რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 170 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
სოკოს საწარმო და 3 ჰა მიწა (გეზთან ახლოს)
6,057,450 2,250,000
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2026-03-04
წარმოგიდგენთ უნიკალურ კომერციულ ობიექტს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. გამარჯვების მიმდებარედ. ობიექტი სრულად არის მომზადებული როგორც არსებული აგრო-ბიზნესის (სოკოს წარმოება) გასაგრძელებლად, ისე ნებისმიერი მასშტაბური ინდუსტრიული პროექტის განსახორციელებლად. 📍 ლოკაცია და ლოჯისტიკური უპირატესობა მისამართი: გარდაბანი, სოფ. გამარჯვება. სტრატეგიული მდებარეობა: თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონიდან (GEZI) 2 წუთის სავალზე. ხელმისაწვდომობა: ცენტრალური გზატკეცილიდან 500 მეტრი. 🏗️ უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურა ობიექტი განთავსებულია 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რაც იძლევა ნებისმიერი ტიპის მშენებლობისა და უცხოური ინვესტიციის განხორციელების საშუალებას. მთავარი საწარმოო კორპუსი (N1): 3,360 კვ.მ. (ჭერის სიმაღლე 5 მ). სრულად იზოლირებული სათბურები, სამაცივრე სისტემები, საოფისე და დამხმარე ფართები. დამხმარე ნაგებობა (N2): 288 კვ.მ. (ბრიკეტების საწარმო). ტერიტორია: 30,000 კვ.მ. სრულად შემოღობილი და დაცული პერიმეტრი. ⚡ ტექნიკური მახასიათებლები ობიექტი გამოირჩევა მძლავრი კომუნალური ინფრასტრუქტურით, რაც კრიტიკულია წარმოებისთვის: ელექტროენერგია: საკუთარი 500 კვტ სიმძლავრის ქვესადგური. ენერგო-უსაფრთხოება: 65 კვტ დიზელის გენერატორი (ავტომატური ჩართვის სისტემით). წყალმომარაგება: ინდუსტრიული სიმძლავრის უკუოსმოსის (Reverse Osmosis) ფილტრაციის სისტემა და დიდი მოცულობის რეზერვუარები. გათბობა: ავტონომიური საქვაბე მეურნეობა. 🎯 საინვესტიციო პოტენციალი მოცემული ქონება, მისი მდებარეობიდან და რესურსებიდან გამომდინარე, ოპტიმალურია შემდეგი საქმიანობებისთვის: აგრო-ინდუსტრია: სოკოს ან სხვა სასათბურე კულტურების მაღალტექნოლოგიური წარმოება. ლოჯისტიკური ჰაბი: საბაჟო საწყობები ან სადისტრიბუციო ცენტრი (გეზთან სიახლოვის გამო). მძიმე/მსუბუქი მრეწველობა: დიდი ელექტრო სიმძლავრე (500 კვტ) იძლევა ნებისმიერი ტიპის დაზგა-დანადგარების მუშაობის საშუალებას. 💰 ფინანსური პირობები ღირებულება: 75$ / კვ.მ. ჯამური ფასი: ექვემდებარება ინდივიდუალურ მოლაპარაკებას.
მოქმედი საოჯახო ტიპის მაღაზია
27,000 10,029
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-03-02
იყიდება მოქმედი საოჯახო ტიპის მაღაზია საბურთალოზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილას. მაღაზია აღჭირვილია ყველა აუცილებელი ინვენტარით (თაროები, ვიდეო კამერები, გარე განათება და ბანერები, სველი წერტილი), ემსახურება ალგანის დაცვის პოლიცია. მაღაზიის ფართი არის 46 კვ, ფართის იჯარა არის 500$. მაღაზიაში არის დაახლოებით 23 ათასის პროდუქცია. დღიური ბრუნვა საშუალოდ 700-800 ლარი.
მომედი საოჯახო ტიპის მაღაზია
0 0
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-03-02
იყიდება მოქმედი საოჯახო ტიპის მაღაზია საბურთალოზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილას. მაღაზია აღჭირვილია ყველა აუცილებელი ინვენტარით (თაროები, ვიდეო კამერები, გარე განათება და ბანერები, სველი წერტილი), ემსახურება ალგანის დაცვის პოლიცია. მაღაზიის ფართი არის 46 კვ, ფართის იჯარა არის 500$. მაღაზიაში არის მიახლოებით 23 ათასის პროდუქცია. დღიური ბრუნვა საშუალოდ 700-800 ლარი.
საბურავების იმპორტი და საცალო/საბითუმო რეალიზაცია
201,915 75,000
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-02-26
იყიდება აქტიურად მოქმედი საბურავების ბიზნესი სრული აღჭურვილობით; მდებარეობა: თბილისის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ავტოინდუსტრიული ზონა, გზის პირას, მაღალი ხილვადობით და სტაბილური კლიენტურით. ობიექტის მონაცემები: საწყობი – 450 კვ.მ +200 კვ.მ. ოფისი – 20 კვ.მ. სამონტაჟო (ვულკანიზაცია სრული აკიპირებით) – 20 კვ.მ. პარკინგი – 3 ადგილი; ახლომახლოდ მდებარე 200 კვ.მ-მდე. საწყობი (საკუთრებაში). იჯარა: გრძელვადიანი, ხელსაყრელი პირობებით. მომწოდებლები: შეთანხმებული პარტნიორები შვეიცარიიდან, ევროპიდან, ჩინეთიდან და ადგილობრივ ბაზარზე – ახალი და მეორადი საბურავების გარანტირებული, დისტანცირებული მოწოდებით. სრულიად აკმაყოფილებს ამ ბიზნესითის განსაზღვრულ ახალ რეგულაციებს. გადახდის პირობები: შესაძლებელია როგორც ერთიანი, ისე ეტაპობრივი ან შერეული გადახდის ფორმა. ბიზნესს მოყვება 1 სრული კონტეინერი საბურავი დასაწყობებული და დეტალურად აღირცხული; სრული სამონტაჟო და ტექნიკური აღჭურვილობა; გამოცდილი პერსონალი, რომელიც მუშაობას განაგრძობს სურვილის შემთხვევაში; ფეისბუქ გვერდი 5,000-მდე გამომწერით და გამყარებული რეპუტაციით; სრულად გამართული საიტი - www.mysaburavi.ge , საოპერაციო სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. ფასი: დიდი დიღმის ერთ ოთახიანი ბინის ექვივალენტი. ეს არის გამზადებული, სტაბილური და შემოსავლიანი ბიზნესი, რომლის მართვაც შესაძლებელია დაუყოვნებლივ
სამრეწველო-საწარმოო კომპლექსი
5,653,620 2,100,000
ოზურგეთი | წარმოება
თარიღი: 2026-02-25
იყიდება საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ფართები, თავიანთი გაბარიტებით (მათ შორის სიმაღლეებით), განლაგებით, დამაგრებული მიწის ნაკვეთით, საწარმოო და დამხმარე ინფრასტრუქტურით, შესაძლებლობას იძლევა გამოყენებულ იქნენ, პრაქტიკულად, ნებისმიერი მიმართულების სამრეწველო წარმოების მოწყობისა და სასაწყობე მეურნეობის შექმნის მიზნით. საწარმოს დანიშნულებას წარმოადგენდა თიხის გადამუშავება და კაოლინის, აგურისა და თიხის სხვა ნაკეთობების გამოშვება. საწარმოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დვაბზუში საკუთრების უფლებით გააჩნია ერთ სივრცეში მდებარე 2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი: 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 29 246 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 26.19.15.014); 2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 2 356 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 26.19.15.015). მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია საწარმოო და სასაწყობე შენობები, ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე შენობები და ნაგებობები: 1. საწარმოო შენობები: კაოლინის წარმოება - 1111,4 კვ.მ. (№2); აგურისა და სხვა ნაკეთობების წარმოება - 4216 კვ.მ. (№3). 2. სასაწყობე შენობა-ნაგებობები: საწყობი 609 კვ.მ. (№5); ანგარები - 150 კვ.მ. (№6), 150 კვ.მ. (№7). 3. ადმინისტრაციული შენობა: 233,68 კვ.მ. (2 სართული) (№1). 4. სასტუმრო-სასადილო: 152,4 კვ.მ. (№1). 5. დამხმარე შენობა-ნაგებობები: საგუშაგო 12 კვ.მ. (№8); საქვაბე - 32,5 კვ.მ. (№12); საშხაპე-საპირფარეშო - 81,2 კვ.მ. (№11); ქვესადგური - 53,7 კვ.მ. (№10). კომუნიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
კვების ობიექტი + საცხობი
67,305 25,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-02-24
სასწრაფოდ იყიდება კვების ბიზნესი საბურთალოზე❗️წლიური ბრუნვა 700000ლარი - ფასი - 25000$ სამი წლის ჩამოყალიბებული ბრენდია, არის სრულად აღჭურვილი ყველანაირი ტექნიკით რაც არის საჭირო ობიექტის ოპერირებისთვის და ყავს გამოცდილი სტაფი. Glovo, Wolt-ზე და Bolt food-ზე აქვს მაღალი სამომხმარებლო შეფასება-“9.6” ასევე ძაან კარგი ლოკაცია აქვს ადგილზე გაყიდვებისთვის, აქ მოსულ სტუმრარს ხვდება ლამაზი მყუდრო გამწვანებული გარემო, სავსე ცოცხალი მცენარეებით! გადავცემთ ახალ მყიდველს სრულ მენიუს თავისი რეცეპტებით და გრამაჟებით, ბრენდბუქს და ასევე გამართულ ვებ გვერდს და სოციალურ ქსელებს. მნიშვნელოვანია რომ ობიექტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დიდი პოტენციალი აქვს საცხობის ბიზნესს, რისთვისაც ყველაფერი გვაქვს გამზადებული, საჭიროა მხოლოდ მცხობელის პოვნა. მოკლედ ბიზსნესი არის მუშა და გამართული, მყიდველს შეუძლია პირდაპირ გააგრძელოს ფუნქციონირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე! დეტალებისთვის დამიკავშირდით 591819700
მოქმედი რესტორანი საჩხერეში
1,615,320 600,000
საჩხერე | ავტობიზნესი
თარიღი: 2026-02-23
იყიდება საჩხერეში რესტორანი მუშა მდგომარეობაში. ფართი 1000 კვ.მ. ცალკე არის დამატებით 1000კვ.მ. ფართობი, სადაც შესაძლებელია დარბაზის აშენება. რესტორანში არის სხვადასხვა კუპეები: 12 და 6 კაციანები. ფაცხები (12 კაციანი) ღია და დახურული. ვერანდა 70 კაცზე. ტერიტორიაზე არის საცხობი, თონე, სამწვადე, ეზოში დეკორატიული წყარო.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა