რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 160 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
იტალიური ბრენდის პროფესიონალური ხაზის ხელის საპნები
1 0
თბილისი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
თარიღი: 2026-09-08
პროფესიონალური ხაზის ხელის საპნებით დაინტერესებულ პირს, სრულიად უფასოდ გადავცემ ამ ბიზნესს, გავარკვევ მომწოდებელთან ურთიერთობაში და დავეხმარები როგორც ლოგისტიკაში, ასევე განბაჟების პროცედურებში. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შემეხმანოთ მითითებულ ნომერზე ან იმეილზე.
იყიდება წილი ბიზნესში
150,000 57,410
თბილისი | მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცევტიკა
თარიღი: 2026-08-31
იყიდება Sydney Royal Clinic-ის 20%-იანი წილი იყიდება თბილისში მოქმედი, სრულად ფუნქციონირებადი Sydney Royal Clinic-ის 20%-იანი წილი. Sydney Royal Clinic არის საერთაშორისო ფრენჩაიზის ფარგლებში მოქმედი სამედიცინო და ესთეტიკური კლინიკა, ჩამოყალიბებული ბრენდით, პროფესიონალი გუნდით, არსებული პაციენტების ბაზითა და მრავალფეროვანი სამედიცინო, ესთეტიკური, რეგენერაციული და ველნეს მიმართულებებით. ეს არის შესაძლებლობა ინვესტორისთვის ან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლისთვის, შეიძინოს წილი უკვე მოქმედ და განვითარებად ბიზნესში. იყიდება: 20% წილი 📍 თბილისი, საქართველო 🏥 საერთაშორისო ფრენჩაიზის ბრენდი 📈 მოქმედი და განვითარებადი ბიზნესი დეტალური ფინანსური ინფორმაციისა და პირობების მისაღებად დაგვიკავშირდით პირადად.
რესტორანი "View and More"
6,532,000 2,500,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-08-19
იყიდება უნივერსალური კომერციული ფართი დედაქალაქის შუაგულში, ძველ თბილისში. მთლიანი ფართი შეადგენს 460 კვადრატულ მეტრს, აქედან 250 კვ არის კვების ფართი, ხოლო მიწის ფართი 120 კვ მეტრი. შენობა შედგება 5 სართულისგან. ზედა ორ სართულზე განთავსებულია კაფე-რესტორანი. უშუალოდ სტუმართა მიღება შესაძლებელია როგორც მთავარი კარიდან, ასევე კიბის საშუალებით,რომელიც მეოთხე სართულზე აგვიყვანს. აქ კი განთავსებულია უამრავი მაგიდა, სივრცე როგორც სტუმართათვის, ასევე სტაფის სამუშაო ოთახი, ორი სველი წერტილი (მესამე სტაფის ოთახში) და აივანი, სადაც ასევე რამდენიმე მაგიდა არის განთავსებული და ქალაქის ხედებს გადაჰყურებს. შიდა კიბით შესაძლებელია მეხუთე სართულზე აღმოვჩნდეთ, სადაც ძირითადი დარბაზია. სპეციალურად დამზადებული ფანჯრები, რომლის ინდივიდუალურად მოხსნა უპრობლემოდაა შესაძლებელი, ასევე ჭერი, რომელიც იხსნება და სრულიად ღია სივრცედ შეგვიძლია ვაქციოთ რესტორნის მეხუთე სართული. აქედან კი გასაოცარი ხედები იშლება. მესამე სართულზე დათმობილი აქვს მთლიანად სამზარეულოს, გამწოვი სისტემა, სასაწყობე ოთახი, ასევე შიდა ლიფტი, რომლითაც სამზარეულო ზედა ორ სართულს ამარაგებს, ცხადია მესამე სართულსაც აქვს აივანი, ასევე უკანა ეზოში გასასლელი კარიც. რაც შეეხება ქვედა ორ სართულს, აქ უზარმაზარი სივრცეა ასათვისებელი. 5 ოთახი გადანაწინებული ორ სართულზე. ერთი სამზარეულო, მისაღები ოთახი ბუხრით + 1 უკანა გასასვლელი. უფრო ქვემოთ (-1 სართულზე) ერთი დიდი მისაღები ოთახია, ორი იზოლირებული მცირე ზომის ოთახით (საკაბინეტედ) და ასევე სველი წერტილით. შენობა ახალი გარემონტებულია, ულამაზეს, თბილისურ დიზაინში. წინა ხედი გადაჰყურებს თბილისს, უკან კი ნარიყალას ისტორიული ციხესიმაგრე დაჰყურებს. შენობის მაღლა მოძრაობს საბაგირო, საიდანაც ტურისტების (და არა მხოლოდ) ყურადღებას იქცევს. აქვს საპარკინგე სივრცე ეზოში ისევე როგორც მიწის ნაკვეთი შენობის ტერიტორიაზევე, რომელიც ასევე ასათვისებელია და შესაძლებელია სტუმართათვის სივრცის მოწყობა. მაღალი შეფასებით საიტებზე, ავეჯით, ტექნიკით. დაგვიკავშირდით, დეტალურ ინფომრაციას მოგაწვდით.
თიმ 8 მაფია
30,000 11,482
თბილისი | გართობა
თარიღი: 2026-08-15
🕵️ სამაგიდო თამაშებისა და მაფიის დარბაზი 📍 მდებარეობს ვაკეში, ილო მოსაშვილის 8 ნომერში. მყუდრო და კომფორტული სივრცე მეგობრული შეკრებების, მაფიისა და სამაგიდო თამაშებისთვის, დაბადების დღეებისა და სხვადასხვა ტიპის კერძო ღონისძიებებისთვის. დარბაზი აღჭურვილია დიდი სათამაშო მაგიდებით, კომფორტული დასაჯდომი სივრცით, PlayStation 5-ის სათამაშო ზონითა და მაღალი ხარისხის 4K ეკრანებით. სივრცე განკუთვნილია როგორც მცირე, ისე დიდი ჯგუფებისთვის და უზრუნველყოფს სასიამოვნო გარემოს დასვენებისა და გართობისთვის.
იყიდება კოტეჯები თბილისთან ახლოს
287,408 110,000
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2026-08-03
მზა ბიზნესი თბილისიდან 15 კილომეტრში🌲 📍 სოფ. ლელუბანი |ცხვარიჭამია, იყიდება კოტეჯები ⛰️ ზღვის დონიდან 1150 მ 🛏️ 2 საძინებელი 🛁 1 სველი წერტილი (ვანა/ტუალეტი) 🛋️ სტუდიოს ტიპის მისაღები 🪑 სრულად აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით 💰 ყოველდღიურად გაქირავების მზა ბიზნესი 🌿 მიწის ფართობი – 590 მ²
იყიდება კომერციული ფართი ავლაბარში
6,793,280 2,600,000
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2026-07-21
🏢იყიდება 5 სართულიანი შენობა თბილისში, ილიკო ქურხულის შესახვევში, საუკეთესო ადგილმდებარეობით. 🌆შენობა მდებარეობს აქტიურ და განვითარებად უბანში, რაც გამოსადეგია, როგორც საინვესტიციო პროექტისთვის, ისე ბიზნესის დასაწყებად. 🏢ძირითადი მახასიათებლები: ✔️მიწის ფართობი- 325კვ.მ; ✔️შენობის საერთო ფართობი-843,7კვ.მ; ✔️სართულების რაოდენობა-5; ✔️ოთახების რაოდენობა-21 ✔️შენობის წინ არის 4-5 ავტომობილისთვის გასაჩერებელი ადგილი 🚗 მეზობელს აქვს 300კვ.მ.-ის საპარკინგე სივრცე, შესაძლებელია მისი შეძენა. 🏨შენობა ადრე ფუნქციონირებდა სასტუმროდ. იდეალურია სასტუმროსთვის, აპარტჰოტელისთვის, ოფისების და კომერციული მიზნებისთვის. ✔️ სრულიად გარემონტებული და კეთილმოწყობილია 💵ფასი: 2,6 მილიონი დოლარი.
იყიდება ფრჩხილის სალონი ან სრული ინვენტარი ახმეტელის მეტროსთან
16,983 6,500
თბილისი | სილამაზე და სპორტი
თარიღი: 2026-07-21
იყიდება ფრჩხილის სალონი გლდანში, ახმეტელის მეტროდან ფეხით ორი წუთის სავალზე. ფართი დიდია, ასევე აქვს ცალკე ოთახი სხვა პროცედურებისთვის. ქირა 800 დოლარია. სალონს აქვს მომხმარებელთა დიდი ბაზა, საქმიანობის გაგრძელება ყიდვის დღესვე შეგიძლიათ

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა