რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
140 - 150 განცხადება 146 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
ალდატო
48,235 18,000
თბილისი | კვების პროდუქტები
თარიღი: 2023-07-24
იყიდება გამართული პიცერია საბურთალოზე, მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე. ფართი ნაქირავებია. შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა იქ, სადაც მდებარეობს პიცერია (ქირა 600$ თვეში. ფართი 43 კვ.მ) ან გადაიტანოთ ღუმელი და აღჭურვილობა სადაც გსურთ. ფასი 18.000$, რეალურ მყიდველთან ფასზე მოვილაპარაკებთ. ფასში შედის: - სპეციალურად დამზადებული პიცის ღუმელი შეშაზე, რომელიც გამოდგება არა მარტო პიცისათვის, გაბარიტები 2.18m x 2.08m, სიმაღლე 2.4m - ყველა საჭირო აღჭურვილობა: სათავსო, მაცივარი, ხელსაწყო - კომპანია (იურიდიული პირი დამფუძნებლის შეცვლით), (Aldato) - მაღალრეიტინგიანი ექაუნტები გლოვოზე (93%), ვოლტზე (9.4) და ბოლტ-ფუდზე პიცერიამ იმუშავა 7-8 თვე, გაყიდვები იყო ასული 30 პიცაზე დღეში. თითქმის ყველა გაყიდვები ონლაინ, რეკლამის გარეშე. გარეთ შეიძლება 2 მაგიდის დადგმა და ასევე 3 ადგილია ბართან. სამწუხაროთ ჩვენთვის ეს იყო ახალი საქმე და ვერ გავართვით თავი. გამოცდილი, მცოდნე სპეციალისტი ადვილად აამუშავებს ამ ბიზნესს. ასევე განვიხილავთ თანამშრომლობას, მაგალითად თუ თქვენ გაქვთ პიცის წარმოების გამოცდილება მზად ვართ დაგითმოთ გარკვეული წილი და მოგანდოთ პიცერიის ამუშავება და მართვა. შეგიძლიათ გვიპოვოთ ვოლტზე, გლოვოზე და ფეისბუკზე სახელით Aldato.
კირქვის მოპოვება და გადამუშავება
2,009,775 750,000
თერჯოლა | წარმოება
თარიღი: 2023-07-21
იყიდება მოქმედი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კირქვის მოპოვებაზე და გადამუშავებაზე. კომპანიას საკუთრებაში აქვს 23942 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებით რომელთა საერთო ფართობია 8000 კვ.მ საწარმო კორპუსში განთავსებულია ულტრათანამედროვე ჩინური წარმოების ავტომატიზირებული დაფქვის ხაზი და ორი ბურთულებიანი წისქვილი. კომპანიის საწარმოდან დახლოებით 5 კმ-ში მდებარეობს 2 კირქვის კარიერი რომლის ლიცენზიებსაც კომპანია ფლობს. კომპანია მდებარეობს თერჯოლაში. ულტრათანამედროვე ჩინური წარმოების ავტომატიზირებული დაფქვის ხაზი: Zenith-ის ფირმის XZM-221 მარკის ულტრა-თანამედროვე სახეხი წისქვილი ქარხანა. დაფქვის ხარისხი მინიმალური - 20 მიკრონი დაფქვის ხარისხი მაქსიმალური - 80 მიკრონი წარმადობა 3,5 ტნ/სთ -ში. გამოიყენება ისეთი მასალების დასაფქვავად როგორიც არის: კირქვა, თაბაშირი, ბეტონიტი,დოლომიტი,ტალკი,ბარიტი,გრაფიტი.
სასტუმრო ყაზბეგი მაუნთეინს
1,205,865 450,000
ყაზბეგი | სასტუმროები
თარიღი: 2023-07-21
საოჯახო ტიპის 2 სართულიანი სასტუმრო Kazbegi Mountains განთავსებულია ყაზბეგში, სტეფანწმინდაში, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები. სასტუმროში არის 6 ნომერი , ყველა ნომერს აქვს იზოლირებული სველი წერილი. სასტუმროს გვერდით არის იზოლირებული სამზარეულო, ასევე ყველანაირი ინვენტარით. სასტუმრო ფუნქციონირებს. სასტუმროს ფართობი 240 კვ.მ., 1500 კვადრატულია მიწა. წყალი შეყვანილია, გათბობა - ცენტრალური. დამატებითი ავზი წყლის, წყლის მატორით. სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ღუმელი, ავეჯი, აქსესუარები  და აბსოლიტურად ყველაფერი რჩება.
მშრალი და გაყინული მცენარეების, კენკრის და ხილის საწარმო
455,549 170,000
ზესტაფონი | წარმოება
თარიღი: 2023-05-19
იყიდება მცენარეების, კენკრის და სხვა საკვები პროდუქტების საწარმო, გამოდგება სასატუმროდაც. მდებარეობა: დაბა ხარაგაული. ტერიტორია არის 4300კვ.მ.. ძირითადი შენობა არის 600კვადრატულამდე, პირველ სართულზე HACCP_ის სტანდატების მიხედვით მოწყობილია საწარმო, ხოლო მეორე სართულზე არის საძინებლები და დუშკაბინები, ასევე ორი საკონფერენციო დარბაზი, სამზარეულო, სამუშაო ოთახი და ვერანდა. ეზოში ასევე დამატებით არის 1000 კვადრატულ მეტრამდე შავი კარკასის შენობები. საკადასტროები: 36.01.31.354 - 520კვ.მ/ 36.01.31.355 - 3131 კვ.მ/ 36.01.31.356 - 649კვ.მ. თანდართული გთხოვთ იხილოთ ფოტოები. შენობა გარედან საჭიროებს მცირედ კოსმეტიკურ შეღებვას, თუმცა ძალიან ხარისხიანი და კეთილმოწყობილია შიგნიდან. გასაყიდი ფასი: 170,000 აშშ დოლარი საშუამავლო საკომისიო: 3% საკონტაქტო პირი: იოსებ კობახიძე (მესაკუთრე)

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა