიროების შემთხვევაში ის იხურება ფარდით და გამოიყენება როგორც დამატებითი ოთახი. შენობაში და მთელ ტერიტორიაზე მუდმივად არის ცივი და თბილი წყალი, რაც უზრუნველყოფილია გაზის გამათბობლებით, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებულია ეზოში. ეზოს აქვს იზოლირებული ტუალეტი. სასტუმროსთან ახლოს არის რკინიგზის ცენტრალური სადგური.რკინიგზის სადგურიდან ტურისტი 5–7 წუთში მოდის ფეხით სასტუმრომდე.  სასტუმროდან ქალაქის ცენტრი მდებარეობს 1,8 კმ–ში და ტურისტები სიამოვნებით მისეირნობენ ხოლმე ფეხით ძველი ქალაქის ქუჩებით 20–25 წუთში. სასტუმროდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტამდე 22 კილომეტრია, რომლის დაფარვასაც 30–35 წუთი სჭირდება ტრანსპორტით. ფასი-138700$/
19 ნომრიანი სასტუმრო ბათუმში
996,500 313,750
ბათუმი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
სასტუმრო  გარემონტებულია სრულიად  2017 წელს, არის შეყვანილი კომუნაკაციები: წყლის საცავი ავზები, ცალ-ცალკე ცენტრალური გათბობის ბოილერი და ცხელი წყლის ბოილერი იტალიური ფირმის “Italtherm”, ონკანები და შემრევები გერმანული „GROHE“, ავეჯი, კომპანია „ავეჯის სახლი მარკოს“ მოწოდებულია ძირითადი ნაწილი. სმარტ და WIFI მხარდამჭერი სისტემით აღჭურვილი ტელევიზორები, სათვალთვალო კამერები, ხის იატაკი, ინდივიდუალურ ხასიათში გაკეთებული ოთახები. Booking.com ისტორიით 9,2 რეიტინგი! სასტუმროში არის 19 ოთახი,რომელთაგან 13 არის საძინებელი. 1 მეტრ კვადრატის ღირებულება შეადგენს 2100 ლარს.
ახალ აშენებული სასტუმრო თბილისში
465,000 146,406
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
იყიდება ახალ აშენებული სასტუმრო, რომელშიც არის ექვსი აპარტამენტი, კეთილმოწყობილი, თანამედროვე რემონტით. ნომერში შედის საძინებელი, სამზარეულო (მაცივარი, გაზქურა, გამწოვი, სარეცხის მანქანა). კეთილმოწყობილი ეზო, ბარბექიუ, მარანი და სასადილო. მდებარეობს ზედა სამგორის მეტროსთან ტრასაზე. ფასი-155000 $.  
10 ნომრიანი სასტუმრო ვერაზე
1,260,000 396,713
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
სასტუმრო მდებარეობს თბილისის შუა გულში ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ვერაზე ევრო რემონტით და საჭირო ინვენტარით, სასტუმრო დასრულებულია სრულად და არის მუშაობის რეჟიმში, ფართი შეადგენს 235 მ კადრატს, შემოსავალი თვეში სასტუმროს ოთახების რაოდენობა სულ არის 10, აქედან 7 არის საძინებელი, სასტუმროს აქვს 3+ სველი წერტილი, ასევე აქვს აივანი 35 მ²; ვერანდა 45 მ²; ლოჯი 50 მ².
13 ნომრიანი სასტუმრო ბათუმის ცენტრში
1,303,900 410,535
ბათუმი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
იყიდება სასტუმრო ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. 670 კვ.მ თეთრი კარკასი. შენობაში არის ყველა კომუნიკაცია შეყვანილი. არის 13 ნომერი. (6 ნომერი პირადი სამზარეულოთი) მიმღები, სამრეცხაო და ბარ-რესტორანი. სართულზე არის 2 სამგზავრო ლიფტი. სასტუმროდან იშლება ულამაზესი ხედები. 1 მ² ფასი არის 1950 ლარი.
5 ნომრიანი სასტუმრო ავლაბარში
911,000 286,830
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
იყიდება მოქმედი მაღალ რეიტინგიანი სასტუმრო ავლაბარში. შეფასება Booking.com-ზე აქვს 9.7. სასტუმროს აქვს 5 ნომერი და სამზარეულო, ყველა ნომერს აქვს თავისი სველი წერტილი. სასტუმრო აწყობილია და მუშაობს უკვე ერთი წელია, შემოსავალი თვეში დაახლოებით 12 000 ლარია. შენობა და ინვენტარი არის სრულიად ახალი და კარგ მდგომარეობაში.
მიწის ნაკვეთი აჭარაში
250,000 78,713
ბათუმი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-26
იყიდება 4723 კვ/მ. მიწის ნაკვეთი სოფელ "ჭარნალში", გონიოს ხიდის მოპირდაპირე გორაზე, ადგილიდან უყურებთ ზღვის ხედს, მოჩანს ქალაქი ბათუმი და მდინარე "ჭოროხი". ნაკვეთს ორი მხრიდან ესაზღვრება ბეტონის საავტომობილო გზა. მიწის ნაკვეთთან არის წყალმომარაგების, აირმომარაგებისა და ენერგომომარაგების კომუნიკაციები. ასევე,100 მეტრში შენდება სასტუმრო კომპლექსი,რაც შესაძლებლობას იძლევა მიწის ნაკვეთი განვითარდეს ტურისტული მიმართულებით.
მიწის ნაკვეთი გრემის მონასტრის მიმდებარედ
1,800,000 566,733
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-24
აღნიშნული მიწის ნაკვთი არის საქართელოს ისტორიის ნაწილი. XVI საუკუნეში მოცემულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა ლევან მეფე. შენარჩუნებულია სახლის ნაწილი და მარანი 50 ტონის მოცულობის ღვინის ქევრებით. ნაკვეთი მდებარეობს გრემის ტაძრის მომიჯნავედ, ნაწილობრივ შენარჩუნებულია მეფის აბანოების და სასახლის საძირკველი და სხვა ისტორიული ელემენტები. ტერიტორის მომიჯნავედ, ზედ კელზე მდებარეობს მეფის სალოცავი. ახალ მფლობელს ეძლევა საშუალება, არსებულ მიწის ნაკვეთზე მოახდინოს სხვადასხვა ტიპის ობიექტების განთავსება, რომელთა ოპერირებაც მოგებასა და წარმატებას მოუტანს ბიზნესს. ნაკვეთის ისტორია, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და კლიმატური გარემო ხელსაყრელს ხდის, ნაკვეთზე განთავსდეს შემდეგი ობიექტები: ნაკვეთის ტერიტორიაზე, 2900 კვ. მეტრზე, შესაძლებელია განთავსდეს შატოს ტიპის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ხაზს გაუსვამს არსებულ რეგიონში მეღვინეობის კულტურას. სასტუმროს გარშემო, დაახლ. 1 ჰა-ზე, შესაძლებელია დეკორატიული ვენახების განაშენიანება, რაც მიმზიდველი იქნება როგორც უცხოელი დამსვენებლებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სასტუმროს მთავარი ღირებულება იქნება წარმოდგენილი ისტორიული მარნის სახით, რომელიც ლევან მეფის საკუთრებას წარმოადგენდა. მარანში არსებული 50 ტ მოცულობის ქვევრები სამ საუკუნეს ითვლის, გავლილი აქვს ექსპერტიზა.
მიწის ნაკვეთი აღმაშენებლის ხეივანზე
15,000,000 4,722,773
თბილისი | მიწა
თარიღი: 2019-06-21
იყიდება მიწა თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი. მთლიანი ფართობი: 20,000 კვ.მ.1 კვ.მ. ღირებულება: $250.მიწის ფასი - 5 000 000 (აშშ დოლარი) ფასი კვადრატულ მეტრზე - 250 (აშშ დოლარი) ნაკვეთი მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანზე, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის კომერციული დანიშნულების ფართის მშენებლობისთვის. ფართის სიდიდიდან და თბილისის ერთერთ პრესტიჟულ უბანთან სიახლოვის გამო, ასევე შესაძლებელია კერძო საცხოვრებელი სახლების მშენებლობაც. მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია მსხვილი დეველოპერული პროექტის განხორციელება, რაც შესაძლებელს გახდის მიწის უტილიზაციას მაქსიმალური მარჟით. შეთავაზებული პროექტი გულისხმობს მიწის ნაკვეთზე 2 ტიპის მშენებლობას. მიწის ნახევარზე, ანუ 10 000 კვ. მ-ზე აშენდება 10 საცხოვრებელი სახლი თითო 1000 კვ.მ. მიწის ფართობით. ამ პროექტისთვის საჭირო ინვესტიცია იქნება 2.5 მილიონი აშშ დოლარი. აშენების შემდეგ მიზანი იქნება ამ კოტეჯების გაყიდვა. მიწის მეორე ნახევარზე კომერციული დანიშნულების კონსტრუქციის განთავსება, რისთვისაც საჭირო იქნება დაახლოებით 2000 კვ.მ. დანარჩენ ფართზე შესაძლებელია საპარკინგე სივრცის მოწყობა და ბოქსების ჩადგმა. მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ ფართის გაქირავება.
მიწის ნაკვეთი თბილისში
4,200,000 1,322,376
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-21
იყიდება მიწა თბილისში. მთლიანი ფართობი: 1,750 კვ.მ. 1 კვ.მ. ღირებულება: $800. ნაკვეთი მდებარეობს თბილისში, ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ადგილს ნებისმიერ სეზონზე უამრავი ტურისტი სტუმრობს. ეს გარემოებები იდეალურ შესაძლებლობას იძლევა აშენდეს სასტუმრო, რომელიც გათვლილი იქნება ტურისტებზე. მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია მსხვილი დეველოპერული პროექტის განხორციელება, რაც შესაძლებელს გახდის მიწის უტილიზაციას მაქსიმალური მარჟით. შეთავაზებული პროექტი გულისხმობს მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობას, რომელიც იქნება გათვლილი ტურისტულ ჯგუფებზე. სასტუმროს მთავარი მახასიათებლები იქნება: სასტუმრო იქნება 6 სართულიანი და მასში განთავსდება 60 ნომერი; თითოეული ნომრის ფართობი დაახლოებით 20-30 კვ.მ. იქნება; პროექტის ხანგრძლივობა - 1 წელი; სრული საინვესტიციო მოცულობა მიწის ღირებულების გარდა - $1,300,000.
მიწის ნაკვეთი საბურთალოსთან ახლოს
3,915,000 1,232,644
თბილისი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2019-06-21
მთლიანი ფართობი: 8,700 კვ.მ. 1 კვ.მ. ღირებულება: $150 საკადასტრო კოდი: 72.16.26.343 ნაკვეთი თბილისიდან (უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან) დაშორებულია 2 კილომეტრით, დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია მსხვილი დეველოპერული პროექტის განხორციელება, რაც შესაძლებელს გახდის მიწის უტილიზაციას მაქსიმალური მარჟით.
ფერმა აჭარაში
1,950,000 613,961
ბათუმი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-06-17
აჭარაში იყიდება მოქმედი ბიზნესი, ფერმა, რომელიც მდებარეობს მდინარესთან ახლოს. მიწის ფართობი არის 1.2 ჰექტარი. ამ ეტაპზე ფერმაში მოშენებულია მწყერი და კურდღელი, 2200 კვ/მ-ზე აშენებულია შენობა ნაგებობე  ასევე აშენებულია თანამედრივე სტანდარტების მაცივრები, რომლებიც დაყოფილია კამერებად(ტყავის,ქონის..).
მიწა ვენახით ყვარლის რაიონიში
2,184,000 687,636
თელავი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-06-14
იყიდება მიწა ყვარლის რაიონიში, 20 ჰა რეგისტრირებულ მიწა.აქედან 11 ჰექტარზე გაშენებულია ვენახი. მიწაზე არის ყურძნის ჯიშის შემდეგი სახეობები: 3,6 ჰა ახალშენი საფერავის ჯიშის, 1,2 ჰა მესამე წელში საფერავი , 2,6 ჰა მეოთხე წელში საფერავი და 3,4 ჰექტარზე რქაწითელი, ხიხვი და მანავის მწვანე. აღნიშნული ნაკვეთის დანარჩენ ფართობზე იონჯა არის დათესილი.  ასევე არის კაპიტალური შენობა  ჩრდილო და სამხრეთ კედლებით ფართი  288კვ.მ.
მიწა ახალქალაქში
900,000 283,366
ახალციხე | მიწა
თარიღი: 2019-06-14
იყიდება 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ახალქალაქში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ახალქალაქის საერთაშორისო რკინიგზის სადგურის გასწვრივ 250 მეტრში. ადგილი არის ძალიან პერსპექტიული, რადგან სულ მალე ახალქალაქის სადგური უზრუნველყოფს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვებს. ბაქო-თბილისი-სტამბულის სარკინიგზო მიმართულებით იმოძრავებენ უახლესი, თანამედროვე ტიპის მატარებლები.
31 ნომრიანი სასტუმრო დიდველთან
3,900,000 1,227,921
ბაკურიანი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-11
სასტუმრო მდებარეობს დაბა ბაკურიანში, დიდველის საბაგიროსთან ახლოს. სასტუმრო არის 5 სართულიანი და მისი საერთო ფართობი შეადგენს 1700 კვ.მ, კომერციული ფართის ფართობია 470 კვ.მ.სასტუმროში განთავსებული 31 ნომერი, რომელთაგან 7 არის ლუქსის ტიპის ნომერი, ხოლო 24 სტანდარტული. სასტუმროში ადამიანთა განთავსების მაქსიმალური საერთო რაოდენობა შეადგენს 100 ადამიანს. სასტუმრო არის მოქმედი ბიზნესი, 2018 წელს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. სასტუმროს აქვს საპარკინგე ადგილი, ვერანდა  დიდი ჰოლი, სასმელების ბარი და ბილიარდის მაგიდა.
ფერმა ბოლნისის რაიონში
240,000 75,564
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-06-11
იყიდება ფერმა ბოლნისის რაიონში, ფერმა გათვლილია 200 სულ საქონელსა და 500 თხაზე. ფერმისა და მიწის ნაკვეთის ფართობი ერთად შეადგენს 2 ჰექტარსა და 7100 მეტრს. ფერმა არის 1115 კვ.მ. ტერტიტორიაზე განთავსებულია სხვადასხვა სახეობის ხეხილის ნერგები, ასევე ტერიტოია უზრუნველყოფილია ელექტრო ენერგიითა და წყლის სისტემით.  

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა