|
გალერეა (1 სურათი)
იყიდება მოქმედი საკონდიტრო ბიზნესი
53,832
20,000
ID: 39557
თარიღი: 2026-05-01
ნახვები: 8
| საკონტაქტო ინფორმაცია |
| მეპატრონე: |
595313353 |
| ელ.ფოსტა: |
alexanderkhasia@gmail.com |
ჩამოყალიბებული და ბაზარზე ცნობილი ბრენდი, გამორჩეული ნამცხვრებით და სტილით. ბიზნესი ბოლო 5 წელია რაც წარმატებით ფუნქციონირებს, აქვს მზარდი სამომხმარებლო აუდიტორია და სტაბილური ბრუნვა. სრულად აწყობილია საწარმოო და მასთან დაკავშირებული ოპერაციებით.
📍 ლოკაცია
ვაკე, მრგვალ ბაღთან, შატბერაშვილის ქუჩაზე - მაღალი გამვლელობის ზონა, საცხოვრებელი, ბიზნეს და ტურისტული გარემოს უბანი.
🏩 სივრცე
სრულად მოწყობილი და ფუნქციური, საკონდიტროსთვის ოპტიმიზებული 21 კვ.მ ფართი. ტერასით და შიდა მოსაჯდომი სივრცით. (იჯარის ღირებულება 450$ - 1 წლიანი ხელშეკრულებით).
🍰 Brand
‘ბრენდი’ არის ჩამოყალიბებული ვიზუალური იდენტობით, პოზიციონირებითა და ერთგული მომხმარებლების ბაზით. ‘ბრენდი’ იყო არა ერთ ღია მარკეტზე (საშობაო, შემოდგომის და სხვა) წარმოდგენილი.
მზარდი აუდიტორია, როგორც ფიზიკური ვიზიტორების, ისე ონლაინ შეკვეთების მხრივ. მაღალი პოტენციალი - b2b გაყიდვების ზრდის.
ჩართული Liberty ბანკის ქეშბექ და ფასდაკელების კამპანიებში.
📱 ციფრული აქტივები
გამართული და აქტიური სოციალური მედია (Instagram / Facebook) მაღალი ენგეიჯმენტით.
ინტეგრირებული Wolt-ს და Glovo-ს აპლიკაცია, მუშა მენიუთი და დადგენილი პროცესით. Wolt Rating: 9.6 / Glovo Rating: 100%
მაღალი შეფასების რეიტინგი Google Map-ზე, რისი საშუალებითაც ტურისტები და უცხოელი რეზიდენტები აქტიურად სტუმრობენ სივრცეს.
📋 რეცეპტები
შეთანხმების საფუძველზე 50% - 60% ან 70% რეცეპტების გადაეცემა მყიდველს. რეცეპტები არის სრულად დამუშავებული და 5 წლის განმავლობაში დატესტილი, რაც უზრუნველყოფს ნამცხვრების მაღალ ხარისხს.
🛠 ტექნიკა და ინვენტარი
ბიზნესის შეუფერხებელი წარმოებისთვის საჭირო ყველა დანადგარი, ტექნიკა და დამხმარე მასალა გადაეცემა მყიდველს. საკონდიტრო მზადაა მუშაობის გასაგრძელებლად პირველივე დღიდან, ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციის გარეშე.
💼 ვისთვის არის შესაფერისი
ესაა მზა გადაწყვეტა მათთვის, ვისაც სურს F&B სექტორში შესვლა ნულიდან დაწყების რისკის გარეშე ბრენდი, ლოკაცია, ოპერაციული სისტემა და კლიენტის ბაზა უკვე არსებობს.
🔴 სერიოზული დაინტერესების შემთხვევაში და ფასის შესათანხმელბად დაგვიკავშირდით: 595313353
| ინდუსტრია: |
კვების ობიექტები |
მდებარეობა: |
თბილისი |
| კატეგორია: |
გაყიდვა - ბიზნესები |
ვალუტა: |
USD |
| თანამშრომლები: |
|
წლიური შემოსავალი: |
|
| EBITDA: |
|
წმინდა მოგება: |
|
| აქტივები: |
|
უძრავი ქონება: |
არა |
| ინდუსტრია: |
კვების ობიექტები |
| მდებარეობა: |
თბილისი |
| კატეგორია: |
გაყიდვა - ბიზნესები |
| ვალუტა: |
USD |
| თანამშრომლები: |
|
| მთლიანი შემოსავალი: |
|
| EBITDA: |
N/A |
| წმინდა მოგება: |
|
| აქტივები: |
|
| უძრავი ქონება: |
არა |
|
|
|