რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
230 - 240 განცხადება 335 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
მიწა ბორჯომში 926,800 USD
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-07-03
სამცხე-ჯავახეთში,ბორჯომის რაიონ ცემში იყიდება არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც  არის 46340 მ2. 1მ2 ფასი არის $20. ადგილი არის შესანიშნავი სასტუმროგამაჯანსაღებელი კომპლექსისთვის ან სხვა ინვესტიციისთვის. ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო "კიროვის ქარხნის დასასვენებელი კომპლექსი".
18 ნომრიანი სასტუმრო თბილისის ცენტრში 854,000 USD
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
იყიდება სასტუმრო თბილისის ცენტრალურ უბანში,სასტუმროს ფართი არის 610 მ/კვადრატი.სასტუმროში არის 20 ოთახი,რომელთაგან 18 არის საძინებელი.სასტუმრო მდებარეობს ჩინეთის საელჩოსთან. სასტუმროს აქვს სამი სართული 450 მ2 + სხვენი 150მ2 + ეზო 170 მ2. ამჟამად შენობის ფასადები დასრულებულია, მოწყობილია ,,რეჰაუს'' მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა.
29 ნომრიანი სასტუმრო თბილისის ცენტრში 84,000,000 GEL
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
იყიდება სასტუმრო თბილისის ცენტრში, ოთახების რაოდენობა არის 29, რომელიც იყოფა მწეველთა და არამწეველთა ოთახებად. სასტუმროს აქვს რესტორანი 5 სართულზე, კაფე-ბარი, სავარჯიშო დარბაზი, რომელიც განთავსებულია 2 სართულზე, ხელმისაწვდომია მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვის და შედის ოთახის ფასში, ასევე არის საკონფერენციო ოთახი, საცურაო აუზი,რომელიც მდებარეობს სასტუმროს მე -5 სართულზე (ზომები: 12 მეტრი და სიგრძე და 6 მეტრი სიგანე). სასტუმროში არსებული დიდი ფართობი საშუალებას იძლევა გაიზარდოს ოთახების რაოდენობა. პირველი კლასის სასტუმრო გთავაზობთ იდეალურ ადგილს, როდესაც ეწვევით თბილისს. კვადრატული მეტრის ფასი არის $1000.
საოჯახო სასტუმრო ქუთაისში 416,100 GEL
ქუთაისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ძველი ქალაქის ნაწილში, თამარ მეფის ქუჩაზე. სასტუმრო არის სამ სართულიანი. ის ემსახურება 22–25 სტუმარს. პირველ სართულზე მდებარეობს ოთხი ნომერი, ასევე მცირე სამზარეულო, რომელიც აღჭურვილია გაზის ღუმლით, მაცივრით და სარეცხი მანქანით. მეორე და მესამე სართულზე ასასვლელი კიბეები მდებარეობს შენობის შიგნით. მეორე სართულზე არის სტუმრის მისაღები დიდი ოთახი აივნით, ცენტრალური სამზარეულო რომელსაც ასევე აქვს აივანი სახლის უკანა მხარეს, აბაზანა,ტუალეტი, და დერეფანი. მესამე სართულზე არის სამი სასტუმრო ოთახი, აბაზანა, ტუალეტი და დერეფანი. ორ საძინებელ ოთახს აქვს აივანი. მესამე სართულის დერეფნიდან არის ასასვლელი ერთი მეტრის სიმაღლეზე ღია, მოაჯირიან ოთახში. საჭიროების შემთხვევაში ის იხურება ფარდით და გამოიყენება როგორც დამატებითი ოთახი. შენობაში და მთელ ტერიტორიაზე მუდმივად არის ცივი და თბილი წყალი, რაც უზრუნველყოფილია გაზის გამათბობლებით, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებულია ეზოში. ეზოს აქვს იზოლირებული ტუალეტი. სასტუმროსთან ახლოს არის რკინიგზის ცენტრალური სადგური.რკინიგზის სადგურიდან ტურისტი 5–7 წუთში მოდის ფეხით სასტუმრომდე.  სასტუმროდან ქალაქის ცენტრი მდებარეობს 1,8 კმ–ში და ტურისტები სიამოვნებით მისეირნობენ ხოლმე ფეხით ძველი ქალაქის ქუჩებით 20–25 წუთში. სასტუმროდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტამდე 22 კილომეტრია, რომლის დაფარვასაც 30–35 წუთი სჭირდება ტრანსპორტით. ფასი-138700$/
19 ნომრიანი სასტუმრო ბათუმში 996,500 GEL
ბათუმი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
სასტუმრო  გარემონტებულია სრულიად  2017 წელს, არის შეყვანილი კომუნაკაციები: წყლის საცავი ავზები, ცალ-ცალკე ცენტრალური გათბობის ბოილერი და ცხელი წყლის ბოილერი იტალიური ფირმის “Italtherm”, ონკანები და შემრევები გერმანული „GROHE“, ავეჯი, კომპანია „ავეჯის სახლი მარკოს“ მოწოდებულია ძირითადი ნაწილი. სმარტ და WIFI მხარდამჭერი სისტემით აღჭურვილი ტელევიზორები, სათვალთვალო კამერები, ხის იატაკი, ინდივიდუალურ ხასიათში გაკეთებული ოთახები. Booking.com ისტორიით 9,2 რეიტინგი! სასტუმროში არის 19 ოთახი,რომელთაგან 13 არის საძინებელი. 1 მეტრ კვადრატის ღირებულება შეადგენს 2100 ლარს.
ახალ აშენებული სასტუმრო თბილისში 465,000 GEL
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-06-28
იყიდება ახალ აშენებული სასტუმრო, რომელშიც არის ექვსი აპარტამენტი, კეთილმოწყობილი, თანამედროვე რემონტით. ნომერში შედის საძინებელი, სამზარეულო (მაცივარი, გაზქურა, გამწოვი, სარეცხის მანქანა). კეთილმოწყობილი ეზო, ბარბექიუ, მარანი და სასადილო. მდებარეობს ზედა სამგორის მეტროსთან ტრასაზე. ფასი-155000 $.  

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა