რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 16 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ფრენჩაიზის შესაძლებლობა – კომერციული ფართი სტრატეგიულ ლოკაციაზე (ბორჯომი, ახალდაბა)
1 0
ბორჯომი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-05-05
გამარჯობა, გიგზავნით დეტალურ ინფორმაციას საინვესტიციო შესაძლებლობის შესახებ, რომელიც აერთიანებს სტრატეგიულ მდებარეობას და ძლიერი საერთაშორისო ბრენდის ფრენჩაიზს. ქირავდება კომერციული ფართი ხელსაყრელი პირობებით, დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ცენტრალურ საავტომობილო გზასთან — იდეალური ქსელური მარკეტის (ფრენჩაიზის) გასახსნელად. პარტნიორად განიხილება Carrefour, რომელიც ამჟამად საქართველოში სთავაზობს ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ და საინვესტიციოდ მიმზიდველ ფრენჩაიზის მოდელს. ფრენჩაიზის პირობები (Carrefour) კომპანიის ინვესტიცია ობიექტში: ფართის მიხედვით ფინანსური მხარდაჭერა: 50–100 მ² – 24,000 ლარი 100–150 მ² – 32,000 ლარი 150+ მ² – 40,000 ლარი ბრენდირებული ლოგოს მონტაჟი განათებით შიდა და გარე ბრენდირება (სტიკერები, ვიზუალური მასალა) სრული IT ინფრასტრუქტურა: სალარო სისტემები (POS, სკანერები, თერმული პრინტერები) მენეჯერისა და მიმღების კომპიუტერები ქსელის მოწყობა და ინსტალაცია ფრენჩაიზის მიმღების ინვესტიცია: სარემონტო სამუშაოები Carrefour-ის სტანდარტით სავაჭრო თაროები (~50 მეტრი) ღია ტიპის მაცივარი (7.5 მ) მინუს მაცივრები (2 ერთეული) სალაროს ინფრასტრუქტურა კომერციული პირობები: სავაჭრო მარჟა: 20% – 23% მომწოდებელი: სრულად Carrefour დამატებითი ასორტიმენტი: 10%–20% სხვა მომწოდებლებისგან გადახდის პირობები: საწყისი მარაგი – 3 თვეში დაფარვა შემდგომი შეკვეთები – ~40 დღიანი ვადა საბანკო გარანტია: ~150,000 ლარი (ინდივიდუალურად განისაზღვრება) სრული წვდომა Carrefour-ის აქციებსა და მარკეტინგზე ფრენჩაიზის საკომისიო: 1.2% – 2.2% კომერციული ფართის აღწერა: 📍 მდებარეობა: დაბა ახალდაბა, ბორჯომის ცენტრალური გზა, რესტორან „თორის“ მოპირდაპირედ 📐 ფართობი: 110 მ² 🌳 ეზო: 800 მ² ინფრასტრუქტურა: პირდაპირი შესასვლელი ტრასიდან სამფაზიანი ელექტროენერგია (10 კვტ) ბუნებრივი აირი წყალმომარაგება და კანალიზაცია სრულად მოწყობილი სანიაღვრე სისტემა ლოკაციის უპირატესობები: ინტენსიური სატრანსპორტო ნაკადი: ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე სამცხე-ჯავახეთი საერთაშორისო მიმართულებები (თურქეთი, სომხეთი) მაღალი ტურისტული და ადგილობრივი მოძრაობა (რესტორნები, აბანოები) მინიმალური კონკურენცია (მხოლოდ ერთი ქსელური მაღაზია შეზღუდული პარკინგით) ადგილობრივი ბაზარი: ახალდაბა (~2,500 მცხოვრები) მიმდებარე სოფლები (კორტანეთი, ზანავი, ბეშეთი, რველი) 👉 მომხმარებლების დიდი ნაწილი ამჟამად ყიდულობს პროდუქტს სხვა ქალაქებში — რაც ქმნის ძლიერ მოთხოვნას ადგილზე. იჯარის პირობები: თვიური ქირა: 1500 ლარი ინვესტიციის კომპენსაცია: დამქირავებლის მიერ განხორციელებული სარემონტო/მოწყობის ხარჯები გამოაკლდება ქირას რეალურად ნიშნავს მრავალთვიან უფასო იჯარას დასკვნა: ეს არის იშვიათი შესაძლებლობა, სადაც ერთიანდება: ძლიერი საერთაშორისო ბრენდი მაღალი გამტარობის ლოკაცია მზარდი ადგილობრივი მოთხოვნა მოქნილი ფინანსური პირობები 👉 იდეალურია ინვესტორისთვის, რომელიც ეძებს სტაბილურ და მასშტაბირებად საცალო ბიზნესს.
პრემიუმ ხარისხის იტალიური სანტექნიკის ბიზნესი
650,000 241,708
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-04-09
იყიდება წარმატებული ბიზნესი, რომელიც სპეციალიზდება მაღალი ხარისხის იტალიურ სანტექნიკასა და აბაზანის პროდუქციაზე და ოპერირებს უკვე 12 წელზე მეტი თბილისში. ბიზნესი მყარად არის დამკვიდრებული პრემიუმ სეგმენტში და აქვს ძლიერი პოზიცია სამშენებლო და დიზაინის ბაზარზე. ძირითადი უპირატესობები: 12+ წლიანი წარმატებული საქმიანობა, ძლიერი რეპუტაცია პრემიუმ ბაზარზე, 1,600+ ერთგული კლიენტი, 700+ დიზაინერის და არქიტექტორის ბაზა, ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში: o Bugnatese Rubinetteria o Bagno Design. განხორციელებული პროექტები: პროდუქცია გამოყენებულია ცნობილ ობიექტებში - Le Méridien Batumi, The Telegraph Hotel Tbilisi, სხვა პრემიუმ პროექტებში.
საბავშვო პროდუქციის ონლაინ მაღაზია
1,500 558
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-03-31
იყიდება ტექნიკურად გამართული ბავშვის ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია (XOXO.ge), რომელიც მუშაობს WooCommerce-ის სისტემაზე. ონლაინ მაღაზიაში იყიდება ჩვენს მიერ ჩამოტანილი პროდუქცია. ტექნიკური შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა: - საიტი ტექნიკურად სრულად გამართულია და აგებულია WooCommerce სისტემაზე. - პროექტი ჩატარებული აქვს SEO ოპტიმიზაცია - ჩაშენებულია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდის სისტემა და განვადების სისტემა პროდუქტების მართვა და სერვისები: - გამართულია EXCEL-ის საშუალებით მარაგების განახლების სისტემა - მარტივად მართვადი პროდუქტების, კატეგორიების და ფასების სისტემა მარკეტინგული რესურსები და სოციალური არხები: - მოყვება სოციალური გვერდები (Facebook, Instagram და სხვა) - ტექნიკურად დაკავშირებულია სოციალურ არხებთან (Facebook Pixel, Catalog Integration და სხვა) - მზადაა Facebook Ads და Google Ads კამპანიების გასაშვებად დამატებითი უპირატესობები: - შეკვეთებისა და მომხმარებელთა მონაცემების ეფექტური მართვის პანელი - შესაძლებლობა სწრაფად შეცვალოთ ბრენდი და გაუშვათ საკუთარი პროდუქცია იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს გამზადებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, რომ სწრაფად დაიწყოს ან გააფართოოს არსებული ბიზნესი ონლაინ მიმართულებით.
მოქმედი საოჯახო ტიპის მაღაზია
27,000 10,040
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-03-02
იყიდება მოქმედი საოჯახო ტიპის მაღაზია საბურთალოზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილას. მაღაზია აღჭირვილია ყველა აუცილებელი ინვენტარით (თაროები, ვიდეო კამერები, გარე განათება და ბანერები, სველი წერტილი), ემსახურება ალგანის დაცვის პოლიცია. მაღაზიის ფართი არის 46 კვ, ფართის იჯარა არის 500$. მაღაზიაში არის დაახლოებით 23 ათასის პროდუქცია. დღიური ბრუნვა საშუალოდ 700-800 ლარი.
მომედი საოჯახო ტიპის მაღაზია
0 0
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-03-02
იყიდება მოქმედი საოჯახო ტიპის მაღაზია საბურთალოზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილას. მაღაზია აღჭირვილია ყველა აუცილებელი ინვენტარით (თაროები, ვიდეო კამერები, გარე განათება და ბანერები, სველი წერტილი), ემსახურება ალგანის დაცვის პოლიცია. მაღაზიის ფართი არის 46 კვ, ფართის იჯარა არის 500$. მაღაზიაში არის მიახლოებით 23 ათასის პროდუქცია. დღიური ბრუნვა საშუალოდ 700-800 ლარი.
საბურავების იმპორტი და საცალო/საბითუმო რეალიზაცია
201,690 75,000
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-02-26
იყიდება აქტიურად მოქმედი საბურავების ბიზნესი სრული აღჭურვილობით; მდებარეობა: თბილისის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ავტოინდუსტრიული ზონა, გზის პირას, მაღალი ხილვადობით და სტაბილური კლიენტურით. ობიექტის მონაცემები: საწყობი – 450 კვ.მ +200 კვ.მ. ოფისი – 20 კვ.მ. სამონტაჟო (ვულკანიზაცია სრული აკიპირებით) – 20 კვ.მ. პარკინგი – 3 ადგილი; ახლომახლოდ მდებარე 200 კვ.მ-მდე. საწყობი (საკუთრებაში). იჯარა: გრძელვადიანი, ხელსაყრელი პირობებით. მომწოდებლები: შეთანხმებული პარტნიორები შვეიცარიიდან, ევროპიდან, ჩინეთიდან და ადგილობრივ ბაზარზე – ახალი და მეორადი საბურავების გარანტირებული, დისტანცირებული მოწოდებით. სრულიად აკმაყოფილებს ამ ბიზნესითის განსაზღვრულ ახალ რეგულაციებს. გადახდის პირობები: შესაძლებელია როგორც ერთიანი, ისე ეტაპობრივი ან შერეული გადახდის ფორმა. ბიზნესს მოყვება 1 სრული კონტეინერი საბურავი დასაწყობებული და დეტალურად აღირცხული; სრული სამონტაჟო და ტექნიკური აღჭურვილობა; გამოცდილი პერსონალი, რომელიც მუშაობას განაგრძობს სურვილის შემთხვევაში; ფეისბუქ გვერდი 5,000-მდე გამომწერით და გამყარებული რეპუტაციით; სრულად გამართული საიტი - www.mysaburavi.ge , საოპერაციო სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. ფასი: დიდი დიღმის ერთ ოთახიანი ბინის ექვივალენტი. ეს არის გამზადებული, სტაბილური და შემოსავლიანი ბიზნესი, რომლის მართვაც შესაძლებელია დაუყოვნებლივ
ახალი და მეორადი ტანსაცმელების მაღაზია
45,000 16,734
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-02-16
იყიდება მოქმედი ბიზნესში, მაღაზიაში არის როგორც ახალი ისე მეორადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი . ფართი არის აღებული იჯარით. ფართი 110 კვ.მ. მაღაზია აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით . მის: წერეთლის 121 დაინტერესების შემთხვევაში T 599297007
1000 წვრილმანის მაღაზია
30,000 11,156
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2026-01-29
იყიდება მოქმედი ბიზნესი 1000 წვრილმანის მაღაზია,რომელიც ფუნქციონირებს 2023 წლიდან და არის სრულიად აწყობილი ბიზნესი, მუშაობს პროგრამით რომელიც გვიადვილებს მუშაობის პროცეს და ასევე პროდუქტების შევსებას,მე დაგეხმარებით პროგრამის შესწავლაში და ასევე ბიზნესის, რის შემდეგაც გააგრძელებთ თქვენთვითონ საქმიანობას, ხელშეკრულებას დადებთ მესაკუთრესთან 1 ან 3 წლით და გადაიხდით ყოველთვიურად 900 ლარს, დეტალებზე და სანახავად დამირეკეთ წინასწარ მობილურზე ან WhatsApp ზე, მოქმედი ბიზნესის გასაყიდი ფასია 30000 ლარი.ფასი ბოლოა

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა