რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 11 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
მოქმედი რესტორანი/ლუდის პაბი რუსთავში
746,668 260,000
რუსთავი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2020-02-04
იყიდება თანამედროვე ტიპის მოქმედი რესტორანი/ლუდის პაბი რომელიც თითქმის 1 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. რესტორანი არის სრულიად ახალი რემონტით და აღჭურვილობით. რესტორანი მდებარეობს ქალაქ რუსთავში. შენობის მთლიანი ფართი შეადგენს 205 კვ.მ.-ს, ხოლო ეზოს ფართია 605 კვ.მ. რესტორანში განთავსებულია დარბაზი, ორი კუპე, და აქვს ასევე ტერასა სადაც ასევე განთავსებულია მაგიდები. რესტორანში წარმოდგენილია შერეული სამზარეული და ექსკლუზიური ლუდები. ბიზნესი არის მზარდი და შემოსავლიანი.
ტბების კომპლექსი მიწის ნაკვეთი ლოპოტას ხეობაში
1,050,000 365,624
თელავი | მიწა
თარიღი: 2019-12-18
თელავის რაიონის სოფლ ართანასთან მდინარე ლოპოტას ხეობაში  მდებარეობს თევზსაშენი მეურნეობა , რომელიც მოთავსებულია 28,85 ჰა მიწის ფართობზე. ნაკვეთზე განლაგებულია სხვადასხვა ფართის 7 ტბა, წყლის ფართობი - 24,6ჰა.სიღრმე საშუალოდ 4-5მ. ობიექტი მდებარეობს ზღვის დონიდან 460მ-ზე. ტბები გაკეთებულია ქვისგან, ფსკერი - მდინარის ქვა-ღორღი. ყველა საგუბარს აქვს წყლის შემშვები და გამშვები ფარები, რომელთა მეშვეობით ხდება წყლის დონის რეგულირება საგუბრებში. ტბები იკვებება ეკოლოგიურად სუფთა მდინარით - ლოპოტა. მთის განაპირა ტყის ზოლი; მდინარის სანაპირო; ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ტერიტორიამდე მიყვანილია ელექტროენერგია.ობიექტიდან 6 კმ-ში იწყება თუშეთისკენ მიმავალი გზა. ტბების კომპლექსი მდებარეობს დასახლებული პუნქტიდან 1 კმ-ში, თბილისიდან 92 კმ დაცილებით. ტერიტორიაზე გადის ელექტროგადამცემი ხაზები. ტბები გაკეთებულია გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში და მდინარის კალაპოტის იდენტური მასალით.ტბები იკვებება ეკოლოგიურად სუფთა მდინარით, ლოპოტა. მასში არ ჩაედინება დაბინძურებული წყლები. ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ აქ წარმოებული თევზი გემოვნური თვისებებით მაქსიმალურად იყოს მიახლოვებული მდინარის თევზის გემოვნურ თვისებებთან და ვაწარმოვოთ ეკოლოგიურად სუფთა თევზი. რაც ხდებოდა კიდეც 80-იან წლებში, როცა აღნიშნული ობიექტი გაკეთდა და მუშაობდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამ ობიექტზე წარმოებული პროდუქცია ყოველთვის სარგებლობდა მოთხოვნით არ მხოლოდ კახეთში და მთელ საქართველოში, არამედ წარმატებით გადიოდა ექსპორტზე სომხეთში და აზერბაიჯანში. ფასი: 360000$
ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მაცივარი
1,050,000 365,624
გურჯაანი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-11-12
იყიდება ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მაცივარი, 300 ტონიანი, მაცივარი მდებარეობს გურჯაანის რაიონ სოფელ ახაშენში, კახეთის გზატკეცილზე. მაცივარი აღჭურვილია მაღალი კლასის ტექნოლუქსის მოწყობილობებით. მაცივარი შედგება 4 განყოფილებისგან და იმართება დისტანციურად. არის ასევე საოფისე სივრცეც.  ტემპერატურული რეჟიმი -5 დან +18 გრადუსამდე. მაცივარს გააჩნია დამოუკიდებელი ტრანსფორმატორი. მაცივარი განთავსებულია 2500 კვ.მ. მიწაზე, ავტო-მაგისტრალთან 20 მეტრში. აქვს გაფართოების საშუალება. საკადასტრო კოდი: 51.08.58.065. ფასი: 350000$
არასასოფლო მიწა თელავში
1,050,000 365,624
თელავი | ავტობიზნესი
თარიღი: 2019-11-12
იყიდება თელავში 8130 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გზის პირას ყვარლის გზაზე. ახალ ავტობანთან (პროექტით გათვალისწინებულ) 500 მეტრში. რკინიგზასთან ახლოს. გამოდგება როგორც სასაწყობედ, ავტოსერვისისთვის, ღვინის საწარმოდ, სასტუმროდ, ასევე სავაჭრო ობიექტისთვის. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობები 879.3 კვ.მ. საკადასტრო: კოდი: 53.20.33.256. ფასი: 350000$
მზესუმზირის საწარმო
1,292,310 450,000
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2019-09-18
მზესუმზირის საწარმო თბილისში მდებარეობს და ბრენდირებული, შეფუთული მზესუმზირის წარმოება-რეალიზაციას ახდენს საქართველოს მასშტაბით. კომპანიას აქვს სავაჭრო პარტნიორების დიდი ბაზა და აწყობილი სადისტრიბუციო სისტემა, რაც თვეში 7 ტონამდე მზესუმზირის რეალიზაციის საშუალებას იძლევა. მზესუმზირის საწარმოს ძირითად საქმიანობას მზესუმზირის გადამუშავება, დაფასოვება და დისტრიბუცია-რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიამ ფუნქციონირება 2019 წლის მარტში დაიწყო და მისი ყოველთვიური გაყიდვების მოცულობამ ივლისის თვეში 7 ტონას მიაღწია. კომპანიას გამართული ურთიერთობა აქვს სავაჭრო პარტნიორებთან და საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით პროდუქციას აწვდის საქართველოს მასშტაბით 4,000-მდე სავაჭრო ობიექტს. ქსელურ სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან სპარი, ფრესკო, საქართველოს ფოსტა, გალფი, სოკარი, დეილი, ელვა და ა.შ. კომპანიის სადისტრიბუციო ქსელი 9 მიკროავტობუსსა და 2 „ვაგონის“ ტიპის ავტომობილს მოიცავს, რაც სრულად ფარავს 11 უბანს ქვეყნის მასშტაბით (5 თბილისში, 6 რეგიონებში). კომპანიის საკუთრებაში არსებული მანქანა-დანადგარები სხვა სახის პროდუქტის წარმოების საშუალებასაც იძლევა (მიწის თხილი, ქართული წიფელის ნაყოფი და ა.შ.) ფასი: 600000$
ღორების ფერმა მუხრანში
1,435,900 500,000
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-09-16
იყიდება ღორების ფერმა მუხრანში, რომელიც არის მოქმედი, მომგებიანი და მზარდი ბიზნესი. ფერმაში ღორების რაოდენობა საშუალოდ მერყეობს 300-400 სულამდე. ტერიტორიის საერთო ფართობია 18600 მ2. ფერმისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ფართი შეადგენს 1615 მ2. ტერიტორიაზე  ყველა კომუნიკაცია შეყვანილია. ფერმის ადგილმდებარეობა იძლევა შესაძლებლობას  გზის პირა მაღაზიის (ხორცის გაყიდვის წერტილის) გახსნის შემთხვევაში,  უპირობო, ფინანსური  წარმატების მიღწევას და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებითაც,  რომ მუხრანი ხორცის საბითუმო გაყიდვის ადგილად ჩამოყალიბდა. ფერმა სტაბილურად  ამარაგებს სუპერმარკეტების ქსელს ,,აგროჰაბს’’ და რამოდენიმე ცნობილ რესტორანს. ასევე ფერმის ტერიტორიაზე არის 400 მ2 ხელოვნური თევზის ტბა, 45 მ სიღრმის სასმელი წყალის ჭა და საყარაულო ვაგონი თავისი ინვენტარით. ფასი: 800000$
საინვესტიციო პროექტი სასტუმრო ბიზნესში
36,000,000 12,535,692
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-08-26
საინვესტიციო პროექტი ძველ თბილისში, ბარათაშვილზე. მიწის ნაკვეთის ფართი არის 4,422 მ2. შენობის მოდელი არის ძველი სტილის ექსტერიერითა და თანამედროვე დიზაინით. სასტუმროს ბოლო სართულზე იქნება ორი პრემიუმ კლასის რესტორანი, ღია და დახურული სივრცით. სასტუმროს პროექტი არის 5 სართულიანი, სადაც 81 ნომერია, 60 სტანდარტული, 10 დელუქსი და 11 საოჯახო ოთახი. სასტუმროდან იშლება ხედი თბილისის ღირშესანიშნაობებზე: ქართლის დედის მონუმენტური ქანდაკება, ნარიყალას ციხესიმაგრე, სამების ტაძარი. ფასი: 12000000$

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა