რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 165 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ჰიგი
518,720 200,000
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2026-11-11
იყიდება მოქმედი საწარმოო ბიზნესი, რომელიც სპეციალიზებულია ქაღალდის ნაწარმისა და საყოფაცხოვრებო და პროფესიული ქიმიური საშუალებების წარმოებაში. ბიზნესი იყიდება სრულად, უძრავი ქონების გარეშე. გასაყიდი ბიზნესი მოიცავს: • საწარმოო დანადგარებსა და ყველა საჭირო აღჭურვილობას; • არსებულ მომხმარებელთა ბაზას და ჩამოყალიბებულ გაყიდვების არხებს; • მოქმედ ბიზნესს არსებული ბრუნვით; • ქიმიური პროდუქციის ფორმულებსა და წარმოების ტექნოლოგიებს; • დაგროვილ გამოცდილებასა და საწარმოო პროცესების ცოდნას; • პროდუქციის ასორტიმენტს და მისი გაფართოების შესაძლებლობას. საწარმოს ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები იძლევა 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის წარმოების საშუალებას. ბიზნესს ჰყავს არსებული კორპორატიული და საცალო მომხმარებლები, მათ შორის სავაჭრო ქსელები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები და სხვა ორგანიზაციები. ახალი მფლობელისთვის უზრუნველყოფილი იქნება სრული მხარდაჭერა — არსებული მენეჯმენტი დაეხმარება წარმოების ტექნოლოგიების შესწავლაში, პროცესების გადაბარებასა და ბიზნესის გამართულად გაგრძელებაში. ბიზნესი საინტერესო შესაძლებლობაა როგორც წარმოების სფეროში შესვლის მსურველთათვის, ასევე მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი წარმოების ან პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ ინდივიდუალურად.
კაფე ბაზილიკო
35,000 13,495
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2026-11-11
იყიდება მოქმედი კაფე „ბაზილიკო“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბახტრიონის ქუჩა №12-ში. კაფე ამჟამად ფუნქციონირებს და სრულად არის აღჭურვილი საქმიანობისთვის. ახალ მფლობელს არ სჭირდება დამატებითი ინვესტიცია მოწყობაში და მუშაობის გაგრძელება პირველივე დღიდან შეუძლია. ობიექტზე განთავსებულია: ავეჯი დარბაზისთვის; სამზარეულოს სრული ინვენტარი და ტექნიკა; სერვირებისთვის საჭირო ჭურჭელი; სააღრიცხვო პროგრამა; შეკვეთების პლანშეტი და სტუმრის გამოძახების პლანშეტები; სხვა სამუშაო ინვენტარი. მოიჯარის მიერ შეძენილი ინვენტარის ჯამური ღირებულება 50 000 ლარია, ხოლო ბიზნესის ღირებულება 35 000 ლარი. (თანხაზე დალაპარაკება შესაძლებელია) ფართი იჯარითაა აღებული. საიჯარო პირობების გასაცნობად და ინვენტარის დეტალური ჩამონათვალის მისაღებად დაგვიკავშირდით. ფასი: [35 000] ₾ ადგილები: [15] საკონტაქტო: [592 07 06 76]
იყიდება კოტეჯები სასწრაფოდ
453,880 175,000
თბილისი | სხვა
თარიღი: 2026-11-04
იყიდება 6 კოტეჯის კომპლექსი სიონში. სიონის ულამაზეს და მშვიდ გარემოში, 850 კვ.მ მიწის ნაკვეთზე იყიდება სრულად მოწყობილი კომპლექსი. ​კომპლექსი მოიცავს 6 კოტეჯს — ერთი ხის კოტეჯია, 5 კი კაპიტალურად აშენებული, ხის შიდა მოპირკეთებით. ერთ-ერთი სახლიოთხოთახიანია. ​ყველა კოტეჯი არის ახალი გარემონტებული, აღჭურვილია ახალი ავეჯით, საწოლებით, ტუმბოებით, ინდივიდუალური სააბაზანოებით და ცენტრალური გათბობით. შენობებს გაკეთებული აქვს გარე დათბუნება და დასრულებული ფასადი. ​ტერიტორიაზე ასევე არის ახალი აშენებული, ცალკე მდგომი სამზარეულო საკუთარი ტერასით. რეალურ მყიდველთან ფასზე მოლაპარაკება
კოტეჯები
700,272 270,000
თბილისი | სხვა
თარიღი: 2026-11-04
იყიდება 6 კოტეჯის კომპლექსი სიონში. სიონის ულამაზეს და მშვიდ გარემოში, 850 კვ.მ მიწის ნაკვეთზე იყიდება სრულად მოწყობილი კომპლექსი. ​კომპლექსი მოიცავს 6 კოტეჯს — ერთი ხის კოტეჯია, 5 კი კაპიტალურად აშენებული, ხის შიდა მოპირკეთებით. ერთ-ერთი სახლიოთხოთახიანია. ​ყველა კოტეჯი არის ახალი გარემონტებული, აღჭურვილია ახალი ავეჯით, საწოლებით, ტუმბოებით, ინდივიდუალური სააბაზანოებით და ცენტრალური გათბობით. შენობებს გაკეთებული აქვს გარე დათბუნება და დასრულებული ფასადი. ​ტერიტორიაზე ასევე არის ახალი აშენებული, ცალკე მდგომი სამზარეულო საკუთარი ტერასით. რეალურ მყიდველთან ფასზე მოლაპარაკება
ქიმწმენდის ბიზნესი იყიდება ბათუმში
414,976 160,000
ბათუმი | სხვა
თარიღი: 2026-10-28
იყიდება მზა ქიმწმენდის ბიზნესი, არსებული მომხმარებელთა ბაზით. ფუქნცნიონირებს აპლიკაცია და ონლაინ გადახდის სისტემა. მთელი ქიმწმენდა აწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და სისტემებით. ფასი მინიმალურია და რეალურად თვითღირებულებაა.
ვენახი, ბაღი და მეურნეობა კახეთში
1,621,003 625,001
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2026-10-15
იყიდება 25 ჰექტარზე გაშენებული მეურნეობა - ვენახები, ბაღები იყიდება გამორჩეულად ლამაზი ვენახი, ბაღი და მეურნეობა კახეთში, ქინძმარაულის ზონაში! მეურნეობა მდებარეობას თელავიდან 17 კილომეტრში, ნაფარეულის გზატკეცილზე! მეურნეობა ესაზღვრება მდინარე ალაზნის ჭალას, სადაც ჩაედინება მდინარე ლოპოტა. მეურნეობის მიწები ბუნებრივად გამორჩეული ადგილია კლიმატური თვალსაზრისით და განსაკუთრებულია ხედებით. მეურნეობაში შედის 3.3 ჰექტარი - ახლად გაშენებული საფერავის ვენახი, 2 ჰექტარი - ქისი, 2 ჰექტარი - ხიხვი, 1 ჰექტარი - რქაწითელი. მეურნეობას აქვს 2 ჰექტარი გაშენებული ჩენდლერის ჯიშის კაკალი, 1 ჰექტარი შავი ქლიავი, წითელი ტყემალი და ნუში. მოწყობილია სარწყავი სისტემა. ნაკვეთების ცენტრში დგას ორ სართულიანი, 60 კვ.მ. ფართობის, გაფორმებული, კეთილმოწყობილი სახლი, საკუთარი კანალიზაციით. გაყვანილია დენი. მოწყობილია ტექნიკის შესანახი ადგილი, ორი დიდი, 40 ფუთიანი კონტეინერი. მეურნეობას გააჩნია ორი ტრაქტორი, ყველა საჭირო მოწყობილობით, რომელიც სჭირდება ვენახის და მიწის მოვლას. მთლიანი ფართობი 25 ჰექტარი. 1 კვ.მ ფასი 2,5 დოლარის შესაბამისი თანხა ლარში. (ამჟამად ფართობი დაყოფილია ნაკვეთებად, მაგრამ სურვილის შემთხვევაში გაერთიანდება)

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა