რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
20 - 30 განცხადება 175 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
სარეკლამო და საავეჯე წარმოება - მოქმედი ბიზნესი!
395,402 135,000
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2022-01-24
იყიდება მოქმედი ბიზნესი! სარეკლამო და საავეჯე წარმოება. მიმდინარე შეკვეთებით, დაკომპლექტებული კადრებით. ლოკაცია - ქ. თბილისი ზესტაფონის ქ. 31, მეტრო გოცირიძესთან. წარმოება 200 კვ.მ. ოფისი და პრინტი 60 კვ.მ. ფართი გვაქვს ქირით (საკმაოდ კარგი პირობით). ჩვენს მფლობელობაშია - ფართო ფორმატის (320სმ) საბეჭდი დანადგარი, სიენსი რუტერი (366/210სმ), სასერი, საბეჭდი უთო, ჰორიზონტალური სახერხი, კუთხე მჭრელი, შედუღების აპარატი, კემპი და ა.შ... ასევე ავტომობილი და სრული საოფისე აღჭურვილობა. ყველაფერი შეძენილია დაახლოვებით 1 წელის წინ ახალი და მუშა მდგომარეობით. ბუღალტერია მოწესრიგებული.  იხილეთ ვებ გვერდი და საიტი: https://www.facebook.com/Adsolution1 http://adsolutions.ge/en/
სასტუმრო 11 ოთახი | შავი ზღვის პირველი ხაზი | 550 მ²
322,179 110,000
ბათუმი | სასტუმროები
თარიღი: 2022-01-18
ოცნებობთ სასტუმროს ბიზნესის ფლობაზე? მე მაქვს თქვენთვის ძალიან მომგებიანი, საინვესტიციო პროექტი. უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ მშენებარე სასტუმრო, მაგარი კონცეფციით, საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე პირველი ხაზით და ძალიან მალე ის კარგ მოგებას მოგიტანთ. სასტუმროში 11 ოთახია, არსებობს მშენებლობის ნებართვა, დიზაინის პროექტი, შემუშავებულია სასტუმროს სრული კონცეფცია. სუპერ ექსკლუზიური, საერთო ფართით 400 კვ.მ + 150 კვ.მ. რესტორანი სულ 550 კვ. გაიცა სამშენებლო ნებართვები, პროექტი უკვე დასრულებულია. მიწის ფართობი 333 კვადრატული მეტრია, მიწა არ არის სამეურნეო მიზნებისათვის. ნებართვები გაიცა ბოლოს პირველ ხაზზე, შემდეგ პირველი ხაზის მშენებლობის ნებართვები არ გაიცემა. მდებარეობს გრიგოლეთში. ღირებულება პროექტით და ნებართვებით
მიწის ნაკვეთი დამტკიცებული პროექტით
322,179 110,000
თბილისი | სამშენებლო მასალები/მშენებლობა
თარიღი: 2022-01-09
იყიდება 326 კვ.მ მიწის ნაკვეთი დამტკიცებული პროექტით. მასზე გაცემულია 6 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის აშენების უფლება. ასევე გაკეთებულია კონსტრუქციული ნახაზი. გასაყიდი ფასი : 110500 $ დღგ-ს ჩათვლით. განიხილება ასევე აშენებულ კორპუსში ფართზე გადაცვლის შესაძლებლობა. მდებარეობა: ქალაქი თბილისი, ისნის რაიონი, დასახლება აეროდრომის ქუჩა 1, საკადასტრო კოდი 01.17.10.012.050
ზენ გას
146,445 50,000
თბილისი | ენერგეტიკა/ენერგორესურსები
თარიღი: 2021-12-16
პროექტი "ზენ გას" წარმოადგენს მოწობილობას , რომელიც წყლის გაცხელების დროს ამცირებს ბუნებრივი გაზის ხარჯს 20 - 30 პროცენტით, ის გამოიყენება, როგორც რესტორნებში, სასტუმროებში, სილამაზის ცენტრებში წყლის გათბობის დროს, აგრეთვე ცენტრალური გათბობის სისტემაში და საყოფაცხოვრებო პირობებში. გაზის ტარიფის 20 - 30 პროცენტით კლება დიდი შეღავათი იქნება დღევანდელი ცხოვრების პირობებში. ვგეგმავთ არამარტო ქართულ ბაზარზე რეალიზაციას, არამედ უცხოეთში ექპორტზე გატანას. პროექტის განხორციელებისთვის ვეძებ ინვესტორს.
წისქვილ კომბინატი
7,322,250 2,500,000
ქუთაისი | წარმოება
თარიღი: 2021-11-27
იყიდება ქ. ქუთაისში წერეთლის ქუჩა # 274 მდებარე წისქვილ კომბინატი, ყოფილი პურის მიმღები, წარმოება განთავსებულია 17456 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მდებარე ხუთ სართულიან შენობაში და დამხმარე ნაგებობებით, საერთო ფართობით 3790კვმ. მისი წარმადობა შეადგენს 180-200 ტონას 24 საათში, შენობაში დამატებით განთავსებულია მეორე მცირე ზომის წისქვილი ცეხვილი, შავი ფქვილის საწარმოებლად, წარმოების ტერიტორიაზე განთავსებულია: 1) 4 ერთეული 2500 ტონის მოცულობის ხორბლის საცავი საერთო მოცულობით 10000 ტონა. 2) 92 ერთეული 60 ტონა მოცულობის ხორბლის საცავი საერთო მოცულობით 5520 ტონა. 3) 2228 კვადრატული მეტრი ფათობი ალუმინის ანგარი მოასფალტებული სასაწყობე ფართი. 4) 35 მეგავატიანი საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი სიგრძით 1234 მეტრი, ტექნიკური პირობით 1.2 მეგავატი, სიმძლავრით. 1,6 მეგავატი სიმძლავრის ელექტრო ქვესადგურით. 5) რკინიგზის ჩიხი 955 მეტრი სიგრძით, საკუთარი თბომავლით TGM2M. წარმოებას გააჩნია საკუთარი წყალმომარაგება.
სასტუმრო ზღვის მარგალიტი
10,983,375 3,750,000
ქობულეთი | სასტუმროები
თარიღი: 2021-11-24
იყიდება 4* სასტუმრო ,,Pearl of sea hotel&spa“ (ზღვის მარგალიტი). სასტუმრო მდებარეობს ქ. ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 42, ზღვის სანაპირო ზოლში, ახალ ბულვარში, 20მ. მოშორებით ზღვიდან. მიწის ფართი 903 კვ.მ. სასტუმრო არის -1, 0, 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 ტერასა. აუზი 104 კვ.მ. სასტუმროს აქვს 44 ნომერი (16 ოროთახიანი ლუქსი, ერთი საპრეზიდენტო და 27 სტანდარტული ერთ ოთახიანი) შიგა და გარე სარესტორნო სივრცეები, აქვს სამი სართულის დაშენების ნებართვა.
ზუთხის მეურნეობა
1,757,340 600,000
ბათუმი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2021-11-16

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება.

იყიდება ევროპული სტანდარტებზე აშენებული ჩაკეტილ წყალმომარაგების სისტემაზე მომუშავე ზუთხის მეურნეობა,წარმადობა 100 ტონა წელწადში, შენობაში განთავსებულია 24 ავზი, მექანიკური ფილტრები, ბიოლოგიური ფილტრები ნასოსები ოქსიგენერატორები ოქსიმატი, და დამატებითი დანადგარები უწყვეტი ციკლის წარმოებისთვის. მიწის საერთო ფართი შეადგენს 3600 კვადრატიულ მეტრს/ შენობის ფართი 2500 მეტრ კვადრატი.
საკურიერო აპლიკაცია/პლატფორმა
29,289 10,000
თბილისი | ტრანსპორტი, გადაზიდვები
თარიღი: 2021-11-13
იყიდება ან ქირავდება საკურიერო/სადისტრიბუციო პლატფორმა, რაც მოიცავს მომხმარებლის მობილურ აპლიკაციებს როგორც Ios ასევე ანდროიდის ვერსიებს. მძღოლების მობიულრ აპლიკაციებს როგორც Ios ასევე ანდროიდ ვერსიებს. ვებ გვერდს რომელიც აპლიკაციის ფუნქციონალით და ტრეკინგის სისტემით. ასევე ამ ყველაფრის სამართავი ადმინ პანელით საიდანაც ხდება შეკვეთების გადანაწილება/მინიჭება და სისტემების მართვა. ჩაშენებული e-commerce. ნებისმიერ ლოგოზე და კომპანიის დასახელებაზე მორგებით. ჩაშენებული სმს სისტემით. ექსელის ფაილის ატვირთვის შესაძლებელობით, რომელიც გარდაიქმენბა შეკვეთებად. გაყიდვის შემთხვევაში ფასი 10 000$ ია და გაქირავების შემთხვევაში 500ლარი/თვე. აპლიკაციის გამოყენება არის უმარტივესი ისევე როგორც მისი მართვა. დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია გაჩვენოთ რეალური მუშაობის პროცესი. მადლობა.
ბავშვთა სპა ცენტრი "ჭუპა"
702,936 240,000
თბილისი | სილამაზე და სპორტი
თარიღი: 2021-10-13
იყიდება ბავშვთა სპა ცენტრი საქართველოში ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სასწრაფოდ სავარაუდო ფასი: $ 100K - $ 250K (USD) ავეჯი / მოწყობილობები შედის შემოსავალი: $ 100K (USD) ფულადი სახსრები: $ 50K (USD) + 6 სურათი ეს არის პირველი და ერთადერთი ბავშვის სპა ცენტრი საქართველოში. სპა ცენტრის მომსახურება მოიცავს: - ცურვის პროცედურები ჰიდრო მასაჟით და ინსტრუქტორის ზედამხედველობით ვარჯიშებით. პროცედურები უზრუნველყოფს ბავშვებს დიდ რელაქსაციას, ასევე ჯანმრთელობის შესამჩნევ გაუმჯობესებას, მაგ. კუნთების სისუსტის, შეზღუდული მოძრაობების და სხვა მსგავსი ბავშვის განვითარების შეფერხების შემთხვევაში. სპა ცენტრი ახორციელებს ზემოაღნიშნულ მომსახურებას ინდივიდუალური აბაზანების საშუალებით (1-დან 6 თვემდე ჩვილი) და 1 უფრო დიდი საცურაო აუზით (1-4 წლის ჩვილებისთვის). - სპა ცენტრი ასევე უზრუნველყოფს სამკურნალო ხელით მასაჟს და სარეაბილიტაციო მომსახურებას 1 თვიდან 10 წლამდე ბავშვებისთვის, რომელსაც ასრულებენ კვალიფიციური სარეაბილიტაციო სპეციალისტები. მას აქვს დიდი პოტენციალი, რადგან მოთხოვნაა ბავშვთა ცურვის/სპა პროცედურებზე ძალიან მაღალია და ხელმისაწვდომი სერვისები ძალიან შეზღუდულია, რადგან ეს კატეგორია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. ცურვის პროცედურებმა მასაჟთან ერთად გვაჩვენა შესანიშნავი შედეგები (დადასტურებულია კმაყოფილი მომხმარებლებით), რაც იმას ნიშნავს, რომ სპა ცენტრს აქვს დიდი პოტენციალი ფიზიოთერაპიისა და სარეაბილიტაციო მომსახურების შემდგომი გაფართოებისთვის. ღირებულებაში შედის 115 კვ.მ. კომერციული ფართი. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სპა ცენტრის ადმინისტრაციას მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე: office.babyspa@gmail.com  
მშრალი და გაყინული მცენარეების, კენკრის და ხილის საწარმო
1,318,005 450,000
ზესტაფონი | წარმოება
თარიღი: 2021-10-13
მდებარეობა: ხარაგაული (სოლომონ მეფის 58 ა) კომპანიას აქვს გრძელვადიანი გამოცდილება „ბიო სერთიფიცირებული“ და კონვენციური პროდუქციის ექსპორტის. საწარმო თავდაპირველად ასევე გათვლილი იყო მცირე მაშრაბით მცენარეული ჩაის, სუნელების, სოუსების და ჯემების წარმოებისთის. საწარმო აღჭურვილია მცენარეების, კენკრის და ხილის საშრობებით, შოკური გაყინვის მოწყობილობებით, სამაცივრე სასაწყობე კონტეინერებით, ასევე მცირე მაშტაბით მცენარეული ჩაის, სუნელების, სოუსების და ჯემების საწარმოებელი დანადგარებით. მთლიანი ტერიტორია არის 4300 კვ.მ, აქედან მთავარი შენობა არის 600კვ.მ, პირველ სართული განკუთვნილია წარმოების პროცესებისთვის, ხოლო მეორე სართულზე განთავსებულია 2 ჩვეულებრივი საძინებელი და 2 მასტერბედრუმი თავის აბაზანა-ტუალეტით. მეორე სართულზე ასევე განთავსებულია სამზარეულო, საოფისე სივრცე, საკონფერენციო და ტრეინინგის ოთახები, ასევე დიდი ვერანდა მდინარის ხედით (გამოდგება სასტუმროსთვისაც). საწარმოს ტერიტორიაზე ასევე არის რამდენიმე სხვა შენობა, რომლების გამოყენებაც შესაძლებელია საწარმოო პროცესებისთვის. სასურველია კომპანიის 40-50% წილის გაყიდვა, ვიდრე მთლიანი ბიზნესის.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა