რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
30 - 40 განცხადება 168 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
მშრალი და გაყინული მცენარეების, კენკრის და ხილის საწარმო
1,219,005 450,000
ზესტაფონი | წარმოება
თარიღი: 2021-10-13
მდებარეობა: ხარაგაული (სოლომონ მეფის 58 ა) კომპანიას აქვს გრძელვადიანი გამოცდილება „ბიო სერთიფიცირებული“ და კონვენციური პროდუქციის ექსპორტის. საწარმო თავდაპირველად ასევე გათვლილი იყო მცირე მაშრაბით მცენარეული ჩაის, სუნელების, სოუსების და ჯემების წარმოებისთის. საწარმო აღჭურვილია მცენარეების, კენკრის და ხილის საშრობებით, შოკური გაყინვის მოწყობილობებით, სამაცივრე სასაწყობე კონტეინერებით, ასევე მცირე მაშტაბით მცენარეული ჩაის, სუნელების, სოუსების და ჯემების საწარმოებელი დანადგარებით. მთლიანი ტერიტორია არის 4300 კვ.მ, აქედან მთავარი შენობა არის 600კვ.მ, პირველ სართული განკუთვნილია წარმოების პროცესებისთვის, ხოლო მეორე სართულზე განთავსებულია 2 ჩვეულებრივი საძინებელი და 2 მასტერბედრუმი თავის აბაზანა-ტუალეტით. მეორე სართულზე ასევე განთავსებულია სამზარეულო, საოფისე სივრცე, საკონფერენციო და ტრეინინგის ოთახები, ასევე დიდი ვერანდა მდინარის ხედით (გამოდგება სასტუმროსთვისაც). საწარმოს ტერიტორიაზე ასევე არის რამდენიმე სხვა შენობა, რომლების გამოყენებაც შესაძლებელია საწარმოო პროცესებისთვის. სასურველია კომპანიის 40-50% წილის გაყიდვა, ვიდრე მთლიანი ბიზნესის.
მექსიკური რესტორანი
100,000 36,915
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2021-10-11
იყიდება მექსიკური სწრაფი კვების მოქმედი ბიზნესი. ფართი სრულად გამართული და აღჭურვილია. სამზარეულოში წარმოდგენილია უნიკალური მენიუ, რომელიც გატანის სერვისის კონცეფციაზეა მორგებული და ობიექტი კარგად თანამშრომლობს ყველა მიტანის სერვისის კომპანიასთან (ვოლტი, გლოვო, ბოლტი, ელვისი). ბიზნესი კარგად განვითარებულია და ჰყავს სტაბილური მომხმარებლები. იყიდება: ✅ბრენდი ✅ლოგო, ვებგვერდი, Facebook გვერდი, Instagram გვერდი, შეფუთვა ✅ავეჯი (მინიმალური) ✅ინვენტარი (დანადგარები, საოპერაციო ჭურჭელი, პლანშეტები) ✅რეცეპტები ✅სამზარეულოს პროგრამა ✅ყველა საჭირო კონტაქტი დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
საინვესტიციო კომერციული ფართი თბილისში
81,267 30,000
თბილისი | მიწა
თარიღი: 2021-10-08
ლისის ტბის მიმდებარედ ვფლობ მიწის ნაკვეთს 200კვ 14 წლიანი იჯარით. რომელზეც უნდა აშენდეს 1 სართულიანი 155კვმდე კომერციული ფართი. შენობის პროექტი და ნებართვები დამტკიცებულია თბილისის მერიის მიერ. ვეძებ ბიზნეს პარტნიორს რომელიც ააშენებს შენობას და წილში იქნება ან ვინც სესხის სახით გასცემს თანხას გარკვეული სარგებელით და დროით. ს/კ: 01.14.16.008.119
ბლოკის ცეხი
365,702 135,000
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2021-10-08
იყიდება BESS მარკის PRS 802 ავტომატური ბლოკის-ფილის და ბორდიურის დანადგარი. ავტომატური ოპერაციული სისტემით, ბეტონის მორევის სამუშაოები სრულდება მიწის ზედაპირზე. გათვლილია 24 საათიანი მუშაობისთვის. ასევე გვაქვს სხვადასხვა ავტომატიზაციის სისტემები და მოცულობების წარმოება. გაქვთ საშუალება მხოლოდ ყალიბის შეცვლის შემთხვევაში, აწარმოოთ: 5 სმ.-დან / 25 სმ-მდე სიმაღლის მასალა, ეს იქნება: ქვაფენილი, ბლოკი, იზობლოკი, ბორდიურები, სართულშუა გადახურვის ფილა, ბუხარის ქვა თუ ბეტონი. დღიური წარმოება (8 საათში) 8.000 ბლოკი ხოლო 550 მ² ქვაფენილი, 3.000 ბორდიური. ბუნკერის რაოდენობა/ერთ ბუნკერიანი, მართვის სისტემა ოპერატორის კონტროლით. გამოცდილი სამუშაო გუნდის წყალობით დატვირთვა - გადაცემა და განბაჟების მსგავსი სამუშაოების შესრულებაში, თქვენი ჩარევის გარეშე. ყველა ამ საქმეს თავად ვასრულებთ.
საკონდიტროების ქსელი
812,670 300,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2021-10-06
იყიდება ორი კომერციული ფართი აწყობილი საკონდიტრო ბიზნესით, 1. პირველი ფართი (40 მ2) არის საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩაზე, 2. მეორე ფართი (110 მ2) არის დიდ დიღმში, მირიან მეფის ქუჩაზე, ორივე ფართი აღჭურვილია სრული საწარმო/სამზარეულო ინვენტარით და ტექნიკით, ახალი რემონტით, სადისტრიბუციო მინივენის ავტომობილით, აწყობილი სადისტრიბუციო ქსელით, სადაც გადის წარმოებული პროდუქცია, ობიექტები მუშა მდგომარეობაშია, დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ 514822288 - თამუნა, ვარ მეპატრონე.
საკალმახე მეურნეობა და კალმახის ლიფსიტის ინკუბატორი
0
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2021-10-04
იყიდება საკალმახე მეურნეობა და კალმახის ლიფსიტის ინკუბატორი თბილისიდან 30 კილომეტრში, მცხეთასთან. მიწის ფართი 3000 კვ.მ. ინკუბატორის წლიური შესაძლებლობა 1 მლნ ლიფსიტა. საწარმოო კალმახის გაზრდის შესაძლებლობა 4-6 ტონა წელიწადში. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას შუალედურ-გასაჩერებელ პუნქტად. მარაგდება 2 წნევიანი, თვითდენითი ჭაბურღილით, 1 ჭით, და არხიდან მომავალი ნაჟური წყლით. სეზონურად ემატება არაგვის არხი. არის 4 საჩეკი, 6(4+2) ლიფსიტის და 3 გასაზრდელი 75 კვ.მ-ანი აუზი. 60 კვ.მ. შენობა და საპირფარეშო. შემოღობილია კაპიტალურად, ბეტონის ფილებით, რკინის ჭიშკრით და მთელ პერიმეტრზე აყენია ვიდეო კამერები. შეყვანილია დენი და გაზი.
მზესუმზირის და სხვა მარცვლეულის საწარმო
595,958 220,000
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2021-09-18
იყიდება მზესუმზირის, მიწის თხილის, ბატიბუტის, ბურბუშელის წარმოება - დისტრიბუციის კომპანია. კომპანიის საკუთრებაშია რუსული წარმოების (ტაიფუნის ფირმის) უნივერსალური, მრავალფუნქციური საწარმო ხაზი. ხაზი მოიცავს შემდეგ ნადადგარებს: ცხელი ჰაერით მოსახალი. ვაკუუმით დასამარილებელი, საწმენდ-საპრიალებელი, გამაგრილებელი, მულტიფუნქციური და 2 მინი შესაფუთი დანადგარი. კომპანია აწარმოებს ოცამდე დასახელების პროდუქტს. კომპანიის არსებული მანქანა-დანადგარები სხვა სახის პროდუქტის წარმოების საშუალებასაც იძლევა. (თხილი, ქართული წიფელის ნაყოფი, ჩიპსი და ა.შ. სნეკის მიმართულებით).
დელივერერსი (საკურიერო კომპანია)
270,890 100,000
თბილისი | ტრანსპორტი, გადაზიდვები
თარიღი: 2021-09-17
საკურიერო კომპანია დელივერერსი, რომელსაც აქვს 1000 მდე ინდივიდუალური მომხმარებელი და ასევე 50 მდე კორპორტაიული მომხმარებელი. დღეში 300-400 მდე შეკვეთა. გააჩნია საკუთარი მობილური აპლიკაციები, 2 მანქანა და ვებ გვერდი, მორგებული საკურიერო საქმიანობაზე.
ღორების ფერმა მუხრანში
623,047 230,000
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2021-09-16
იყიდება ღორების ფერმა მუხრანში. ცენტრალური გზის პირას, შატო მუხრანიდან ერთ კილომეტრში. ტერიტორიის საერთო ფართობია 18600 მ2. ფერმისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ფართი შეადგენს 1615 მ2. ტერიტორიაზე  ყველა კომუნიკაცია შეყვანილია. ფერმის ადგილმდებარეობა იძლევა შესაძლებლობას  გზის პირა მაღაზიის (ხორცის გაყიდვის წერტილის) გახსნის შემთხვევაში,  უპირობო, ფინანსური  წარმატების მიღწევას და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებითაც,  რომ მუხრანი ხორცის საბითუმო გაყიდვის ადგილად ჩამოყალიბდა. ასევე ფერმის ტერიტორიაზე არის 400 მ2 ხელოვნური თევზის ტბა, 45 მ სიღრმის სასმელი წყალის ჭა და საყარაულო ვაგონი თავისი ინვენტარით.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა