რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
მზესუმზირის და სხვა მარცვლეულის საწარმო
755,128 220,000
ID: 13882
თარიღი: 2019-09-18
ნახვები: 5253
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 571224914
ელ.ფოსტა: info@businessforsale.ge
მზესუმზირის საწარმო თბილისში მდებარეობს და ბრენდირებული, შეფუთული მზესუმზირის წარმოება-რეალიზაციას ახდენს საქართველოს მასშტაბით. კომპანიას აქვს სავაჭრო პარტნიორების დიდი ბაზა და აწყობილი სადისტრიბუციო სისტემა, რაც თვეში 7 ტონამდე მზესუმზირის რეალიზაციის საშუალებას იძლევა. მზესუმზირის საწარმოს ძირითად საქმიანობას მზესუმზირის გადამუშავება, დაფასოვება და დისტრიბუცია-რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიამ ფუნქციონირება 2019 წლის მარტში დაიწყო და მისი ყოველთვიური გაყიდვების მოცულობამ ივლისის თვეში 7 ტონას მიაღწია. კომპანიას გამართული ურთიერთობა აქვს სავაჭრო პარტნიორებთან და საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით პროდუქციას აწვდის საქართველოს მასშტაბით 4,000-მდე სავაჭრო ობიექტს. ქსელურ სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან სპარი, ფრესკო, ნიკორა, აგროჰაბი, გუდვილი, საქართველოს ფოსტა, გალფი, სოკარი (56 ფილიალი), დეილი, ელვა, უნივერსამი, მეინმარტი და ა.შ. კომპანიის სადისტრიბუციო ქსელი 9 მიკროავტობუსსა და 2 „ვაგონის“ ტიპის ავტომობილს მოიცავს, რაც სრულად ფარავს 11 უბანს ქვეყნის მასშტაბით (5 თბილისში, 6 რეგიონებში). გარდა მზესუმზირისა კომპანია აწარმოებს ბურბუშელას, ბატიბუტს, მიწის თხილს, სვანურ მარილს. ჯამში 20მდე დასახელების პროდუქტს. კომპანიის საკუთრებაში არსებული მანქანა-დანადგარები სხვა სახის პროდუქტის წარმოების საშუალებასაც იძლევა (თხილი, ქართული წიფელის ნაყოფი, გოგრის თესლი, ჩიფსი და ა.შ.) იყიდება კომპანიის 100%. ფასი არის კომპანიის აქტივების ღირებულები 10%-ზე ნაკლები. ღირებულებაში არის დამატებული კომპანიის ბრენდის, გამოცდილების, ქსელის დაფარვის და ზოგადად ბიზნესის პრემიუმი.
ინდუსტრია: წარმოება მდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვა - ბიზნესები ვალუტა: USD
თანამშრომლები: 24 წლიური შემოსავალი:
EBITDA: წმინდა მოგება:
აქტივები: 220000 უძრავი ქონება: არა
ინდუსტრია: წარმოება
მდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვა - ბიზნესები
ვალუტა: USD
თანამშრომლები: 24
მთლიანი შემოსავალი:
EBITDA: N/A
წმინდა მოგება:
აქტივები: 220000
უძრავი ქონება: არა

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

კატეგორია

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა