რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 33 განცხადება 91 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ფერმა აჭარაში 650,000 USD
ბათუმი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-06-17
აჭარაში იყიდება მოქმედი ბიზნესი,ფერმა,რომელიც მდებარეობს მდინარესთან ახლოს.მიწის ფართობი არის 1.2 ჰექტარი. ამ ეტაპზე ფერმაში მოშენებულია მწყერი და კურდღელი, 2200 კვ/მ-ზე აშენებულია შენობა ნაგებობე  ასევე აშენებულია თანამედრივე სტანდარტების მაცივრები, რომლებიც დაყოფილია კამერებად(ტყავის,ქონის..)
მიწა ვენახით 600,000 USD
თბილისი | ავტობიზნესი
თარიღი: 2019-06-14
იყიდება მიწა ყვარლის რაიონიში, 20 ჰა რეგისტრირებულ მიწა.აქედან 11 ჰექტარზე გაშენებულია ვენახი. მიწაზე არის ყურძნის ჯიშის შემდეგი სახეობები: 3,6 ჰა ახალშენი საფერავის ჯიშის, 1,2 ჰა მესამე წელში საფერავი , 2,6 ჰა მეოთხე წელში საფერავი და 3,4 ჰექტარზე რქაწითელი, ხიხვი და მანავის მწვანე. აღნიშნული ნაკვეთის დანარჩენ ფართობზე იონჯა არის დათესილი.  ასევე არის კაპიტალური შენობა  ჩრდილო და სამხრეთ კედლებით ფართი  288კვ.მ.
იყიდება მიწა ახალქალაქში 900,000 GEL
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-06-14
იყიდება 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ახალქალაქში,ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ახალქალაქის საერთაშორისო რკინიგზის სადგურის გასწვრივ 250 მეტრში. ადგილი არის ძალიან პერსპექტიული,რადგან სულ მალე ახალქალაქის სადგური უზრუნველყოფს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვებს. ბაქო-თბილისი-სტამბულის სარკინიგზო მიმართულებით იმოძრავებენ უახლესი, თანამედროვე ტიპის მატარებლები.
სასტუმრო ბაკურიანში 3,900,000 GEL
| სასტუმროები
თარიღი: 2019-06-11
სასტუმრო მდებარეობს დაბა ბაკურიანში, დიდველის საბაგიროსთან ახლოს. სასტუმრო არის 5 სართულიანი და მისი საერთო ფართობი შეადგენს 1700 კვ.მ, კომერციული ფართის ფართობია 470 კვ.მ.სასტუმროში განთავსებული 31 ნომერი,რომელთაგან 7 არის ლუქსის ტიპის ნომერი,ხოლო 24 სტანდარტული.სასტუმროში ადამიანთა განთავსების მაქსიმალური საერთო რაოდენობა შეადგენს 100 ადამიანს. სასტუმრო არის მოქმედი ბიზნესი, 2018 წელს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი.სასტუმროს აქვს საპარკინგე ადგილი, ვერანდა  დიდი ჰოლი, სასმელების ბარი და ბილიარდის მაგიდა.
ფერმა 80,000 USD
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-06-11
იყიდება ფერმა ბოლნისის რაიონში, ფერმა გათვლილია 200 სულ საქონელსა და 500 თხაზე. ფერმისა და მიწის ნაკვეთის ფართობი ერთად შეადგენს 2 ჰექტარსა და 7100 მეტრს. ფერმა არის 1115 კვ.მ. ტერტიტორიაზე განთავსებულია სხვადასხვა სახეობის ხეხილის ნერგები, ასევე ტერიტოია უზრუნველყოფილია ელექტრო ენერგიითა და წყლის სისტემით.  
სასტუმრო ბაკურიანში 550,000 USD
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-05-15
სასტუმრო მდებარეობს დაბა ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო ტრასის და ტაბაწყურის გზაგასაყარზე ცენტრალურ გზაზე. სასტუმრო ბაკურიანის სარკინიგზო სადგურიდან 2 კმ-ით არის დაშორებული, ბაკურიანის პარკს 1 კმ აშორებს, 25–იანების სასრიალო ტრასას – 1,2 კმ, დიდველის სასრიალო ტრასა – 2,5 კმ, ხოლო კოხტა გორას სასრიალო ტრასა – 3,5 კმ. სასტუმრო 4-სართულიანია, სადაც განთავშებულია 12 ინდივიდუალური ნომერი. 1-ლი სართულზე განთავსებულია - ბილიარდი, ბარი, საუნა, სათხილამურე აღჭურვილობის შესანახი დაცული საკნები და სასადილო ოთახი 50ადამიანზე, სადაც არის ასევე 2 საპირფარეშო. აქვე გამოყოფილია ბავშვთა გასართობი სივრცე, პროექტორით, სადაც დიდ ეკრანზე შესაძლებელია მულტფილმების ყურება. ამავე სართულზე არის სამზარეულო საჭირო ინვენტარით აღჭურვილი. პერსონალისთვის ორი ოთახით და სველი წერტილით. 1-ლი სართულის შემოსასვლელში არის ასევე, პროდუქტები შესანახი ოთახი ცალკე და სამეურნეო საწყობი ცალკე, აქვე ცენტრალური გათბობის საქვაბე სისტემა და წყლის გათიშვის შემთხვევაში წყილს რეზერვუარები. მე-2 სართული - ჰოლი და 4 ნომერი (ორადგილიანი, სამადგილიანი და ოთხადგილიანი ნომრები); მე-3 და მე-4 სართულები - ოთხადგილიანი და ე.წ. საოჯახო ნომრები, მათ შორის 2 დუპლექსი, 2 ლუქსი „კოხტაგორას“ და „დიდველის“ ხედით. ოთახები გაწყობილია ერთ და ორადგილიანი საწოლებით, ყველა საჭირო ავეჯით, სველი წერტილით, LCD ტელევიზორით, უკაბელო ინტერნეტით, მაცივრით, ჰიგიენური საშუალებებით, თმის საშრობითა და მინიბარით. ყველა ნომერი აღჭურვილია: უკაბელო ინტერნეტით (wifi); სველი წერტილებით; ცენტრალური გათბობის სისტემით; საკაბელო ტელევიზიით. სასტუმროს აქვს დიდი კეთილმოწყობილი ეზო, სადაც განთავსებულია ბავშვების გასართობი საშუალებები: სასრიალო, ბატუტი, ე.წ. აიწონა–დაიწონა, საქანელები, ჰამაკები. ეზოში არის ასევე, სამწვადე ინფრასტურქტურა მოწყობილი და მცირე ზომის ფანჩატური ბამბუკის სკამებითა და მაგიდით. ეზოს ცენტრალური ბილიკები არის მოპირკეთებული.
ინტერნეტ მაღაზია 20,000 GEL
თბილისი |
თარიღი: 2019-05-06
ინტერნეტ მაღაზია უმაღლესი ხარისხის მოქნილი ინტერფეისით, კონტენტის ექსელით ატვირთვის შესაძლებლობა, მარტივი და მრავალფუნქციური ადმინ პანელით. ინტეგრირებული ონლაინ გადახდებითა და ონლაინ განვადებებით. ამჟამად არის როგორც ტექნიკის, ასევე ჭურჭლის, მობილურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მოგაწოდოთ html, ბრენდ ბუქი და პრეზენტაცია. მოცემული ფასი გულისხმობს მხოლოდ საიტის ფასს. ინტერნეტ მაღაზია არ ფუნქციონირებს, გასათვალისწინებელია მის ასამუშავებლად ფინანსები.    
პიცის საცხობი 45,000 GEL
ბათუმი |
თარიღი: 2019-04-25
პიცის საცხობი "პიცა-მიცა" არის პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი პროდუქტი ბათუმში, რომელიც მხოლოდ სახლში მიტანაზე არის ორიენტირებული. "პიცა-მიცა" აცხობს ყველა შესაძლო ცნობილი პიცის სახეობას და ასევე ქართულ ცომეულს (ხაჭაპური, ლობიანი). ბათუმის ტერიტორიაზე ეს ბიზნესი წარმოადგენს სიახლეს.
საბავშვო კოსმეტიკა 55,000 GEL
თბილისი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
თარიღი: 2019-04-22
საბავშვო კოსმეტიკის ბრენდი. ბრენდი ცნობილია მაღალი ხარისხით და მისაღები ფასებით. იყიდება დიდი პარტია - შამპუნები,  კრემები, მზისგან დამცავი საშუალებები  და სხვა. ბრენდს აქვს 19 ახალი სახეობა, ახალ შეფუთვებში, უკვე ქართული წარწერით.
უძრავი ქონების სააგენტო 6,000 GEL
თბილისი | სხვა
თარიღი: 2019-04-12
სასწრაფოდ იყიდება უძრავი ქონების სააგენტო! თავისი მოქმედი ვებგვერდით, (სადაც განთავსებულია სარეალიზაციო განცხადებები/ბინები და სხვადასხვა სტატიები), საიტზე მიბმული ფეისბუქ გვერდით, რომელსაც აქვს უკვე 3 000-ზე მეტი მოწონება. ბიზნესი იყიდება ასევე ფეისბუქ ჯგუფით, სადაც უკვე 34 800-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. 3 ფეისბუქ პროფილით.თავისი gmail-ით და ტელეფონის ნომრით.
სამუშაო ხელთათმანები 200,000 USD
თბილისი |
თარიღი: 2019-03-28
იყიდება ლატექსით დაფარული სამუშაო ხელთათმანების წარმოება. ბიზნესი არის აწყობილი, ყავს თავისი მომხმარებელი. საქართველოში ახდენს 16 000 000 წყვილი ხელთათმანის რეალიზებას. მდებარეობს აფრიკაში და განთავსებულია 1200 კვ.მ ფართობზე. წარმოებას აქვს თავისი 12 საქსოვი მანქანა. შესაძლებელია ასევე ბიზნესის 50% წილის გაყიდვა, ან ინვესტიციის დაბანდება.
ესთეტიკური ცენტრი 1,350,000 GEL
თბილისი | სილამაზე და სპორტი
თარიღი: 2019-03-19
იყიდება ესთეტიკური მედიცინის ცენტრი. მთლიანი ფართი მოიცავს: კოსმეტოლოგიის კაბინეტი თავისი მოწყობილობებით, მასაჟის კაბინეტი საშხაპით, მანიკურ-პედიკურის კაბინეტი, სამზარეულო, სველი წერტილები. ცენტრს აქვს თავისი ინვენტარი,-ალექსანდრიტის და დიოდის ლაზერი (უახლესი ამერიკული და გერმანული აპარატებით), სოლარიუმი იტალიური აპარატით.
უეკლო მაყვლის ბაღი 80,000 USD
თბილისი |
თარიღი: 2019-03-18
იყიდება თბილისთან 20 წუთის სავალზე, წეროვანში 1 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული მოქმედი უეკლო მაყვლის ბაღი მესამე წლის. ტერიტორია არის შემოღობილი, წვეთოვანი სისტემით გამართული, მოვლილი. მეორე წელს მივიღეთ 760 კილო მოსავალი. მესამე წლიდან იწყება მზარდი 4 ტონიდან მოსავლიანობა. იქვეა სპეციალური მაცივარიც.
ქვის და პარკეტის საამქრო ქუთაისში 150,000 USD
ქუთაისი | წარმოება
თარიღი: 2019-03-18
იყიდება ქვის და პარკეტის საწარმო ქუთაისში, ნიკეას V შესახვევში. 2139 კვ.მ. მიწაზე განთავსებული 120 კვ.მ. ფართის მქონე პარკეტის საამქრო და 180 კვ.მ. ფართის მქონე ქვის დამამუშავებელი საამქრო. ორივე შენობა არის კაპიტალური. მათ გვერდით დგას 35 მ3 მოცულობის ხის საშრობი (დაახ. 70 კვ.მ.), საოფისე ფართი (36 კვ.მ.) და დამხმარე ფართი (დაახ. 8 კვ.მ.). საამქროს გააჩნია ლიცენზირებული არტეზიული ჭა, წყლის 30ტ ავზი, 2 ცალი 6ტ შლამ-დამლექი და თავისი კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტრო ქვესადგური - 250 კვ. საწარმო იყიდება დანადგარების მუშაობისთვის საჭირო ყველა დანადგარით.  

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

გარიგების ტიპი

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა