რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 183 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
Lunchbox business
39,680 15,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-06-30
სასწრაფოდ იყიდება ლანჩბოქსების ბიზნესი – Bacanos.ge სასწრაფოდ მიწევს ჩემს ქვეყანაში დაბრუნება, ამიტომ ბიზნესის საზღვარგარეთიდან მართვას ვეღარ შევძლებ. ამის გამო იყიდება Bacanos.ge. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მხოლოდ WhatsApp-ზე. WhatsApp: +33 6 95 11 56 04 გთხოვთ, არ დარეკოთ — მომწერეთ მხოლოდ შეტყობინება.
კაფე რესტორანი
3,438,890 1,300,000
დუშეთი | ავტობიზნესი
თარიღი: 2026-06-30
ექსკლუზიური შეთავაზება ინვესტორებისთვი ! შესანიშნავი საინვესტიციო შესაძლებლობა – იყიდება სრულად ფუნქციონირებადი სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსი ნატახტარში. ძირითადი მახასიათებლები: მიწის ფართობი: 2,000 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ფართობი: 1,000 კვ.მ. რესტორანი გათვლილია 70–80 სტუმარზე. აქვს ფართო, კეთილმოწყობილი შიდა დარბაზი. გამწვანებულ ეზოში განთავსებულია დამატებითი მაგიდები ღია სივრცეში. რესტორნის ტერიტორიაზე მოწყობილია 5 ინდივიდუალური კუპე, რაც სტუმრებს კომფორტულ და იზოლირებულ გარემოს სთავაზობს. აუზი და დასასვენებელი სივრცე დახურული საცურაო აუზი. აუზის მიმდებარედ მოწყობილია შეზლონგების ზონა და დასასვენებელი ეზო, რომელიც იდეალურ გარემოს ქმნის სტუმრების განტვირთვისთვის. სასტუმრო 8 სრულად კეთილმოწყობილი ნომერი, აღჭურვილი კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ყველა პირობით. ეს ობიექტი იდეალურია როგორც არსებული ბიზნესის წარმატებით გასაგრძელებლად, ასევე ტურისტული და სასტუმრო-სარესტორნო საქმიანობის გასაფართოებლად. ხელსაყრელი მდებარეობა, განვითარებული ინფრასტრუქტურა და მრავალფუნქციური სივრცე მას განსაკუთრებულ საინვესტიციო ღირებულებას ანიჭებს. დამატებითი დეტალებისთვის და ობიექტის სანახავად დამიკავშირდით
ლოვ ლაიფ
15,000 5,670
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-06-27
გამარჯობა, ვყიდი მოქმედ/მზა ბიზნესს ტანსაცმლისა და აქსესუარების მიმართულებით. ბიზნესი არის სრულად გამართული და იდეალურია მათთვის, ვისაც უკვე აქვს ფართი (მაღაზია, შოურუმი) და სურს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება ან ახალი, დაბრენდილი მიმართულების დამატება. რა შედის შეთავაზებაში: სრული სასაქონლო მარაგი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. ბრენდირებული აღჭურვილობა: მაღაზიის ლოგოიანი ხის საკიდები, კრონშტეინები, დაბრენდილი ჩანთები (ყველაფერი ვიზუალურად გამართულია და მზად არის გასაყიდად). ციფრული აქტივები: გადაგცემთ ბრენდის ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებს (აუდიტორიითა და კონტენტით). ბრენდინგი: სრული დიზაინერული გადაწყვეტილება (ლოგო, ვიზუალი). რატომ არის ეს კარგი შეთავაზება? თქვენ არ გიწევთ ბრენდინგზე, ლოგოებზე, ჩანთების შეკვეთასა თუ საკიდების ძებნაზე დროის ხარჯვა. ყველაფერი მზად არის და შეგიძლიათ, გადმობარებისთანავე დაიწყოთ გაყიდვები. ფასი: 15,000 ლარი. თუ გაქვთ საკუთარი სივრცე და ეძებთ საინტერესო პროდუქციას, რომელიც თქვენს მაღაზიას გაამდიდრებს, ეს იდეალური შესაძლებლობაა. დეტალებისთვის და ნივთების სანახავად დამიკავშირდით 577515177
ყიდება საერთაშორისო ბრენდის PANÇO-ს ოფიციალური მაღაზია – მოქმედი ბიზნესი East Point-ში
264,530 100,000
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-06-25
იყიდება მოქმედი საერთაშორისო ბრენდის ბავშვის ტანსაცმლის ბიზნესი – PANÇO (East Point) იყიდება PANÇO-ს ოფიციალური საფირმო მაღაზია, რომელიც მდებარეობს East Point Shopping Mall-ში, თბილისში. PANÇO ერთ-ერთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდია ბავშვთა ტანსაცმლის სფეროში და წარმოდგენილია მრავალ ქვეყანაში. საქართველოში ბრენდი შედარებით ახალია და განვითარების საწყის ეტაპზეა, რაც ახალ მფლობელს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს მისი ბაზარზე დამკვიდრებისა და გაფართოების პროცესში. მაღაზია უკვე 7 თვეა წარმატებით ფუნქციონირებს და სრულად მზად არის საქმიანობის უწყვეტად გასაგრძელებლად. ბიზნესის უპირატესობები ✔ საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური საფირმო მაღაზია ✔ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სავაჭრო ცენტრი საქართველოში – East Point ✔ თანამედროვე დიზაინის, სრულად მოწყობილი სავაჭრო სივრცე ✔ მოქმედი სასაწყობე მარაგი ✔ ჩამოყალიბებული საოპერაციო პროცესი ✔ ბრენდის განვითარების მაღალი პოტენციალი საქართველოს ბაზარზე ✔ ბიზნესის დაუყოვნებლივ გაგრძელების შესაძლებლობა დამატებითი ინვესტიციის გარეშე მყიდველი მიიღებს მოქმედ ბიზნესს; მაღაზიის სრულ აღჭურვილობას; არსებულ სასაქონლო მარაგს (შეთანხმების შესაბამისად); ბიზნესის გადაცემისა და ოპერირების მხარდაჭერას; საჭირო კონსულტაციას საქმიანობის შეუფერხებლად გასაგრძელებლად. ვისთვის არის საინტერესო ინვესტორებისთვის, რომელთაც სურთ უკვე მოქმედ ბიზნესში შესვლა; კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ ტანსაცმლის საცალო ქსელის განვითარებას; მეწარმეებისთვის, რომლებიც ეძებენ ცნობადი საერთაშორისო ბრენდის მზა ბიზნესს. გაყიდვის მიზეზი: მფლობელის მიერ სხვა ბიზნესპროექტებზე კონცენტრირება. 📞 დამატებითი ინფორმაციის, ფინანსური მონაცემებისა და შეხვედრის დასანიშნად დაგვიკავშირდით პირადად.
Shiny Skin
31,744 12,000
თბილისი | სილამაზე და სპორტი
თარიღი: 2026-06-23
📢 იყიდება მოქმედი ლაზერული ეპილაციის ბიზნესი! იყიდება 2-წლიანი წარმატებული გამოცდილების მქონე ლაზერული ეპილაციის კაბინეტი, რომელიც ფუნქციონირებს აქტიურ და სტაბილურად მომუშავე სილამაზის სალონში. 📍 მდებარეობა: დიდი დიღომი, ცენტრალურ ქუჩაზე 🚗 სალონს აქვს დიდი და კომფორტული პარკირების სივრცე. ბიზნესის უპირატესობები: ✅ ბოლო თაობის 4-სხივიანი Soprano Titanium ლაზერი ✅ ამერიკული თავაკი და იტალიური გაგრილების სისტემა ✅ ოფიციალური ISO, CE და FDA სერტიფიკატები ✅ აქტიური Facebook და Instagram გვერდები, 1000+ რეალური გამომწერით ✅ საკუთარი სამომხმარებლო ბაზა და მუდმივი კლიენტები ✅ დაკამერებული გარე სივრცე უსაფრთხოებისთვის ✅ სრულად აღჭურვილი სამუშაო გარემო – ყველა საჭირო ინვენტარი და მასალა ✅ ცალკე კონდიციონერი კაბინეტისთვის ✅ ოქროს ნომერი (577 444 567) და ახალი მობილური ტელეფონი, რომელიც გამოიყენება ბიზნესის მართვისა და კლიენტებთან კომუნიკაციისთვის. ✅ბიზნესი სრულად გამართულია და მზად არის სამუშაოს დაუყოვნებლივ გასაგრძელებლად, დამატებითი ინვესტიციის გარეშე. 📊 რეალურად დაინტერესებულ მყიდველს წარვუდგენთ ბიზნესის ბრუნვისა და შემოსავლების დეტალურ ინფორმაციას. 📞 დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 577 444 567
იყიდება ბიზნესი
27 10
წყალტუბო | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-06-21
🏪 ბიზნესი იყიდება წყალტუბოში! ეძებთ ბიზნესის შეძენის შესაძლებლობას წყალტუბოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ლოკაციაზე? იყიდება სრულად აღჭურვილი სავაჭრო ბიზნესი ტურისტულ ქალაქ წყალტუბოში, ქუთაისიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზე. ობიექტი მდებარეობს მაღალი გამავლობის ქუჩაზე, აფთიაქების, სანოტარო ბიუროების, სხვადასხვა მომსახურების ობიექტებისა და ოფისების სიახლოვეს, ასევე ტეტრასა და პრომეთეს მღვიმეების მიმართულებით მიმავალ გზაზე. მაღაზია განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა მუდმივ ნაკადს მთელი დღის განმავლობაში. შენობის წინ მდებარეობს მჭიდროდ დასახლებული უბანი. ✅ სრულად გარემონტებული ✅ სრულად აღჭურვილი და მზად ოპერირებისთვის ✅ ავეჯი შედის ღირებულებაში და გამოსადეგია სხვადასხვა კომერციული საქმიანობისთვის ✅ საქმიანობის დაუყოვნებლივ დაწყების შესაძლებლობა ✅ არსებული სასაქონლო მარაგი შედის გაყიდვაში ✅ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კომერციული ფართის იჯარით აღებაც 🛒 ბიზნესთან ერთად გადაეცემა: - საყოფაცხოვრებო და საწმენდი საშუალებები - პირადი ჰიგიენის პროდუქცია - კოსმეტიკა და მაკიაჟის საშუალებები - ოდეკოლონები და სუნამოები - გამაგრილებელი სასმელები - ტკბილეული - სპორტული ტანსაცმელი - ბავშვთა ტანსაცმელი - ავეჯი - სხვა სასაქონლო მარაგი და სავაჭრო ინვენტარი ბიზნესი იყიდება სრული სასაქონლო მარაგით, ავეჯითა და აღჭურვილობით, რაც ახალ მფლობელს საქმიანობის დაუყოვნებლივ დაწყების შესაძლებლობას აძლევს. მოთხოვნილი ფასი მნიშვნელოვნად დაბალია იმ თანხასთან შედარებით, რომელიც დაიხარჯა რემონტში, სასაქონლო მარაგში, ავეჯსა და აღჭურვილობაში. 📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 591 22 93 72 (ზარი / WhatsApp)
იყიდება ბიზნესი
160 60
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2026-06-20
იყიდება მოქმედი 6 წლის ბიზნესი პატარა იტალიური კაფე თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე.ბიზნესი ჩემი აწყობილია 0 დან და სტაბილურად კარგად ვამუშავებ 6 წელიწადია. ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროვებ კაფეს სახელწოდებას. იხილეთ მცირე ჩამონათვალი ფინანსური შემოსავლებისა. გააჩნია დიდი პოტენციალი ზრდისა და გაფართოების კუთხით, არ გვაქვს რეკლამა ,რაც იძლევა საშუალებას დამატებითი დიდი შემოსავლის მოსაზიდად. ბიზნესის გაყიდვის სავარაუდო ფასი 160.000ლარი იჯარა 2300$ ფართი+ტერასა შენობა ინვენტარი ტერასა ყველაფერი სრულად გამართულია. დეტალებისთვის დამიკავშირდით ან მომწერეთ მითითებულ ნომერზე, ვარ ბიზნესის მეპატრონე.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა