რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
200 - 210 განცხადება 352 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ფერმა ბოლნისში
81,000 28,205
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-07-17
ბოლნისში იყიდება ფერმის წილი, რომელიც არის 500 მ.კვ, რომელიც გათვლილია 80 სულ მსხვილფეხა საქონელზე, ბაგურზე დასაბმელად. თბილისიდან 65 კილომეტრში მდებარეობს, ფერმაში არის დენი,წყალი, დამხმარე ოთახებით,ბაკები და სარწყულებლები. სულ არის 1100 კვ.მ შენობა და 8000 კვ.მ მიწა.
ბიზნესი კომერციულ ფართთან ერთად
345,000 120,134
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2019-07-17
იყიდება მაღაზია საცხობი და სასადილო კომერციულ ფართთან ერთად ავჭალაში, ხელოსნების ქალაქის ტერიტორიაზე. აწყობილი ამუშავებული ძალიან წარმატებული ბიზნესი, რომელიც მუშაობს მეექვსე წელია.არის თითქმის უკონკურენტო ბიზნესი. ყოველწლიურად იზრდება ნავაჭრი რადგან ფართოვდება ადგილზე არსებული ტერიტორია და ემატება ხალხის რაოდენობა. მაღაზიას აქვს პატარა სამზარეულო სადაც ადგილზე ამზადებენ როგორც ცივ ასევე ცხელ კერძებს. გასაყიდ თანხაში შედის მაღაზიის ნაშთი, სამზარეულოს ტექნიკა(საცხობი , გაზი,  სამწვადე და ა. შ. ) მაცივრები, ავეჯი, კამერები და საერთოდ ყველაფერი რაც არის ამ ეტაპზე მაღაზიაში.
ქვის & პარკეტის საწარმო
405,000 141,027
ქუთაისი | წარმოება
თარიღი: 2019-07-17
იყიდება ქვის და პარკეტის საწარმო ქუთაისში,  2139 კვ.მ. მიწაზე განთავსებული 120 კვ.მ. ფართის მქონე პარკეტის საამქრო და 180 კვ.მ. ფართის მქონე ქვის დამამუშავებელი საამქრო. ორივე შენობა არის კაპიტალური. მათ გვერდით დგას 35 მ3 მოცულობის ხის საშრობი (დაახლოებით 70 კვ.მ.) , საოფისე ფართი (36 კვ.მ.) და დამხმარე ფართი (დაახლოებით. 8 კვ.მ.). საამქროს გააჩნია ლიცენზირებული არტეზიული ჭა, წყლის 30ტ ავზი, 2 ცალი 6ტ შლამ-დამლექი და თავისი კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტრო ქვესადგური - 250 კვ. საწარმო იყიდება ყველა საჭირო დანადგარით.
ცემენტის ქარხანა რუსთავში
900,000 313,392
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2019-07-16
- მდებარეობა - ქ. რუსთავი - მდებარეობა რკინიგზიდან - 2.5 კმ - მდებარეობა კლინკერის მწარმოებელი ქარხნიდან - 2კმ - მდებარეობა წიდის კარიერიდან - 0.5 კმ - მდებარეობა ღორღის კარიერიდან - 0.5 კმ - მდებარეობა დასახლებულ პუნქტამდე - 1.5 კმ - ობიექტის ტიპი - გადამამუშავებელი საწარმო - წარმოებული პროდუქცია - პორტლანდცემენტი მარკა-500, მარკა-400, მარკა-350, მარკა-300 და მშრალი საამშენებლო მასალები - პროდუქციის წარმოებისათვის შესაძლოა გამოყენებული იქნეს შემდეგი ნედლეული - პორტლანდცემენტის კლინკერი, მდინარეული ღორღი (ჭერეხი), ბრძმედის ნაყარ ლითონისაგან გასუფთავებული წიდა, ვულკანური წიდა და პემზა - წარმოების ნარჩენები, მათი მოცულობა და უტილიზაცია - წარმოება არის უნარჩენო - წარმოებისათვის საჭირო ნებართვები - ყველა საბუთი ძალაშია - საპროექტო სიმძლავრე (თვეში) - 1500 ტონა - საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი - 4562 კვ.მ - დაფქვის კვანძის მოდულის ფართი - 240 კვ.მ - ნედლეულის სასაწყობო ფართი - 200 კვ.მ - ადმინისტრაციული შენობის ფართი - 80 კვ.მ - დამხმარე სათავსოს ფართი - 90 კვ.მ - ქარხნის მართვის შენობის ფართი - 85 კვ.მ - სულ შენობა ნაგებობები - 695 კვ.მ - 5 ცალი ნედლეულის შესანახი სილოსების მოცულობა - 500 ტონა
ლუდის მაღაზია წერეთელზე
51,000 17,759
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2019-07-16
იყიდება ლუდის მაღაზიის ამუშავებული ბიზნესი.მდებარეობს წერეთლის გამზირთან ახლოს. ბიზნესი მუშაობს მეორე წელია. ფართი არის ნაქირავები 600 ლარად. ამ თანხაში ასევე რჩება მაცივრები, ავეჯი, ვიდეოკამერები მონიტორით, კონდიციონერი, ტელევიზორი და დაახლოებით 15 000 ლარის საქონლის მარაგი. პირველ წელს მაღაზია ვაჭრობდა საშუალოდ 800 ლარს დღეში. წელს უკვე  ვაჭრობს 1100-1500 ლარს. შესაძლებელია დამატებით სხვა საქონლის შემოტანა თუ რამე იდეა გექნებათ და მეტად განვითარება.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა