რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
120 - 130 განცხადება 168 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ლითონის ჭედურ&კონსტრუქციულ ნაკეთობათა საწარმო
900,000 332,238
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2019-08-05
კომპანია აწარმოებს ლითონის ნაგლინის მხატვრულ დამუშავებას უახლესი გერმანული წარმოების პროგრამული ლითონდასამუშავებელი დაზგით. კოპმანია გთავაზობთ შავი ლითონის ნაგლინს და მათგან წარმოებულ დეკორატიულ და ფუნქციონალურ ნაკეთობებს (კარებებს, ჭიშკრებს, მოაჯირებს, გისოსებს, კიბეებს, ლითონის ავეჯს). კომპანია პროფესიონალურ დონეზე უზრუნველყოფს კონსტრუქციების პროექტირებას და დიზაინს, მონტაჟს, ლითონნაკეთობის ღებვას უნიკალური მეთოდით სპეციალური გერმანული საღებავებით, რაც გულისხმობს დაძველებას ექვს ძირითად ფერში (ოქრო, სპილენძი, ვერცხლი და ა.შ.). საღებავს ახასიათებს საუკეთესო შეთვისება უჟანგავ ფოლადთან, ფერად ლითონებთან, მათ შორის ალუმინთან და მის შენადნობებთან და მოთუთიებულ ზედაპირებთან. კომპანიის მიერ არის შესრულებული ყოვლადწმინდა სამების მცირე ტაძრის კარი, რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ლითონის ნაკეთობები, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი რუსთაველზე, კონსერვატორიის ფასადის ფანჯრების გისოსები და კარები, სამეფო უბნის თეატრის აივნის მოაჯირი, ხაშმის და ნინოწმინდის ეკლესიის კარებები, რესტორნები "ქალაქური" და "შემოიხედე გენაცვალე", ჰიპერმარკეტ "გუდვილი"-ს ახალი შენობის კიბე, ქალაქ გორის ცენტრალური მოედნის შადრევანი, ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიის ცენტრალური კარი, დირბის მონასტრის ალაყაფი, სასტუმრო "პარკ-ჰოტელი" ქუთაისში, დიდუბის პანთეონის ღობე, სავაჭრო ცენტრი გაგარინის მოედანზე, ტოტალიზატორი "იმპერიალი", სასტუმრო "ლილე" ღვინის აღმართზე, "სუხია"-ს სახ. ტურნირის კომპლექსი გუდაურში, კერძო შეკვეთები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და ასევე ნიუ-იორკში, ატლანტაში, შვეიცარიაში და სხვ. ფასი: 300000$
სასტუმრო ურეკში
121,901 45,000
ურეკი | სასტუმროები
თარიღი: 2019-07-25
იყიდება სასტუმრო ურეკში. სასტუმროს აქვს 5 კოტეჯი და  ერთი ინდივიდუალური 3 სართულიანი სახლი, პირველ სართულზე განთავსებულია სველი წერტილი, მისაღები და სამზარეულო სტუდიოს ტიპის. მეორე სართულზე ორი საძინებელი და სველი წერტილი, მესამე სართულზე მანსარდა საძინებელი. შესაძლებელია წინიდან გაკეთდეს ინდივიდუალური შესასვლელი. სასტუმროს ტერიტორიაზე არის აუზი, საბავშვო მოედანი, ბატუტი, ბილიარდი, ტენისი და სამზარეულო. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ამ ყველაფრით სარგებლობა და წლიური ქირის გადახდა, ასევე მომსახურე პერსონალით სარგებლობა. ფასი:45000$
14 ნომრიანი სასტუმრო ბაკურიანში
1,462,806 540,000
ბაკურიანი | სასტუმროები
თარიღი: 2019-07-16
იყიდება სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. სასტუმროს ფართობი არის 3700 მ2, არის 2 სართულიანი და განთავსებულია 14 საძინებელი.  სასტუმრო მოქმედია, აღჭურვილია ყველანაირი საჭირო ინვენტარით. სასტუმრო მდებარეობს ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, შესაბამისად მიმზიდველია ტურისტებისთვის, როგორც ზაფხულში ისე ზამთარში
სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ზღვის სანაპიროზე
205,876 76,000
ბათუმი | სასტუმროები
თარიღი: 2019-07-10
სასწრაფოდ იყიდება 1660 მ2 სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი აჭარაში, მწვანე კონცხზე. საუკეთესო მყუდრო ადგილი ზღვის ხედით! ინფრასტრუქტურულ და განვითარებად დასახლბაში! საუკეთესო ადგილია როგორც საცხოვრებლად ასევე კომერციისთვის, მიმდებარე ტერიტორიები ათვისებულია როგორც მცირე ასევე მსხვილი ინვესტორების მიერ. შენდება სასტუმროები, ვილები.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა