რეგისტრაცია
საიტზე რეგისტრაციამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს წესებს
* ყველა ველის შევსება აუცილებელია
გავეცანი და ვეთანხმები წესებს
განცხადებები
100 - 120 განცხადება 301 შედეგიდან
განცხადებების რაოდენობა გვერდზე: 10 | 20 | 30
ფილტრაცია
განლაგება
3 ნომრიანი სასტუმრო რუსთაველის გამზირზე 185,000 USD
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-08-07
იყიდება სასტუმრო რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო "მერიოტთან" ახლოს, ისტორიულ შენობაში, ორი 3-ოთახიანი აპარტამენტი, საერთო ფართი 90 კვ.მ; უცხოვრებელი, დამოუკიდებელი შესასვლელებით, ევრორემონტით, ავეჯით, ტექნიკით, საკუთარი სველი წერტილებით, სამზარეულოებით, გათბობა-გაგრილებით.
სილამაზის სალონი 69,500 USD
თბილისი | სილამაზე და სპორტი
თარიღი: 2019-08-06
გურამიშვილის გამზირზე, სანზონაში იყიდება 47 კვ.მ სილამაზის სალონი, უმაღლესი ხარისხის რემონტით, ფასში შედის ავეჯი, ინვენტორული კონდიციონერი, პროფესიონალური გამწოვის სისტემა, სალონში არის 5 სველი წერტილი, ცენტრალური გათბობა, ასევე კოსმეტოლოგის ოთახი, პედიკიურ-მანიკიური, სამზარეულო პერსონალისთვის, ალუმინის მინაპაკეტი, სიგნალიზაცია, 3 სათვალთვალო კამერა აქედან 2 გარე და 1 შიდა პერიმეტრზე, ყველაფერი გამართულია და მუშაობს. მყიდველს შეუძლია პირდაპირ დაუბრკოლებლად ამუშაოს ობიექტი.
სასათბურე მეურნეობა 75,000 USD
მცხეთა | მიწა
თარიღი: 2019-08-06
იყიდება მოქმედი სასათბურე მეურნეობა ნატახტარში, 2000 მ2 ფართობი. მიწის ფართზე მდებარეობს 1600 კვ.მ სათბური, ამჟამად მოშენებულია სალათის ფურცელი და მწვანე ხახვი, ყველანაირი კომუნიკაცია არის მიყვანილი. ცენტრალური გზიდან 150 მეტრში მდებარეობს. თბილისიდან 25 კმ-ში.
მაღაზია 16,000 GEL
თბილისი | საცალო ვაჭრობა
თარიღი: 2019-08-06
იყიდება, მაღაზიის აწყობილი ბიზნესი ფართი იჯარით ,  რომელიც მდებარეობს სამგორის რაიონში, ნავთლუღში. მაღაზია მუშაობს 25% - ზე, ადგილი არის საკმაოდ პერსპექტიული, მაღაზიაში პროდუქცია საკმაოდ შევსებულია ამ ეტაპზე. მაღაზიას გააჩნია ინვენტარი მაცივრები,კონდიციონერი, კომპიუტერი, პროგრამა, დაცვის სისტემაა, კამერები (მაღაზია ინვენტარი ყველაფერი საკუთარიაა და გადაეცემა მყიდველს). ფართი არის 75 მ2.
საწარმო დაწესებულება 25,000 USD
თბილისი | წარმოება
თარიღი: 2019-08-06
იყიდება ყველანაირად მოწყობილი საწარმო ვარკეთილში, რომლის ფართიც არის 140 მ2. სამ ფაზიანი დენით, სავინტელაციო მოწყობილობით, საოთახე მაცივრებით, სასაწყობო ფართით, მუდმივი წყლით, გამართული კანალიზაციითა და ყველა სხვა საჭირო პირობებით. გამოდგება ყველანაირი ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელების საწარმოებლად, აგრეთვე ხორცპ-როდუქტებისა და რძის ნაწარმის საწარმოებლად და ასევე სხვა ნებისმიერი პროდუქტის საწარმოებლად.
15 ნომრიანი სასტუმრო გლდანში 1,000,000 USD
თბილისი | სასტუმროები
თარიღი: 2019-08-06
იყიდება 5-სართულიანი, 15-ნომრიანი სასტუმრო გლდანში. შენობა არის ახალ აშენებული და გარემონტებული. შენობის ფართი 680კვ.მ. პირველ სართულზე მოქმედებს ბარი. მიწის ფართი-600კვ.მ. სასტუმრო ყოველთვის დატვირთულია კლიენტებით. საკუთარი დაცული პარკინგი, ყველანაირი კომფორტით, ინვეტარით. გაითვალისწინეთ, რომ ბიზნესი მუშაობს სრული დატვირთვით. ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით.
სასაწყობე/საწარმოო ფართი 130,000 USD
თბილისი | სხვა
თარიღი: 2019-08-06
იყიდება მოქმედი საწარმო/სასაწყობე ფართი ლილოში, რომლის ფართობიც არის 210 კვ.მ შენობა, მასზე მიმაგრებული 400 კვ.მ ნაკვეთი, პლიუს 450 კვ.მ დაბეტონებული მოედანი 2-3 ტრაილრის გასარეცხად. შენობა არის მაღალ ბელეტაჟზე და აქვს იგივე ფართობის ქვედა სართული ორი ჩასასსვლელით და ლიფტის არხით, ყველა კომუნიკაციით და ცენტრალური გათბობით, ორი სველი წერტილით, სამაცივრე სათავსოთი, ჭერის სიმაღლეა 4 მ. გამოდგება საოფისედ, საბანკეტოდ, სასაწყობედ, მცირე საწარმოსათვის. შენობა აშენებულია 2001 წელს კაპიტალურად საკედლე ცოკოლის ბლოკებით და გადახურულია სინკარებით.
3 ნომრიანი სასტუმრო ბათუმში 100,000 USD
ბათუმი | სასტუმროები
თარიღი: 2019-08-05
იყიდება მოქმედი სამ ნომრიანი სასტუმრო ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე. სამივე ნომერი აღჭურვილია ყველანაირი საჭირო ავეჯით, ტექნიკით და თავისივე იზოლირებული სველი წერტილებით. სასტუმროს აქვს სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი ოთხივე სეზონზე. გამოირჩევა ტურისტების დიდი ნაკადით, შესაბამისად ობიექტი შეიძლება გადაკეთდეს სხვა დანიშნულების კომერციულ ფართად.
საოფისე კომერციული ფართი 120,000 USD
თბილისი | სხვა
თარიღი: 2019-08-05
ანანურთან, დუშეთის მუნიციპალიტეთან ახლოს იყიდება კომერციული ფართი მასზე განთავსებული შენობანაგებობებით. შენობა შესაძლებელია გამოიყენოთ სასტუმროდ, ავტოკემპინგად. შენობის პირველ სართულზე არის დიდი სასადილო ოთახი, მიმდებარედ აქვს დიდი სამზარეულო, მეორე სართულზე სამი საძინებელი აპარტემენტი თავისი სველი წერტილებით. მანსარდში ასევე ოთახი თავისი სველი წერტილით, ნაკვეთში არის წყაროს წყალი, ყველა კომუნიკაცია შეყვანილია (გაზი, ელექტროენერგია, აქვს ავტონომიური საკანალიზაციო სისტემა), და გარემონტებული, შესაძლებელია ამ ფართის საზოგადოებრივი კვების ობიექტდ გამოყენებაც(სასტუმრო-რესტორანი), ნაკვეთი მებარეობს ულამაზეს ბუნებაში და შენობას ქვს ულამაზესი ხედები ტყისკენ და წყალსაცავისკენ. ფართი არის 1001 მ2.
საწარმო კომერციული ფართი 62,300 USD
მცხეთა | ავტობიზნესი
თარიღი: 2019-08-05
კომერციული ფართი მდებარეობს სოფელ ბულაჩაურში, თბილისიდან 30 წთ. სავალზე ასფალტირებული გზით, 800კვ.მ. კაპიტალური შენობა, რომელიც არის ბეტონით აშენებული. ჭერის სიმაღლე დაახლოებით 8 მ. აქვს 4 დიდი კარი (ჭიშკარივით, რომ შევიდეს სატვირთო და სპეც-მანქანები). ყველა კომუნიკაციით. ახლოს არის ცენტრალური მაგისტრალი, მდინარე და გაერთიანებული აგრარული ბაზარი. შენობაში შიგნით, ერთ კუთხეში არის გაკეთებული 100 კვ.მ. მაცივარი-საწყობი, უცხოური, თანამედროვე, ძვირადღირებული დანადგარებით. არის ასევე ბიო-ტუალეტიც. შენობა გამოდგება საწყობად, ქარხნისთვის, საამქროსთვის, ფერმისთვის, ასევე მეფრინველეობისთვის, საწარმოსთვის (ჩირი, სოკო) და სხვა.
ფერმა ბულაჩაურში 160,000 USD
მცხეთა | სოფლის მეურნეობა
თარიღი: 2019-08-05
იყიდება მზა ფერმა, 800 კვ.მ. კაპიტალურ შენობას + 15 ჰექტარი მიწა, თბილისთან ახლოს, კომუნიკაციებით, 1 ჰექტრიანი ეზოთი, კიდევ პატარა სახლით, უფასო საძოვრებით, წიფლის და მუხის ტყის პირას, ეკოლოგიურ ზოლში. ფერმას მოყვება 15 ჰექტარი მიწა იმავე ლოკაციაში. მთელი წლის განმავლობაში საქონლის კვება შესაძლებელია უფასოდ, დამატებითი ხარჯის გარეშე.
უნივერსალური კომერციული ფართი 131,600 USD
თბილისი | ავტობიზნესი
თარიღი: 2019-08-05
იყიდება 210 კვ.მ. უნივერსალური ფართი ვაკეში, მრგვალ ბაღთან, 8ოთახიანი, 5 სვ.წერტილით, დიდი ჰოლით, აივნით, ცენტრალური გათბობით, ახალი რემონტით, მეტალოპლასტმასის კარფანჯრებით, მოწესრიგებული სადარბაზოთი, ტრანსპორტის კარგი წვდომით. ფართს მოყვება მოქმედი მაღაზიაც.
სასტუმრო ბულაჩაურში 93,500 USD
მცხეთა | სასტუმროები
თარიღი: 2019-08-05
იყიდება საოჯახო ტიპის სასტუმრო, თბილისთან ახლოს, ტყის ზონაში, ულამაზესი ხედებითა და სუფთა ჰაერით. სასტუმროს ფართი არის 500კვ.მ. 4-სართულიანი, 11 ოთახიანი, 4 აივნით, 2 დასასვენებელი დარბაზით, 2 მისაღებით, ავეჯით და ტექნიკით გაწყობილი, 1 ჰექტრიანი ყვავილების და ხეხილის უნიკალური ჯიშების ბაღით, უნიკალური წყაროს წყლით,(სახლშია შეყვანილი), კვება ნატურალური პროდუქტებით, (ეზოში დიდი ბოსტანია), სურვილისამებრ შეიძლება ასევე მიწის დამატება (15ჰ), არის ასევე სხვა მიმართულებით ბიზნესის პერსპექტივაც. იდეალური კაპიტალდაბანდებაა.

ბიზნესის დასახელება

ინდუსტრია

ქალაქი

მინ. ფასი

მაქს. ფასი

გარიგების ტიპი

ID

ვალუტა

ყველა ველის გასუფთავება

სიახლეების გამოწერა