|
გალერეა (1 სურათი)
იყიდება საწარმოო ბიზნესის წილები
71,195
25,000
ID: 31950
თარიღი: 2024-11-02
ნახვები: 119
საკონტაქტო ინფორმაცია |
მეპატრონე: |
558527161 |
ელ.ფოსტა: |
temomalania1998@gmail.com |
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სასმელი პროდუქციის წარმოებას.
ამ ეტაპზე საწარმოს ბაზაზე ძირითადად გვაქვს (მზა პროდუქტის სახით), ე.წ. შეიკები, დაბალალკოჰოლური სასმელები, სხვადასხვა არომატებისგან დამზადებული... ათამდე სახეობა; აქვე უნდა ითქვას, ისიც რომ აჭარის მასშტაბით ამ პროდუქტის რეალიზაცია ჩვენ მოვახდინეთ საკმაოდ ფართოდ, გასული ზაფხულის განმავლობაში. გარდა ამისა, გვაქვს საშუალოდ 30 000 ცალი ბოთლი, რომელიც გამოსადეგია ახალი პროდუქციის ჩამოსასხმელად. პლიუს, ოფიციალურად ვფლობთ ტექნოლოგიურ რეცეპტურას, ბაზას, რომელშიც იგულისხმება არაერთი ინოვაციური სასმელი პროდუქტის დამზადების ტექნოლოგია. სწორედ ეს მრავალმხრივი ტექნოლოგიური ცოდნა იძლევა შესაძლებლობას, დამზადდეს ქართული რეალობისთვის ჯერაც უცხო და უნიკალური პროდუქტი.
შეიკების ადგილობრივი წარმოებაც მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიერ ხდება, - სხვა კომპანია, რომელიც ადგილზე აწარმოებს აღნიშნულ პროდუქტს, ფიზიკურად არ არის ქართულ სივრცეში.
რაც შეეხება უშუალოდ საწარმოს - საწარმოში არის საკმაოდ ნორმალური პირობები საიმისოდ, რომ დიდი დატვირთვით წავიდეს სამუშაო პროცესი. გვაქვს ყველა ძირითადი დანადგარი, რაც, როგორც მინიმუმ, საწყის ეტაპზე მაინც უზრუნველყოფს საკმაო რაოდენობით სასმელი პროდუქციის წარმოებას (დამზადებას, ჩამოსხმა-დახუფვას და მზა პროდუქტის შეფუთვას)...
თვითონ დამზადებული პროდუქცია საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახლავთ და ეს დაუდასტურებია არაერთ ბიზნესში გამოცდილ და კრიტიკულად მოაზროვნე პერსონას. თავად მომხმარებელმაც დადებითად მიიღო ჩვენი პროდუქტი. ამას მოწმობს ისიც, რომ ზოგიერთი ქსელი მარტის თვიდან მოყოლებული ამ დრომდე უწყვეტად გვიკვეთავს ყველა სახეობის შეიკს (ასევე, ჩიას პუდინგს და ენერგეტიკულსაც კი), გამომდინარე მომხმარებლის მაღალი მოთხოვნიდან და რეალიზაციის მაღალი ტემპიდან. ჩვენი პროდუქცია, ქსელური მარკეტების გარდა, განთავსებულია დრაივებზეც, კაფეებში და ბარებშიც. ესეც ერთ-ერთი უპირატესობაა ამ ბიზნესის, რომ ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული პროდუქცია ვაწარმოოთ და მიწოდება არ ხდებოდეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით.
წილების გაყიდვას აქვს ერთი მთავარი მიზანი - ინვესტიციის მოზიდვა და ამ წარმოების აყვანა განვითარების ახალ საფეხურზე. ინვესტირების შედეგად შეძენილი ატრიბუტიკა, დამატებითი კადრები და გეგმაზომიერი პიარი (რეკლამა), ერთი ორად გაზრდის ამ საქმის პერსპექტივას და ფინანსური ბენეფიტებიც საგრძნობლად გაიზრდება.
წილობრივი ჩართულობის სანაცვლოდ, თანხის მინიმალური ოდენობა შეადგენს 25 000 დოლარს.
თხოვნა იქნება, დამიკავშირდეთ მხოლოდ რეალურად დაინტერესებული პირები.
ინდუსტრია: |
წარმოება |
მდებარეობა: |
თბილისი |
კატეგორია: |
გაყიდვა - ბიზნესები |
ვალუტა: |
USD |
თანამშრომლები: |
|
წლიური შემოსავალი: |
|
EBITDA: |
|
წმინდა მოგება: |
|
აქტივები: |
|
უძრავი ქონება: |
არა |
ინდუსტრია: |
წარმოება |
მდებარეობა: |
თბილისი |
კატეგორია: |
გაყიდვა - ბიზნესები |
ვალუტა: |
USD |
თანამშრომლები: |
|
მთლიანი შემოსავალი: |
|
EBITDA: |
N/A |
წმინდა მოგება: |
|
აქტივები: |
|
უძრავი ქონება: |
არა |
|
|
|