რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
0 - 10 განცხადება 163 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ვენახი, ბაღი და მეურნეობა კახეთში
1,623,190 625,001
თბილისი | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2026-10-15
იყიდება 25 ჰექტარზე გაშენებული მეურნეობა - ვენახები, ბაღები იყიდება გამორჩეულად ლამაზი ვენახი, ბაღი და მეურნეობა კახეთში, ქინძმარაულის ზონაში! მეურნეობა მდებარეობას თელავიდან 17 კილომეტრში, ნაფარეულის გზატკეცილზე! მეურნეობა ესაზღვრება მდინარე ალაზნის ჭალას, სადაც ჩაედინება მდინარე ლოპოტა. მეურნეობის მიწები ბუნებრივად გამორჩეული ადგილია კლიმატური თვალსაზრისით და განსაკუთრებულია ხედებით. მეურნეობაში შედის 3.3 ჰექტარი - ახლად გაშენებული საფერავის ვენახი, 2 ჰექტარი - ქისი, 2 ჰექტარი - ხიხვი, 1 ჰექტარი - რქაწითელი. მეურნეობას აქვს 2 ჰექტარი გაშენებული ჩენდლერის ჯიშის კაკალი, 1 ჰექტარი შავი ქლიავი, წითელი ტყემალი და ნუში. მოწყობილია სარწყავი სისტემა. ნაკვეთების ცენტრში დგას ორ სართულიანი, 60 კვ.მ. ფართობის, გაფორმებული, კეთილმოწყობილი სახლი, საკუთარი კანალიზაციით. გაყვანილია დენი. მოწყობილია ტექნიკის შესანახი ადგილი, ორი დიდი, 40 ფუთიანი კონტეინერი. მეურნეობას გააჩნია ორი ტრაქტორი, ყველა საჭირო მოწყობილობით, რომელიც სჭირდება ვენახის და მიწის მოვლას. მთლიანი ფართობი 25 ჰექტარი. 1 კვ.მ ფასი 2,5 დოლარის შესაბამისი თანხა ლარში. (ამჟამად ფართობი დაყოფილია ნაკვეთებად, მაგრამ სურვილის შემთხვევაში გაერთიანდება)
უძრავი ქონება
9,089,850 3,500,000
თბილისი | მიწა
თარიღი: 2026-10-15
სათაური: იყიდება სადეველოპერო მიწის ნაკვეთი – 3,500 კვ.მ (იდეალურია მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის) აღწერა: სასწრაფოდ იყიდება 3,500 კვ.მ ფართობის მქონე მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მიწის ნაკვეთი. ტერიტორია საუკეთესოა მსხვილი სამშენებლო პროექტებისთვის, კერძოდ — მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ან მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად. ობიექტის უპირატესობები: • ფართობი: 3,500 კვ.მ (სწორი რელიეფი, რაც ამცირებს საძირკვლისა და მიწის სამუშაოების ხარჯებს). • სადეველოპერო პოტენციალი: ნაკვეთის მასშტაბი და კონფიგურაცია იძლევა მრავალსართულიანი კორპუსების, დიდი საცხოვრებელი კომპლექსის, შიდა ეზოსა და მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის საშუალებას. • მდებარეობა: გზისპირა ზოლი, მოსახერხებელი შესასვლელით, მაღალი ხილვადობითა და განვითარებადი პერსპექტიული ინფრასტრუქტურით. • კომუნიკაციები: ყველა საჭირო ცენტრალური კომუნიკაცია (დენი, წყალი, გაზი, კანალიზაცია) მიყვანილია ნაკვეთთან. • ალტერნატიული გამოყენება: ასევე იდეალურია გიგანტური ავტოსერვისის, ლოგისტიკური ცენტრის, ჰიპერმარკეტის ან შოურუმისთვის. მიწა სრულად მზად არის მსხვილ სამშენებლო კომპანიებსა და ინვესტორებზე გადასაფორმებლად. საბუთები წესრიგშია.
საბურგერე
33,000 12,706
თბილისი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-10-07
იყიდება მოქმედი და მომგებიანი კვების ობიეტი ვაკეში. ობიექტი ფუნქციონირებს 1 წელზე მეტია და ჰყავს მუდვიმი მომხმარებლები, მზარდი შემოსავალი. აქვს მაღალი შეფასებები და ინფლუენსერების პოსტები. ასევე დამატებულია დელივერიზე (Wolt, Glovo, Bolt). ამ ფასში შედის დანადგარებიც: გრილები, ფრიწურები, საყინულე, გამწოვი და ინვნეტარი დივანი, მაგიდა, ჭურჭელი და ა.შ (ეს ყველაფერი იქნება თქვენს საკუთრებაში). ამის გარდა კაფეში განთავსებულია ყველა სხვა საჭირო დანადგარი რომლითაც გააგრძელებთ საქმინაობას.
cozy apartment in old tbilisi
7,791,300 3,000,000
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2026-10-01
სასწრაფოდ ! იყიდება 100 კვ.მ ფართობის, სრულად მოწყობილი ბინა ძველ თბილისში, საუკეთესო ლოკაციაზე — კოტე აფხაზიდან (ლესელიძე) 200 მეტრში და გუდიაშვილის ბაღიდან 200 მეტრში. ბინა წარმოადგენს მოქმედ, მაღალშემოსავლიან საინვესტიციო ბიზნესს (Boutique Hotel style) და იყიდება სრული ავეჯით, ტექნიკითა და მოქმედი ბიზნეს-გვერდებით. ბინას აქვს ორმხრივი შესასვლელი და 2 ეზო: დამოუკიდებელი შესასვლელები როგორც აბოვიანის, ასევე საიათნოვას ქუჩებიდან და სარგებლობს ორი ეზოთი. შესაძლებელია ფუნქციონირებდეს როგორც 2 სრულიად იზოლირებული აპარტამენტი ან 1 დიდი აპარტამენტი. 2 ცალკე აპარტამენტი: თითოეული იტევს 3 პერსონას — დღიური ფასი $60/ღამე თითო ბინა , გაერთიანებული აპარტამენტი: იტევს 6 პერსონას — დღიური ფასი $150 ღამე. მზა ბიზნესი: მოჰყვება მოქმედი ბიზნეს-გვერდები/ჯავშნების სისტემები (Airbnb / Booking) მაღალი შეფასებებითა და შემოსავლების ისტორიით. დაჯავშნილია ოქტომბრის ბოლომდე სრულად 300000$
ედვოკ
129,855 50,000
თბილისი | ინფორმაციული ტექნოლოგიები
თარიღი: 2026-09-24
🚀 ახალი თაობის LegalTech პლატფორმა, რომელიც იურიდიული დახმარების მიღების გზას ცვლის. ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც ადამიანებს ეხმარება სწრაფად იპოვონ შესაბამისი იურისტი, მიიღონ კონსულტაცია, დაგეგმონ შეხვედრა და უსაფრთხოდ მართონ სამართლებრივი დოკუმენტები — ერთ სივრცეში. 📱 აპლიკაცია უკვე განვითარების ეტაპზეა და ჩვენი მიზანია მისი მასშტაბირება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. ახლა ვეძებთ სტრატეგიულ ინვესტორს, რომელიც დაინტერესებულია მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე LegalTech პროექტით და სურს გახდეს მისი განვითარების ნაწილი. 🤝 ვეძებთ არა მხოლოდ ფინანსურ პარტნიორს, არამედ ადამიანს/ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია პროექტის განვითარებაში გამოცდილებითა და ქსელითაც დაგვეხმაროს. 📩 საინვესტიციო შესაძლებლობისა და პროექტის დეტალების გასაცნობად დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში. #LegalTech #Startup #Investment #Investors #Technology #Law #Innovation
სვით ნესთ
40,000 15,402
ბათუმი | კვების ობიექტები
თარიღი: 2026-09-23
🔔🔔 სასწრაფოდ იყიდება მოქმედი სრულად აწყობილი დესერტების ბიზნესი ბათუმში — Sweet Nest•სვით ნესთ დესერტები მოიცავს: 🍫 ფინიკი ბელგიურ შოკოლადში სასაჩუქრე ვერიით; 🧇 ბელგიური ვაფლი დანამატებით; 🥞 პატარა ზომის ბლინები დანამატებით; ☕️ ცხელი და 🥤 ცივი სასმელები; მყიდველს გადაეცემა: ბრენდი, სოციალური ქსელები, Wolt/Glovo, მენიუ და რეცეპტები, აწყობილი და გამართული სოც-ქსელები, ფოტო-ვიდეო მასალა, ყველა პროდუქტის/შეფუთვის მომწოდებლის კონტაქტები. ბიზნესი მზადაა მუშაობისა და განვითარებისთვის. 📍ობიექტი მდებარეობს სავაჭრო ცენტრ ბათუმი მოლში 1 სართულზე ფასი და დეტალები — დარეკეთ მითითებულ ნომერზე ☎️ 557 77 08 77
ექთნის ბინაზე მომსახურების სერვისი/პლატფორმა
779,130 300,000
თბილისი | ავტობიზნესი
თარიღი: 2026-09-13
იყიდება, უკვე არსებული სამედიცინო ბიზნესი კერძოდ ექთნის ბინაზე მომსახურების სერვისი NMS 24/7! მაქვს სამედიცინო პლათფორმა საიტი , რომელიც ფაქტიურად არის უკვე ბრენდი გუგლისთვის და აღიქვავს კიდეც! რაც ძალიან მნიშვნელოვანია!საიტი არის გუგლში მოწინავე პოზიციაზე! ასევე ამ საიტს გააჩნია 3 სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი 3 საიტი რომელიც გულში არის 1-2 ადგილზე! კომპანია შეიქმნა 2021 ! ძალიან მოთხოვნადი სერვისია უკვე მთელს მსოფლიოში! ვმუშაობთ თბილისი ბათუმის მიმართულებით! დეტალებისთვის დამიკავშირდით!
იტალიური ბრენდის პროფესიონალური ხაზის ხელის საპნები
1 0
თბილისი | საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
თარიღი: 2026-09-08
პროფესიონალური ხაზის ხელის საპნებით დაინტერესებულ პირს, სრულიად უფასოდ გადავცემ ამ ბიზნესს, გავარკვევ მომწოდებელთან ურთიერთობაში და დავეხმარები როგორც ლოგისტიკაში, ასევე განბაჟების პროცედურებში. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შემეხმანოთ მითითებულ ნომერზე ან იმეილზე.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა