რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 17 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
მოქმედი რესტორანი/ლუდის პაბი რუსთავში
800,150 260,000
რუსთავი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2021-04-05
იყიდება თანამედროვე ტიპის მოქმედი რესტორანი/ლუდის პაბი რომელიც თითქმის 2 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. რესტორანი არის სრულიად ახალი რემონტით და აღჭურვილობით. რესტორანი მდებარეობს ქალაქ რუსთავში. შენობის მთლიანი ფართი შეადგენს 205 კვ.მ.-ს, ხოლო ეზოს ფართია 605 კვ.მ. რესტორანში განთავსებულია დარბაზი, ორი კუპე, და აქვს ასევე ტერასა სადაც ასევე განთავსებულია მაგიდები. რესტორანში წარმოდგენილია შერეული სამზარეული და ექსკლუზიური ლუდები. ბიზნესი არის მზარდი და შემოსავლიანი.
რესტორანი დიდუბეში
960,000 311,942
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2019-09-20
იყიდება რესტორანი, რომლის ფართობის არის 435 მ2.მდეობარეობს ქ. თბილისში, წერეთლის გამზირზე. რესტორანი იყიდება ყველანაირი აღჭურვილობით: ღუმელები, მაცივრები, ჭურჭელით, სამზარეულოს სრული აღჭურვილობა, დარბაზის სრული არჭურვილობა. კონდენცირება, ვენტილაცია და გათბობა. აღნიშნული ობიექტი გამზადებულია სამუშაოდ. დღეის მდგომარეობით ეს ობიექტი გაქირავებულია 10 760 ლარად და იყიდება გაქირავებულ მდგომარეობაში;
რესტორანი ქუთაისში
1,800,000 584,890
ქუთაისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2019-09-04
იყიდება რესტორანი ქუთაისში, ყველანაირი ტექნიკით და აღჭურვილობით, გამართულად მოქმედ მდგომარეობაში. აწყობილი ბიზნესი. რესტორანი არის ორ სართულიანი.მეორე სართულზე არის მთავარი დარბაზი, რომელშიც სტუმრების ტევადობა არის 250, ხოლოს პირველ სართულზე არის 30, 20, 10 კაციანი კუპეები. რესტორანი მდებარეობს პიონერთა პარკთან. რესტორნის საერთო ფართი არის 800 მ2.
რესტორანი ბაკურციხესთან
510,000 165,719
გურჯაანი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2019-08-26
იყიდება მოქმედი რესტორანი კახეთში, ბაკურციხის შესასვლელთან, ძალიან კარგ და ხალხმრავალ ადგილას, ცენტრალური გზის და ტყის პირას. რესტორანი მოკლე დროში გახდა ტურისტების და ადგილობრივების საყვარელი ადგილი და სახელი გაითქვა გემრიელი კერძებით და სასიამოვნო გარემოთი. რესტორნის ფართობი არის 3000 მ2. რესტორნის ტერიტორია საშუალებას იძლევა გაფართოების, ტურისტული სტენდების, კოტეჯების და ზამთრის ნაგებობის აშენების.შესაძლებელია ინვესტორთან გარიგების დადებაც. რესტორანი იტევს მინიმუმ 70 სტუმარს. ფასი: 170000$  
კაფე აღმაშენებელზე
33,000 10,723
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2019-08-02
იყიდება ან ქირავდება მოქმედი აწყობილი ბიზნესი კაფე-რესტორანი სრულად აღჭურვილი ინვენტარით და ექსკლუზიური ავეჯით. მოქმედი ბიზნესი, სადგომი, ვიტრაჟი, სათავსო, საკუჭნაო, საგარდერობო, ტუალეტი, ექსკლუზიური ავეჯი, ტექნიკა, გათბობა, ცხელი წყალი, ტელევიზია, ინტერნეტი, სიგნალიზაცია, დაცვა, ვერანდა, ინვენტარი.
კაფე რუსთაველის მეტროსთან
69,000 22,421
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2019-07-25
კაფე მდებარეობს გამორჩეულ ადგილას, რუსთაველის მეტროსთან ახლოს. კაფე არის მოქმედი, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით: 27 სკამი, ყავის დასამზადებელი მანქანა, ესპრესოს დასამზადებელი მანქანა, ელექტრო საფქვავი, მაცივარი, საყინულე, ფრეშის დასამზადებელი და ა.შ. ფასი: 23000$
კვების კომერციული ფართი
1,020,000 331,438
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2019-07-05
იყიდება კომერციული ფართი გლდანში. ამჟამად მოქმედებს საბანკეტო დარბაზი. ფართი მდებარეობს ხალხმრავალალ ადგილას, პირველ გადასასვლელ ხიდთან, გზებს შორის მონაკვეთში და როგორც პირველი, ასევე მეორე მიკროდან გადმოდის საფეხმავლო ხიდი. ფართი გამოდგება, როგორც კვების ობიექტად, ასევე სხვა დანიშნულებით. სპორტდარბაზი, ბავშთა გასართობი ცენტრი და ა.შ. შენობაშია ორი დარბაზი, 400 და 80 პერსონაზე. დარბაზშია ყველანაირი საჭირო ინვენტარი, ავეჯი, ტექნიკა, ჭურჭელი, სარეცხის მანქანა, კონდიციონერები, ვიდეო თვალი. დამონტაჟებულია მზის ბატარეები რომლებიც უზრუნველყოფს წყლის გათბობას. დარბაზს აქვს საკუთარი პარკინგი
პიცის საცხობი
45,000 14,622
ბათუმი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2019-04-25
პიცის საცხობი "პიცა-მიცა" არის პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი პროდუქტი ბათუმში, რომელიც მხოლოდ სახლში მიტანაზე არის ორიენტირებული. "პიცა-მიცა" აცხობს ყველა შესაძლო ცნობილი პიცის სახეობას და ასევე ქართულ ცომეულს (ხაჭაპური, ლობიანი). ბათუმის ტერიტორიაზე ეს ბიზნესი წარმოადგენს სიახლეს.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა