რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 178 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
გეიმ ჰაბი
18,482 6,800
გარდაბანი | გართობა
თარიღი: 2025-07-07
🔹 იყიდება მარტყოფში მოქმედი, სრულად გამართული გეიმინგ სივრცე – Game Hub – სრული აღჭურვილობით. 🎮 იდეალურია მათთვის, ვისაც სურს შემოსავლიანი ბიზნესი უკვე გამზადებული სისტემით და ლოიალური მომხმარებლით. 📍 მდებარეობს სოფლის ცენტრში – გვერდით სკოლა, ეკლესია, ბავშვთა სპორტული სივრცეები. ვთანამშრომლობთ სოფლის სპორტულ გუნდებთან (ფეხბურთი, რაგბი, ცეკვა) და ადგილობრივ მოქმედ ბიზნესებთან. გარშემოა ასევე სპორტული დარბაზები და სხვა სოციალური წერტილები. 📍 მდებარეობა: სოფელი მარტყოფი – თბილისიდან მხოლოდ 25 კმ-ში (~25 წუთი მანქანით). 💡 რას მოიცავს: • 4 x PS5 (ბაზარზე მოთხოვნადი თამაშებით) • სრულად მოწყობილი ბარი (~3000 ლარის ინვენტარით) • კამერები (2000 ლარამდე ღირებულებით) • ტელევიზორები, დივნები, ლედ განათება • რემონტი და ინტერიერის დიზაინი • ახლად დამატებული ბილეთების სისტემა და სათამაშოების ვიტრინა • ფიტპასის სისტემა – ყოველდღიური უფასო საათი მოზარდებისთვის • დაბადების დღეების მოწყობის შესაძლებლობა და მზა გარემო • ძლიერი ბრენდინგი და სოც. ქსელური ცნობადობა 📈 გეიმ ჰაბი ამ ეტაპზე სოფელში ერთადერთი გასართობი სივრცეა ბავშვებისთვის. სოფელში არ არსებობს სხვა მსგავსი ადგილი, სადაც შესაძლებელია: • ბავშვების უსაფრთხო თამაში • დაბადების დღეების ჩატარება • PS5 სივრცე მეგობრებთან ერთად • სისტემური წამახალისებელი ბილეთებით და პრიზებით ⚠️ გაყიდვის მიზეზი: ბიზნესს ესაჭიროება ყოველდღიური ყურადღება და ლოკალური მართვა. მე ამ ეტაპზე ვარ ჩართული სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებში და ფიზიკურად აღარ მაქვს რესურსი სრულად ჩავება ყოველდღიურ მართვაში. 🔄 ამიტომ გამომაქვს გასაყიდად არა იმიტომ, რომ არ მუშაობს, არამედ იმიტომ, რომ სჭირდება ადამიანი, ვინც გააგრძელებს და უფრო მეტს გააკეთებს. 📞 დეტალებზე მომწერეთ პირად შეტყობინებაში 📍 მდებარეობა – მარტყოფი, თბილისიდან ~25 წუთის გზაზე
გერმანული ტექნოლოგიის ბლოკისა და ფილის ქარხანა
43,488 16,000
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2025-07-07
ჩვენი ბიზნესი ორიენტირებულია ბლოკისა და ბეტონის ფილის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რაც უზრუნველყოფს როგორც მაღალი ხარისხის პროდუქციას, ასევე ეფექტურ და ეკონომიურ საწარმოო პროცესს. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ნახევრად ავტომატური ბლოკისა და ფილის ქარხანა შექმნილია გერმანული ტექნოლოგიით და განკუთვნილია როგორც მცირე, ისე საშუალო მასშტაბის სამშენებლო კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ ხარისხიანი და სანდო ბეტონის პროდუქტების წარმოება მინიმალური სივრცისა და მუშახელის გამოყენებით. ✅ მარტივად დასაყენებელი სისტემა – კომპაქტური დიზაინის წყალობით ქარხანა თავსდება მხოლოდ 100 კვადრატულ მეტრზე ✅ მაღალი პროდუქტიულობა – საათში 18–20 მ³ მზა ბეტონი + ბლოკებისა და ფილების მაღალი ციკლი ✅ ავტომატიზაცია და მარტივი მართვა – მთელი სისტემა იმართება მხოლოდ 1 ოპერატორით ✅ ევროპული სტანდარტები და სერთიფიკატები – Euro1 და CE ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეამცირებს საინვესტიციო რისკებს, გაზრდის საწარმოო სიჩქარეს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ექსპლუატაციას. BEYAZLI GROUP გთავაზობთ სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას – მონტაჟი, გაშვება, ტრენინგი და ექსპლუატაციაში შეტანა. 📞 გაყიდვების დეპარტამენტი (თურქეთი): ‪+90 543 868 10 19‬ WhatsApp | Viber | Telegram | IMO 🔧 ტექნიკური მხარდაჭერის ოფისი (საქართველო): ‪+995 550 00 26 61‬ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სანდოობა, გამჭვირვალე თანამშრომლობა და მაღალი ხარისხის მომსახურება. პატივისცემით, BEYAZLI GROUP
ბოსტნეულის და მწვანილის სათბური კასპში
407,700 150,000
თბილისი | ავტობიზნესი
თარიღი: 2025-06-30
მიწის ფართობია 3700 მ² და განკუთვნილია მწვანილის, ბოსტნეულის და საყვავილე საქმიანობისთვის. ობიექტზე განთავსებულია სათბურები: 6 ძირითადი სათბური თითო 320 მ² და დამატებით 90 მ²-ის საჩითილე. ოთხი სათბური აღჭურვილია წვეთოვანი სარწყავი სისტემით, ხოლო ორი — სპრინკლერით. ტერიტორია სრულად შემოღობილია მავთულით და ქარისგან დამცავი ბადით. ეზოში გაშენებულია 300 მ²-ზე თეთრი ვარდები, რომლებიც გვიან შემოდგომამდე იძლევა ნაყოფს და იდეალურია კომერციული საქმიანობისთვის. მეურნეობას ემსახურება სრულყოფილი ინფრასტრუქტურა: მოასფალტებული მისასვლელი გზა, შიდა დაგრუნტული და მოხრეშილი ბილიკები, მუდმივი ჭაბურღილის წყალი მაღალი დებეტით და უფასოდ, დენი, ბუნებრივი აირი, ავტომატიზირებული 5 ტონიანი წყლის ავზით მოწყობილი სარწყავი სისტემა, საოფისე კონტეინერი (15 მ²) კონდიცირებითა და სველი წერტილით, სამუშაო-საყარაულო კონტეინერი (30 მ²) დამატებითი სველი წერტილით და ინდივიდუალური სარწყავი პუნქტით
იყიდება მოქმედი საკონდიტრო/საცხობი
252,774 93,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2025-06-30
იყიდება ვაკეში, ი. აბაშიძის ქუჩაზე მრავალწლიანი მოქმედი ბიზნესი (საკონდიტრო, ბეიკერია). ფასში შედის ბიზნესის წარმოებისათვის აუცილებელი მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე - მოძრავი ქონება (დანადგარები, ინვენტარი), რეცეპტურა, კალკულაციები და ა.შ. ფართი აღებულია იჯარით, მოიცავს საწარმოო ნაწილს (სრულ შესაბამისობაშია ჰასპის სტანდარტებთან), დარბაზს და კაფეს. პირველ ეტაპზე გადასახდელი იქნება ბიზნესის ღირებულების 30%, ხოლო დარჩენილი ნაწილზე შესაძლებელია განვადება. პირობებზე და დეტალებზე დამიგვიკავშირდით +995 577 725 577
იყიდება მოქმედი კაფე!
217,440 80,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2025-06-28
იყიდება მოქმედი კაფე სრული ტექნიკით , ავეჯით და ყველა საჭირო აქსესუარით.( შესაძლებელია სტაფის დატოვებაც) ობიექტი განთავსებულია ნიკო ნიკოლაძის 1 ნომერში. ფართი იჯარით არის აღებული და გადმოვა საიჯარო ვალდებულება ახალ მეპატრონესთან. საერთო ფართი 110 კვ.მ. გარე სივრცე 6-8 კვ.მ. დეტალებზე დამიკავშირდით, ფასზე დალაპარაკება შესაძლებელია.
აზი
217,440 80,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2025-06-28
იყიდება მოქმედი კაფე სრული ტექნიკით , ავეჯით და ყველა საჭირო აქსესუარით.( შესაძლებელია სტაფის დატოვებაც) ობიექტი განთავსებულია ნიკო ნიკოლაძის 1 ნომერში. ფართი იჯარით არის აღებული და გადმოვა საიჯარო ვალდებულება ახალ მეპატრონესთან. საერთო ფართი 110 კვ.მ. გარე სივრცე 6-8 კვ.მ. დეტალებზე დამიკავშირდით, ფასზე დალაპარაკება შესაძლებელია.
სუში
76,104 28,000
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2025-06-18
📌 იყიდება უნიკალური იაპონური რესტორანი, რომელიც მდებარეობს Bazari Orbeliani-ში. რესტორანი მოწყობილია საკონვეირო სისტემით: მზა კერძები გადაადგილდება ლენტაზე, საიდანაც სტუმრებს შეუძლიათ უშუალოდ აიღონ ის, რაც სურთ — მომსახურე პერსონალის გარეშე. პროექტის უპირატესობები: ✅ ერთადერთი მსგავსი კონცეფცია თბილისში ✅ მოდური და ხალხმრავალი ლოკაცია ✅ იყიდება მხოლოდ აღჭურვილობის ფასად რესტორანი ფუნქციონირებს 2024 წლის ივლისიდან. პერსონალი: 2 მზარეული, 2 მიმტანი და დამლაგებელი — მზად არიან გააგრძელონ მუშაობა ახალ მფლობელთან. 📍 Bazari Orbeliani, ვეკუას ქუჩა 3 ▪️ ფართი: 110 მ² ▪️ ქირა: 7,000 ლარი ▪️ უსაფრთხოება და სხვა სერვისები (Bazari Orbeliani): 1,400 ლარი ▪️ ხელფასები: 5,700 ლარი (5 თანამშრომელი) პროფესიონალური სამზარეულოს აღჭურვილობის და საკონვეირო სისტემის ღირებულება შეადგენს 35,000 დოლარს. სამზარეულო მოწყობილია HACCP სტანდარტების მიხედვით. მფლობელი მზად არის გაყიდოს კაფე არსებული კონცეფციით — მხოლოდ აღჭურვილობის ფასად, რადგან არ აქვს დრო პროექტის განვითარებისთვის. ✅ პროექტის ფასი: 77,000 ლარი (28,000 აშშ დოლარი) დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 📞 +995 579 22 47 37
იყიდება სრულად დაკომპლექტებული, მოქმედი ბიზნესი
593,883 218,500
თბილისი | რესტორნები და ბარები
თარიღი: 2025-06-16
კომერციული ფართი არ იყიდება! იყიდება სრულად დაკომპლექტებული, მოქმედი ბიზნესი. სივრცე აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, ავეჯით, ჭურჭლით და სრულად მზადაა ოპერირების დასაწყებად. ბიზნესი იყიდება დანადგარების გარეშე. ბიზნესის კონცეფცია აერთიანებს აზიური რესტორნისა და კლუბის ელემენტებს. შესაბამისად, ადგილზე დაგხვდებათ პროფესიონალური აუდიო სისტემა, სრულად აღჭურვილი ბარი, მაცივრები და სხვა საჭირო მოწყობილობა. ბიზნესი მდებარეობს ტურისტულად აქტიურ ზონაში. სივრცე აღჭურვილია დიზაინერის მიერ შექმნილი უნიკალური ქანდაკებებითა და სრულად გარემონტებულია. ფასი მოიცავს დღგ-ს.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა