რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
60 - 70 განცხადება 175 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
სილამაზის სალონი ბათუმში
73,223 25,000
ბათუმი | სილამაზე და სპორტი
თარიღი: 2020-03-06
100 კვ.მ. ფართი არის ნაქირავები სტაბილურ და პრესტიჟულ ადგილას, ქალაქის საქმიან ცენტრში. ფართის ქირა შეადგენს 830 $. გასაყიდ ფასში შედის ინვენტარის ღირებულება (მათ შორის ვენტილაციის სისტემა) და მაღალი ხარისხის პროდუქცია (L’oreal Professional და სხვა ). ღირებულებაში ბონუსის სახით ასევე შედის ამუშავებული ბიზნესი - მოქმედი სილამაზის სალონი მეგობრული და პროფესიონალი კოლექტივით, რომელიც არ გეგმავს დაშლას.
ჭედურ ნაკეთობათა წარმოება
1,050,000 358,496
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2019-12-29
კომპანია აწარმოებს ლითონის ნაგლინის მხატვრულ დამუშავებას უახლესი გერმანული წარმოების პროგრამული ლითონდასამუშავებელი დაზგით. კოპმანია გთავაზობთ შავი ლითონის ნაგლინს და მათგან წარმოებულ დეკორატიულ და ფუნქციონალურ ნაკეთობებს (კარებებს, ჭიშკრებს, მოაჯირებს, გისოსებს, კიბეებს, ლითონის ავეჯს). კომპანია პროფესიონალურ დონეზე უზრუნველყოფს კონსტრუქციების პროექტირებას და დიზაინს, მონტაჟს, ლითონნაკეთობის ღებვას უნიკალური მეთოდით სპეციალური გერმანული საღებავებით, რაც გულისხმობს დაძველებას ექვს ძირითად ფერში (ოქრო, სპილენძი, ვერცხლი და ა.შ.). საღებავს ახასიათებს საუკეთესო შეთვისება უჟანგავ ფოლადთან, ფერად ლითონებთან, მათ შორის ალუმინთან და მის შენადნობებთან და მოთუთიებულ ზედაპირებთან. კომპანიის მიერ არის შესრულებული ყოვლადწმინდა სამების მცირე ტაძრის კარი, რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ლითონის ნაკეთობები, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი რუსთაველზე, კონსერვატორიის ფასადის ფანჯრების გისოსები და კარები, სამეფო უბნის თეატრის აივნის მოაჯირი, ხაშმის და ნინოწმინდის ეკლესიის კარებები, რესტორნები "ქალაქური" და "შემოიხედე გენაცვალე", ჰიპერმარკეტ "გუდვილი"-ს ახალი შენობის კიბე, ქალაქ გორის ცენტრალური მოედნის შადრევანი, ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიის ცენტრალური კარი, დირბის მონასტრის ალაყაფი, სასტუმრო "პარკ-ჰოტელი" ქუთაისში, დიდუბის პანთეონის ღობე, სავაჭრო ცენტრი გაგარინის მოედანზე, ტოტალიზატორი "იმპერიალი", სასტუმრო "ლილე" ღვინის აღმართზე, "სუხია"-ს სახ. ტურნირის კომპლექსი გუდაურში, კერძო შეკვეთები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და ასევე ნიუ-იორკში, ატლანტაში, შვეიცარიაში და სხვ. ფასი: 350000$
თხილამურების გასაქირავებელი
351,468 120,000
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2019-12-29
კომპანია "მოგზაური რენტი"ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თხილამურების გაქირავების ბიზნესი. ფართი შეადგენს 80 კვ.მ და მდებარეობს გუდაურში, აქსისის კორპუსი,ბლოკი ბ. კომპანია ფუნქციონირებს ზამთრის სეზონზე უკვე 10 წელია. მისი ბრუნვა შეადგენს 150 000 ლარი დეკემბრიდან მარტის ჩათვლით. მოგება 120 000 ლარი. ბიზნესი ყოველწლიურად იზრდება 20 %-ით. გაყიდვის მიზეზი - ინვესტიცია თბილისის მაღაზიაში. ბიზნესი იყიდება ყველანაირი აღჭურვილობით. (თხილამურებით, ფეხსაცმელებით & ა.შ)
დედოფლისწყაროს ხორცკომბინატი
1,171,560 400,000
სიღნაღი | წარმოება
თარიღი: 2019-12-16
იყიდება ხორცკომბინატი დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ გამარჯვებაში. ხორცკომბინატი აშენებული არის 2012 წელს და დღესაც ფუნქციონირებს, დაცულია ყველა სტანდარტი, შენობის ფართია 600 კვ.მ., მიწის ფართი 9200 კვ.მ. ამასთან ერთად იყიდება ახალი აშენებული ფერმა,  სულ საქონელზე რომელიც მდებარეობს იგივე ტერიტორიაზე, შესაძლებელია გაქირავება.
სასტუმრო ავლაბარი "გარდენია"
8,400,000 2,867,971
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-12-16
იყიდება მიწა (სასტუმროს დამტკიცებული პროექტით და მშენებლობის ნებართვით) ავლაბარში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე. 1340 კვ.მ.,  სასტუმრო მდებარეობს ძველი თბილისის შემაღლებულ ადგილას, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კერძოდ ავლაბარში ქეთევან დედოფლის ქუჩაზე, სასტუმრო თავაზობს საინტერესო ხედებს ქალაქისა და მდინარე „მტკვრის“ მიმართულებით. მისი უნიკალურობა განისაზღვრება ძველ თბილისთან ახლო მდებარეობით. სასტუმრო ადვილად მისადგომია საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე სასტუმროს 20 წუთის სავალი აშორებს. სასტუმრო იქნება 7 სართულიანი, გააჩნია 114 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, კაფე-ბარი, ეზო 222 კვ.მ ავტოსადგომი...
ფრჩხილების სალონი
60,000 20,486
თბილისი | სილამაზე და სპორტი
თარიღი: 2019-12-09
მოგესალმებით, იყიდება ფრჩხილების სალონი "colorbar"ის 2 ფილიალი 1ფილიალი მდებარეობს სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში უკვე მესამე წელია წარმატებით მუშაობს.  მეორე ფილიალი მდებარეობს ვაჟა ფშაველას მეტროსთან, არის ახალი გახსნილი. ორივე ფილიალი აღჭურვილია საუკეთესო ხარისხის ინვენტარით და ძლიერი სპეციალისტებით. ბიზნესს ასევე გააჩნია აქტიური ინსტაგრამ და ფეისბუქ ანგარიშები. ფასი: 20000$
ქვის სამტვრევი დრაბილკა
603,900 206,187
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2019-12-09
იყიდება 90'იანი ქვის სამტვრევი დრაბილკა, დღიური მოცულობა (8 საათში) 1000-1200 ტონა. სამონტაჟო მომსახურებით და გარანტით. გამოცდილი სამუშაო გუნდის წყალობით დატვირთვა- გადაცემა და განბაჟების მსგავსი სამუშაოების შესრულებაში, თქვენი ჩარევის გარეშე.. MEGA EXPORT-GE სახელით თქვენს ნაცვლად ყველა ამ საქმეს თავად ასრულებს. ფასი: 183000$
ავტომატური ბლოკის დანადგარი
216,000 73,748
თბილისი | სხვა
თარიღი: 2019-12-09
იყიდება BESS მარკის PRS 400 ავტომატური ბლოკის დანადგარი. ავტომატური ოპერაციული სისტემით, ბეტონის მორევის სამუშოები სრულდება მიწის ზედაპირზე. გათვლილია 24 საათიანი მუშაობისთვის. ასევე გვაქვს სხვადასხვა ავტომატიზაციის სისტემები და მოცულობების წარმოება. გაქვთ საშუალება მხოლოდ ყალიბის შეცვლის შემთხვევაში, აწარმოოთ: 5 სმ.-დან / 25 სმ-მდე სიმაღლის მასალა, ეს იქნება: ქვაფენილი, ბლოკი, იზობლოკი, ბორდიურები , სართულშუა გადახურვის ფილა, ბუხარის ქვა თუ ბეტონი. დღიური წარმოება (8 საათში) 4.000ც ბლოკი ხოლო 300 მ² ქვაფენილის ტოლია. ბუნკერის რაოდენობა/ერთ ბუნკერიანი, მართვის სისტემა ოპერატორის კონტროლით. გამოცდილი სამუშაო გუნდის წყალობით დატვირთვა- გადაცემა და განბაჟების მსგავსი სამუშაოების შესრულებაში, ყველა ამ საქმეს თავად ვასრულებთ. ფასი: 72000$  

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა